bayern.ge სლაიდერი გვერდი 96
ბაიერნმა ფინანსური რეკორდი დაამყარა
201819 წლების სეზონი მიუნხენის ბაიერნისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით ისტორიაში საუკეთესო გამოდგაბაიერნის ფინანსური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა იანკრისტიან დრეეზენმა განაცხადა რომ რეკორდმაისტერის წლიური ბრუნვა გასული სეზონის შედეგად 750 მილიონ ევროს შეადგენდაგასული წელი დიდებული გამოდგა არამხოლოდ სპორტული არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაყიდვებიდან 750 მილიონი ევრო აბსოლუტური რეკორდია აღნიშნა დრეეზენმასაინტერესოა რომ წინა წელთან შედარებით ბაიერნის წლიური ბრუნვის მაჩვენებელი თითქმის 100 მილიონი ევროთი გაიზარდა 201718 წლების სეზონის ბოლოს ეს რიცხვი 6574 მილიონს შეადგენდაამ ზაფხულს მიუნხენურმა გრანდმა ასევე ისტორიულად ყველაზე დიდი ფული დახარჯა ბენჟამენ პავარის ლუკა ერნანდესის მიკელ კუისანკეს ივან პერიშიჩის იან ფეტ არპისა და ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერები ბაიერნს 1435 მილიონი ევრო დაუჯდა
ლიოვმა ჰუმელსის ბოატენგისა და მიულერის ნაკრებიდან გაშვება განმარტა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გუნდიდან მიუნხენის ბაიერნის სამი გამოცდილი მოთამაშის გაშვება კიდევ ერთხელ შეაფასაამ მოთამაშეების მადლობელი ვარ ყველაფრის გარკვევა მინდოდა მსურდა ვყოფილიყავი გახსნილი და ჩემი აზრები მათთვის პირდაპირ მეთქვაეს იყო რთული დღე რომელმაც დიდი ძალები წამართვა ვინაიდან ჩვენ ერთმანეთთან ძლიერი ემოციური კავშირი გვაქვს მსოფლიო თასი ყოველთვის გაგვაერთიანებსრამდენიმე სცენარი განვიხილეთ გვინდოდა შეგვექმნა დიდი სივრცე ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის რომელთაც ვენდობოდით და ქმნიან ძირითად საფუძველს სამომავლოდ თუმცა აგრეთვე აშკარა იყო რომ გამოცდილი მოთამაშეებიც გვჭირდება ამ როლს ახლა კროოსი ნოიერი როისი და გიუნდოგანი ასრულებენერთა ლიგისთვის გამოცდილიც და დანარჩენი მოთამაშეებიც გამოვიყენეთ ყველა გვჭირდებოდა შემდეგ კი მოვიდა საკვალიფიკაციო ეტაპის დრო და ახალი ციკლი ცვლილებებით დავიწყეთ ვიცით რომ ისინი ჯერ კიდევ ძალიან კარგები არიან მაგრამ მოვიდა დრო რომ რაღაც შეიცვალოს განმარტა იოგი ლიოვმაევრო 2020ს შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ლიოვმა ეროვნული გუნდიდან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონები გაუშვა ჟერომ ბოატენგი მატს ჰუმელსი და თომას მიულერი
სალიჰამიჯიჩი ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია
მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ამჟამინდელი შემადგენლობით ძალიან კმაყოფილია და საკმაოდ თავდაჯერებულიავფიქრობ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მოთამაშეები დავიმატეთ ამჟამინდელი შემადგენლობის ნამდვილად ძალიან მჯერა და ვფიქრობ ყველა ტურნირის მოგების შესაძლებლობა გვაქვსშეუძლია თუ არა ბაიერნს სხვა ევროპული ტოპკლუბების უკან ჩამოტოვება რატომაც არა ვერ ვხედავ ამის საწინააღმდეგო მიზეზსძალიან კარგი მაღალი კლასის შემადგენლობა გვყავს და ვფიქრობ რომ ევროპაში არც ისე ბევრი გუნდია რომელიც ბაიერნს გაუწევს კონკურენციას განმარტა სალიჰამიჯიჩმარეკორდმაისტერმა ამ ზაფხულს 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა ბენჟამენ პავარი ლუკა ერნანდესი მიკელ კუისანკე ივან პერიშიჩი იან ფეტ არპი და ფილიპე კოუტინიო
ლიოვმა ბაიერნს საქმე გაუფუჭა  ვერნერმა მისი რჩევა გაითვალისწინა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის სიტყვებმა ტიმო ვერნერს აზრი შეაცვლევინა23 წლის გერმანელი თავდამსხმელი მიუნხენის ბაიერნის სამიზნეა და მისი კონტრაქტი ლაიფციგთან მომდევნო წლის ზაფხულში იწურებოდარეკორდმაისტერი კი ტიმოს გაისად უფასოდ დამატებას გეგმავდა მაგრამ ამ სეზონის დაწყებამდე ვერნერმა თავის კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმაროგორც გერმანული პრესა იტყობინება ტიმო სეზონის დაწყებამდე ბუნდესთიმის თავკაცს გაესაუბრა და მისგან მიიღო რჩევა რომ იულიან ნაგელსმანი ნიჭიერი მწვრთნელია რომელიც მას განავითარებდა და ლაიფციგში უნდა დარჩენილიყოშედეგად ტიმო ვერნერმა ხარებთან მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივატიმომ ახალი სეზონი კარგად დაიწყო ბუნდესლიგის სამ თამაშში 5 გოლი გაიტანა და მისი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს
ეს მისი საქმე არაა  სალიჰამიჯიჩმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა
მიუნხენური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა სატრანსფერო ბაზარზე კლუბის მოქმედებების გაკრიტიკების გამო რობერტ ლევანდოვსკის უპასუხამან ჩემს კარლჰაინც რუმენიგეს ან ული ჰიონესის საქმეზე არ უნდა იდარდოს მით უმეტეს საჯაროდ მან ეს უბრალოდ არ უნდა გააკეთოს და ვფიქრობ ეს თავადაც კარგად ესმისთუ გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეების ინტეგრაციას არ შევუწყობთ ხელს ბაიერნს გაუჭირდება ყოველ ზაფხულს ათასობით მილიონს ვერ დავხარჯავთსწორედ ამაზე ვსაუბრობთ მუდმივად ნიკო კოვაჩთან და იმედი გვაქვს რომ ჩემპიონთა ლიგას კიდევ ერთხელ მოვიგებთ ამისათვის კი საჭიროა რომ ახალგაზრდებს მუდმივი პრაქტიკა მივცეთ განაცხადა ბოსნიელმა სპეციალისტმაამ ზაფხულს რეკორდმაისტერმა 6 ახალი მოთამაშე დაიმატა ლუკა ერნანდესი ბენჟამენ პავარი მიკელ კუისანკე ივან პერიშიჩი იან ფეტ არპი და ფილიპე კოუტინიობაიერნმა ყველაზე მეტი თანხა ტრანსფერებში სწორედ წელს დახარდა და ერნანდესის ტრანსფერი 81 მილიონი ევრო კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია
Bild ბოატენგი დღის ბოლომდე იუვენტუსში გადავა
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოსააგამოცდილმა გერმანელმა გუშინ გუნდის ვარჯიში და ფოტოსესია გამოტოვა რის შემდეგაც გაირკვა რომ ჟერომი ტურინის იუვენტუსთან აწარმოებს მოლაპარაკებებსდღეს დილით ცნობილმა გერმანულმა ტაბლოიდმა Bildმა ეს ინფორმაცია დაადასტურა მაგრამ იქვე აღნიშნა რომ ბოატენგი ჯერ კიდევ მიუნხენში იმყოფებადღეს 2 სექტემბერია შესაბამისად დღის ბოლოს გერმანიასა და იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ამიტომ ბოატენგის ტრანსფერს დღის ბოლომდე უნდა ველოდეთამ ზაფხულს მიუნხენურმა გრანდმა ორი ახალგაზრდა და უნივერსალური მსოფლიო ჩემპიონი მცველი ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი დაიმატა დაცვაში კონკურენციის გაზრდის გამო გუნდი ჯერ მატს ჰუმელსმა დატოვა ახლა კი იგივეს გზაზეა ჟერომ ბოატენგი
მათეუსი ეს მოთამაშე ახლა ბაიერნში უნდა იყოს
მიუნხენური კლუბის ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა რეკორდმაისტერი გააკრიტიკაკაი ჰავერტცი ახლა ბაიერნის წევრი უნდა იყოს მიუნხენელებს სამციფრა წინადადება რომ გაემზადებინათ ის ახლა ლევერკუზენში არ იქნებოდამომდევნო წელს კი კონკურენცია სერიოზულად გაიზრდება ვინაიდან საქმეში ბარსელონაც ჩაერთვება თუმცა ეს სიტუაცია თავად კაისთვის უკეთესიც არისჰავერტცს ჩემპიონთა ლიგაზეც მიეცემა თავის წარმოჩენის შანსი განაცხადა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და ოქროს ბურთის მფლობელმა20 წლის კაი ჰავერტცი ევროპაში ერთერთი საუკეთესო ტალანტია რომელსაც ბაიერნი სერიოზულად აკვირდება მაგრამ მის ტრანსფერს სამომავლოდ განიხილავსჰავერტცმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 42 თამაშში 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა
ლეო მესიმ ბარსელონას ბაიერნის ვარსკვლავის დამატება თხოვა
კატალონიის ბარსელონას კაპიტანი და ლიდერი ლიონელ მესი მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა უნივერსალის დამატებით პირადად არის დაინტერესებულიესპანური გამოცემა Diario იტყობინება რომ ნელსონ სემედუს არასტაბილური და სერხი რობერტოს სუსტი თამაშის გამო არგენტინელი შემტევი დაცვის მარჯვენა ფრთის გაძლიერებას ითხოვსლეო მესიმ ბლაუგრანას ხელმძღვანელობას იოზუა კიმიხის შეძენა თხოვა ლეომ ამ წინადადებით კლუბს ამ ზაფხულში მიმართა მაგრამ ბარსელონას ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაუდგამსჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა კატალონიური გრანდი გუნდის მთავარი ვარსკვლავის თხოვნის გათვალისწინებას მაგრამ კიმიხი უკვე ბაიერნის უცვლელი ფიგურაა და მიუნხენელები მას მარტივად არ დათმობენბარსელონასა და ბაიერნს შორის ბოლო წლებში აქტიური საქმიანი ურთიერთობაა წელს მიუნხენელებმა კამპ ნოუდან ფილიპე კოუტინიო ინათხოვრეს24 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება კი ამჟამად 70 მილიონ ევროს შეადგენს
კოვაჩი შესვენებაზე ბედნიერები გავდივართ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მაინცთან ბუნდესლიგის მესამე ტურის შეხვედრა შეაფასაშესვენებამდე ზედმეტად ლეტარგიულები ვიყავით მაინცის აგრესიას ვერაფრით ვპასუხობდით გვეგონა რომ საქმე უფრო მარტივი იქნებოდათუმცა დროთა განმავლობაში ტემპს მოვუმატეთ და ფლანგებიდან მეტოქეზე კარგი ზეწოლა განვახორციელეთპირველი ტაიმის ბოლოს დავიდ ალაბას ჯარიმა გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე გოლის შემდეგ კი ყველაფერი დასრულდა ორკვირიან სანაკრებო შესვენებაზე ბედნიერები გავდივართ განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმარეკორდმაისტერმა მაინცი საკუთარ მოედანზე 61 გაანადგურა და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვამიუნხენური გრანდი სამი ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლაიფციგს ორი ქულით ჩამორჩება
ბაიერნი  მაინცი სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე3 ტურში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ მოედანზე მაინცს უმასპინძლებსნიკო კოვაჩმა დღეს ბაიერნის ბოლო ორი ახალწვეული ფილიპე კოუტინიო და ივან პერიშიჩი ძირითად შემადგენლობაში დააყენაბაიერნი ნოიერი პავარი ზიულე ერნანდესი ალაბა კიმიხი ტიაგო კომანი კოუტინიო პერიშიჩი ლევანდოვსკი სათადარიგო სკამი ულრაიხი ბოატენგი მარტინესი კუისანკე ტოლისო გორეცკა დეივისი მიულერი გნაბრიმაინცი ფლორიან მიულერი პიერგაბრიელი ნიაკატე ჰაკი კარიკოლი ფერნანდესი ბაკუ ლატცა ბეტიუსი ონისივო ბურკარდტისათადარიგო სკამი ცენტნერი ბროზინსკი ავონივი მალონგი ჯუსტი მაქსიმი იოზტუნალი ქაისონი შალაი
ოლივერ კანმა ბაიერნში დაბრუნება შეაფასა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარული კაპიტანი და მეკარე ოლივერ კანი გერმანულ გრანდში დაბრუნებას გამოეხმაურამინდა რომ ბაიერნის ხელმძღვანელობას ჩემდამი გამოჩენილი ნდობისადმი მადლობა გადავუხადოსულმოუთმენლად გრძნობითა და ენთუზიაზმით ველოდები ახალ დავალებებს ბაიერნის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე განაცხადა ტიტანმაოლიმ რეკორდმაისტერთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კანი კლუბში მუშაობას იანვრიდან დაიწყებს ხოლო ორ წელიწადში კარლჰაინც რუმენიგეს ადგილს დაიკავებსოლივერ კანი ბაიერნის ღირსებას 14 წლის 19942008 განმავლობაში იცავდა და კლუბის ნამდვილი სიმბოლოა
ბაიერნის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე
მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე B ჯგუფში ტურნირის ვიცეჩემპიონ ლონდონის ტოტენჰემთან ბერძნულ ოლიმპიაკოსთან და ცრვენა ზვეზდასთან ერთად მოხვდაგუშინ ცნობილი გახდა მატჩების განრიგი ნიკო კოვაჩის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს 18 სექტემბერს ცრვენა ზვეზდასთან საშინაო მატჩით იწყებს რის შემდეგაც ჯერ ლონდონს და შემდეგ პირეოსს ეწვევაბაიერნის განრიგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე18 სექტემბერი 2300 საათი ბაიერნი Vs ცრვენა ზვეზდა1 ოქტომბერი 2300 საათი ტოტენჰემი Vs ბაიერნი22 ოქტომბერი 2300 საათი ოლიმპიაკოსი Vs ბაიერნი6 ნოემბერი 2055 საათი ბაიერნი Vs ოლიმპიაკოსი26 ნოემბერი 2300 საათი ცრვენა ზვეზდა Vs ბაიერნი11 დეკემბერი 2300 საათი ბაიერნი Vs ტოტენჰემი
ოლივერ კანი ბაიერნში ბრუნდება
ული ჰიონესის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიუნხენურ გრანდში ოლივერ კანის დაბრუნებაც დადასტურდარეკორდმაისტერის პრესსამსახურის ინფორმაციით ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ ბაიერნთან გააფორმა 5 წლიანი კონტრაქტი რომელიც 2020 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაშიცნობილია რომ 2022 წლის იანვრიდან ტიტანი მიუნხენური კლუბის გენერალური დირექტორის პოსტზე კარლჰაინც რუმენიგეს შეცვლისოლივერ კანი ბაიერნის ღირსებას 19942008 წლებში იცავდა და 632 თამაში ჩაატარა ოლიმ კლუბთან ერთად 22 ტიტული მოიგო მათ შორის 2001 წლის ჩემპიონთა ლიგის თასი50 წლის გერმანელი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სხვადასხვა გერმანულ ტელევიზიებში ექსპერტად მუშაობდაჯერჯერობით უცნობია თუ რა თანამდებობას დაიკავებს ოლივერ კანი უახლოესი ორი წლის განმავლობაში
ოფიციალურად ული ჰიონესი პოსტიდან გადადგა
მიუნხენური კლუბის სიმბოლომ ლეგენდარულმა ული ჰიონესმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა რომ პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს67 წლის გერმანელი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და დიდი ალბათობით მის ადგილს ადიდასის გენერალური დირექტორი ჰერბერტ ჰაინერი დაიკავებსული ჰიონესი რეკორდმაისტერის ცოცხალი ლეგენდაა ის 9 წელი 197079 ბაიერნის ღირსებას იცავდა და იმ ოქროს თაობის წარმომადგენელი იყო რომელმაც 1974 75 და 76 წლებში ჩემპიონთა თასის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიგო1979 წლიდან ული მიუნხენური გრანდის მენეჯმენტში მუშაობდა და 2009 წლის ნოემბერში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავაულის პრეზიდენტობის ეპოქაში ბაიერნმა დიდ წარმატებებს მიაღწია და 2013 წელს ისტორიული ტრებლიც გაიფორმა ბუნდესლიგა ჩემპიონთა ლიგა და გერმანიის თასიული ჰიონესი ბაიერნის ხელმძღვანელობაში საპატიო ადგილს მაინც დაიკავებს და კლუბის სტრუქტურაში 2023 წლამდე იმუშავებს
მანჯუკიჩი ბაიერნში ბრუნდება
გამოცდილი ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი მიუნხენურ გრანდში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსააიტალიური გამოცემა Calciomercato და გერმანული ტაბლოიდი Kicker ადასტურებენ რომ ტურინის იუვენტუსის ფორვარდის ტრანსფერის საკითხი თითქმის გადაწყვეტილიაგადამწყვეტი ფაქტორი შეასრულა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის როლმა ნიკო თავის თანამემამულეს კარგად იცნობს და მარიოსთან მშვენიერი ურთიერთობაც აქვს33 წლის გამოცდილი ხორვატი გუნდში რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორის როლს შეასრულებს გამომდინარე იქიდან რომ ბაიერნს ახლა მხოლოდ ერთი ნომინალური ცხრიანი ჰყავს მარიოს დრო აუცილებლად ექნებამარიო მანჯუკიჩი ბაიერნის ღირსებას 201214 წლებში იცავდა და 88 თამაშში 48 გოლის გატანა მოახერხა
მას გიგანტური კარიერა ექნება  მარსელომ ბაიერნის ტალანტი შეაქო
მადრიდის რეალის ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა მარსელომ მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა სუპერტალანტი შეაქოსამეფო კლუბის ვეტერანი ბრაზილიელი უკანა ხაზელი რეკორდმაისტერის ახალწვეულით იანფეტ არპით მოიხიბლაარპი კარგი მოთამაშეა რომელსაც წინ გიგანტური კარიერა ელოდება მომწონს ასეთი უშიშარი და თავხედი ტიპები მოედანზე განაცხადა 31 წლის ბრაზილიელმაიენფეტ არპი და მარსელო ერთმანეთს სეზონისათვის მოსამზადებელ ეტაპზე შეხვდნენ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მიუნხენურმა კლუბმა რეალი 31 დაამარცხა და არპი ძირითადში იყო19 წლის გერმანელი შემტევი ბაიერნმა ამ ზაფხულს ჰამბურგიდან 4 მილიონ ევროდ შეიძინა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0