bayern.ge სლაიდერი გვერდი 6
ბაიერნის სავარაუდო შემადგენლობა 202021 წლების სეზონისთვის
მიმდინარე წელს მიუნხენის ბაიერნმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ლეროი სანეს დამატება გახლდათგარდა ამისა დიდი ალბათობით რეკორდმაისტერის რიგებს ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელი ან სულაც ფეხბურთელები დატოვებენ ეს ყველაფერი კი საბოლოოდ სასტარტო შემადგენლობაზეც იმოქმედებსგთავაზობთ მიუნხენური გრანდის სავარაუდო შემადგენლობას 202021 წლების სეზონისთვის ყველა ტრანსფერის გათვალისწინებით
რუნი ტიაგოს ტრანსფერი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მესის
მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდამ უეინ რუნიმ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთავფიქრობ მომავალ წელსაც პრემიერლიგის მოგებისთვის სიტი და ლივერპული იბრძოლებენ სხვა გუნდები გაძლიერდნენ თუმცა ისინი უკონკურენტოები არიანმჯერა რომ მესი მსოფლიოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია შეგიძლია დაჯდე და უბრალოდ დატკბე მისი ყურებითთუმცა ამის მიუხედავად მივიჩნევ რომ ტიაგოს ტრანსფერი ლივერპულს უფრო მეტად გააძლიერებს ვიდრე მესის ტრანსფერი სიტის ასეთ შემთხვევაში სეზონი დასრულებული იქნება მერსისაიდელები უეჭველად მოიგებენ პრემიერლიგას აცხადებს რუნი
კარლ ჰაინც რუმენიგე ჩვენ არ გადავიხდით ფულს მესის სანაცვლოდ რადგან
მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ მესის კატალონიის ბარსელონადან წასვლაზე აგორებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთამესის დამატება არა ჩვენ არ გადავიხდით თანხებს ამხელა მასშტაბის ფეხბურთელისთვის რადგან ის არ შეესაბამება ჩვენს პოლიტიკასა და ფილოსოფიასპირადად მე ოდნავ მასევდიანებს იმის მოსმენა რომ ლეო ბარსელონას დატოვებას გეგმავს მან კატალონიაში უდიდესი ისტორია შექმნა და ვფიქრობ კარიერა აქ უნდა დაამთავროს აცხადებს რუმენიგე
ფლიკმა ჰავერცის თაობაზე ბაიერნის ხელმძღვანელობას აცნობა
მიმდინარე ზაფხულში აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნს კაი ჰავერცის დამატება სურს თუმცა დიდი ალბათობით ტრანსფერი აღარ შედგებაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკი ზემოხსენებულ თემაზე უკვე ესაუბრა კლუბის ხელმძღვანელობას და თავისი გეგმა გააცნოწყაროს ცნობით 55 წლის სპეციალისტი ჰავერცის დიდი გულშემატკივარია თუმცა ამჟამად მის ადგილს მიუნხენური გრანდის შემადგენლობაში ვერ ხედავსფლიკის აზრით მის პოზიციაზე თომას მიულერი რამდენიმე წლის განმავლობაში უკონკურენტოა შესაბამისად ჰავერცის მოყვანას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
ანტონიო კონტემ პერიშიჩის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ივან პერიშიჩი 2019 წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის ბაიერნს ერთ წლიანი იჯარით შეურთდა მან მილანის ინტერი გუნდთან უთანხმოების გამოც დატოვა და რეკორდმაისტერის მაისურით ნამდვილად სოლიდური სეზონი ჩაატარა სწორედ ეს გახდა მიზეზი ანტონიო კონტეს ბოლო კომენტარისა სადაც იტალიელი სპეციალისტი პერიშიჩს აქებს და ამბობს რომ მას ხორვატიელის გუნდში დაბრუნება სურს ასეა თუ ისეა გადაწყვეტილება მაინც ბაიერნის ხელშია ხორვატიელის ფასი 20 მილიონია და სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში გავიგებთ მისი მომავლისა და მისი ბედის შესახებ
ფლიკი ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის რანგში პირველი ინტერვიუ ჩაწერავიცით რომ რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი დაგვტოვებს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ კარგი იქნებოდა რომ იგივე შემადგენლობა მყავდა რაც გასულ სეზონში მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდებაგუნდმა რაღაც განსაკუთრებულს მიაღწია რასაც ბევრი არ ელოდა თუმცა კარგად მესმის რომ ახალი სეზონის დაწყების შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდება მაგრამ ცხოვრება ასეთია წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია მთავარია შეინარჩუნო აცხადებს ფლიკი
BILD 4 მიზეზი რის გამოც ბაიერნი მესის არ შეიძენს
მოგეხსენებათ კატალონიის ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი კლუბის დატოვებასთან ახლოსაა არგენტინელ ლეგენდას არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ თუმცა მათ შორის მიუნხენის ბაიერნი არ მოიაზრებაავტორიტეტულმა გამოცემა Bildმა ის 4 მთავარი მიზეზი ჩამოწერა რის გამოც რეკორდმაისტერი ლეო მესის არ დაიმატებსპირველ რიგში სახელფასო სტრუქტურა გახლავთ მოგეხსენებათ მესი ამჟამად მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ბარსაში ხელფასის სახით კოლოსალურ თანხას იღებს რაც 40 მილიონ ევროს აჭარბებსკიდევ ერთი მიზეზი ასევე ფინანსებს უკავშირდება კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბაიერნს დარტყმა მიაყენა რის გამოც კლუბი მესის სანაცვლოდ გადასახდელ ფასს ნამდვილად ვერ გაწვდებაგარდა ამისა ჰანს ფლიკი იმ პოზიციაზე სადაც ლეო თამაშობს თომას მიულერს განიხილავს და გამოცემის აზრით მას არ სჭირდება ახალი ფეხბურთელებიდა ბოლოს ბაიერნისთვის გუნდური ერთიანობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე ერთი გამოკვეთილი ლიდერის სუპერვარსკვლავის არსებობა მესის გადმოყვანის შემთხვევაში კი არსებობს საშიშროება იმისა რომ გუნდურობა დაირღვეს
ფრიუხტელი მანუ ყოველეთვის ჩემი კერპი იყო
20 წლის ბაიერნის მიერ აღზრდილმა მეკარემ კრისტიან ფრიუხტელმა გერმანიის ნაკრებისა და რეკორდმაისტერის პირველ ნომერზე ისაუბრა მანუ ყოველთვის ჩემი კერპი იყო თავიდან მასთან ურთიერთობის ცოტა მეშინოდა რის გამოც მას ბევრს არ ვესაუბრებოდი ახლა კი ჩვენ მეგობრები ვართ და ვამაყობ იმით რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა მანუ ფიქრობს რომ ჩემი კარიერისთვის ნიუნბერგში ტრანსფერი სწორი ნაბიჯი იყო ამბობს ახალგაზრდა გერმანელი კიპერი
ბაიერნის სატრანსფერო გეგმები ცნობილია
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bildმა მიუნხენის ბაიერნის ზაფხულის სატრანსფერო გეგმები ჩამოწერაუკვე გადაწყვეტილია რომ ტიაგო ალკანტარა რეკორდმაისტერის რიგებს დატოვებს დიდი ალბათობით ესპანელი ნახევარმცველი ლივერპულს შეუერთდებადავიდ ალაბას შემთხვევაში ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება უფრო მეტად სავარაუდოა რომ ავსტრიელი კიდევ მინიმუმ 3 წლით დარჩება ბაიერნშირაც შეეხება ივან პერიშიჩსა და კორენტინ ტოლისოს ფლიკს ხორვატი ფეხბურთელის შენარჩუნება უნდა თუმცა მხარეები სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან თუ ინტერი 15 მილიონიან წინადადებას დათანხმდება მაშინ ტრანსფერიც შედგება ტოლისო კი გადაწყვეტილია რომ ბაიერნში რჩება სეზონის მანძილზე აქტიურად მიდიოდა მისი წასვლის შესახებ საუბრები მაგრამ საბოლოოდ კლუბმა შენარჩუნება გადაწყვიტადიდი ალბათობით ლეროი სანეს შემდეგ ბაიერნის მხრიდან ხმაურიან ტრანსფერებს აღარ უნდა ველოდოთ იგეგმება მხოლოდ ორ პოზიციაზე გაძლიერება სავარაუდოდ კლუბი ახალ მარჯვენა მცველსა და საყრდენ ნახევარმცველს დაიმატებს სათადარიგო სკამისთვის
ლიოვმა მიულერის და ბოატენგის ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთამიულერს და ბოატენგს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ და ყველას აჩვენეს თუ რა მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან გუნდისთვის თუმცა მუნდიალის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ ახალ ფეხბურთელებს მივცეთ შანსები და ეს აზრი არ შეიცვლებაგერმანიას ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს რომლებიც სწრაფად ვითარდებიან მათ სჭირდებათ მოტივაცია შესაბამისად ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავთ ჩვენი კურსის შეცვლისთუ ამჟამად სხვანაირი სიტუაცია გვექნებოდა მე ვიქნებოდი პირველი ვინც ვეტერანებს დააბრუნებდა ნაკრებში მაგრამ ახლა არაფერი შეიცვლება აცხადებს ლიოვი
ფიგუ ბაიერნი 82 ბარსელონა დიდი არაფერი
ესპანური ფეხბურთის პორტუგალიელმა ლეგენდამ ლუის ფიგომ წლევანდელ სეზონზე და ესპანური კლუბების ცუდ პერფომანსზე გააკეთა კომენტარი ესპანური ფეხბურთი არ იმყოფება კრიზისში ყოველთვის ესპანური კლუბები ვერ გაიმარჯვებენ ახლა უბრალოდ სხვების ჯერია ბარსელონას 28 მარცხი მიუნხენის ბაიერნთან ეს არაფერ განსაკუთრებულს არ ნიშნავს და არც არაფერი განსაკუთრებული მიგვრძვნია კატალონიური კლუბი ჯერ კიდევ მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა და ეს ფაქტია აცხადებს ყოფილი ბარსელონას და რეალ მადრიდის შემტევი
ბაიერნის გახსნითი 5 მატჩი ცნობილია
ბაიერნმა სწორედ რამოდენიმე დღის წინ დაასრულა სეზონი ჩემპიონთა ლიგითა და ასევე ტრეპლის გამარჯვებით რადგან კორონა ვირუსული პანდემიის გამო ბევრი რამ გაიწელა მატჩები უფრო მალე აღდგებიან ვიდრე აქამდე რეკორდმაისტერის პირველი ხუთი თამაში კი ასე გამოიყურება 11 სექტემებრი დიურენი ბაიერნი გერმანიის თასი 18 სექტემბერი ბაიერნი შალკე ბუნდესლიგა 24 სექტემბერი ბაიერნი სევილია სუპერთასი 26 სექტემბერი ჰოფენჰაიმი ბაიერნი ბუნდესლიგა 30 სექტემბერი ბაიერნი დორტმუნდი ბორუსია გერმანიის სუპერთასი
დაესწრებიან თუ არა გულშემატკივრები სუპერ თასის თამაშს
კორონა პანდემიური სიტუაციის გამო წლევანდელი სეზონის დიდმა ნაწილმა სტადიონში უმაყურებლოდ ჩაიარა როგორც მოგეხსენებათ სუპერ თასი სადაც ბაიერნი სევილიას დაუპირისპირდება 24 სექტემბერს ბუდაპესტში გაიმართება და ეს იქნება პირველი თამაში დიდი ხნის შემდეგ სადაც ფანები სტადიონში შესვლას შეძლებენ როგორც გამოცემები იუწყებიან მაყურებლებს შეეძლებათ თამაშის დასწრება მაგრამ ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი გაიყიდება ეს იმას ნიშნავს რომ 24 სექტემბერს სტადიონის 70 პროცენტი ცარიელი იქნება
გერმანიის ნაკრებს ორი ახალ წვეული ყავს
რამოდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ერთად დასრულდა საკლუბო სეზონიც რაც იმას ნიშნავს რომ რამოდენიმე ხანი სანაკრებო თამაშებია გერმანიის ნაკრები პირველ მატჩს სამ სექტემბერს გამართავს და ისინი თბილისის დროით 2245 წუთზე ესპანეთს დაუპირისპირდებიან ნაკრების განაცხადში კი ორი დებიუტანტი ატალანტას რობინ გოზენსი და ბორუსია მიონხენგლადბახის ფლორიან ნოიჰაუსი მოხვდნენ
კოვაჩი დარწმუნებული ვიყავი რომ ბაიერნი გაიმარჯვებდა
ნიკო კოვაჩი რამოდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ ბაიერნის მწვრთნელი იყო რომელსაც გუნდის დატოვება ფრანკფურტთან წაგებული მატჩშის შემდეგ მოუწია ხორვატმა მწვრთნელმა Bildთან ინტერვიუში განაცხადა რომ ის რეკორდმაისტერის ფეხბურთელებს და ჰანსი ფლიკს დაუკავშირდა და გამარჯვება მიულოცა მე ჰანსის მივწერე და კიდევ რამოდენიმე ფეხბურთელს და მათ გამარჯვება მივულოცე მათ არაჩვეულებრივი ჩემპიონთა ლიგის სეზონი ითამაშეს და უბრალოდ საუკეთესო გუნდი იყვნენ დარწმუნებული ვიყავი რომ ბაიერნი დამსახურებულად გაიმარჯვებდა და მათ ეს შეძლეს კიდეც აცხადებს უკვე მონაკოს თავკაცი
ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში ხუთი მიუნხენელი მოხვდა
რამოდენიმე დღის წინ დასრულდა 2019 2020 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი სადაც ბაიერნმა შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეძლო ჩემპიონობა ამის გამოც არც ისე გასაკვირია რომ წლევანდელი სეზონის სიმბოლურში ყველაზე მეტი სწორედ მიუნხენელები არიან
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0