bayern.ge სლაიდერი გვერდი 10
მატეუსი ბაიერნს აფრთხილებს
რეკორდმაისტერისა და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მატეუსმა ბაიერნი ჩეპიონთა ლიგის ფინალის წინ გააფრთხილა და დაცვაში მეტი ყურადღება მოსთხოვა მათ ლიონთან დაცვა და უბრალოდ თამაში ბევრად უფრო გაუჭირდათ ვიდრე ბარსელონასთან თუ ბაიერნი ფინალშიც ასე ითამაშებს ისინი ვერც ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ და ვერც ფავორიტის როლს ვერ გაამართლებენ ნამდვილად ბევრი სამუშაო ფინალამდე შეგახსენებთ რომ მიუნხენელები კვირას ფინალში პარიზულ გრანდს თბილისის დროით 23 საათზე დაუპირისპირდებიან და ტიტულის მეექვსეჯერ მოგებას შეეცდებიან
კიმიხი ფინალში გასვლის შემდეგ გასახდელში აღნიშვნის ნაცვლად ეს ხდებოდა
მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა იოზუა კიმიხმა ლიონთან გამარჯვების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთაძალიან გახარებულები და ამაყები ვართ ფინალში გასვლით თუმცა სიმართლე გითხრათ თამაშის დასრულების შემდეგ გასახდელში ზეიმი არ მოგვიწყია ამის ნაცვლად ფოკუსირება მოვახდინეთ ფინალზესწორედ ეს ქმედება ასახავს ჩვენს გუნდს ყველაზე უკეთ ხუთშაბათს ძალებს აღვიდგენთ და პსჟსთან დაპირისპირებისთვის მოვემზადებით აცხადებს იოზუა
ჩემპიონთა ლიგის ფინალს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება
UEFAმ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის სამსაჯო ბრიგადა დაასახელამთავარი არბიტრი 44 წლის იტალიელი დანი ორსატო იქნება მას აქამდე ბაიერნის სამი შეხვედრა აქვს განსჯილი 2018 წელს რეკორდმაისტერმა სევილიასა და ბენფიკას დამარცხება მოახერხა 2019 წელს კი ლივერპულის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში 13 წააგოდამხმარე არბიტრები ასევე იტალიელი მსაჯები ლორენცო მანგანელი და ალესანდრო გიალატინი იქნებიანმსაჯთა სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება
დეივისი მესის მაისურის გაცვლა ვთხოვე მან კი უარით გამისტუმრა
მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველმა ალფონსო დეივისმა თავის კერპტთან ლიონელ მესისთან შეხვედრა გაიხსენათამაშის დასრულების შემდეგ მესისთან მივედი და მას მაისურის გაცვლა ვთხოვე თუმცა ლეომ უარით გამისტუმრავფიქრობ შედეგის გამო ცოტა გაბრაზებული იყო თუმცა ეს ლოგიკურია იმედი მაქვს მომავალში მოვახერხებ მაისურის გაცვლას აცხადებს ფონზი
ბაიერნმა ბარსას რეკორდი დაამხო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალში მიუნხენის ბაიერნმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ფინალის საგზურიც გაინაღდააღსანიშნავია რომ ტურნირის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში რეკორდმაისტერმა აბსოლიტურად ყველა 10 თამაშში შეძლო გამარჯვების მოპოვება რაც რეკორდიაამ დრომდე ხსენებული რეკორდი ბარსელონას ეკუთვნოდა რომელმაც 200203 წლების საწყის 9 შეხვედრაში შეძლო მეტოქეების დამარცხება ახლა კი ეს მიღწევა ბაიერნს ეკუთვნისმიუნხენელების მიერ დამარცხებული მეტოქეების სია შემდეგნაირად გამოიყურება
ნოიერი 2013 წლის თუ ახლანდელი გუნდი პასუხი მარტივია
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ლიონთან გამარჯვების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთარომელი შემადგენლობა სჯობს 2013 წლის თუ ახლანდელი ვფიქრობ წელს გაცილებით უფრო უკეთესი გუნდი გვყავს ვიდრე 2013ში და ამის მთავარი მიზეზი შემადგენლობის სიღრმეასამატჩო 18კაციან განაცხადში აბსოლიტურად ყველა მოთამაშე უმაღლესი დონისაა და რომელიმე კონკრეტული მათგანის გამორჩევა რთულია ნამდვილად ფანტასტიური გუნდი გვყავსფლიკის სიმშვიდე ნამდვილად შესაშურია ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მნიშვნელობა არ აქვს მეტოქეს შედეგებს კი მინდორზეც კარგად ვხედავთ აცხადებს მანუ
საკადრო პრობლემები გრძელდება  კიდევ ერთი ტრავმირებული ფინალამდე
ლიონის ოლიმპიკთან გამართული შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე მინდორი გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა დატოვამიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა თამაშის დასრულების შემდეგ დაადასტურა რომ ბოატენგის გაყვანის მიზეზი ტრავმაა ვეტერან ფეხბურთელს ფეხის კუნთის დაზიანება აწუხებდაამ დროისთვის უცნობია რამდენად სერიოზულია ბოას ტრავმა არსებობს საშიშროება იმისა რომ ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდის დახმარება ვერ მოახერხოს
ფლიკი ასე არ შეიძლება ფინალამდე აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთავიცოდით რომ რთული დაპირისპირება გველოდა მეტოქემ ისეთი გუნდების დამარცხება მოახერხა როგორებიცაა სიტი და იუვენტუსი ლიონი ტაქტიკურად საკმაოდ ძლიერ და გამართულ ფეხბურთს თამაშობსვიცით რომ დაცვაში უკეთესად მოქმედება გვმართებს ბურთის ასე მარტივად დათმობა არ შეიძლება მაგრამ ჩვენ მაინც ვაკეთებთ ამასპსჟ ძლიერი გუნდია რომელმაც ფინალის საგზური დაიმსახურა ფინალისთვის დაცვაზე სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება თუმცა ასევე კარგად ვიცით ჩვენი მთავარი პლიუსებიც აცხადებს ფლიკი
პსჟ VS ბაიერნი როგორ აფასებენ ფინალის შანსებს ბუკმეიკერები
მას შემდგომ რაც მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალში ლიონი დაამარცხა უკვე ვიცით ფინალური წყვილის ვინაობასაბუკმეიკერო კანტორებმა 12 ფინალური ეტაპის დასრულებიდან მალევე გამოაქვეყნეს კოეფიციენტები გადამწყვეტ შეხვედრაზეფინალში ბაიერნის ძირითად დროში გამარჯვების შანსები 190 კოეფიციენტით ფასდება მაშინ როდესაც პსჟ 330 კოეფიციენტი აქვს დამატებითი დროის ალბათობა კი 420 კუშით ფასდებარაც შეეხება ზოგადად ჩემპიონობას ბაიერნის ტიტულის აღმართვას 145 აქვს კოეფიციენტი პსჟს წარმატებას კი 260
დეივისი ჩვენ გახარებულები ვართ ფინალში გასვლით თუმცა
მიუნხენის ბაიერნის ამომავალმა ვარსკვლავმა ალფონსო დეივისმა ლიონთან გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთაშემიძლია თამამად განვაცხადო რომ ოცნება ამიხდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და მის ფინალში გასვლა ეს ნამდვილად საუკეთესო რამაა რაზეც ოდესმე ვიოცნებებდიძალიან კარგი განწყობაა გუნდში ჩვენ გახარებულები ვართ ფინალში გასვლით თუმცა ამავე დროს ვართ დამშეულები კიდევ ერთი გამარჯვების და ტიტულის მოსაპოვებლად სხვა შემთხვევაში შრომა მთლიანად წყალში ჩაიყრება აცხადებს დეივისი
ლიონი 03 ბაიერნი ფეხბურთელების შეფასებები
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალური ეტაპის შეხვედრა რომელშიც მიუნხენის ბაიერნმა ლიონს 30 სძლიაგთავაზობთ მოთამაშეების რეიტინგებს ავტორიტეტული გამოცემა Whoscoredის ვერსიით
ლევანდოვსკის ისტორიული რეკორდის დამყარების შანსი აქვს
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი ლიონის ოლიმპიკს დაუპირისპირდა და 30 დაამარცხაგუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ რომელმაც ერთი გოლის გატანა მოახერხა აღსანიშნავია რომ 31 წლის ფეხბურთელს ლიგის რეკორდის დამყარების შანსი კვლავ აქვსკერძოდ ტურნირის ისტორიაში ერთ სეზონში გატანილი გოლებით კრისტიანო რონალდუ ლიდერობს პორტუგალიელმა 201314 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 17ჯერ დალაშქრა რაც საუკეთესო შედეგიალევანდოვსკის მიმდინარე სეზონში უკვე 15 გოლი მოუგროვდა იმ შემთხვევაში თუ რობერტი პსჟს წინააღმდეგ დუბლს შეასრულებს ის რეკორდს გაიმეორებს ჰეთ თრიკის შემთხვევაში კი ახალ ისტორიას დაწერს
ბაიერნი მილანს გაუთანაბრდა წინ მხოლოდ მადრიდის რეალია
რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალში მიუნხენის ბაიერნი ლიონის ოლიმპიკს დაუპირისპირდა და 30 დაამარცხაამ გამარჯვების წყალობით რეკორდმაისტერმა ტურნირის ფინალში შეძლო გასვლა რაც კლუბმა ისტორიაში უკვე მეთერთმეტედ მოახერხა ასეთივე შედეგი აქვს მილანსერთადერთ კლუბი რომელსაც ზემოხსენებულ გუნდებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს მადრიდის რეალია ესპანელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თექვსმეტჯერ ითამაშესშეგახსენებთ რომ ბაიერნმა აქამდე ჩატარებული 10 ლიგის ფინალიდან 5ჯერ შეძლო ტიტულის მოპოვება
ლევანდოვსკიმ და გნაბრიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარეს
მიუნხენის ბაიერნის შემტევები რობერტ ლევანდოვსკი და სერჟ გნაბრი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდნენკერძოდ პოლონელ თავდამსხმელსა და გერმანელ ვინგერს ტურნირის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ერთად უკვე 24 გოლი დაუგროვდათ რითაც საუკეთესო დუეტი გახდნენ ლიგის ისტორიაშიაქამდე ყველაზე მაღალი შედეგი კრისტიანო რონალდუსა და გარეთ ბეილის დუეტს ჰქონდათ რომლებმაც 201314 წლების სეზონში მეტოქეთა კარი 23ჯერ დალაშქრესშეგახსენებთ რომ ბაიერნმა დღეს ლიონს სწორედ ზემოხსენებული ფეხბურთელების წყალობით სძლია 30 და ფინალის საგზურიც მოიპოვა
მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალური ეტაპის მატჩი რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ლიონის ოლიმპიკს დაუპირისპირდა და 30 დაამარცხამიუნხენელებმა უპირატესობის მოპოვება საწყის წუთებშივე მოახერხეს და 33 წუთის შემდეგ გუნდი სერჟ გნაბრის წყალობით უკვე 20ს იგებდამატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე თავისი გოლის გატანა რობერტ ლევანდოვსკიმაც მოახერხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირაამრიგად რეკორდმაისტერმა ფინალის საგზურის მოპოვება მოახერხა სადაც ის პსჟს დაუპირისპირდება შეხვედრა კვირას 23 აგვისტოს გაიმართება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0