bayern.ge სიახლეები
ფლამენგო - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:55 - საათზე, გაიმართება შეზვედრა ბაიერნსა და ფლამენგოს შორის.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, ტა, უპამეკანო, სტანიშიჩი - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, გნაბრი, კომანი - კეინი.
კომპანი: “ფლამენგოსთან ევროპული დონის თამაში გველის”
ვენსან კომპანი ფლამენგოზე:

„როცა აანალიზებ, ძალიან კარგად ჩანს, რას აკეთებენ: მათ ჰყავთ მოთამაშეები რომლებიც გეგმას ბოლომდე ენდობიან.

ეს არის უმაღლესი დონის დისციპლინა დაცვაში და კარგი შემტევითი იდეები. ფლამენგო ამ ყველაფერს მოედანზე აჩვენებს.

რა თქმა უნდა, ეს ბრაზილიური გუნდია, მაგრამ ჩვენ ველით თამაშს, რომელიც უმაღლესი ევროპული დონის იქნება.“
ბაიერნი თავდასხმის გეგმას ცვლის: ნდობა ვოლტემადეს, კომანს და გნაბრის
ბაიერნი ახლა სრულად არის მოწოდებული ნიკ ვოლტემადეს შეძენაზე და განიხილავს კიდეც იდეას, საერთოდ უარი თქვას ახალი ვინგერის შეძენაზე.

კლუბის ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ვოლტემადე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შეტევით ნახევარმცველად და თავდამსხმელად, ასევე შეტევის მოქნილობის მხრივაც.

ხელმძღვანელობის ხედვა ასეთია: კინგსლი კომანმა და სერჟ გნაბრიმ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ძლიერი თამაში აჩვენეს და ამიტომ მათ კიდევ ერთი შანსი ეკუთვნით.
ბაიერნმა ვოლტემადეს ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიღწია
ბაიერნმა შეთანხმებას მიაღწია ნიჭიერ გერმანელ თავდამსხმელ ნიკ ვოლტემადესთან.

პირადი პირობები უკვე შეთანხმებულია – კონტრაქტი გათვლილია 2030 წლის ივნისამდე, აგენტთან მიმდინარე კვირაში გამართული ახალი შეხვედრის შემდეგ.

ბაიერნს სურდა ევროპული ტოპ-კლუბების გასწრება. ახლა შეთანხმება დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე შტუტგარტთან.
ბაიერნი ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
შტუტგარტმა შიდა დონეზე ნიკ ვოლტემადესთვის საფასო ნიშნული 60 მილიონ ევროდ დაადგინა.

ბაიერნმა პირველად კონტაქტი ფეხბურთელთან თებერვალში დაამყარა, და ახლა მოლაპარაკებები ვოლტემადესა და მის აგენტთან შეიძლება განახლდეს, რადგან კლუბი შეტევითი ხაზის გაძლიერებას ცდილობს.

ბაიერნს ძალიან მოსწონს ვოლტემადეს ტექნიკური და ფიზიკური უნარები, ისევე როგორც მისი ხასიათი.
“ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ” - კომპანი ბენფიკასთან მარცხზე
ვენსან კომპანი: „პირველი ტაიმი საერთოდ არ იყო კარგი. პირობებმა ხელი შეუშალა, რომ თამაში გამართული ყოფილიყო.

მეორე ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და ბევრი ვერ გამოვიყენეთ. ეს არის ფეხბურთი — როცა შანსი გაქვს, უნდა გამოიყენო.“

ფლამენგოს წინააღმდეგ მერვედფინალზე: „ფლამენგო იქნებოდა თუ ჩელსი — რთული თამაშია ნებისმიერ შემთხვევაში.

კარგად უნდა მოვემზადოთ და ის მუხტი გადავიტანოთ, რაც დღეს მეორე ტაიმში გვქონდა.“
ბენფიკა - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:00 - საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება ბენფიკას.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ნოიერი © - ბოე, უპამეკანო, სტანიშიჩი, გერეირო - პალინია, პავლოვიჩი - სანე, ბიშოფი, გნაბრი - მიულერი.
ჯგუფის პირველი ადგილი - ბაიერნისთვის სარგებელი ორმაგია!

დღეს ჯგუფის მოგებას ბაიერნისთვის რამდენიმე სარგებელი ექნება:


• ფინანსურად, გამარჯვება ანაზღაურდება 2 მილიონი ევროთი, ხოლო ფრე – 1 მილიონით.


• ბაიერნი, როგორც ამ ეტაპზე ჩანს, აირიდებს უფრო რთულ გზას ფინალისკენ, სადაც შესაძლებელია დაპირისპირება პსჟ-სთან, ინტერთან, რეალ მადრიდთან ან მანჩესტერ სიტისთან.


ბენფიკასთან შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ჟოაო პალინია ბაიერნში რჩება? - გადაწყვეტილება მომავალთან დაკავშირებით

ამ ეტაპზე ჟოაო პალინიას სურს დარჩეს ბაიერნში და იბრძოლოს თავისი ადგილისთვის.

პორტუგალიელი ფეხბურთელი მაგალითად ლეონ გორეცკას იღებს, რომელმაც თავისი მდგომარეობა შეცვალა მას შემდეგ, რაც დროებით მთავარი არჩევანი აღარ იყო.

თუმცა, მისი წასვლა ბოლომდე გამორიცხული არ არის – ეს დამოკიდებული იქნება შემოთავაზებებზე.

ნიკო უილიამსი ბაიერნს უახლოვდება – ბარსელონას ფინანსური ბარიერი ხვდება
ატლეტიკ ბილბაოს ურჩევნია ნიკო უილიამსი ბაიერნს მიჰყიდოს, ვიდრე ბარსელონას.

კლუბი მზად არის ბაიერნს ფინანსური თვალსაზრისით უფრო მოქნილი პირობები შესთავაზოს.

ბარსელონასთან კი ისინი მთლიანი თანხის ერთიანად გადახდას ითხოვენ. ბაიერნი ეყრდნობა ატლეტიკის პოზიციას, რადგან კარგად იცის, რომ ბარსელონას გაუჭირდება თანხის ერთიანად გადახდა.

მიუხედავად სირთულეებისა, ბარსა მაინც დარწმუნებულია, რომ ნიკო უილიამსს გაიფორმებს.
ბაიერნმა ბრედლი ბარკოლას შესახებ ინფორმაცია მოითხოვა - ცნობილია დეტალები
მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი ნიკო უილიამსს ელოდება, მათ ინფორმაცია მოითხოვეს ბრედლი ბარკოლას შესახებ შესაძლო ტრანსფერის პირობებზე.

თუმცა, ტრანსფერი თითქმის შეუძლებლად მიიჩნევა. ამ ეტაპზე, ყველაზე მოწინავე სამიზნე ჯეიმი გიტენსია.

ბაიერნმა უკვე კონტაქტი დაამყარა ინგლისელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან, თუმცა ჩელსიც ჯერ კიდევ ჩართულია ბრძოლაში.
“ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვკარგავთ” - ნოიერი სანეზე
მანუელ ნოიერი ლეროი სანეზე:

„ჩვენთვის ეს მართლაც სამწუხაროა, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ფეხბურთელს ვკარგავთ. ლეროისთან თამაში ძალიან მომწონდა და მისი მომენტებით ტკბობა მომენატრება.

ეს ნამდვილად არ ჰგავს მისთვის სამშვიდობოს ტურნეს – ვარჯიშებზე სრულად იხარჯება, ახლაც რომ შემოვიდა მოედანზე, იგივე გააკეთა.

ის არ ამბობს, თითქოს ‘ახლა ნაკლებს გავაკეთებ ან ნაკლებად დავიხარჯები’ – არა, ის ცდილობს აჩვენოს თავისი კლასი და გუნდისთვის ითამაშოს.“
ბენფიკასთან მატჩისთვის მზად იქნება? - ცნობილია მუსიალას მდგომარეობა
ჯამალ მუსიალას შეცვლა ბოკა ხუნიორსის წინააღმდეგ სიფრთხილის მიზნით მოხდა.

მას არ აღმოაჩნდა სერიოზული დაზიანება.

ბაიერნის შიდა შეფასებით, ის ბენფიკასთან მატჩისთვის მზად იქნება.
ბაიერნი - ბოკა ხუნიორსი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
21 ივნისს, თბილისის დროით 05:00 საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება ბოკა ხუნიორს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია გერმანელთა შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, ტა, სტანიშიჩი, გერეირო - კიმიხი, გორეცკა - ოლისე, კომანი - გნაბრი, კეინი.
კეინი: “ეს პირველ შეხვედრასთან შედარებით ერთი დონით მაღლა დგას”
ჰარი კეინი ბოკა ხუნიორსზე:

„ცხადია, ხარისხის მხრივ ეს პირველ მატჩთან შედარებით ერთი დონით მაღალია, მაგრამ მოვემზადებით ზუსტად ისე, როგორც ‘აუკლენდთან’ და ყველა სხვა მეტოქესთან ვემზადებით.

ისინი დიდ ბრძოლას შემოგვთავაზებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი თამაშიდან გაგვაგდონ.

ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ფლეი-ოფისკენ და სწორედ ამაზე გვაქვს კონცენტრაცია.“
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0