bayern.ge სლაიდერი გვერდი 54
ბაიერნი ლა ლიგის ამომავალი ვარსკვლავისთვის იბრძვის
მიუნხენის ბაიერნში გაახალგაზრდავების პროცესი გრძელდებაგავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს განცხადებით რეკორდმაისტერის რადარზე ამჯერად ესპანიოლის ნახევარმცველი ნიკოლას მელამედი გამოჩნდა18 წლის ფეხბურთელი კატალონიური კლუბის აკადემიის აღზრდილია და ის ესპანეთის ერთერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებაწყაროს ცნობით მელამედის დამატება ბაიერნის გარდ ასევე ბარსელონას რეალსა და ჩელსისაც სურთ მისი გამოსასყიდი ფასი 8 მილიონი ევროა
ბაიერნის რადარზე სერია ას ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის ბაიერნი ცენტრალური მცველის ძებნას აქტიურად განაგრძობსიტალიური გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერის რადარზე ამჯერად რომის ლაციოს ამომავალი ვარსკვლავი ლუის ფელიპე გამოჩნდაწყაროს ცნობით იტალიური კლუბი 23 წლის ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს ფელიპეს დამატება კი ბაიერნის გარდა ასევე კატალონიის ბარსელონასაც სურსბრაზილიელი ფეხბურთელს ლაციოსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და სავარაუდოდ კლუბს მისი გაყიდვა უახლოეს მომავალში მოუწევს
ჰიონესი წარმოუდგენელია ვინმემ ტრანსფერში 100 მილიონი გადაიხადოს
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა კორონავირუსის კრიზისზე ისაუბრასატრანსფერო ფასები საგრძნობლად დაეცემა და ვფიქრობ ის ძველ ნიშნულს მინიმუმ 23 წლის განმავლობაში ვერ დაუბრუნდებაახლო მომავალში არც კი წარმომიდგენია რომ ვინმემ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს ტრანსფერშივფიქრობ ამ კრიზისის შემდეგ სრულიად ახალ საფეხბურთო სამყაროში გავიღვიძებთ აცხადებს ჰიონესი
ბაიერნი სიტისთან ხმაურიან ტრანსფერს ამზადებს
გერმანული გამოცემა Sport1ის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი ხმაურიან გაცვლას ამზადებსმოგეხსენებათ რეკორდმაისტერს დიდი ხანია რაც ლეროი სანეს დამატება სურს გერმანული კლუბი მზადაა ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ დავიდ ალაბა დათმოსბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავსტრიელ მცველს კლუბის დატოვება სურს შესაბამისად მიუნხენელებმა მისი ტრეიდში გამოყენება გადაწყვიტესტრანსფერს მხოლოდ თავად ფეხბურთელის ფაქტორი აფერხებს წყაროს ცნობით ალაბას სურვილია რომ კარიერა მხოლოდ ესპანეთში გააგრძელოს და სხვა შემოთავაზებების განხილვა არ სურს
BILD ფლიკსა და სალიჰამიჯიჩს დაძაბული ურთიერთობა აქვთ
გერმანულმა გამოცემა Bildმა ჰანს ფლიკისა და ბაიერნის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის ურთიერთობაზე სტატია გამოაქვეყნაწყაროს ცნობით მხარეებს შორის სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ამის მიზეზი კი სატრანსფერო ბარაზე კლუბის პასიურობააყოფილ მთავარ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს ასევე ჰქონდა პრობლემები ტრანსფერებთან დაკავშირებით მის მოთხოვნებს კლუბის მესვეურები არ ასრულებდნენთუმცა ხორვატი სპეციალისტისგან განსხვავებით ფლიკი თავის მოთხოვნებს საჯაროდ ასახელებს და კლუბის მაღალჩინოსნებს იძულებულს ხდის შესაბამისად იმოქმედონ ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში მხარეებს შორის უთანხმოებას იწვევსროგორც ცნობილია სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა რომ ფლიკს ამ დრომდე არ მიუღია გრძელვადიანი კონტრაქტი
რატომ სურს ალაბას ბაიერნის დატოვება  მიზეზი ცნობილია
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ დავიდ ალაბას მიუნხენის ბაიერნის დატოვება სურსგერმანულმა გამოცემა Bildმა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა რომლის თანახმადაც ავსტრიელ ფეხბურთელს თავისი მიზეზი აქვს წასვლისკერძოდ 2016 წელს როდესაც ალაბამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი რეკორდმაისტერის ბოსები მას შეპირდნენ რომ მიეცემოდა შანსი ახალ პოზიციაზე ნახევარდაცვის ხაზშიამის მიუხედავად ამ დრომდე 27 წლის ფეხბურთელს მსგავსი შანსი მას არ მისცემია რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია
როგორ ეხმარებიან ბაიერნის ფეხბურთელები ხალხს კორონავირუსის დროს
კორონავირუსთან ბრძოლაში სპორტსმენებს შორის ერთერთი ყველაზე გამორჩეული ბაიერნის ფეხბურთელები არიანგთავაზობთ გუნდის ფეხბურთელების მიერ ჩადენილი ქველმოქმედების მცირე ჩამონათვალს რომელიც ამჟამად ჩვენთვის არის ცნობილილეონ გორეცკამ და იოზუა კიმიხმა WeKickCorona კამპანია წამოიწყეს რომელმაც უკვე 3 მილიონ ევროზე მეტი თანხა მოაგროვა თავად ზემოხსენებულმა მოთამაშეებმა 1 მილიონი ევრო გადარიცხეს ფონდშირობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთის კლინიკების დასახმარებლად 4 მილიონი ევრო გადარიცხაკარლ ჰაინც რუმენიგემ ჯამში 250000 ევრო გადარიცხა კორონავირუსთან საბრძოლო ფონდშიმანუელ ნოიერმა ბენჟამინ პავარმა და სვენ ულრაიხმა სხვადასხვა საავადმყოფოებში გარკვეული რაოდენობის თანხები გადარიცხეს მათ დასახმარებლადგერმანიის ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელმა ჯამში 25 მილიონი ევრო გადარიცხა კორონავირუსთან საბრძოლველად
ოფიციალურად ბაიერნის კაპიტანი ლონდონის ჩელსიში გადავიდა
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა ახალი ტრანსფერი დაადასტურაქალთა გუნდის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი მელანი ლეპოლცი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს25 წლის ნახევარმცველი რეკორდმაისტერის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და მან გუნდში 95 მატჩი ჩაატარა მან 2015 და 2016 წლებში ბუნდესლიგის მოგება მოახერხაგარდა ამისა ლეპოლცი გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრია და ბუნდესნაკრებთან ერთად 2016 წლის ოლიმპიადა მოიგო
როგორ მიმდინარეობს ბაიერნის ონლაინვარჯიშები ვიდეო
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნი ონლაინვარჯიშებზე გადავიდა რაც გულისხმობს იმას რომ ჰანს ფლიკი დისტანციურად ატარებს ყველა ფეხბურთელის ვარჯიშს ერთდროულადგუნდის ოფიციალურმა საიტმა ვარჯიშების ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა
ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების დრო კვლავ შეიცვალა
UEFAმ ევროტურნირების ფინალების ჩატარების თარიღების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღომოგეხსენებათ გასულ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით ჩემპიონთა ლიგის ფინალი 27 ივნისს უნდა ჩატარებულიყო თუმცა გადაწყვეტილება კვლავ შეიცვალაოფიციალური საიტის ცნობით ტურნირის ფინალი გაურკვეველი ვადით გადაიდო და კონკრეტული თარიღის დასახელება შეუძლებელიაშეგახსენებთ რომ მიუნხენის ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის მეორე 18 ფინალური ეტაპის მატჩი კვლავ ჩასატარებელი აქვს
ბარსელონას სუპერვარსკვლავი ბაიერნში ტრანსფერს ითხოვს
ესპანური გამოცემა Sport სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებსწყაროს ცნობით კატალონიის ბარსელონას პირველი ნომერი ტერ შტეგენი მიუნხენის ბაიერნში გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობსროგორც ცნობილია ესპანური გრანდი ახალგაზრდა მეკარეს განახლებულ კონტრაქტს სთავაზობს თუმცა შტეგენი მის გაფორმებას აჭიანურებს რადგან კლუბის დატოვება სურსშეგახსენებთ რომ 27 წლის ფეხბურთელს ბარსელონასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს
ბაიერნი სერია ას სუპერვარსკვლავისთვის იბრძვის
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნის რადარზე სერია ას ვარსკვლავი გამოჩნდაკერძოდ საუბარია ნაპოლის ახალგაზრდა ნახევარმცველზე ფაბიან რუისზე23 წლის ფეხბურთელის დამატება ამ დრომდე ბარსელონას რეალსა და ლივერპულს სურდათ მათ რიგებს კი რეკორდმაისტერიც შეუერთდაწყაროს ცნობით გერმანული გრანდი ზაფხულში ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნებას არ აპირებს და მიუნხენელებს მის ნაცვლად კლუბში სწორედ ფაბიან რუისი სურთ
ალაბამ ბაიერნის ბოსებს ულტიმატუმი წაუყენა
ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ დავიდ ალაბამ შესაძლოა მიუნხენის ბაიერნი დატოვოს და რომელიმე ესპანურ გრანდში გადაბარგდესგამოცემა Sport1ის ინფორმაციით ავსტრიელმა მცველმა აღნიშნული საკითხი რეკორდმაისტერის ბოსებთან განიხილა და ულტიმატუმი წაუყენაწყაროს ცნობით ალაბა ახალი კონტრაქტს იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს თუ მისი ხელფასი საგრძნობლად გაიზრდება და კლუბის ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებაამჟამად 27 წლის ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევროა მასზე მაღალი ხელფასი კი კლუბში 4 ფეხბურთელს აქვსშეგახსენებთ რომ ალაბას ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება
კინგსლი კომანი არჩევანის წინაშეა
ფრანგული გამოცემა FootMercatoს ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნმა კინგსლი კომანის თაობაზე გადაწყვეტილება შეცვალაწყაროს ცნობით რეკორდმაისტერი მოლაპარაკებებს აწარმოებს ფეხბურთელის აგენტთან ახალი კონტრაქტის თაობაზეროგორც ცნობილია კლუბმა კომანს აცნობა რომ ზაფხულში ახალი ვინგერის დამატება იგეგმება თუმცა მიუნხენელებს ფრანგი ფეხბურთელის შენარჩუნებაც სურთახლა ჯერი თავად კომანზეა იმ შემთხვევაში თუ ფრანგი ვინგერი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს მაშინ ბაიერნს ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევს
ბაიერნმა პერიშიჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
მიუნხენის ბაიერნმა ივან პერიშიჩის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოგერმანული გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერს ხორვატი ნახევარმცველის სრულად გამოსყიდვა სურსმოგეხსენებათ კლუბს მისი შეძენა 20 მილიონ ევროდ შეუძლია თუმცა ბაიერნს სურს რომ პერიშიჩი შედარებით ნაკლებ ფასად გაიფორმოს და ამისთვის მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავსშეგახსენებთ რომ 31 წლის ფეხბურთელი მიუნხენური გრანდის რიგებში ერთწლიანი იჯარით ირიცხება
ბაიერნის ფეხბურთელების კამპანიას ლეროი სანე შეუერთდა
მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებმა ლეონ გორეცკამ და იოზუა კიმიხმა ახალი კამპანია წამოიწყეს WeKickCoronaმოთამაშეებმა პირველივე დღეს 1 მილიონი ევრო გადარიცხეს კორონავირუსთან ბრძოლაშიდღეს ბაიერნის მოთამაშეებს მანჩესტერ სიტის გერმანელი გარემარბი ლეროი სანეც შეუერთდა ახალგაზრდა გერმანელმა ვინგერმა თავისი თანამემამულეების ფონდში 1 მილიონი ევრო გადარიცხასანეს გარდა კამპანიას ასევე ბენედიქტ ჰიოვედესი იულიან დრაქსლერი იონას ჰექტორი და სხვა გერმანელი ვარსკვლავებიც შეუერთდნენ
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0