bayern.ge სლაიდერი გვერდი 44
ყველაფერი გადაწყდა ბაიერნმა სანესთან შეთანხმებას მიაღწია
ლეროი სანეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი საბოლოოდ დასრულდაგერმანული გამოცემა BILDის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნმა ახალგაზრდა გარემარბთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერის დასასრულებლად მხოლოდ სიტის თანხმობაა საჭიროწყაროს ცნობით სანე მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდება რეკორდმაისტერის რიგებს და ხუთწლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელსახლა კლუბებს შორის სატრანსფერო ფასის შეთანხმებაა დარჩენილი მას შემდგომ რაც მხარეები თანხაზე მორიგდებიან ტრანსფერი საბოლოოდ დასრულდება
ჰაინკესი ფლიკი ბაიერნისთვის იდეალური მწვრთნელია
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრაჰანსი ძალიან კარგი ადამიანია ძალიან კარგი ხასიათით ადრეც მითქვამს და იგივეს გავიმეორებ ის იდეალური მწვრთნელია ბაიერნისთვის მას ზუსტად ის ხასიათი და საფეხბურთო კომპეტენცია აქვს რომელიც ამ გუნდს სჭირდება ფლიკზე უკეთეს მწვრთნელს ამ გუნდისთვის ვერ წარმოვიდგენრაც შეეხება კანს მისი დაბრუნება გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის არის ადამიანი რომელიც მხოლოდ გამარჯვებისკენ არის მომართული მისი გამოცდილება და საფეხბურთო ინტელექტი გუნდს ძალიან გამოადგება აცხადებს ჰაინკესი
ბაიერნმა ტიაგოსთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია
მიუნხენის ბაიერნი კიდევ ერთ ფეხბურთელთან ახანგრძლივებს კონტრაქტსგერმანული გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერმა ტიაგო ალკანტარასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და 29 წლის ფეხბურთელი სულ მალე მოაწერს კონტრაქტს ხელსესპანელი ნახევარმცველი გუშინ საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა მიუხედავად იმისა რომ გუნდს დასვენების დღე ჰქონდა წყაროს ცნობით ამის მიზეზი სწორედ ახალი კონტრაქტია როგორც ჩანს მხარეებს შორის საბოლოო დეტალები შეთანხმდა და ხელშეკრულებაც სულ მალე გაფორმდებაშეგახსენებთ რომ ჩემპიონატის შეჩერების შემდეგ ბაიერნმა უკვე გაუხანგრძლივა კონტრაქტები ალფონსო დეივისსა და თომას მიულერს
დიდხნიანი ლოდინი სრულდება  ყველაფერი ხვალ დადასტურდება
გერმანიის ბუნდესლიგის დაწყება ფაქტობრივად გადაწყვეტილიაგამოცემა Reutersის ინფორმაციით ჩემპიონატის დაწყებას გერმანიის მთავრობამ მწვანე შუქი უკვე აუნთო აღნიშნული გადაწყვეტილება კი ოფიციალურად ხვალ გახდება ცნობილიმოგეხსენებათ ბუნდესლიგის დაწყება 9 მაისს იგეგმებოდა თუმცა მთავრობამ გეგმის დადასტურება ვერ მოასწრო რის შემდეგაც ვადამ 15 მაისისთვის გადაიწია ახლა უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და ხვალ ანგელა მერკელი საჯარო განცხადებით დაადასტურებს თანხმობასშესაბამისად ბუნდესლიგა 15 მაისს განახლდება და ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება
შალკეს ყოფილი მოთამაშე რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა ცოცხალი აღმოჩნდა
გერმანული გამოცემები სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენგელზერკიხენის შალკეს ყოფილი ფეხბურთელი იანიკ კამბა რომელიც 2016 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპულად გამოაცხადეს სინამდვილეში ცოცხალი აღმოჩნდაკონგოელი მცველი ახალგაზრდულ ასაკში მანუელ ნოიერის თანაგუნდელიც გახლდათ შემდგომ მისი კარიერა ცუდად განვითარდა და საბოლოოდ სამოყვარულო ლიგის წევრ ვფბ ჰულსის რიგებში აღმოჩნდა 2016 წლის იანვარში კლუბმა დაადასტურა რომ ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში დაიღუპაროგორც სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა სინამდვილეში კამბა ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელია და ის გერმანიაში ცხოვრობს მან თავისი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო რათა დაზღვევის ფული აეღო ამის გამო კამბას სერიოზული სასჯელი ელოდება
გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ თარიღზე შეთანხმდა
გერმანული გამოცემების ინფორმაციით ფეხბურთის ფედერაცია ბუნდესლიგის განახლების ახალ სავარაუდო თარიღზე შეთანხმდაწყაროს ცნობით ჩემპიონატის გაგრძელება 15 მაისისთვის იგეგმება თუმცა მთავარ პრობლემას კვლავ მთავრობის თანხმობა წარმოადგენსმოგეხსენებათ თავდაპირველი გეგმით ბუნდესლიგა 9 მაისს უნდა დაწყებულიყო თუმცა ჯერჯერობით ფედერაციამ დასტური ვერ მიიღო შესაბამისად თარიღმა კიდევ ერთი კვირით გადაიწია და იმ შემთხვევაში თუ უახლოეს დღეებში მთავრობა ამ გადაწყვეტილებას დაადასტურებს მაშინ ტურნირი სწორედ 15 მაისიდან განახლდებაშეგახსენებთ რომ გასულ კვირაში კიოლნის ორ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი და სავარაუდოდ სწორედ ამან გამოიწვია ბუნდესლიგის განახლების შეფერხება
კიმიხი მე იმ ტიპის ფეხბურთელი ვარ რომელიც თანაგუნდელებს ეხმარება
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერაროდესაც პატარა ვიყავი ვცდილობდი ბევრი რამ გადამეღო ბასტიან შვაინშტაიგერისგან ის იმ ტიპის ფეხბურთელია რომელიც თავისი მენტალობის წყალობით მუდამ აღწევს წარმატებას ბასტიმ ეს თვისება ყველაზე კარგად მუნდიალის ფინალში წარმოაჩინაასევე ძალიან მიყვარს ჩოგბურთის თამაში 2016 წლიდან ხშირად ვაკეთებ ამას თავისუფალ დროს ვფიქრობ ვინც ჩოგბურთს თამაშობს ის მენტალურად ნამდვილი მონსტრია ამ სპორტში ჩემი ფავორიტი როჯერ ფედერერია რომელიც ელეგანტურობის კლასის ჯენტლმენობისა და სამართლიანობის ნამდვილი მაგალითიაროგორც უკვე აღვნიშნე მენტალობა უმნიშვნელოვანესია სპორტში მე მუდამ ვცდილობ ჩემი შემართება მინდორზეც გადავიტანო და ვფიქრობ ამას ვახერხებ კიდეც ასევე ვფიქრობ რომ ისეთი ტიპის ფეხბურთელი ვარ რომელიც არ ცდილობს მინდორზე გამორჩეული ჩანდეს არამედ ყველაფერს აკეთებს რომ თავის თანაგუნდელებსა და გუნდს დაეხმაროს აცხადებს კიმიხი
ჰაინერმა ფეხბურთელების კონტრაქტებზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰერბერტ ჰაინერმა რამდენიმე მოთამაშის კონტრაქტზე კომენტარი გააკეთაკორონავირუსის კრიზისის მიუხედავად კონტრაქტებზე პრობლემები არ გვაქვს ჰასანი და ოლივერი უკვე მუშაობენ ამაზე დარწმუნებული ვარ სამივე ფეხბურთელი ალაბა ალკანტარა ნოიერი კონტრაქტს გაახანგრძლივებსსამივე მათგანს ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება და შესაბამისად ჯერ ეს თემა სანერვიულო არ არის თუმცა რა თქმა უნდა გვსურს რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შეთანხმებამე პირადად მჯერა რომ ყველა მათგანი დარჩება რატომ უნდა დატოვონ მათ კლუბი ისინი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდში თამაშობენ ცხოვრობენ ერთერთ საუკეთესო ქალაქში და უმაღლესი ანაზღაურება აქვთ აცხადებს ჰაინერი
ჰაინკესმა სანეს ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ლეროი სანეს სავარაუდო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთატრავმის მიღებამდე სანე ძალიან კარგ ფორმაში იყო თუმცა ამის შემდეგ მის პროგრესს ვერ ვხედავ ეს კი დიდი პრობლემააახლა ლეროი გზაჯვარედინზე დგას არჩევანის წინაშე ის ფსიქოლოგიურადაც უნდა მოემზადოს ახალი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად რადგან ასეთ ტალანტს ეს სჭირდებარაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას 100 მილიონი ევრო ძალიან ალოგიკური ფასი მგონია აცხადებს ჰაინკესი
ჰაინერი ვერავინ ახერხებს სპორტისა და ბიზნესის კომბინირებას ჩვენს მსგავსად
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა ჰერბერტ ჰაინერმა კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრაჩვენ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე წარმატებული და სტაბილური კლუბი გვყავს როგორც სპორტულად ასევე ფინანსურადაც ვერავინ ახერხებს სპორტისა და ბიზნესის ისე კარგად კომბინირებას როგორც ჩვენარანაირი პრობლემა არ გვაქვს ჩვენი ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე და ასევე თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდის კუთხითეს კრიზისი ბაიერნისთვის ისევე როგორც მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაძლევად აცხადებს ჰაინერი
კორონავირუსის ტესტირების შედეგები ცნობილია
მოგეხსენებათ უახლოეს პერიოდში გერმანიის ბუნდესლიგის განახლება იგეგმება შესაბამისად კლუბებმა კორონავირუსზე ტესტირება დაიწყესპირველი ტესტირების შემდეგ ოფიციალურად მხოლოდ ერთი კლუბის კიოლნის მოთამაშეებს დაუდასტურდათ კორონავირუსი ორივე ფეხბურთელს ვირუსი სიმპტომების გარეშე განუვითარდათგერმანული გამოცემა Kickerის ინფორმაციით 14მა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა რომ მათი ყველა ფეხბურთელი და პერსონალი სრულიად ჯანმრთელია მათ შორის არის მიუნხენის ბაიერნიცრაც შეეხება დანარჩენ სამ კლუბს აქედან ორმა გლადბახმა და ლაიფციგმა უარი თქვეს თავიანთი პირველადი შედეგების გასაჯაროვებაზე აუგსბურგს კი ჯერ ყველა წევრზე საბოლოო პასუხები არ აქვს
მანჩესტერში სანეს შენარჩუნების ყველანაირი იმედი გადაეწურათ
ბრიტანული გამოცემა The SUNის ინფორმაციით მანჩესტერ სიტის ლეროი სანეს შენარჩუნების ყველანაირი იმედი უკვე გადაეწურაწყაროს ცნობით ბრიტანული გუნდის ერთადერთი მიზანი ახლა უკვე ტრანსფერისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაა და ამაში წვლილს პირადად პეპ გვარდიოლა შეიტანსმოგეხსენებათ ესპანელი სპეციალისტი ბაიერნში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა და შესაბამისად მოლაპარაკებების წარმოებაში ისიც მიიღებს მონაწილეობასშეგახსენებთ რომ სიტი სანეს 85 მილიონ ევროდ აფასებს რეკორდმაისტერს კი ფასის შემცირე 70 მილიონ ევრომდე სურს
ფლიკი ჰაინკესის სტილის დიდი გულშემატკივარი ვარ
მიუნხენის აიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ლეგენდარულ სპეციალისტზე იუპ ჰაინკესზე ისაუბრა90იან წლებში როდესაც ჰაინკესი ჩემი დამრიგებელი იყო მას განსაკუთრებული სათამაშო სტილი ჰქონდა ხოლო როდესაც ბაიერნმა ტრებლი მოიგო იუპმა კიდევ ერთხელ შეიცვალა სტილიეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ჰაინკესს შეუძლია საკუთარი სტილის განვითარება მე მისი უდიდესი გულშემატკივარი ვარ იუპისგან დიდი გამოცდილება მივიღე და ამის გამოყენებას ვეცდები აცხადებს ჰაინკესი
მოურინიო ბაიერნი ერთდერთი გუნდია რომლის გამოც ვიტირე
ლონდონის ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი მადრიდული კარიერიდან ეპიზოდი გაიხსენამახსოვს ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალური შეხვედრა ეს ერთადერთი მატჩია რომლის შემდეგაც ვტიროდი მე და აიტორ კარანკა ჩემი სახლის წინ ვისხედით მანქანაში და ცრემლებს ვერ ვიკავებდითეს ორმაგად რთული იყო რადგან ამ სეზონში ნამდვილად საუკეთესოები ვიყავით სამწუხაროდ ეს ფეხბურთია რონალდუ კაკა რამოსი ისინი ფეხბურთის მონსტრები არიან თუმცა ასევე ადამიანებიც რომლებსაც მოსდით შეცდომები იხსენებს მოურინიო
ვერნერი ბაიერნში ტრანსფერს სხვა ლიგაში გადასვლა მირჩევნია
ლაიფციგის თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრაბაიერნი დიდებული კლუბია ამაზე საუბარიც კი ზედმეტია ასევე ჰანს ფლიკმაც დაამტკიცა რომ ის უმაღლესი დონის სპეციალისტიათუმცა თუ შესაძლებლობა იქნება მირჩევნია რომ კარიერა რომელიმე სხვა ლიგაში გავაგრძელო ვიდრე მიუნხენის ბაიერნშიმსურს რომ ახალი გამოწვევები მივიღო სწორედ ამიტომ მირჩევნია რომ ბუნდესლიგა დავტოვო აცხადებს ვერნერი
სულემ მსოფლიში საუკეთესო მცველი დაასახელა
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა ნიკლას ზულემ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერავირჯილ ვან დიკი ლივერპულის რიგებში 27 წლის ასაკში მივიდა მანამდე მას საუკეთესოთა რიგებში არ განიხილავდნენ ახლა კი ის მსოფლიოში პირველია და თანაც ისე რომ ჯერ 30 წლისაც არ არისცენტრალური მცველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი სწორედ 25დან 30 წლამდეა ამ პერიოდში შენ ფორმისა და ფიზიკური კონდინციების პიკში ხარ გარდა ამისა უკვე საკმარისი გამოცდილებაც გაქვსმსურს რომ მომავალი 23 წლის განმავლობაში ახალ საფეხურზე ავიდე მინდა ხალხმა თქვას რომ მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ ეს ჩემი მიზანია აცხადებს სულე
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0