bayern.ge სიახლეები გვერდი 384
ფლიკი: "ბუცების გამოცვლა ლევანდოვსკის სურვილი იყო"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვერდერის" დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა.

"დღეს მშვიდი და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქე თავიდანვე წნეხში გვყავდა მოქცეული და ამან შედეგი გამოიღო."

"კმაყოფილი ვარ იმით, რომ კუთხურებიდან შევძელით გოლების გატანა. მირო კლოზე და ტონი ტაპალოვიჩი ამ კომპონენტზე ბევრს მუშაობდნენ."

"რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო თამაშის ბოლოს გოლის გაშვება, მაგრამ დაცვის ოთხეულმა და მთლიანად უკანა ხაზმა დღეს ძალიან კარგად ითამაშა."

"გერმანიის ნაკრები? მე "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლამდე მაკავშირებს და სხვა არაფრის თქმას არ ვაპირებ."

"ლევანდოვსკი ვარჯიშებზე ხანდახან პუმას იცვამს, ხანდახან კი - ნაიკს. შეიძლება, მან შესვენების დროს იფიქრა, რომ გამოცვლა კარგი აზრი იქნებოდა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მხოლოდ მეორე ტაიმში შევამჩნიე."
კუისენსიმ შემოსვლიდან 6 წუთში ულამაზეს გოლი გაიტანა (ვიდეო)
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში მარსელის "ოლიმპიკმა" საკუთარ კედლებში "ბრესტი" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა "ბაიერნიდან" განათხოვრებულმა მაიკლ კუისენსიმ.

ახალგაზრდა ნახევარმცველი მინდორზე 85-ე წუთზე შემოვიდა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კუისენსისთვის ეს ბოლო 2 შეხვედრაში უკვე ზედიზედ მეორე გოლია.

იხილეთ ვიდეო.

ლევანდოვსკის მოულოდნელი ქმედება - რა გააკეთა პოლონელმა შესვენებაზე (ფოტო)
მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის გასულ ტურში ბრემენის "ვერდერი" სტუმრად 1:3 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

მატჩის მიმდინარეობის დროს ერთი უჩვეულო მოვლენა დაფიქსირდა. კერძოდ, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ბუცები გამოიცვალა და სრულიად სხვა ფირმის ბუცებით გამოვიდა მინდორზე.

თავდაპირველად პოლონელს ყვითელი ფერის "პუმას" ფირმის ბუცები ეცვა, მეორე ტაიმში კი მან უკვე წითელი "ნაიკი" აირჩია. უცნობია, რა გახდა ამ ცვლილების მიზეზი.

იხილეთ ფოტოები:

ნოიერმა მორიგი საოცარი რეკორდი მოხსნა
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბრემენის "ვერდერს" ესტუმრა და 1:3 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ თამაშით მანუმ ახალი რეკორდის დამყარება მოახერხა. კერძოდ, მას უკვე 21 გამარჯვება დაუგროდა ბრემენელების წინააღმდეგ ბუნდესლიგაში.

Opta-ს მონაცემებით, ისტორიაში არცერთ სხვა ფეხბურთელს მსგავსი რაოდენობის გამარჯვება არცერთი კონკრეტული კლუბის წინააღმდეგ არ ჰქონია.
"ვერდერი" 1:3 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1-3 დაამარცხა.

შეხვედრაში თითო გოლის გატანა მოახერხეს ლეონ გორეცკამ, სერჟ გნაბრი და რობერტ ლევანდოვსკიმ.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა whoscored-ის ვერსიით:


"ვერდერი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბრემენის "ვერდერს" ეთამაშება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (აჭარასპორტი)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"ვერდერი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგნელობა
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბრემენის "ვერდერს" უპირისპირდება.

მატჩIს დაწყებამდე 1 საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა, - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
რიო ფერდინანდი: "ბაიერნში გადასვლის შემდეგ უპამეკანო მუდმივად რეგრესირებს"
მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა მიუნხენის "ბაიერნის" ახალი შენაძენი, დაიოტ უპამეკანო გააკრიტიკა.

"ის მუდმივად რეგრესირებს. მას შემდეგ, რაც "ბაიერნმა" დაიოტი შეიძინა, რეგრესის გარდა არაფერი უჩვენებია."

"ლივერპულთან გაშვებული გოლები დაცვის შეცდომებით მოხდა. უპამეკანოს "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ აუცილებლად დასჭირდება პროგრესი."

"მას უკვე ძალიან დიდი რეპუტაცია აქვს, მაგრამ, სეზონი არ დასრულებულა. დაიოტი ისე თამაშობს, თითქოს უკვე "ბაიერნის" გასახდელშია." - აცხადებს ფერდინანდი.
კვარაცხელიას თამაშს გერმანული გრანდი დააკვირდება
იტალიური გამოცემა Tutto Mercato Web ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

მარტში გასამართი მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, რომელშიც საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს, ევროპული გრანდების წარმომადგენლები დაესწრებიან. მიზეზი კი ხვიჩა კვარაცხელიაა.

წყაროს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მილანის" აგენტები თბილისში ჩამოვლენ, რათა 28 მარტს საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრაში ქართველ ვინგერს დააკვირდნენ.

შეგახსენებთ, რომ თავად კვარაცხელიას აგენტმა რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა ევროპული გრანდების ინტერესი ფეხბურთელისადმი.
კლოპი: "ბუნდესლიგის მომავალი ჩემპიონი? ამაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება"
მერსისაიდული "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონზე ისაუბრა.

"ვინ გახდება გერმანიაში ჩემპიონი? ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ამაღელვებელი მატჩები გველოდება დარჩენილ ტურებში."

"ჩანს, რომ ტრადიციულად "ბაიერნი" მთავარი ფავორიტია თანაც მაშინ, როცა ლევანდოვსკის ყველა მატჩში გააქვს გოლი."

"თუმცა, თავის მხრივ "ლაიფციგი" ბრწყინვალედ აკეთებს თავის საქმეს და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და ერთმანეთს შორის შეხვედრაც დარჩენილია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს." - აცხადებს კლოპი.
"ვერდერი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგნელობა
გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი შეხვედრისთვის:

ნოიერი - ზულე, ხავი მარტინესი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ჩელსის" "ბაიერნის" ვარსკვლავის ტრანსფერი სურს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, ხმაურიანი ბარტერი ვიხილოთ.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ბაიერნს" კრისტიან პულიშიჩის შეძენა სურს. თავის მხრივ, "ჩელსის" რადარზე კინგსლი კომანი არის მოქცეული.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" უკვე დიდი ხანია აკვირდებიან ფრანგ ვინგერს და იმ შემთხვევაში, თუ პულიშიჩი ზაფხულში კლუბს დატოვებს, მთავარი სამიზნე სწორედ კომანი იქნება.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება შედგა, არ არის გამორიცხული ფეხბურთელების გაცვლაც ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ პულიშიჩის შეძენით "იუნაიტედი" და "ლივერპულიც" არიან დაინტერესებული. "წითელ ეშმაკებს" ასევე კომანის ტრანსფერიც სურთ.
5 მთავარი საკითხი, რაშიც ფლიკი და სალიჰამიჯიჩი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან
გერმანული გამოცემები უკვე დიდი ხანია იუწყებიან, რომ ჰანს ფლიკსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის განხეთქილებაა. ეს საუბრები კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ნაკრებიდან იოახიმ ლიოვის წასვლა დაანონსდა.

გერმანულმა Kicker-მა 5 მთავარი საკითხი ჩამოწერა, რაზეც გუნდის მმართველი რგოლის წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან.

პირველ ალექსანდრ ნუბელის თემაა. სალიჰამიჯიჩს სურს, რომ ახალგაზრდა კიპერმა მეტი სათამაშო დრო მიიღოს, ფლიკს კი ნოიერის პირველ ნომრობაში ეჭვი არ ეპარება და თითქმის ყველა სათამაშო წუთს სწორედ მანუ იღებს.

მეორე ლუკას ერნანდესი გახლავთ. ფრანგი ფეხბურთელი "ბაიერნმა" სარეკორდო ფასად იყიდა, თუმცა, სათამაშო დრო დიდად არ ეძლევა. თუნდაც გასულ ტურში ტრავმირებული ჟერომ ბოატენგი ხავი მარტინესმა შეცვალა და არა ერნანდესმა. სალიჰამიჯიჩი მიიჩნევს, რომ ეს არასწორია.

მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ აკადემიის საკითხშიც. კონკრეტული სახელები უცნობია, თუმცა, ფლიკს სურს, რომ რამდენიმე მოთამაშესთან კონტრაქტი გაფორმდეს, თუმცა, სალიჰამიჯიჩი ამ თემაზე მუშაობის დაწყებას არ ჩქარობს.

ფლიკი და სალიჰამიჯიჩი ვერ თანხმდებიან ტიაგო დანტასის თემაზეც. "ბაიერნის" დამრიგებელს ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსყიდვა სურს, მაგრამ სალიჰამიჯიჩი ამ საკითხსაც აჭიანურებს და როგორც ცნობილია, მას საერთოდ არ სურს დანტასის შეძენა.

და ბოლო და ყველაზე მთავარი საკითხი ტრანსფერებია. ფლიკი მიიჩნევს, რომ მისთვის საჭირო ფეხბურთელების ნაცვლად ისეთები მოჰყავთ, რომლებიც გუნდს არ გამოადგება (ბოუნა სარი სერჟინიო დესტის ნაცვლად, დუგლას კოშტა ჰადსონ ოდოის ნაცვლად). ის თვლის, რომ გუნდს გაძლიერება აუცილებლად სჭირდება და ამისთვის მაღალი დონის ტრანსფერებია საჭირო, თუმცა, სალიჰამიჯიჩი ამ თემასაც უყურადღებოდ ტოვებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, სეზონის ბოლოს ფლიკმა "ბაიერნი" დატოვოს და გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.
"ბაიერნს" ფლიკის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს
მას შემდგომ, რაც დადასტურდა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გერმანიის ნაკრებს იოახიმ ლიოვი დატოვებს, არ წყდება საუბრები მის შემცვლელთან დაკავშირებით. ერთ-ერთ კანდიდატად ჰანს ფლიკი განიხილება.

როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნს" მოვლენათა მსგავსი განვითარება უკვე წარმოდგენილი აქვს და შესაბამისად, კლუბში ფლიკის პოტენციური შემცვლელიც არჩეული ჰყავთ.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ 56 წლის სპეციალისტი "რეკორდმაისტერის" რიგებს დატოვებს და ბუნდესნაკრებს შეუერთდება, მის ნაცვლად კლუბში იულიან ნაგელსმანი მოვა.

ჰასან სალიჰამიჯიჩსა და ზოგადად კლუბს ახალგაზრდა მწვრთნელი უკვე დიდი ხანია, რაც მიზანში ჰყავთ ამოღებული.

ნაგელსმანს "ლაიფციგთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და უცნობია, რამდენად დათანხმდება "ბაიერნის" წინადადებას.
"ბაიერნის" რადარზე "ჩელსის" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ლონდონის "ჩელსის" ამომავალი ვარკსვლავი, კრისტიან პულიშიჩი გამოჩნდა.

ახალგაზრდა ამერიკელს თომას ტუხელის მოსვლის შემდგომ სიტუაცია აერია. მას სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლევა და ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.

წყაროს ცნობით, 22 წლის ვინგერის სიტუაციას აქტიურად აკვირდება "რეკორდმაისტერი" და არ არის გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი შეძენა სცადოს.

შეგახსენებთ, რომ პულიშიჩს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მისი ამჟამინდელი ღირებულება 60 მილიონი ევროა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0