კომპანი: “ეს იყო თამაში ორი განსხვავებული სიუჟეტით.”
ვენსან კომპანი უნიონ ბერლინთან ფრეზე:

“ეს იყო თამაში ორი განსხვავებული სიუჟეტით. ერთი მხრივ – გამოსვლა, ხოლო მეორე მხრივ – შედეგი.

როდესაც სამ ქულას ვერ ვიღებთ, შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, ეს ძალიან მარტივია.

მაგრამ ფეხბურთში საკმარისად დიდი გამოცდილება მაქვს, რათა ვიცოდე, რომ ეს ცუდი თამაში არ ყოფილა გასვლით შეხვედრაზე.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ვიყავით მომთმენები, მეორე ნახევარში კი უფრო მეტად დავძაბეთ თამაში და ზუსტად ვიმოქმედეთ.

ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი როგორც გამოსვლით, ისე შედეგით [თუ ანგარიში 1:0 დარჩებოდა], მაგრამ ბოლოს მოწინააღმდეგეს უნდა მივულოცოთ – იბრძოლეს, იპოვეს ერთი მომენტი და თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს.”
სანე: “მოედნის მდგომარეობა საუკეთესო არ იყო, მათთან თამაში არასასიამოვნოა“
ლეროი სანე დღევანდელ მატჩზე:

„ვიცოდით, რომ აქ თამაში რთული იქნებოდა. ისინი ძალიან კარგად იცავენ თავს, მოედნის მდგომარეობა საუკეთესო არ არის, მათთან თამაში არასასიამოვნოა. ვეცადეთ მაქსიმალურად და გავიტანეთ პირველი გოლი. მათი გათანაბრება მტკივნეული იყო, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა.“

იმაზე, თუ რამდენად რთული იყო ინტენსივობის შენარჩუნება ლევერკუზენთან მატჩის შემდეგ:

„ეს ბუნდესლიგის მატჩია. გვინდოდა 3 ქულის აღება, მაგრამ დღეს ვერ შევძელით. შევეცდებით უკეთესად გამოვიდეთ სანაკრებო პაუზის შემდეგ.“
უნიონ ბერლინი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება უნიონ ბერლინს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია შემადგენლობა:

ურბიგი - სტანიშიჩი, უპამეკანო, დაიერი, დეივისი - გორეცკა, კიმიხი © - ოლისე, მუსიალა, გნაბრი - კეინი.
კიმიხი: "ძალიან მაგარი სამწვრთნელო შტაბი გვყავს!"

რას იტყვი იმ ფაქტზე, რომ ბაიერნის სამწვრთნელო შტაბი გაღიარებს შენ როგორც მსოფლიოს 6 ნომერს?


კიმიხი: „ძალიან მაგარი მწვრთნელები გვყავს! მაგრამ ხუმრობის გარეშე, რეალურად ძალიან დიდი ნდობა ვიგრძენი.

კომპანიმ ჩვენს პირველ საუბარში მითხრა, რომ მხედავს როგორც ცენტრალურ მოთამაშეს ნახევარდაცვაში.

'თუ საუკეთესო ხარ, მაშინ იქ ითამაშებ' - მითხრა მან. რა თქმა უნდა, ეს ნდობა უნდა დამემტკიცებინა ჩემი თამაშით.“
2025 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი - სად არიან ბაიერნის ვარსკვლავები?
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების შემდეგ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებებია…
"კიდევ ერთი ძალიან კარგი გადაწყვეტილება" - კეინმა კიმიხის კონტრაქტზე ისაუბრა
ჰარი კეინმა კიმიხის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარი გააკეთა:

"ეს საოცარი ამბავია. ჯოში შესანიშნავი ფეხბურთელია და ძალიან კარგი ლიდერი, რომელიც აუცილებელია გუნდისთვის როგორც მინდორზე, ისე გასახდელში.

ის იმდენად მნიშვნელოვანია ყველასთვის, რომ ყოველთვის ყველაფერს ახერხებს: ის თავის გულს და სულს დებს თითოეულ მომენტში, თითოეულ ვარჯიშსა და მატჩში.

კიდევ ერთი ძალიან კარგი კონტრაქტის გახანგრძლივება. ძალიან მიხარია მისთვის, ის ნამდვილად იმსახურებს ამას. მოუთმენლად ველოდები კიდევ ბევრ მომენტს მასთან ერთად მინდორზე. ჩვენ ორივე ველით იმ მომდევნო გამოწვევებს, რათა მაქსიმალურად გავიყვანოთ გუნდი."
ტუხელი: "ჰარი ჩვენთვის შეუცვლელია. ბაიერნთან ერთად ის ტიტულს უახლოვდება"

ტუხელი ჰარი კეინთან კიდევ ერთხელ გაერთიანებაზე:


„მასთან მუშაობა სასიამოვნოა. ჩვენ გვყავს უმაღლეს დონეზე გამოცდილი ბომბარდირი. ბუნებრივია, გვაქვს დიდი მოლოდინები, რადგან მას უკვე კარგად ვიცნობთ. 


მას დამატებითი პასუხისმგებლობა დააწვება მხრებზე, მაგრამ ჰარი იმ ტიპის მოთამაშეა, ვინც ამ გამოწვევებს მარტივად უმკლავდება.


ეს არის სწორი გზა წინსვლისთვის – გვიხარია, რომ ის ისევ ჩვენთანაა და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია, ბაიერნთან ერთად კი ტიტულს უახლოვდება, ასე რომ, არჩევანი ცალსახაა.“

კიმ მინ-ჯეს ტრავმა და კომპანის კომენტარი: ბაიერნს დაცვის პრობლემები ემატება
ბაიერნის კორეელი მცველი, კიმ მინ-ჯე, ამჟამად მცირე ტრავმასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის. მიუნხენელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, მის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს ქუსლის მყესი აწუხებს.

“მინ-ჯე პრობლემებს განიცდის. ეს ყველასთვის ცნობილი იყო. ვიმედოვნებთ, რომ მალე დაბრუნდება.

მთავარია, რომ დატვირთვა სწორად გავანაწილოთ, რადგან მას დიდი სამუშაოს შესრულება უკვე მოუწია. ვიმედოვნებთ, რომ ეს სერიოზული პრობლემა არ იქნება,”
– განაცხადა კომპანიმ.
კიმიხი “ბაიერნში” რჩება - ახალი კონტრაქტი 2029 წლამდე!
მიუნხენის ბაიერნის ერთ-ერთმა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის 2029 წლამდე დარჩება რეკორდმაისტერის რიგებში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც თავად ფეხბურთელისთვის, ასევე ბაიერნისთვის, რომელიც ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშეს შემადგენლობაში.

კიმიხის კომენტარი:

“ბაიერნში მაქვს საუკეთესო გარემო ჩემი სპორტული მიზნების მისაღწევად. სწორედ ამის საფუძველზე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე არ არსებობს უკეთესი კომბინაცია - თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბი და კლუბის გარემო იდეალურია მაქსიმალური წარმატების მისაღწევად. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და ჩემი მისია ჯერ არ დასრულებულა.”

კიმიხი ბაიერნში 2015 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა. გერმანელმა ვარსკვლავმა კლუბთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგის მრავალგზის ჩემპიონის ტიტული და გერმანიის თასი.

ბაიერნის გულშემატკივრებისთვის ეს ახალი ამბავი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან კლუბი ინარჩუნებს ფეხბურთელს, რომელიც არა მხოლოდ მოედანზეა ლიდერი, არამედ მისი დინამიკა და მენტალიტეტი ბაიერნის ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია.

კლუბის ხელმძღვანელობაც კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით, რადგან კიმიხის კონტრაქტის გახანგრძლივება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გუნდის მომავლის გასამტკიცებლად.
ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდში - "ბაიერნის" ლიდერი ისევ ბრწყინავს!
მიუნხენის "ბაიერნის" ინგლისელმა ვარსკვლავმა, ჰარი კეინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მსოფლიოში...
ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის რბოლაში - რა შანსები გვაქვს?
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა. ევროპული გრანდები კვლავინდებურად ცდილობენ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულის მოპოვებას, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მათ შორის ფავორიტები უკვე გამოიკვეთა.

ტოპ გუნდები ჩემპიონობის შანსებით:

1. რეალი – 18%
2. ბარსელონა – 17%
3. ინტერი – 17%
4. პსჟ – 16%
5. არსენალი – 16%
6. ბაიერნი – 11%
7. ასტონ ვილა – 3%
8. დორტმუნდი – 3%

სამწუხაროდ, მიმდინარე მონაცემებით, მიუნხენის ბაიერნს 11%-იანი შანსი აქვს, რაც ლიდერ რეალზე (18%) საგრძნობლად ნაკლებია. თუმცა, როგორც ვიცით, ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მონაწილეა და ხშირად იმარჯვებს მაშინ, როდესაც მას არ მიიჩნევენ მთავარ ფავორიტად.
"ბაიერნს" უეფასგან კიდევ ერთი ჯარიმა და პირობითი სანქცია დაეკისრა

უეფამ ბაიერნი დააჯარიმა - მიუნხენელებს 50,000-ევროს გადახდა მოუწევთ და პიროტექნიკის ანთების გამო ერთი მატჩით რამდენიმე სექტორი დაიხურება. 

 

სტადიონის ნაწილობრივი დახურვა იმოქმედებს ორწლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.


ეს ნიშნავს, რომ სასჯელი ძალაში დაუყოვნებლივ არ შედის. თუმცა, თუ მომდევნო ორ წელში მსგავსი შემთხვევა განმეორდება, მაშინ Südkurve ვეღარ უქომაგებს ბაიერნს ერთი მატჩით.

"თქვენ ყველამ წარმოუდგენელი თამაში ჩაატარეთ.." - დრეზენმა გუნდს სიტყვით მიმართა
იან-კრისტიან დრეზენმა გამარჯვების აღნიშვნისას გუნდს სიტყვით მიმართა: „დღეს ვინმეს გამორჩევა რთულია. თქვენ ყველამ წარმოუდგენელი თამაში ჩაატარეთ, გუნდურობა გამოავლინეთ, ერთმანეთს მხარი დაუჭირეთ.

როგორც უკვე ვთქვი, არ მინდა ვინმე ცალკეულად გამოვყო, მაგრამ გილოცავ, ჰარი, ჩემპიონთა ლიგის სეზონში 10 გოლის გამტანი პირველი ინგლისელი ფეხბურთელი რომ გახდი. კიდევ ბევრი წინ არის, რადგან ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა.

მინდა კიდევ ერთი მოთამაშე აღვნიშნო. რა თქმა უნდა, ყველანი ვწუხვართ, რომ მანუელ ნოიერი დაშავდა, მაგრამ საოცარია, როგორ ითამაშა იონას ურბიგმა დღეს, რა სიმშვიდე გამოიჩინა მოედანზე და 2-3 კარგი სეივიც გააკეთა. განსაკუთრებული აპლოდისმენტები იონას ურბიგს.

ვიმედოვნებ, ეს გზა გაგრძელდება – გააგრძელეთ იგივე შემართებით, როგორც დღეს და პირველ შეხვედრაში.“
ალონსო: "გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი მსოფლიოს საუკეთესოებთან"
ჩაბი ალონსო: "პირველ ტაიმში ვცდილობდით რაღაც გაგვეკეთებინა. ახლოს ვიყავით გოლის გატანასთან და გვქონდა საკმარისი შანსები. გვქონდა პირველი გოლის გატანის დიდი შანსი. ცოტა დაძაბული იყო, მაგრამ ბიჭებმა კარგად ითამაშეს. ბაიერნის პირველი გოლის შემდეგ, ძალიან რთული გახდა ყველაფერი.

ჩემპიონთა ლიგა არის შეჯიბრი, სადაც არ შეიძლება შეცდომის დაშვება და ჩვენ ძალიან ბევრი დავუშვით. რაღაც სანახაობრივი გვჭირდებოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. შესრულება კარგი იყო. ხარისხის ნაკლებობა არ იყო, ეს იყო ეფექტურობის ნაკლებობა.

ჩვენ გუნდში დიდი განვითარება ვნახეთ. შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, ყველაზე რთულია. გვინდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი მსოფლიოს საუკეთესოებთან. ჩვენი გზით უნდა წავიდეთ მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ღამის შემდეგ ყველაფერი კატასტროფაა“
.
კომპანი: "მოუთმენლად ველოდები ინტერთან დაპირისპირებას.."
ვენსან კომპანი ლევერკუზენთან გამარჯვებაზე და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაზე:

"ბიჭებმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რამდენად მოტივირებულები არიან იმისთვის, რის მიაღწევას ცდილობენ. ახლა მოვიგეთ, მაგრამ არ მინდა ზედმეტად ავყვე ემოციებს.


მეორე ტაიმი ძალიან საინტერესო იყო. პირველ ნახევარში ჩვენი ჩვეულებრივი სტილით, პრესინგით ვითამაშეთ, თავს ვიკავებდით და ვიცოდით, რომ ბევრი შესაძლებლობა არ გვექნებოდა, მაგრამ მაინც შევქმენით რამდენიმე.


მეორე ნახევარში კარგად ვიყავით დაცვაში, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს მოედანზე ბევრი შემტევი ჰყავდა. მაგრამ მაინც ვიბრძოლეთ, ვიგერიებდით ჩაწოდებებს და კვლავ საშიშად გამოვიყურებოდით.


კარგი ბალანსი გვქონდა. მოუთმენლად ველოდები ინტერთან დაპირისპირებას, მაგრამ მანამდე კიდევ რამდენიმე თამაში გვაქვს. ჩემი საქმე ყოველთვის შემდეგი მატჩისთვის მზადებაა."

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 30 8 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 8 1 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 11 5 6 0
2
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 9 2 6 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0