კომპანი: "ეს ჩვენთვის ქულაა, რომელიც შეგვიძლია სახლში წავიღოთ."
ვენსან კომპანი ლევერკუზენთან 0 - 0 ის შემდეგ: 

„იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის გვინდა პრესინგი და ბურთის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება. მაგრამ თუ მოწინააღმდეგე გუნდი თამაშის უფლებას მოიპოვებს, მაშინ დაცვაში უნდა დავდგეთ. 

ლევერკუზენმა ეს დღეს გააკეთა – ისინი ბურთს ძალიან კარგად უვლიდნენ და პრესინგსაც კარგად თამაშობდნენ, ამიტომ დაცვა გვიწევდა.

ამ თვალსაზრისით, ჩემი გუნდის მენტალიტეტსა და დაცვით თამაშს დიდი კომპლიმენტი ეკუთვნის. ძალიან ბევრი თამაში გვაქვს ჩატარებული, სადაც უამრავი გოლი გავიტანეთ, ასე რომ, ეს ჩვენთვის ქულაა, რომელიც შეგვიძლია სახლში წავიღოთ.

ჩვენ შემთხვევით არ ვართ 8 ქულით წინ. უკვე 100-ზე მეტი გოლი გვაქვს გატანილი ამ სეზონში [ყველა ტურნირზე].

კარგი, ლევერკუზენმა დღეს მოიპოვა თამაშის უფლება და ჩვენზე დიდი ზეწოლა მოახდინა, მაგრამ რომ არა მენტალიტეტი, რომლითაც ბიჭები ბლოკავდნენ დარტყმებს, აწვდიდნენ ბურთს, იცავდნენ როგორც გუნდი, განსაკუთრებით მძიმე ბრძოლიდან სამი დღის შემდეგ, ამ ადგილს გაცილებით უფრო იმედგაცრუებულები დავტოვებდით.

ჩვენ აუცილებლად ვისწავლით ამ მატჩიდან, მაგრამ შედეგს მივიღებთ და წინ სვლას გავაგრძელებთ.“
ლევერკუზენი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, 15 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 - საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება ლევერკუზენს.

მატჩამდ 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ნოიერი - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, იტო - კიმიხი, პავლოვიჩი - ოლისე, მუსიალა, კომანი - კეინი.
იოზუა კიმიხის მომავალი "ბაიერნში" კვლავ გაურკვეველია?
ბაიერნსა და იოზუა კიმიხს შორის კონტრაქტის მოლაპარაკებები ძალიან მშვიდად მიმდინარეობს, არცერთი მხარე არ განიცდის არასასიამოვნო ზეწოლას. მხარეებს შორის კომუნიკაცია მჭიდროა. თუმცა, განახლება ჯერ კიდევ არ არის.

კიმიხს იანვრის პირველიდან ოფიციალურად შეუძლია სხვა ევროპულ ტოპ კლუბებთან მოლაპარაკებების წარმოება და უკვე ესაუბრა რამდენიმე მათგანს.

ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, სურს თუ არა ახალი გამოცდილება საზღვარგარეთ თუ დარჩება მიუნხენში. კარგად აცნობიერებს, რომ ეს მისი კარიერის ბოლო დიდი კონტრაქტი იქნება. მისი ოჯახი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს მიუნხენში და ახლახან ააშენეს ახალი ვილა გრიუნვალდში – ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება.

კიმიხს ასევე აინტერესებს, როგორ განვითარდება გუნდი ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით სეზონის განმავლობაში. თუმცა, იცის, რომ დიდხანს ვერ დაელოდება. თუ გადაწყვეტს, რომ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ამის შესახებ დროულად უნდა აცნობოს კლუბს, რათა მათ მის გარეშე გეგმების შედგენა შეძლონ.
ფილიპ ლამი: "2008 წელს ბარსელონასგან მქონდა წინადადება, თუმცა.."

ფილიპ ლამი: „2008 წელს ბარსელონასგან მქონდა წინადადება. ისინი მუდმივად მეპატიჟებოდნენ. ეს ჩემთვის დიდი აღიარება იყო, მაგრამ ჩემთვისარაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე მაქსიმალური წარმატების მიღწევა იმ კლუბთან, სადაც გავიზარდე და სადაც შემდეგ კაპიტანი გავხდი.


ეს ყოველთვის ის იყო, რაც მინდოდა. ძალიან გამიმართლა, რომ მიუნხენში დავიბადე და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი ჩემ გვერდით მქონდა. 


ახალგაზრდულ გუნდში თამაშიდან პროფესიონალობამდე მიღწევა მართლაც დაუჯერებელი იყო. ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ დავრჩებოდი – მინდოდა ჩემს კლუბთან ერთად წარმატების მიღწევა. 


შესაძლოა, სადმე სხვაგან ჩემპიონთა ლიგა უფრო ხშირად მომეგო, მაგრამ ეს არ იქნებოდა ისეთი ღირებული, როგორც ჩემი ბაიერნთან ერთად. 2013 წლის ტრებლის სეზონი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული იყო.“

მუსიალამ "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა - ცნობილია დეტალები
ოფიციალურად: ჯამალ მუსიალამ ბაიერნთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა!

ჯამალ მუსიალას ახალი კონტრაქტის დეტალები:
5-წლიანი ხელშეკრულება – 2030 წლამდე
€25 მილიონი ევრო (მთლიანი წლიური ხელფასი)
ხელმოწერის ბონუსი (ნაკლები, ვიდრე დეივისის €22M)
€175 მილიონი ევრო – გამოსასყიდი თანხა 2028 წლის ზაფხულში
€100 მილიონი ევრო – გამოსასყიდი თანხა 2029 წლის ზაფხულში

ბაიერნი ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს კიდევ ხუთი წლით!
"როგორ გააჩერებთ ფლორიან ვირცს?" - ვენსან კომპანის პასუხი
კომპანი ფლორიან ვირცის შეჩერების გზებზე: 

„ეს კითხვა ყოველთვის რთულია. ჩაბი ალონსო, სავარაუდოდ, იგივე პასუხს გასცემს ჯამალ მუსიალას შესახებ. ამის გადაწყვეტა ყოველთვის კოლექტიურად არის საჭირო. 

ასეთმა მოთამაშეებმა ყოველთვის იციან, როგორ იპოვონ თავიანთი მომენტი. გერმანია ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, რომ ჰყავს ფეხბურთელები, როგორიც არიან ჯამალ მუსიალა და ფლორიან ვირცი. 

ეს მხოლოდ გუნდურად მუშაობს, ინდივიდუალურად – არა.“
კომპანი კმაყოფილია "ბაიერნის" კარგი პოზიციით სელტიკთან საპასუხო მატჩისთვის
ბაიერნის 2-1 გამარჯვება სელტიკის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ჩაითვლება ბავარიელთა ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე გამოსვლად, მაგრამ ვენსან კომპანის გუნდი ამ შედეგით საკმაოდ კარგ პოზიციაში აღმოჩნდა საპასუხო მატჩისთვის.

ერთი ბურთით წინ მყოფი ბაიერნი შოტლანდიის ჩემპიონებს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ თამაშში გარკვეული იმედგაცრუების მომენტები იყო, კომპანი მაინც კმაყოფილი დაბრუნდა:

„დიდი დროის განმავლობაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არის მომენტები, როცა დაცვა აუცილებელია,“ – განაცხადა ბელგიელმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.

„ყოველთვის გამაღიზიანებელია გოლის გაშვება, განსაკუთრებით სტანდარტული სიტუაციიდან – მაგრამ მთლიანობაში გამარჯვება დავიმსახურეთ. საპასუხო მატჩისთვის კარგ პოზიციაში ვართ.“
ნოიერი: "ძალიან ხმამაღალი ატმოსფერო იყო, მსგავსი რამ იშვიათად გვინახავს"
მიუნხენის ბაიერნის მეკარე გადამწყვეტი ფიგურა იყო 2-1 გამარჯვებაში სელტიკთან ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ კაპიტანმა აღიარა, რომ ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა.

ნოიერმაც აღნიშნა, თუ რამდენად შთამბეჭდავები იყვნენ სელტიკის გულშემატკივრები:

„სელტიკს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შინ წაუგებელი სერია ჰქონდა. ეს იოლი საქმე არ არის. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და ვდომინირებდით. სელტიკი მხოლოდ სტანდარტული სიტუაციების დროს გახდა საშიში. ამ მომენტებში საუკეთესო პოზიციაში არ ვიყავით, მაგრამ მთლიანობაში გამარჯვება დავიმსახურეთ,“ – განაცხადა ნოიერმა.

„არ დავნებდით. შეიძლება ზოგიერთ მომენტში უფრო წყნარად გვემოქმედა, მაგრამ დიდწილად თავშეკავებულად ვითამაშეთ და ფრთხილები ვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კიდევ ერთი გოლი არ გაგვეშვა და შინ ფრეს გარეშე დავბრუნებულიყავით. 

ძალიან ხმამაღალი ატმოსფერო იყო, მსგავსი რამ იშვიათად გვინახავს, ეს განსაკუთრებული გამოცდილება იყო ჩვენთვის.“
კომპანი: "კეინი ისეთივე თავდაუზოგავად მუშაობს, როგორც ახალგაზრდა მოთამაშე"
ვენსან კომპანი ჰარი კეინზე:

"მან ძალიან მოუმატია იმ დროიდან, როცა მის წინააღმდეგ ვთამაშობდი. მაშინაც უკვე ტოპ თავდამსხმელი იყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო განვითარდა.

ახლა საკუთარი თვალით ვხედავ, რატომ გაუმჯობესდა ასე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, მაინც ისეთივე თავდაუზოგავად მუშაობს, როგორც ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც კარიერის შექმნას ცდილობს.

როცა ამ შრომას მის ნიჭსა და ტექნიკას შეუთავსებ, აღარ არის გასაკვირი, რომ ასე კარგად თამაშობს."
გრანიტ ჯაკა: "ამ გუნდის დასამარცხებლად საუკეთესო დღე უნდა გვქონდეს"
გრანიტ ჯაკა ბაიერნისა და ლევერკუზენის დაპირისპირებაზე:

"ბაიერნთან თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. ჩვენ ვიცნობთ მათ ფეხბურთელებს, ვიცით, როგორი კლუბია, მაგრამ მათაც იციან, სად ვართ ძლიერი.

განსაკუთრებით შინ, ბოლო ხუთ მატჩში ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის რთული გუნდი ვართ, მათ შორის ბაიერნისთვისაც. შაბათსაც იგივეს გავაკეთებთ, რათა სამი ქულის მოპოვება შევძლოთ.

ამ გუნდის დასამარცხებლად საუკეთესო დღე უნდა გვქონდეს – იდეალური თამაში უნდა ჩავატაროთ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია."
კომპანი: “სელტიკი ხშირად არ აგებს სახლში, ამიტომ ჩვენ მივიღებთ ამ გამარჯვებას”
ვენსან კომპანი სელტიკთან გამარჯვების შემდეგ:

"კარგი მოგებაა, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარია.

სელტიკი ხშირად არ აგებს სახლში, ამიტომ ჩვენ მივიღებთ ამ გამარჯვებას. სახლშიც ძლიერები ვართ და მოუთმენლად ველოდებით სამშაბათს.

პირველი წუთი იდეალური არ იყო, მაგრამ შემდეგ დისციპლინით ვიცავდით და მტკიცედ დავრჩით.

ვფიქრობ, ეს დამსახურებული გამარჯვება იყო და გვინდა გავაგრძელოთ.”
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0