bayern.ge სლაიდერი გვერდი 41
ბუნდესლიგის 26ე ტური პირდაპირი ტრანსლიაცია
დღეს ბუნდესლიგის 26ე ტური იღებს სტარტს გთავაზობთ ყველა შეხვედრის პირდაპირი ტრანსლიაციის ლინკებსაუგსბურგი ვოლფსბურგიდორტმუნდი შალკედიუსელდორფი პადერბორნიჰოფენჰაიმი ჰერტალაიფციგი ფრაიბურგი
აგენტმა დაადასტურა ბაიერნი ჩემი კლიენტის ტრანსფერით დაინტერესებულია
გასული თვეების განმავლობაში აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნი ამსტერდამის აიაქსის ამომავალი ვარსკლავის სერჟინიო დესტის ტრანსფერზე მუშაობსაღნიშნული ინფორმაცია თავად ჰოლანდიელი მარჯვენა მცველის აგენტმა ჯოეს ბლექბორნმაც დაადასტურაბაიერნი მართლაც სერიოზულადაა დაინტერესებული ჩემი კლიენტის ტრანსფერით და ყველაფერს აკეთებს მის დასამატებლად თუმცა არ ვიცით ზუსტად რა მოხდებამთავარია კლუბებს შორის შეთანხმება შედგეს რომელიც ჯერჯერობით ვერ ხერხდება აცხადებს აგენტი
რომელი ფეხბურთელები იყვნენ საუკეთესო ფორმაში სეზონის შეწყვეტამდე
ანალიტიკურმა საიტმა Whoscoredმა მორიგი საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზაამჯერად საიტის სიაში სეზონის შეწყვეტამდე საუკეთესო ფორმაში მყოფი ბუნდესლიგის ფეხბურთელები მოხვდნენათეული მოთამაშეების ბოლო 6 მატჩის რეიტინგების მიხედვით დაითვალა და აღმოჩნდა რომ ყველაზე კარგ ფორმაში ლაიფციგის შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ იყოათეულში ბაიერნის სამი მოთამაშეც მოხვდა ტიაგო ალკანტარა თომას მიულერი და ალფონსო დეივისი სრულ სია კი შემდეგნაირად გამოიყურება
კროოსი ბაიერნის დატოვება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გუნდის დატოვების პერიოდი გაიხსენავფიქრობ ბაიერნის დატოვება და მადრიდში გადაბარგება ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყოკონფლიქტი არ მქონია და მიუნხენში არ არსებობს ისეთი პიროვნება რომლის გამოც დავტოვე გუნდი უბრალოდ ეს იყო ჩემი სურვილი აცხადებს კროოსი
ფლიკი ყველა მოუთმენლად ველოდებით მატჩების განახლებას
კვირას ბუნდესლიგის 26ე ტურის შეხვედრა გაიმართება რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ბერლინის უნიონს ესტუმრება დღეს კი რეკორდმაისტერის დამრიგებელმა ჰანს ფლიკმა მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარაყველა მოუთმენლად ველოდებით მატჩების განახლებას კვირების განმავლობაში ვემზადებოდით ამ დღისთვის და მინდორზე გამოჩნდება თუ როგორ ფორმაში შევხვდებით სეზონის დარჩენილ ნაწილსყველაფრის მიუხედავად ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვეულ რიტმში გაგრძელდება ცხოვრება ძველი ტემპის დასაბრუნებლად ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილიდახურულ კარს მიღმა რთულია თუმცა ყველა გუნდი თანაბარ კონდინციებშია მთავარია რომელი კლუბი გაუძლებს ამ ზეწოლას ყველაზე მეტად იმედი მაქვს მალე შევძლებთ ჩვენი ხარისხის ჩვენებასმომავალ დაპირისპირებას რაც შეეხება მათი ძლიერი მხარე ფანებია თუმცა მათი არ ყოფნის მიუხედავად მაინც ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებით ამ კლუბს შეუძლია მუდმივ წნეხში ამყოფოს მეტოქე აცხადებს ფლიკი
ბაიერნი პაოლო მალდინის რჩეულის ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის ბაიერნი ამომავალი ვარსკვლავების ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობსამჯერად რეკორდმაისტერის რადარზე ლიონის ოლიმპიკის ტალანტი პიერ კაულულუ გამოჩნდა 19 წლის ფეხბურთელი პოზიციით მარჯვენა მცველია და მოგეხსენებათ კლუბი აქტიურად ცდილობს ამ რგოლის გაძლიერებასახალგაზრდა ფეხბურთელი მილანის ინტერესის სფეროშიც არის მოქცეული წყაროს ცნობით მას პირადად ესაუბრა ლეგენდარული პაოლო მალდინი და როსონერიში გადაბარგება შესთავაზაროგორც ცნობილია მილანელები კაულულუს პირველ გუნდში მუდმივ პრაქტიკას ჰპირდებიან რაც შეეხება ბაიერნს გუნდი მას თავდაპირველად სარეზერვო შემადგენლობას შემდგომ კი პირველ გუნდში დაწინაურებას სთავაზობს
სეზონის ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი
ავტორიტეტულმა საიტმა Whoscoredმა მორიგი საინტერესო სიმბოლური გუნდი წარმოგვიდგინაამჯერად შემადგენლობაში მოხვდნენ ბუნდესლიგის ის ფეხბურთელები რომლებსაც გასულ სეზონთან შედარებით ყველაზე დიდი პროგრესი აქვთ საშუალო რეიტინგის მხრივაღსანიშნავია რომ თერთმეტეულში მიუნხენის ბაიერნის მხრიდან სამი მოთამაშე მოხვდამანუელ ნოიერის საშუალო რეიტინგი 037ით გაიზარდა და 671ს შეადგენს რაც შეეხება ბენჟამინ პავარსა და სერჟ გნაბრის მათი პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინოა
კოუტინიომ ბაიერნში ბოლო თამაში უკვე ჩაატარა
გერმანული გამოცემების ინფორმაციით ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ მიუნხენის ბაიერნის რიგებში თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარამოგეხსენებათ 27 წლის ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს რის გამოც ვარაუდობენ რომ ის მიმდინარე სეზონში დაბრუნებას ვეღარ მოახერხებსგარდა ამისა წყაროს ცნობით ბაიერნი კოუტინიოს შენარჩუნებას არ აპირებს და ოჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელი კატალონიის ბარსელონაში დაბრუნდებაშესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით დიდი ალბათობით 8 მარტს აუგსბურგთან ჩატარებული მატჩი ფილიპე კოუტინიოსთვის უკანასკნელია ბაიერნის რიგებში
ბაიერნმა TikTokთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა
მიუნხენის ბაიერნმა ჩინურ კომპანია დოიუნთან რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც TikTok თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმაბაიერნმა შანხაიში 2016 წელს ოფისი გახსნა და პირველი გერმანული გუნდი გახდა რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა ამ რეგიონში ამ დღიდან ჩვენი ერთერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახდა რეგიონში გუნდის პოპულარიზაცია და ფანების მოძიებამოხარულები ვართ რომ ვაფორმებთ ხელშეკრულებას დოიუნთან რადგან ეს კომპანია გვთავაზობს ბრწყინვალე შანსს სოციალურ მედიაში ბაიერნის პოპულარიზირებისთვის აცხადებს გუნდის მერჩენდაიზინგის უფროსი იორგ ვაკერი
რუმენიგე ვერნერზე მსგავსი რამ არასოდეს მინახავს
რამდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნის სამიზნემ ტიმო ვერნერმა საჯაროდ განაცხადა რომ მას გერმანიაში დარჩენა არ სურს და კარიერის გაგრძელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებსაღნიშნულ თემაზე კომენტარი რეკორდმაისტერის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემ გააკეთაცხოვრებაში ვერაფრით გამაკვირვებ თუმცა პროფესიონალი ფეხბურთელი საჯაროდ საუბრობდეს სატრანსფერო ჭორებზე ეს პირველად ვნახე აცხადებს რუმენიგე
ლევანდოვსკი ახლა საუკეთესო ფორმაში ვარ
მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ ონლაინ ჩართვის მეშვეობით საინტერესო ინტერვიუ ჩაწერაფეხბურთის გარეშე ცხოვრება ძალიან რთულია თუმცა ვფიქრობ რომ პირველ რიგში ჯანმრთელობაა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა უკვე გერმანიაში სიტუაცია დასტაბილურდა და შეიძლება რომ ჩემპიონატები განახლდესფორმის შენარჩუნების დროს ყველანაირი დეტალი მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვების მიღება შენს სხეულზე ზრუნვა და სწორი ვარჯიში ტრავმა უკან მოვიტოვე და ახლა საუკეთესო ფორმაში ვარარ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ ფეხბურთს თუმცა ჩემი სურვილია რომ კარიერა რაც შეიძლება გვიან დავასრულომიროსლავ კლოზეს კარგად ვიცნობ ის დიდებული ფეხბურთელია და ვარჯიშებზე მისგან რჩევების მიღება გამოცდილების გაზიარება თითოეულ ჩვენგანს გამოადგება მიროსგან ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი აცხადებს ლევანდოვსკი
FIFA The Bestის ჯილდო 2020 წელს აღარ გაიცემა
ესპანური გამოცემა Marcaს ინფორმაციით მსოფლი ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გააუქმამოგეხსენებათ აღნიშნული პრიზი მოთამაშეს სექტემბერში გასული სეზონის შედეგებით გადაეცემოდა წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო ჩემპიონატები გაჩერებულია სწორედ ამიტომ FIFAმ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა ოქროს ბურთს ამ ტიტულს ფრანგული გამოცემა France Football გასცემს და შესაბამისად გადაწყვეტილებაც სწორედ მათ უნდა მიიღონ
რუმენიგე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტია რომელიც ბაიერნმა გააფორმა
მიუნხენის ბაიერნის დირექტორთა საბჭოს უფროსმა კარლჰაინც რუმენიგემ საინტერესო განცხადება გააკეთაგასული კვირების განმავლობაში მიუნხენის ბაიერნმა არაერთ პიროვნებასთან გაახანგრძლივა კონტრაქტი თუმცა ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება ჰანს ფლიკთან გავაფორმეთმთავარი მწვრთნელი გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი პროგრესით ისევე როგორც მთლიანი სამწვრთნელო შტაბის გუნდის შედეგები და ნაჩვენები თამაში შეეფერება ამ კლუბის დონეს აცხადებს რუმენიგე
ოფიციალურად ბაიერნმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი დაადასტურა
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი დაადასტურარეკორდმაისტერის რიგებს გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი არმანდო სიები შეუერთდა 17 წლის ფეხბურთელმა კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელიახალგაზრდა გერმანელი ვინგერი ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰოფენჰაიმში ასპარეზობდა გარდა ამისა ის ნაკრების 19 წლამდელთა გუნდის წევრიასიები ბაიერნის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმობარგდა
უნიონი  ბაიერნი სავარაუდო შემადგენლობა
კვირას ბუნდესლიგის 26ე ტურის შეხვედრა გაიმართება რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ბერლინის უნიონს ესტუმრებაგთავაზობთ რეკორდმაისტერის სასტარტო შემადგენლობას განახლებული ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩისთვისნოიერი დეივისი ალაბა ბოატენგი პავარი ალკანტარა კიმიხი გნაბრი გორეცკა მიულერი ლევანდოვსკი
BILD ბაიერნის გეგმები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცნობილია
გერმანული გამოცემა Bild მიუნხენის ბაიერნის ზაფხულის სავარაუდო ტრანსფერებზე აქვეყნებს ინფორმაციასწყაროს ცნობით რეკორდმაისტერი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში დიდ აქტიურობას არ გეგმავს და სულ 2 დანამატით შემოიფარგლებაპირველ რიგში გუნდი ლეროი სანეს შეიძენს მისი ტრანსფერი ფაქტობრივად მოგვარებულია და პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმებულია ახლა ჯერი მანჩესტერ სიტიზეა კლუბებს შორის ფასზე შეთანხმების შემდგომ სანე საბოლოოდ გადმობარგდება მიუნხენშიგარდა ამისა ბაიერნი ზაფხულში ერთ მარჯვენა მცველს დაიმატებს ამ პოზიციაზე კლუბს არაერთი კანდიდატი ჰყავს შერჩეული მათ შორის ნელსონ სემედო და სერჟინიო დესტი დიდი ალბათობით რეკორდმაისტერი სწორედ ამ ორს შორის გააკეთებს საბოლოო არჩევანს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0