bayern.ge სლაიდერი გვერდი 68
იანვარში ბუნდესლიგაში სატრანსფერო რეკორდი დამყარდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დასრულდა და ცნობილია თუ რა შემადგენლობებით დაამთავრებენ გუნდები სეზონის2020 წლის იანვარი სარეკორდო გამოდგა გერმანიის ბუნდესლიგისთვის ჯამში გუნდებმა გასულ თვეში 190 მილიონი ევრო დახარჯეს ასეთი დიდი რაოდენობის თანხა კი გერმანიაში არცერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს არ დახარჯულაამ მხრივ გამორჩეული იყო დედაქალაქური კლუბი ჰერტა ბერლინელებმა 4 ტრანსფერში ჯამში 78 მილიონი ევრო გადაიხადეს და ამით არა მხოლოდ გერმანიაში არამედ მთელს ევროპაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავესშეგახსენებთ რომ ბაიერნს ზამთარში თანხები ფაქტობრივად არ დაუხარჯავს კლუბმა მხოლოდ ალვარო ოდრიოსოლა დაიმატა ნახევარწლიანი იჯარით
ლიოვი ჰუმელსსა და მიულერს ნაკრებში მოხვედრის შანსი ექნებათ თუ
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თომას მიულერისა და მატს ჰუმელსზე ისაუბრაორივე მათგანი წელს დიდ პროგრესს განიცდის მიულერსა და ჰუმელსს თითქოს ახალი სუნთქვა გაეხსნათიმ შემთხვევაში თუ ისინი ამ ფორმას შეინარჩუნებენ ნაკრებში დაბრუნების კარგი შანსი ექნებათ თუმცა ჯერჯერობით მთელი სეზონი წინაა და ევრო 2020ზე წასვლა არავის აქვს გარანტირებული აცხადებს ლიოვიშეგახსენებთ რომ თომას მიულერმა ეროვნულ გუნდში უკანასკნელი მატჩი ერთა ლიგაზე ჩაატარა
ვერნერმა ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
ბოლო პერიოდში ლაიფციგის ახალგაზრდა ფორვარდს ტიმო ვერნერს აქტიურად უკავშირებენ მიუნხენის ბაიერნსაღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად გერმანელმა ფეხბურთელმა გააკეთავფიქრობ მიუნხენელებს მსოფლიოშ საუკეთესო 9 ნომერი ჰყავთ რობერტ ლევანდოვსკის სახითმეც და ლევანდოვსკისაც სეზონში 20ზე მეტი გოლი გაგვაქვს რაც კლასზე მიუთითებს ამის გათვალისწინებით ერთად თამაში არ გაგვიჭირდება მომავალში არაფერს გამოვრიცხავ თუმცა ამჟამად ამაზე არ ვფიქრობ აცხადებს ვერნერი
ლაიფციგთან მატჩში ბაიერნს ორი ფეხბურთელი დაუბრუნდება
9 თებერვალს ბუნდესლიგის სეზონის ერთერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ლაიფციგს უმასპინძლებსგერმანული გამოცემა Kickerის ინფორმაციით რეკორდმაისტერს მნიშვნელოვან მატჩში ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი დაუბრუნდებაკერძოდ საუბარია ლუკას ერნანდესსა და კინგსლი კომანზე ორივე მოთამაშემ გასულ კვირაში განაახლა ვარჯიში და ისინი უკვე მზად არიან მინდორზე გამოსასვლელადშეგახსენებთ რომ 20 ტურის შემდეგ ბაიერნი პირველ ადგილზეა და 1 ქულით უსწრებს ლაიფციგს
ბუნდესლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ალკანტარა დასახელდა
ბუნდესლიგის მე20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა დასახელდაესპანელმა ნახევარმცველმა მაინცთან შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო და ის მინდორზე მართლაც გამორჩეული იყოალკანტარას სრული სტატისტიკის ნახვა გასული მატჩიდან შეგიძლიათ აქშეგახსენებთ რომ რეკორდმაისტერმა ბოლო ტურში 13 იმარჯვა და ბუნდესლიგაში პირველობა დაიბრუნა
რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა31 წლის ფორვარდს აღნიშნული ჯილდო 2011დან 2017 წლამდე ზედიზედ შვიდჯერ აქვს მოპოვებული გასულ წელს კი ეს პრიზი ლუკაშ ფაბიანსკიმ მიიღოერთწლიანი პაუზის შემდეგ ბაიერნის ლიდერმა ქვეყნის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კვლავ დაიმსახურა
დარჩება თუ არა ფილიპე კოუტინიო  ნოიერის პასუხი
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ფილიპე კოუტინიოს მომავალზე გააკეთა კომენტარიკოუტინიო გუნდის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა მას დასვენება სჭირდება და სწორედ ესაა მიზეზი იმისა რომ ბოლო დროს ვეღარ ხვდება სასტარტო შემადგენლობაშიპირადად მე დიდი იმედი მაქვს რომ ის მომავალშიც გუნდში დარჩება აცხადებს ნოიერიშეგახსენებთ რომ კოუტინიო ბაიერნში ერთწლიანი იჯარითაა კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება 120 მილიონ ევროდ აქვს
ტიაგო ალკანტარამ დავიდ ალაბა დატროლა
ხუთშაბათს ავსტრალიის ღია პირველობის 12 ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა და გრანდ სლემის ფინალში გავიდათანამემამულის ამ წარმატებას მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველი დავიდ ალაბა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურადიდი მატჩი ახლა უკვე ტიტულის მოგების დროა წერს ალაბა საკუთარ თვითერზეთანაგუნდელს თავის მხრივ ტიაგო ალკანტარა გამოეხმაურა რომელმაც ავსტრიელი მცველი დატროლაცხოვრებაში ერთხელაც კი არ გინახავს ჩოგბურთის მატჩი კარგი რა დაწერა ესპანელმა ნახევარმცველმა
ბაიერნმა პირადი რეკორდი დაამყარა
გუშინ ბუნდესლიგის მე20 ტურის შეხვედრა გაიმართა რომელშიც მიუნხენის ბაიერნი მაინცს ესტუმრა და ანგარიშით 13 დაამარცხაამ მატჩის წყალობით რეკორდმაისტერმა კლუბის ახალი რეკორდი დაამყარაკერძოდ 20 ტურის შემდეგ გუნდს უკვე 58 გოლი დაუგროვდა მსგავსი შედეგი კი გუნდს ისტორიაში არასდროს დაუფიქსირებიაშეგახსენებთ რომ ამ გამარჯვების წყალობით ბაიერნმა ლაიფციგს 1 ქულით გაასწრო და ბუნდესლიგის ცხრილში გალიდერდა
ბაიერნმა ზაფხულის სატრანსფერო გეგმები დაალაგა
ესპანური გამოცემა Goalის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებსწყაროს ცნობით რეკორდმაისტერი ამ თანხით ზაფხულში ჯამში 3 ფეხბურთელის დამატებას გეგმავსმთავარი სატრანსფერო პრიორიტეტი ლეროი სანეა რომლის ტრანსფერსაც გულშემატკივრები უკვე დიდი ხანია ელიან დიდი ალბათობით კლუბებს შორის შეთანხმება სეზონის დასრულებამდე შედგებაგარდა ამისა მიუნხენელებს ასევე კაი ჰავერცის დამატებაც სურთ 20 წლის ნახევარმცველი გერმანელი ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა და მის სანაცვლოდ ლევერკუზენი 80 მილიონ ევროს ითხოვსდა ბოლოს ბაიერნს დაცვის ხაზის გაძლიერებაც სურს ჯერჯერობით უცნობია ვის დამატებას აპირებს კლუბი თუმცა ფაქტობრივად გადაწყვეტილია რომ ზაფხულში ჟერომ ბოატენგი წავა შესაბამისად მისი შემცვლელის ძიება აქტიურად მიმდინარეობს
ფლიკი ტაიმის ბოლოს გაშვებული გული არ მომეწონა
მაინცის დამარცხების შემდეგ მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთამოხარული ვარ რომ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოვიპოვეთ პირველი 30 წუთი ბრწყინვალედ ჩავატარეთ ამის შემდეგ კი შედარებით მოვუკელითტაიმის ბოლო წუთზე კუთხურიდან გოლი გავუშვით რაც ძალიან არ მომეწონა ასეთ მომენტებში მეტი ყურადღება გვმართებსმომავალ კვირაში რთული მატჩი გველის ლაიფციგთან რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს თუმცა მანამდე ჯერ თასზე გვიწევს შეხვედრა და ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობ აცხადებს ფლიკი
ბაიერნმა ბუნდესლიგაში პირველი ადგილი დაიბრუნა
გერმანიის ბუნდესლიგის მე20 ტურში ყველა ლიდერის თამაში დასრულდა და ცხრილს ახალი ლიდერი ჰყავსდიდხნიანი პაუზის შემდგომ მიუნხენის ბაიერნმა გათამაშების ცხრილის სათავეში შეძლო დაბრუნებარეკორდმაისტერმა მიმდინარე ტურში სტუმრად მაინცი დაამარცხეს ანგარიშით 13 თავის მხრივ კი ლაიფციგს შინ გლადბახთან დაუცდა ფეხი 22შესაბამისად 20 ტურის შემდეგ ბაიერნს 42 ქულა გაუხდა და მეორეადგილოსან ლაიფციგს 1 ქულით გადაასწრო
ჰაალანდმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა
დღეს ბუნდესლიგის მე20 ტურის შეხვედრა გაიმართა რომელშიც დორტმუნდის ბორუსიამ ბერლინის უნიონს უმასპინძლა და ანგარიშით 50 გაანადგურაყვითლების მხრიდან კიდევ ერთხელ შეძლო გოლის გატანა გუნდის ახალწვეულმა ერლინ ჰაალანდმა რომელმაც მე18 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი 76ეზე კი დუბლი გაიფორმააღსანიშნავია რომ ამ გოლების წყალობით ახალგაზრდა ნორვეგიელმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარაკერძოდ ჰაალანდს ბუნდესლიგაში თავის სადებიუტო სამ მატჩში უკვე 7 გოლი დაუგროვდა ასეთი სტარტი კი სხვა არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია ისტორიაშიასევე საინტერესოა რომ ჯამში ჰაალანდმა 7 გოლის გატანას 137 წუთი მოანდომა
ალკანტარას საოცარი სტატისტიკა მაინცის წინააღმდეგ
ბუნდესლიგის მე20 ტურში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად მაინცი დაამარცხარეკორდმაისტერის მხრიდან გამორჩეული გახლდათ ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდაგთავაზობთ ალკანტარას შესანიშნავ სტატისტიკას დღევანდელი თამაშიდან116 შეხება ბურთთან 90 პასი 89 სიზუსტე 2 მნიშვნელოვანი პასი 8 ზუსტი შორეული გადაცემა 9დან 7 შესრულებული დრიბლინგი 4 ვარდნა 2 ჩაჭრა 93 რეიტინგი
მაინცი VS ბაიერნი სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგის მე20 ტურში მიუნხენის ბაიერნი მაინცს ესტუმრებათამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო თერთმეტეულები დაასახელესმაინცი ზენტნერი ჟუსტე ბროსინსკი ნიაკატე ბოტიუსი კვასონი ოზტუნალი კუნდე კუნდე ბაკუ ბარეირო მატეტაბაიერნი ნოიერი დევისი ალაბა ბოატენგი პავარი ტიაგო კიმიხი გორეცკა პერიშიჩი ბოატენგი მიულერი
ბაიერნის ეფექტი  შალკემ გადაწყვეტილება შეცვალა
მოგეხსენებათ მას შემდგომ რაც მიუნხენის ბაიერნმა ალექსანდრ ნუბელი ოფიციალურად გაიფორმა კლუბის გადაწყვეტილებით ახალგაზრდა კიპერმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლარეკორდმაისტერთან შეხვედრის შემდეგ სადაც შუბერტმა არაერთი უხეში შეცდომა დაუშვა და 5 გოლი გაუშვა შალკეს მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება შეცვალაყველამ იცის თუ ვინ იდგა სეზონის პირველ ნახევარში კარებში და ასევე ყველა ხედავს თუ ვინ უნდა დაიცვას შალკეს კარი დარჩენილ სეზონშიმანამ სანამ ალექსი შალკეს დატოვებს ის გუნდის ძირითადი კიპერი იქნება აცხადებს გელზერკიხენელთა დამრიგებელი ვაგნერინუბელმა 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პარასკევს ჰერტას წინააღმდეგ ითამაშა და კარის მშრალად შენახვა შეძლო
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0