"ჩელსი" ოდოის დასათმობად მზადაა, მხოლოდ ერთი პირობით

"ჩელსი" ოდოის დასათმობად მზადაა, მხოლოდ ერთი პირობით

მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" საკმაოდ დიდი ხანია დაინტერესებულია ლონდონის "ჩელსის" ამომავალი ვარსკვლავის, კალუმ-ჰადსონ ოდოის დამატებით.

ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, "არისტოკრატები" მზად არიან ახალგაზრდა გარემარბის დასათმობად, მხოლოდ ერთი პირობით. თუ თავის მხრივ "ბაიერნი" კინგსლი კომანს შეელევა.

"რეკორდმაისტერსა" და ფრანგ ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ჭიანურდება. ინგლისურ კლუბს კი იმედი აქვს, რომ ეს მათ წისქვილზე დაასხამს წყალს.

წყაროს ცნობით, "ჩელსი" მზად არის კომანის სანაცვლოდ ჰადსონ-ოდოი დათმოს და გარდა ამისა, გარკვეული თანხაც დაამატოს საჭიროების შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ კომანს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისში ეწურება. 


18-07-2021, 22:48
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 7 0 7 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 19 1 17 1
2
იოზუა კიმიხი
ასისტი: 14 6 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 13 2 9 2
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
კონრად ლაიმერი
11 0 2 8 1
2
დაიოტ უპამეკანო
8 0 1 6 1
3
ლეონ გორეცკა
7 0 4 2 1
4
იოზუა კიმიხი
6 0 1 4 1
5
ჰარი კეინი
6 0 1 5 0