bayern.ge სლაიდერი გვერდი 23
ბაიერნმა ალკანტარას შემცვლელს პრემიერლიგაში მიაგნო
ტიაგო ალკანტარას მიუნხენის ბაიერნიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია კლუბმა მის შემცვლელზე ზრუნვა უკვე დაიწყობრიტანული გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერის ერთერთი მთავარი სამიზნე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის ტოტენჰემის ცენტრალური ნახევარმცველი ტანგე ნდომბელე იქნებაწყაროს ცნობით მიუნხენურმა გრანდმა უკვე გააკეთა პირველი შეთავაზება 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ რომლის მიხედვითაც ნდომბელე ბაიერნის რიგებს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება ექნებაროგორც ცნობილია თავად ლონდონელებს ნდომბელეს გაშვება მხოლოდ პირდაპირი ტრანსფერის შემთხვევაში სურთ შესაბამისად მოლაპარაკებები სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება
8 მატჩი 2 თვის მანძილზე  როგორია ბუნდესნაკრების კალენდარი
მოგეხსენებათ კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო კალენდარი მომდევნო სეზონში საკმაოდ დატვირთულია და გამონაკლისი არც ეროვნული ნაკრებები იქნებაბუნდესნაკრებს შემოდგომაზე ერთბაშად 8 შეხვედრის ჩატარება მოუწევს ორთვიანი პერიოდის განმავლობაში გუნდი სტარტს 3 სექტემბერს ერთა ლიგაზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ აიღებს და ასევე ფურია როხათი დაამთავრებს 17 ნოემბერსიხილეთ სრული კალენდარი
რუმენიგე პსჟზე სუსტი მეტოქეებიდან ფეხბურთელს არასდროს ვიმატებთ
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ ტანგე კოიასის ტრანსფერის შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთაბაიერნი სუსტი მეტოქეებიდან ფეხბურთელებს არასდროს იმატებს ჩვენ პსჟსთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ვაფასებ ნასერ ალ ხელაიფის მუშაობას და იმ შრომას რაც მან კლუბის განვითარებისთვის გაწიაჩვენი მიზანი საუკეთესო ტალანტების ყოლაა ისევე როგორც პარიზელებისთვის ვაფასებ ამ კლუბს სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან აცხადებს რუმენიგე
პეპ გვარდიოლას სიტიში ბაიერნის სუპერვარსკვლავი სურს
მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავის დავიდ ალაბას ტრანსფერის მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო იზრდებაბრიტანული გამოცემების ინფორმაციით 29 წლის მცველის შეძენით ახლა უკვე მანჩესტერ სიტი ინტერესდება როგორც ცნობილია ავსტრიელი ფეხბურთელის დამატება პირადად პეპ გვარდიოლას მოთხოვნაამოგეხსენებათ დღეს ქალაქელებს ევროთასებზე ბანი ოფიციალურად მოხსნეს და მომავალ სეზონში კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა შეეძლება შესაბამსიად სიტიმ უკვე დაიწყო აქტიურობა სატრანსფერო ბაზარზეშეგახსენებთ რომ დავიდ ალაბას მთავარ მოთხოვნას მაღალი ხელფასი წარმოადგენს და იმ შემთხვევაში თუ ბაიერნი არ დათანხმდება მაშინ არ არის გამორიცხული ავსტრიელმა სწორედ სიტის რიგებს მიაშუროს
როდის შედგება ლეროი სანეს პრეზენტაცია მიუნხენის ბაიერნში
ლეროი სანე უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც მიუნხენის ბაიერნის რიგებს ოფიციალურად შეუერთდა თუმცა ფეხბურთელის პრეზენტაცია ჯერ კიდევ არ ყოფილაგერმანული გამოცემების ინფორმაციით 24 წლის მოთამაშეს ბაიერნის ფეხბურთელის რანგში მომავალ კვირას წარადგენენ მას შემდეგ რაც ჰასან სალიჰამიჯიჩი და ჰანს ფლიკი შვებულებიდან დაბრუნდებიანჯერჯერობით უცნობია შეძლებენ თუ არა ფანების გარკვეული ნაწილი მაინც ამ პრეზენტაციაზე დასწრებასშეგახსენებთ რომ სანე ბაიერნის რიგებს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ფეხბურთელი გუნდში ათნომრიან მაისურს მოირგებს
როდის გაწვრთნის იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრებს
გერმანული გამოცემა Bild მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებსგერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მომავალში შესაძლოა ლივერპულის ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი მოგვევლინოსწყაროს ცნობით 53 წლის სპეციალისტი თანახმაა ბუნდესნაკრების გაწვრთნაზე თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება რაც იურგენს ლივერპულთან კონტრაქტის ვადა ამოეწურებათავად კლოპმა დღეს დაადასტურა რომ მერსისაიდელებთან ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს და 2024 წლიდან ის სწორედ ბუნდესნაკრებს ჩაუდგება სათავეში
სანემ ბაიერნის რიგებში პირველი ვარჯიში ჩაატარა ვიდეო
დღეს მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ლეროი სანემ კლუბის მაისურით პირველ სავარჯიშო სესიაში მიიღო მონაწილეობაახალგაზრდა ვინგერმა ნიკლას სულესთან ერთად ივარჯიშა ვიდეოკადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა
პოდოლსკი ლეროი სანეს საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ არ გვინახავს
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლუკაშ პოდოლსკიმ ლეროი სანეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთამიუნხენის ბაიერნი მუდამ საუკეთესო ფეხბურთელებს იმატებს და ლეროი სანეც ამის ერთერთი ნათელი მაგალითია კლუბმა ბრწყინვალე შენაძენი გააკეთალეროის ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავის საუკეთესო ფორმისთვის მას სჭირდება კიდევ რამდენიმე სეზონი და სანაკრებო მატჩი გამოცდილების მისაღებად ამის შემდეგ კი ბაიერნს ერთერთი საუკეთესო მოთამაშე ეყოლება ევროპაში აცხადებს პოდოლსკი
ალკანტარას მსურველთა სიას კიდევ ერთი გრანდი შეუერთდა
ტიაგო ალკანტარა რომ მიუნხენის ბაიერნის დატოვებასთან ახლოს არის ეს ამბავი არახალიაიტალიური გამოცემების ინფორმაციით 29 წლის ნახევარმცველის შესაძენად ტურინის იუვენტუსიც იბრძოლებს მოგეხსენებათ ბებერი სინიორას რიგებს მირალემ პიანიჩი დატოვებს და კლუბს ესპანელი ფეხბურთელი სწორედ მის შემცვლელად ესახებაჯერჯერობით უცნობია რა თანხას გადაიხდის იუვე ალკანტარას სანაცვლოდ დიდი ალბათობით ეს უკანასკნელი არჩევანს სწორედ იუვენტუსსა და ლივერპულს შორის გააკეთებს
ფლორენციაში ფრენკ რიბერის სახლი გაძარცვეს ვიდეო
გასული კვირა უსიამოვნო გამოდგა მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარული ფეხბურთელის ფრენკ რიბერისთვის37 წლის ფეხბურთელმა ჯერ პარმასთან მატჩში მიიღო დაზიანება მეორე დღეს კი აღმოაჩინა რომ მისი სახლი ფლორენციაში გაქურდესრიბერიმ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო სადაც ნაჩვენებია თუ როგორ გაწმინდეს მძარცველებმა მისი ძვირადღირებული აპარტამენტი და დაამტვრიეს ნივთებიიხილეთ ვიდეო
ჰანს ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ყველაზე რთული მოწინააღმდეგეები დაასახელავფიქრობ ლიგაზე დარჩენილი გუნდებიდან დღესდღეისობით ყველაზე ძლიერი მანჩესტერ სიტია თუმცა ასევე აქ არიან იუვენტუსი რეალი და ბარსელონაყველა ამ გუნდს ევროტურნირებზე თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს და ნებისმიერ მათგანთან გამარჯვება რთული იქნება თუმცა როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვი აუცილებლად საუკეთესოს დამარცხებაა საჭირო აცხადებს ფლიკი
ლევანდოვსკის ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა
ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში სერიოზული ბრძოლა არის გაჩაღებულიჩამონათვალში პირველ ადგილზე მიუნხენის ბაიერნის ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი იმყოფება რომელმაც ბუნდესლიგაში 34 გოლი გაიტანა და შესაბამისად 68 ქულა დააგროვაპოლონელის მთავარი კონკურენტები სერია აში ასპარეზობენ რომლის დასრულებამდეც 6 ტური არის დარჩენილი და შესაბამისად საუკეთესო ბომბარდირებს შედეგების გაუმჯობესების შანსი კვლავ აქვთკერძოდ საქმე ეხებათ ჩირო იმობილესა და კრისტიანო რონალდუს იტალიელ ფორვარდს 29 გოლი აქვს და შესაბამისად კიდევ 5 გოლის გატანის შემთხვევაში ის პოლონელს წამოეწევა რაც შეეხება რონალდუს მას ერთი გოლით ნაკლები აქვს შეგდებული თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ პორტუგალიელმა სერია ას განახლების შემდეგ ყველა ტურში გაიტანა არ არის გამორიცხული ოქროს ბუცი სწორედ მან ჩაიბაროს
ალიანს არენა ლგბტ ფერებში განათდა ფოტოები
მიუნხენის ბაიერნი ლგბტ კამპანიას უერთდება და დღეს ალიანს არენა ლგბტ პრაიდის ფერებში განათდაჩვენ გვსურს ვიყოთ მაგალითები თანასწორობის განსხვავებულობის რასიზმთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საკითხებში ფეხბურთი ამ მხრივ გამორჩეული სპორტია სადაც შეგიძლია გამოხატო შენი სახე შესაბამისად ვუერთდებით ჰომოფობიასთან ბრძოლას აცხადებს კარლ ჰაინც რუმენიგე
რა შემთხვევაში შეიძენს ლივერპული ტიაგო ალკანტარას
სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ ტიაგო ალკანტარა მიუნხენის ბაიერნის რიგებს დატოვებს მის ტრანსფერში ერთერთ მთავარ ფავორიტად კი ლივერპული მიიჩნევაგამოცემა ESPNის ინფორმაციით მერსისაიდელები მართლაც არიან დაინტერესებული ესპანელი ნახევარმცველის დამატებით თუმცა ტრანსფერი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგებაკერძოდ თუ გუნდს რომელიმე ლიდერი ან ნახევარმცველი დატოვებს მაშინ პირველ რიგში ლივერპული სწორედ ტიაგო ალკანტარას შეიძენსწყაროს ცნობით ამჟამად იურგენ კლოპი საკუთარი გუნდის ცენტრალური ნახევარდაცვის ხაზის მუშაობით კმაყოფილია და არ მიიჩნევს აუცილებლად რომ ტიაგოს მსგავსი მაღალანაზღაურებადი მოთამაშე დაიმატოს
ოფიციალურად გერმანიის სუპერთასის ჩატარების თარიღი ცნობილია
დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ შიდა ტურნირების მატჩების გამართვის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოუკვე ცნობილია რომ ბუნდესლიგის 202021 წლების სეზონი სტარტს 18 სექტემბერს აიღებს გერმანიის თასი კი ერთი კვირით ადრე 11 სექტემბერს დაიწყებარაც შეეხება გერმანიის სუპერთასს რომელშც ერთმანეთს დუბლის მომგები მიუნხენის ბაიერნი და ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი დორტმუნდის ბორუსია უნდა დაუპირისპირდნნე ეს შეხვედრა ოთხშაბათს 30 სექტემბერს გაიმართება
რუმენიგე ტრეპლის მოგებამდე დიდი გზაა გასავლელი
დღეს ჩემპიონთა ლიგის 14 და 12 ფინალური ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა სადაც მიუნხენის ბაიერნის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა ამ თემაზე კლუბის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ ისაუბრაარ მსურს 14 ფინალის სავარაუდო მეტოქეებზე საუბარი რადგან ჯერ აქამდე არ მივსულვართ ახლა სათანადოდ მომზადება და ჩელსის წინააღმდეგ ალიანს არენაზე ღირსეულად დახვედრაა საჭირო2013 წლის მსგავსად ახლაც ყველაფერს ეტაპობრივად უნდა მივყვეთ ხალხი უკვე ეიფორიაშია რადგან დუბლი შევასრულეთ თუმცა ტრეპლის მოგებამდე დიდი გზა იქნება გასავლელი აცხადებს რუმენიგე
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0