bayern.ge სლაიდერი გვერდი 93
კოვაჩი ეს ფანტასტიკური საღამო იყო სრულიად გერმანული ფეხბურთისთვის
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ლონდონის ტოტენჰემთან გუშინდელი ბრწყინვალე გამარჯვება 72 შეაფასაამაზე ვერავინ იოცნებებდა ვიცოდით თუ რა გველოდა აქ საკმაოდ ინტენსიური მატჩი გამოვიდა ტოტენჰემმა სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოგვაქციაპირველ ტაიმში აგრესიულობა ცოტათი გვაკლდა რა თქმა უნდა შესვენებაზე გაყოლებული მეორე გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე ტაიმში კი გეგმის მიხედვით ვითამაშეთფანტასტიკური საღამო გამოვიდა ბაიერნისა და სრულიად გერმანული ფეხბურთისთვის ეს განსაკუთრებული თამაში იყოახლა კი ბუნდესლიგაზე უნდა გადავიტანოთ კონცენტრაცია ამ სეზონში ამბიციური მიზნები გვაქვს ბევრის მიღწევა გვინდა განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმაგერმანულმა გრანდმა ლონდონში ფანტასტიკურად იასპარეზა და ორი ტურის შემდეგ B ჯგუფს 6 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს
გნაბრის პოკერი  ბაიერნმა ტოტენჰემი 72 გაანადგურა
მიუნხენის ბაიერნმა ინგლისის ნალექიან დედაქალაქში გოლების ნამდვილი წვიმა მოაწყო და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ტოტენჰემი 72 გაანადგურათამაშის საწყისი 30 წუთი ძალიან სანახაობრივი გახსნილი და სწრაფი გამოდგა ტოტენჰემმა აქტიურად და აგრესიულად დაიწყო ლონდონელების შეტევებს მანუელ ნოიერი ორჯერ გაუმკლავდა მაგრამ კორენტენ ტოლისოს შეცდომის შემდეგ ნდომბელემ ეუნმინ სონს შეუყოლა და კორეელმა ამჯერად იდეალურად დაარტყა 10ბაიერნმა მეტოქეს ძალიან მალე უპასუხა და იოზუა კიმიხმა შორიდან იდეალური დარტყმით წონასწორობა აღადგინა დეზებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ შექმნეს მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ ბაიერნმა იზეიმა ტაიმის ბოლო წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ საჯარიმოს ხაზიდან ჩინებული დარტყმით გამოიჩინა თავი და ბაიერნს პირველი ტაიმი მოაგებინა 21მეორე ტაიმის სტარტზე ორწუთიან მონაკვეთში სერჟ გნაბრიმ დუბლი გაიფორმა გერმანელმა ჯერ ჩინებული სოლორეიდი დააგვირგვინა კარგი დარტყმით ხოლო მოგვიანებით კოკო ტოლისოს პასი გამოიყენა და მარცხენა ფეხით გაიტანა ბურთი 41ტოტენჰემმა ჰარი კეინის პენალტით რომელიც საეჭვო სიტუაციაში დაინიშნა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და თამაში შედარებით გათანაბრდამიუნხენელებმა მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ იფეთქეს ტიაგო ალკანტარას ფანტასტიკური გადაცემით გნაბრი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ჰეთთრიკი შეასრულა რასაც მორიგი ლამაზი კომბინაცია და ლევანდოვსკის დუბლი ხოლო ბოლოს გნაბრის კიდევ ერთი უზუსტესი დარტყმა და პოკერი მოჰყვასაბოლოოდ 72 და რეკორდმაისტერმა ამ ეტაპზე სეზონის ყველაზე რთული ტესტი იდეალურად ჩააბარანიკო კოვაჩის გუნდმა ექვსი ქულა დააგროვა და B ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს
ერნანდესი მამას არ ვუყვარდით მასზე 17 წელია არაფერი გამიგია
ლუკა ერნანდესი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და უკვე მიუნხენის ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ფასეული მოთამაშეა23 წლის ფრანგს კარიერაში ფენომენალური სტარტი აქვს მაგრამ მისი ცხოვრება არც ისე იოლად დაიწყო როდესაც 6 წლის ასაკში მამამ ოჯახი დატოვა და ლუკა უმცროს ძმა თეოსთან ერთად დედასთან ერთად დარჩალუკამ ამ თემაზე Goalcomთან ვრცლად ისაუბრამასთან დაკავშირება არასოდეს მიცდია რა თქმა უნდა როდესაც პატარა ვიყავი ვფიქრობდი თუ სად შეიძლება ყოფილიყო და მსურდა მის შესახებ რამე გამეგოთუმცა დროთა განმავლობაში ამაზე უფროდაუფრო ნაკლებს ვფიქრობდი უფრო მეტად ჩემს თავსა და ჩემს ცხოვრებაზე დავიწყე ფიქრი როდესაც გავიზარდესაბოლოოდ ჩემთვის ნათელი გახდა რომ მან იმიტომ დაგვტოვა რომ არ ვუყვარდით და თუ მას არ ვუყვარდით მაშინ უკეთესია რომ დაგვტოვაახლა 23 წლის ვარ და როდესაც მან დაგვტოვა 56 წლის ვიყავი უკვე 1617 წელია მისგან არაფერი სრულიად არაფერი გამიგია და მის შესახებ არაფერი ვიციარ ვიცი სადაა ახლა ის რას აკეთებს საერთოდ ცოცხალია თუ არა სამაგიეროდ თავად შევქმენი პატარა ოჯახი ის არც ახლა დამკავშირებია როგორც ჩანს არც აინტერესებს და არ უნდა კონტაქტზე გამოსვლადაშორების შემდეგ მე ჩემი ძმა და დედა ახალი ტრიო გავხდით მე და თეო მუდმივად ფეხბურთით ვცხოვრობდით დილას შუადღეს და ღამე მუდმივად ერთად ვთამაშობდით ჩემი ძმა ჩემი საუკეთესო მეგობარია ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართჩვენ არასოდეს გვესმოდა თუ რატომ დაგვტოვა მან უბრალოდ დედასთან ერთად ვიზრდებოდით ის ცხოვრობდა მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის არაფერი გვაკლდა ახლა კი მე და თეო პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და მას შეუძლია ცოტათი ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოსმან გვითხრა თუ რა მოხდა გვითხრა რომ ისინი დაშორდნენ მამა უეცრად წავიდა და მას შემდეგ მასზე არაფერი გაგვიგია რა თქმა უნდა რთულია ცხოვრება მამის გარეშე მაგრამ დედა ძალიან წარმატებულად ასრულებდა თავის და მამის როლსაც მე და ჩემს ძმას ცოტათი არეული მაგრამ ულამაზესი ბავშვობა გვქონდაბებია და ბაბუა ფინანსურად გვიჭერდნენ მხარს რათა გვეცხოვრა და სკოლაში გვევლო სწორედ ამიტომ არის ბაბუა ჩემი მამა და ბებია მეორე დედა ეკონომიკურად ისინი იყვნენ ჩვენი მომმარაგებლები და ძალიან დაგვეხმარნენ გაიხსენა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულმა მოთამაშემლუკასა და თეოს დედა პი ლაურენსია რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შვილები მარტომ გაზარდა
ზიულე პრემიერ ლიგაში თამაში ძალიან მინდა
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა ნიკლას ზიულემ ინგლისის პრემიერ ლიგისადმი თავისი სიმპათიები არ დამალაროდესაც ამის შანსი მქონდა პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ბევრი ვიფიქრე ეს ნამდვილად არის ჩემპიონატი რომელში თამაშიც მინდა თუმცა ჩავთვალე რომ მიუნხენში გადასვლა საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა და როგორც ხედავთ ბაიერნში ძალიან ბედნიერი ვარ არამხოლოდ იმიტომ რომ გუნდში ვიპოვე ადგილი არამედ კლუბის ფანების და ყველაფრის გამო განაცხადა ზიულემ24 წლის გერმანელი მცველი ბაიერნმა 2017 წლის ზაფხულში ჰოფენჰაიმიდან 20 მილიონ ევროდ შეიძინა მაშინ მისით ლონდონის ჩელსიც აქტიურად ინტერესდებოდა მაგრამ ნიკლასმა გერმანიაში დარჩენა ამჯობინაზიულე ახლა რეკორდმაისტერის დაცვის უცვლელი ფიგურაა და კარგ ფორმაშიც იმყოფება
კიმიხმა ბაიერნის თამაში გააკრიტიკა
მიუნხენის ბაიერნის უნივერსალურმა უკანა ხაზელმა იოზუა კიმიხმა პადერბორნთან მატჩის შემდეგ გუნდის თამაშის ხარისხი დაიწუნამიუხედავად იმისა რომ ბოლო მატჩები დიდი უპირატესობით მოვიგეთ თამაში არ იყო ისეთ როგორიც გვინდოდა და წარმოგვედგინაარცერთი მოთამაშე არ არის კმაყოფილი ჩვენი თამაშით აღნიშნა 24 წლის გერმანელმანიკო კოვაჩის გუნდი ბოლო პერიოდში კარგ შედეგებს დებს მიუნხენელებმა ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგეს მაგრამ თამაშის ხარისხი არც ისე მაღალიამომდევნო მატჩს ბაიერნი 1 ოქტომბერს ლონდონში ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს
პირველად ისტორიაში  ლევანდოვსკი ბუნდესლიგის რეკორდსმენია
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ სეზონის ფანტასტიკური სტარტი უნიკალური მიღწევით დააგვირგვინაგუშინ გერმანიის ბუნდესლიგის მე6 ტურში რეკორდმაისტერმა სტუმრად პადერბორნი 32 დაამარცხა და პოლონელმა ერთი ბურთის გატანა მოახერხა31 წლის რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის სასტარტო 6 ტურში უკვე 10 გოლის გატანა მოახერხა რაც ბუნდესლიგის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაარობერტმა ლეგენდების იუპ ჰაინკესის გერდ მიულერის პეტერ მაიერისა და ლოთარ ემერიხის რეკორდი გააუმჯობესა მათ საწყის 6 შეხვედრაში 9 ბურთი ჰქონდათ გატანილი201920 წლების სეზონში ლევანდოვსკის ჯერჯერობით ბაიერნის ყოველ შეხვედრაში გააქვს გოლი თუ სუპერთასს არ ჩავთვლით მის ანგარიშზე 8 თამაშში 12 გოლია
პადერბორნი  ბაიერნი სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგის მე6 ტურის შეხვედრა პადერბორნსა და მიუნხენის ბაიერნს შორის ჩვენი დროით 1730 საათზე დაიწყებაპადერბორნი ჰუტი დრაგერი კილიანი უნემაიერი კოლინსი ვასილადიში ჯასულა ოლივეირასოუზა ანტვიაჯეჯი ზოლინსკი მიშელისათადარიგო სკამი ცინგერლი ჰოლტმანი ლანსი მამბა პრიოგერი რიტერი საბირი შელტონი შტროდაიკიბაიერნი ნოიერი პავარი ზიულე ბოატენგი ერნანდესი კიმიხი ტიაგო გნაბრი კოუტინიო კომანი ლევანდოვსკისათადარიგო სკამი ულრაიხი ალაბა მარტინესი კუისანკე ტოლისო დეივისი მიულერი
ვაგნერი სოციალური ქსელი ჩვენს შვილებს აჩლუნგებს
მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა სანდრო ვაგნერმა თავის ცხოვრების სტილზე ისაუბრაერთერთი შეკრების დროს ერთხელ ინსტაგრამზე ანონიმურად დავრეგისტრირდი იმისათვის რომ მენახა თუ რა ხდებოდა იქდა მინდა გითხრათ რომ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის როგორ ურთიერთქმედებას ახდენდა ხალხი ერთმანეთზე როგორ უხეშად არასოციალურად და უაზროდ მიმართავდნენ ისინი ერთმანეთს საკუთარ თავს გაოცებული ვეკითხებოდი თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას მე ამაში ვხედავ იმის საშიშროებას რომ ჩვენი შვილები დაჩლუნგდებიან და ვერ იქნებიან ბედნიერები ვინაიდან ისინი გლუვ გლამურულ სამყაროში ეძებენ და ირჩევენ არასწორ მაგალითებსისინი ინტერნეტში ეკითხებიან ფსევდოვარსკვლავებს თუ როგორ შეიჭრან თმა სამ წუთში და ამ ყველაფერს უკიდურესობამდე მივყავართაგრეთვე ვხედავ პატარა ინსტაგრამის განგსტერებს რომლებიც რეალურ ცხოვრებაში დედიკოს ეძახიან როდესაც პრობლემა იქმნებაფეხბურთით ცხოვრება ჩემს შემთხვევაში სახლში ფეხბურთზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ როგორც მამა არ ვცდილობ საკუთარი პროფესიის მოხვევას შვილებზე ყოველთვის მაკვირვებენ კოლეგები რომლებიც საკუთარ ოთახში საფეხბურთო მუზეუმს აწყობენვიცი რომ ზოგჯერ ქედმაღალი ამპარტავანი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ მაგრამ ეს მხოლოდ მათთვის რომლებიც არ მიცნობენ სინამდვილეში მე ვარ გულწრფელი ჭეშმარიტი და არა ამპარტავანივფიქრობ ფეხბურთელებმა საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ რომლებმაც უბრალოდ კარგად ვიცით ბურთის დარტყმა ან ჩემს შემთხვევაში მეტოქეზე დარტყმა იცინის განაცხადა სანდრო ვაგნერმა31 წლის გერმანელი ფორვარდი ბაიერნის აღზრდილია 200708 წლებში მან პირველ გუნდში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა შემდეგ მოიარა რამდენიმე გერმანული კლუბი და 2018 წლის იანვარში მიუნხენუს დაუბრუნდადაბრუნების შემდეგ სანდრომ ბაიერნში 1 წელი დაჰყო 30 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 2019 წლის იანვარში ჩინეთში გადაბარგდავაგნერს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 8 თამაშში 5 ბურთი აქვს გატანილი
რუმენიგე ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულს მოვაწყობთ
მიუნხენური კლუბის გენერალური დირექტორი კარლჰაინც რუმენიგე ჩემპიონთა ლიგის ფინალის ალიანს არენაზე დაბრუნებას გამოეხმაურაძალიან ბედნიერები ვართ რომ 2012 წლის შემდეგ 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს კვლავ ვუმასპინძლებთბაიერნის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო უეფას და პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს გამოჩენილი ნდობისთვისდარწმუნებული ვარ მიუნხენი და ბაიერნი ნამდვილ საფეხბურთო დღესასწაულს შექმნიან რომელშიც მსოფლიოს წინაშე თანამედროვე და პროფესიული კუთხით წარვსდგებით განაცხადა კალე რუმენიგემგუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ 2022 წელს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალი ალიანს არენაზე გაიმართებაალიანს არენა 2006 წელს აშენდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს ერთხელ 2012 წელს უმასპინძლა მაშინ ბაიერნი ფინალში გავიდა მაგრამ სახლში ლონდონის ჩელსისთან პენალტების სერიაში დამარცხდა
2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ალიანს არენაზე გაიმართება
უეფამ მიუნხენური გრანდის გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურა 2022 წელს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალს ალიანს არენა უმასპინძლებსდღეს უეფამ მომდევნო სამი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მასპინძელი გამოავლინა და მათ შორის მოხვდა მიუნხენიც2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტპეტერბურგში 2022 წელს მიუნხენში ხოლო 2023 წელს ლონდონში უემბლიზე გაიმართებაალიანს არენა ჩემპიონთა ლიგის ფინალს მეორედ უმასპინძლებს პირველად ეს 2012 წელს მოხდა როდესაც რეკორდმაისტერი საშინაო ფინალში ლონდონის ჩელსისთან დრამატულად პენალტების სერიაში დამარცხდა201920 წლების სეზონის ფინალური შეხვედრა კი სტამბოლში ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება
ჰიონესმა ბაიერნის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა
მიუნხენური გრანდის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მისი აზრით კლუბის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ტრანსფერი დაასახელადარწმუნებული ვარ რამდენიმე კვირაში ყველა დაინახავს რომ ბენჟამენ პავარის ტრანსფერი არის საუკეთესო რომელიც ოდესმე გაგვიკეთებიამნიშვნელობა არ აქვს თუ რა ღირებულება აქვს ფეხბურთელს ყოველთვის მჯეროდა რომ ის საოცარი მოთამაშე გახდებოდა პირველ რიგში იმიტომ რომ პავარი შესანიშნავი პიროვნებაა განაცხადა ულიმ23 წლის უნიჭიერესი ფრანგი რომელსაც დაცვის მარჯვენა ფრთაზე და ცენტრში შეუძლია თამაში ბაიერნმა ამ ზაფხულს შტუტგარტიდან 37 მილიონ ევროდ შეიძინაბენჟამენ პავარმა ახალ სეზონში სულ 8 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც გააკეთა
ლევანდოვსკი ეს გოლი კოუტინიოსთვის მნიშვნელოვანი იყო
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კიოლნთან შეხვედრაში პენალტის დათმობის ეპიზოდი განიხილაკოუტინიოსთვის პენალტის შესრულების უფლებისა და პირველი გოლის გატანის შესაძლებლობების მიცემა სპონტანური გადაწყვეტილება იყოთუმცა ეს მნიშვნელოვანი იყო მისი თავდაჯერებულობისთვის მინდა რომ ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო ფილიპე შესანიშნავი მოთამაშეაეს გოლი მისი მომავლისთვის მნიშვნელოვანია სასიამოვნოა როდესაც შენი სახელი ტაბლოზე პირველად გამოჩნდება ის ახლა ბაიერნის სრულფასოვანი წევრია განაცხადა ლევანდოვსკიმმიუნხენელებმა მეტოქე შინ 40 გაანადგურეს და 20ზე როდესაც ლევის დუბლი ჰქონდა გაფორმებული მან პენალტი კოუტინიოს დაარტყმევინა
კოუტინიომ ლევანდოვსკის მადლობა გადაუხადა
მიუნხენის ბაიერნის ბრაზილიელმა შემტევმა ფილიპე კოუტინიომ კიოლნთან შეხვედრის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკის დიდსულოვნებაზე ისაუბრაძალიან ბედნიერი ვარ რომ პირველი გოლი გავიტანე რობერტი უბრალოდ არანორმალურია მას შეეძლო გაეფორმებინა ჰეთთრიკი მაგრამ პენალტის დარტყმის უფლება მე მომცა მას მადლობა გადავუხადეეს მისი მხრიდან გასაოცარი ჟესტი იყო ლევი ძალიან სასიამოვნო ადამიანი და შესანიშნავი თავდამსხმელია მას ასისტებით გადავუხდი მადლობასთანაგუნდელებს გასახდელში მხარი დამიჭირეს მე კი უბრალოდ ვცდილობ რომ მოედანზე ყველაფერი გავაკეთოჩემი ასპარეზობით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს გუნდს რაც შეიძლება მეტ გამარჯვებას მოვუტან განაცხადა 27 წლის სამხრეთ ამერიკელმაბუნდესლიგის მე5 ტურში რეკორდმაისტერმა შინ კიოლნი 40 გაანადგურა და მეორე ტაიმში კოუტინიომ პენალტით თავისი პირველი ბურთი გაიტანა ბაიერნის მაისურითპენალტებს როგორც წესი რობერტ ლევანდოვსკი ურტყამს ხოლმე მაგრამ პოლონელმა რომელსაც მანამდე ორი გოლი ჰქონდა გატანილი ბურთი კოუტინიოს დაუთმო
ლევანდოვსკი  თვის საუკეთესო მოთამაშე ბუნდესლიგაში
მიუნხენური კლუბის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ 201920 წლების სეზონი ფანტასტიკურად დაიწყოგერმანიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებსაიტმა პოლონელი შემტევი ეროვნული ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელააგვისტოში ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო და 6 გოლის გატანა მოახერხა ლევიმ ბერლინის ჰერტას 22 დუბლი გაუფორმა შალკეს 30 ჰეთთრიკი და ერთი გოლი მაინცსაც 61 გაუტანაახალი სეზონის სტარტზე ლევანდოვსკიმ სულ 7 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა და ბაიერნის მაისურით უკვე 200 გოლი დაუგროვდარობერტმა აგვისტოს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის ბრძოლაში იუია ოსაკოს ვერდერი მარსელ ზაბიტცერს ლაიფციგი ჯეიდონ სანჩოს დბორუსია ჯონათან შმიდს ფრაიბურგი და ტიმო ვერნერს ლაიფციგი აჯობა
კოვაჩი შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ცრვენა ზვეზდასთან შეხვედრა შეაფასავულოცავ ჩემს გუნდს ბიჭებმა დღეს ძალიან კარგი სამუშაო შეასრულესბევრი მომენტი შევქმენით და შესაძლოა უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა მაგრამ ვფიქრობ სამი ბურთიც საკმარისიაპირველი თამაში ყოველთვის უნდა მოიგო ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულაა ამ შედეგით და მხოლოდ სამი გოლით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმაჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რეკორდმაისტერმა სერბული კლუბი შინ 30 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდამიუნხენელებმა კარისკენ 35ჯერ დაარტყეს აქედან 10ჯერ ზუსტად და სამ გოლს დასჯერდნენ
მიულერი ბაიერნის რეკორდსმენი გახდა
მიუნხენის ბაიერნის შემტევი ნახევარმცველი თომას მიულერი კლუბის ისტორიაში უნიკალური მიღწევით შევიდაჩემპიონთა ლიგის 201920 წლების სეზონი რეკორდმაისტერმა ცრვენა ზვეზდასთან საშინაო მატჩით გახსნა და სერბული კლუბი შინ 30 გაანადგურა30 წლის გერმანელი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და გოლის გატანაც მოახერხა მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის მაისურით 106ე მატჩი ჩაატარა და კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდათომასმა ლეგენდარული ფილიპ ლამის 105 შედეგი გააუმჯობესა და ჯერ კიდევ აქვს დრო რომ რეკორდი განიმტკიცოსჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული აქვთ1 თომას მიულერი 1062 ფილიპ ლამი 1053 ოლივერ კანი 1034 ბასტიან შვაინშტაიგერი 895 ფრანკ რიბერი 87
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0