bayern.ge სლაიდერი გვერდი 89
ჰიუტერი ეს დიდებული გამარჯვებაა
ბაიერნისა და აინტრახტის დაპირისპირება ფრანკფურტელთა მწვრთნელმა ადი ჰიუტერმა შეაფასა ჩვენ ამას არ ველოდით ამასთან ვუთხარით საკუთარ თავს რომ შეგვეძლო ბაიერნისთვის საჭირო მომენტში მიგვეყენებინა დარტყმა გამარჯვების მომტანი რა თქმა უნდა გახდა წითელი ბარათი რომელიც ჟერომ ბოატენგმა მიიღო მატჩისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი 31ით დაწინაურება მაშინ ბაიერნს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა ეს ეჭვგარეშე დიდებული გამარჯვებაამიუნხენელებისა და ფრანკფურტელების დაპირისპირების შემდეგ ბაიერნმა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე4 ადგილზე გადაინაცვლა
ნოიერი ხუთი გოლი არ უნდა გაგვეშვა
ფრანკფურტის აინტრახტთან განცდილი მარცხის შემდეგ მანუელ ნოიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრაათი წუთის შემდეგ ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდით რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არაა მარტივი თამაში ამასთან ხუთი გოლი არ უნდა გაუშვა ჩვენც გვქონდა საგოლე მომენტები რომლებიც არ გამოვიყენეთ არასაკმარისად ვიცავდით თავს კარგად უნდა დავფიქრდეთ ყველაფერი გავაანალიზოთ და შემდეგ მატჩში უკეთ ვითამაშოთშეგახსენებთ რომ 2010 წლის შემდეგ ფრანკფურტის აინტრახტმა ბუნდესლიგაში ბაიერნის დამარცხება პირველად შეძლო
აინტრახტიბაიერნი  როდის დატოვებს კოვაჩი თავის პოსტს
2 ნოემბერს ბაიერნი ბუნდესლიგის მეათე ტურში აინტრახტთან ცუდი თამაშის შემდეგ დამარცხდა ეს თამაში ანგარიშით 51 დასრულდა ამის მიუხედავად ნოიერი რეკორდმაისტერის რიგებში ყველაზე კარგი მოთამაშე იყო მიუნხენელებმა თამაში არც ისე ცუდად დაიწყეს მათ ჰქონდათ რამდენიმე შანსი რაც ვერ გამოიყენეს მეათე წუთზე კი ბოატენგი დაჯარიმდა მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა რის შემდეგაც ბაიერნმა თამაშის კონტროლი დაკარგა ათკაციანი ბაერნი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა რაც მალევე აისახა ანგარიშზეც კოსტიჩმა არაჩვეულებრივად ჩაწოდებულ ბურთს კარგად დაარტყა და ნოიერი უშანსოდ დატოვა 10 ამას მოყვა აინტრახტის მძლავრი შეტევები მანუმ 37ე წუთამდე ბაიერნი რამდენიმე გოლსგან იხსნა 37ე წუთზე კი სოუს მიერ დარტყმული ბურთის მოგერიება ვერც ნოიერმა შეძლო რის გამოც სხვაობა ორამდე გაიზარდა ამაზე პასუხი მიუნხენელებმა მალევე გასცეს რობერტ ლევანდოსკიმ თავისი სერია განაგრძო და 37ე წუთზე თამაშში ისევ ინტრიგა დააბრუნა ვერ ვიტყვით რა ილაპარაკეს მწვრთნელმა და მოთამაშეებმა კაბინაში მაგრამ ფაქტია ამან შედეგი ვერ გამოიღო აინტრახტმა მეორე ტაიმში ბაერნი უშანსოდ დატოვა მეტიც გაანადგურა რეკორდმაისტერის ფეხბურთელები დემოტივრებულნი ჩანდნენ და ამას ვერც კაპიტანი გაუმკლავდაკოვაჩის სისტემა დღეს აბსოლუტურად ჩავარდა განსაკუთრებით მეორე ტაიმში მან გადაწყვიტა წითელი ბარათს შემდეგ თამაშის სტილი არ შეეცვალა რის გამოც დაცვაში ქაოსი მიიღო შეტევა კი თითქმის არ ყოფილაასეთი კრახი მიუნხენელებს უკვე დიდი ხანია არ განუცდიათ ამ მარცხის შედეგი კი ის არის რომ უკვე ბევრი ნიკო კოვაჩის დატოვებით სპეკულირებს ბაიერნის გულშემატკივართა ნაწილი ნიკოს ადარებს კარლო ანჩელოტის რომელიც უფრო მალე დაითხოვეს ვიდრე კოვაჩი უნდა აღინიშნოს ის ფაქტი რომ 2010 წლის შემდეგ მიუნხენელები პირველად დამარცხდნენ ფრანკფურტის აინტრახტთან რაც შეეხება ანგარიშს ზუსტად ასეთი სხვაობით 51 რეკორდმაისტერი 2009 წელს ვოლფსბურგთან განადგურდა ერთადერთი რაც შეიძლება დღევანდელი მატჩიდან პოზიტიურ სიახლედ იქნეს აღქმული არის ის რომ თომას მიულერმა ბაიერნის მაისურით თავისი მე500 თამაში ჩაატარა
აინტრახტიბაიერნი სასტარტო შემადგენლობები
დღეს ბუნდესლიგის მეათე ტურში 1830 ბიერნი სტუმრად აინტრახტს დაუპირისპირდება ბაიერნი ნოიერიბოატენგიპავარდიკიმიშიალაბატიაგოკოუტინიომიულერიგნაბრიდეივისილევანდოვსკი სათადარიგო სკამიმარტინესიკუაზანსიპერიზიჩიჟაკუგორეცკატოლისოულრაიხიკომანიმაი აინტრახტი რენოვიაბრაჰამნდიკაჰინთერეგერდა კოსტაფერნანდესიროდეკოსტიჩისოუბას დოსტიპაციენცია სათადარიგო სკამიფალეტე გასინოვიჩკამადაჰაზებეჩანდლერიდურმიკორივიდვალდისილვა
ჰიონესი ცუდი თამაში ფეხბურთელების ბრალია და არა მწვრთნელის
ბაერნი ბოლო თამაშებია ვერ ანახებს იმ დონეს რასაც ფანები რეკორდმაისტერისგან ელიან ასეთი ჩავარდნა ასევე მოხდა წინა სეზონში რის გამოც ბაიერნის ფანების უმრავლესობა ნიკო კოვაჩის განთავისუფლებას ითხოვს ეს სურვილი უფრო გაძლიერდა საფეხბურთო პოკალის მეორე რაუნდის შემდეგ სადაც ბავარიელებს მეორე ლიგის კლუბის ბოხუმის დამარცხება გაუჭირდათ მწვრთნელის მუშაობა ასევე არ მოსწონთ ფეხბურთელებს ამას ემატება ასევე ხორვატის პრესკონფერენციები სადაც ის ყველაფერს ფეხბურთელებს აბრალებს გერმანული გამოცემა Sport 1 იტყობინება რომ კოვაჩის დარჩენა მხოლოდ ული ჰიონესის დამსახურებაა ული დიდი კოვაჩის ფანია რაც მის ბოლო ინტერვიუშიც მკაფიოდ გამოჩნდა ნიკო ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია მან წინა სეზონში ორი ტიტულის მოგება შეძლო მე არ მესმის რატო აკრიტიკებენ მას ასე თუ ჩვენ ცუდად ვთამაშობთ ეს ფეხბურთელების ბრალია და არა მწვრთნელის ამბობს 67 წლის გერმანელიული 15 ნოემბერს თავისი პოსტიდან გადადგება ეს კი იმას ნიშნავს რომ ნიკო კოვაჩმა მალე უნდა აღმოფრქვნას დეფიციტები და დამაჯერებლად მოგება დაიწყოს თუ ეს არ მოხდება დიდი ალბათობით ხორვატ სპეციალისტს თავისი პოსტის დატოვება მოუწევს
სემ ლი სანე ბაიერნში გადავა
ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი სემ ლი დარწმუნებულია რომ ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერი შედგებავფიქრობ მას უკვე აქვს გონებაში აზრი ლეროი სიტის დატოვებს და ამას ზაფხულშიც გააკეთებდა რომ არა ტრავმასიტის ჰქონდა შანსი რომ რეაბილიტაციის პერიოდში ის გადაერწმუნებინა მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ მათ ეს გააკეთეს100თ ვერაფერს ვიტყვი მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ ის ბაიერნში გადავა განაცხადა სემ ლიმრეკორდმაისტერი ძალიან ახლოს იყო ახალგაზრდა გერმანელის გადაბირებასთან მაგრამ ლეროიმ აგვისტოს ბოლოს სერიოზული ტრავმა მიიღო და ბაიერნმა ის აღარ შეიძინა
გუნდის ცუდი ფორმა მისი ბრალი არაა  ეფენბერგმა კოვაჩი დაიცვა
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლეგენდარულმა შტეფან ეფენბერგმა რეკორდმაისტერის ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასაამ მომენტისთვის ბაიერნს ჰყავს რობერტ ლევანდოვსკი რომელმაც თითქმის ყველა თამაშში გაიტანა აგრეთვე თომას მიულერი რომელსაც ყოველთვის მოაქვს სარგებელი როდესაც იღებს სათამაშო დროსგუნდშია მანუელ ნოიერი რომელიც ამ სეზონშიც მოწოდების სიმაღლეზეა და იოზუა კიმიხი რომელმაც უკვე გააკეთა ნახტომი და გუნდის ლიდერი გახდავფიქრობ ყველაზე გაკრიტიკებად მწვრთნელ ნიკო კოვაჩსაც კი სჭირდება თავდაჯერებულობა გუნდის ამჟამინდელი ფორმა ნიკოს ბრალი არაა კლუბის ბოსებმა შემადგენლობა კარგად უნდა გაანალიზონ განაცხადა ეფემმიუნხენელები 9 ტურის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგაში 18 ქულით მეორე ადგილს იკავებენ დ მიუნხენგლადბახის ბორუსიას 1 ქულით ჩამორჩებიანბაიერნის თამაში მიმდინარე სეზონში ძალიან არასტაბილურია გუნდმა ბოლო 7 თამაშში 12 გოლი გაუშვა
ჰიონესი თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ 100 მილიონის გადახდა არ მოგვიწევს
ბაიერნმა ზაფხულში ლუკას ერნანდესის შეძენით კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირი ტრანსფერი განახორციელა ნიჭიერი ფრანგი მცველი რეკორდმაისტერს 80 მილიონი დაუჯდა ფეხბურთი შეიცვალა და განვითარდა რისგამოც ბევრი ფულის გარეშე კარგი გუნდის აწყობა უკვე შეუძლებელია თუ გადავხედავთ სხვა დიდი გრადების სატრანსფერო პოლიტიკას ადვილად შევამჩნევთ რომ ბაიერნი დროს უკან ჩამორჩა მიუნხენელები ამ სატრანსფერო პერიოდში ასევე ლეროი სანეს გადმობირებას ცდილობდნენ რაც 100 მილიონზე მეტი მოუნდებდა საბოლოოდ კი ამ ტრანსფერს ახალგაზრდა გერმანელის ტრავმამ შეუშალა ხელი თუ ჩვენ ჭკვიანურად მოვიქცევით 100 მილიონის გადახდა არასდროს არ მოგვიწევს ამბობს ული ჰიონესი Klubmagasin 51თან ინტერვიუში ამ ინტერვიუს გამო 3 მთავარი კითხვა გაჩნდა 1 როგორ აპირებს ბაიერნი ლეროი სანეს გადმობრებას რომელსაც მანჩესტერ სიტი 110 მილიონად აფასებს 2 რა გეგმა აქვს ბაიერნს კოუტინიოსთან დაკავშირებით აპირებს თუ არა რეკორდმასტერი 27 წლის ბრაზილიელის შეძენას 3 როგორ შეძლებენ მიუნხენელები დიდ გრანდებთან ერთ დონეზე ყოფნას თუ დიდი ტრასფერები არ გაკეთდა რომელსაც ბევრი ფული სჭირდება მიუნხენელები უფრო ჩამორჩებიან მსოფლიო დონის გუნდებს
ფრანქფურტიბაეიერნიფაქტები თამაშის შესახებ
შაბათს ორ ოქტონბერს ბუნდესლიგის მეათე ტურში ბაიერნი სტუმრად აინტრახტ ფრანკფურტს დაუპირისპირდებაამ ორ გუნდს ერთმანეთთან დიდი ისტორია აკავშირებს ახლა კი გაგაცნობთ რამოდენიმე ფაქტს თამაშსთან დაკავშირებით ბოლო 16 მატჩში რეკორდმაისტერმა აინტრახტის წინააღმდეგ 13 თამაში მოიგო 3 კი ფრედ ითამაშა ბოლოს ბავარიელები ფრანქფურტთან 2010 წელს ფრანქფურტში დამარცხდნენფრანქფურტელ არწივებს არცერთ გუნდთან არაქვთ იმდენჯერ წაგებული რადენჯერაც რეკორდმაისტერთან ბაიერნის ამდროინდელი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის დიდი პროფესიონალური გარღვევა სწორედ 2 წლის წინ ფრანქფურტში მოხდა არწივებმა შეძლეს და თავიანთი ცუდი სტარტი აღმოფრქვნეს რის გამოც შეიძლება ითქვას რომ აინტრახტი კარგ ფორმაში იმყოფება რასაც ბაიერნზე ვერ ვიტყვით მიუნხენელები ამ მომენტისთვის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე არიან ფრანქფურტელები კი მათი ცუდი სტარტის გამო ჯერჯერობით მეცხრე ადგილს არიან დაჯერებულები ხვალ ნიკო კოვაჩს სამი ქულა სჭირდება იმისათვის რომ მის წინააღმდეგ ამხედრებული ფანების მასა დროებით მაინც დაამშვიდოს
კოვაჩის ანალიზი
TOnline ის ტაქტიკური ანალიტიკოსი კონსტანტინ ექნერი ბაიერნის ბოლო დროინდელ წარუმატებლობას ეხმიანება და მის მიზეზებსა და გამომწვევ ფაქტორებზე საუბარობს ცოტა ხნის წინ ნიკო კოვაჩი საკუთარი თავის და მწვრთნელების მიმართ პატივსიცემას მოითხოვდა თუმცა თვითონ საპირისპიროს აკეთებს პირველ რიგში მან არაერთხელ გამოიჩინა უპატივცემულობა საკუთარი ფეხბურთელების მიმართ მისმა ტაქტიკურმა გადაწყვეტილებებმა ბაიერნის თამაში ძალიან ზედაპირული გახადამწვრთნელის სისტემა ხდის ფეხბურთელებს სუსტს რა თქმა უნდა ზოგიერთი ფეხბურთელი არ არის ფორმაში მაგრამ კოვაჩმა შექმნა სისტემა სადაც ყველა გადაცემა არის სარისკო დაუცველობის შეგრძენა უკანა ხაზში და კრეატიულობის ნაკლებობა შეტევაში ტაქტიკური მიდგომა თითქმის ყველა გუნდთან უცვლელია და გაწერილი რამდენიმე პასი ცენტრალურ და დაცვით ნახევარმცველებს შორის და შემდეგ ბურთის განაწილება ფლანგებზემსგავს ტაქტიკას არაერთი ნაკლი აქვს და ადვილად პროგნოზირებადია პირველ რიგში მსგავსი მონახაზით ბურთი იოლად იკარგება და კონტრშეტევებზე უკანა ხაზი ხშირ შემთხვევაში უძლური რჩება თამაშის ეს სტილი იმდენად ადვილი წასაკითხია რომ ხშირ შემთხვევაში დაბალი კვალიფიკაციის გუნდებიც იოლად უღებენ ალღოს ინდივიდუალირი მეთვალყურეობა პასის მიმღებებზე ან პრესინგი პასის გამცემებზე და ბაიერნის ტაქტიკა იშლებაგერმანელმა ანალიტიკოსმა ბაიერნის ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა ნახევარდაცვა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას კოვაჩი ფიქრობს რომ ტაქტიკა არანაირ როლს არ თამაშობს მაგრამ ის მაინც აკეთებს ტაქტიკურ ცვლილებებს მან მინდორზე გამოიყვანა მიულერი და კოუტინიო ტოლისოსა და გორეცკას ნაცვლად რათა ბაიერნს მოეხერხებინა შეტევების ორგანიზება 4231 შეცვალა 4141ით ტაქტიკა რომელმაც არასდროს გაამართლა მთავარი პრობლემა უზარმაზარი სივრცეა თავდასხმასა და დაცვას შორის როდესაც ბაიერნი ფლანგიდან უტევს მეტოქისთვის კონტრშეტევის წამოწყება უმარტივესი ხდებაკოვაჩისთვის მარტივია როდესაც ის ადანაშაულებს საკუთარ ფეხბურთელებს და წარუმატებლობაში საკუთარ წვლილს ვერ ხედავს გაფუჭებული პასები არ არის ბაიერნის მთავარი პრობლემა პრობლემა არის სისტემა რომელიც კოვაჩმა შექმნა სისტემა სადაც ფეხბურთელები გამოიყურებიან იმაზე უარესები ვიდრე სინამდვილეში არიან განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმაკოვაჩის კრიტიკის ტალღა გერმანიაში უფრო და უფრო მწვავე ხდება კლუბის ხელმძღვანელობაც აღარ იცავს კოვაჩს პრესასთან საუბარში უნდა ვივარაუდოთ რომ თუ ხორვატი სპეციალისტი უახლოეს მომავალში გუნდის თამაშს ვერ შეცვლის მას დაითხოვენ
ბოხუმი 12 ბაიერნი  მატჩისშემდგომი კომენტარები
გერმანიის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში სადაც მიუნხენის ბაიერნი ბოხუმს დაუპირისპირდა რეკორდმაისტერმა მორიგი უსახური მატჩი შემოგვთავაზა და მეორე ბუნდესლიგის მე16 ადგილოსან გუნდთან მძიმე ბრძოლაში იმარჯვანიკო კოვაჩი ჩვენ ვერ ვითამაშეთ კარგად 60 წუთის განმავლობაში ფეხბურთელები ძალიან ბევრ არასწორ გადაცემას ასრულებდნენ ეს ჩემთვის გასაოცარი იყო სავარაუდოდ ეს შეთამაშების ბრალია ეს ყველაფერი ჩემი ტაქტიკური შეცდომების შედეგი არ გახლავთ ფეხბურთელები უშვებდნენ ინდივიდუალურ შეცდომებსხასან სალიჰამიჯიჩი ეს იყო მატჩი რომელიც აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ აღმოვაჩინოთ შეცდომები და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავოთ მადლობა ღმერთს რომ შემდეგი ტური 3 დღეშიამანუელ ნოიერი ამ თამაშმა იმედები გაგვიცრუა მოვუწოდებ ყველას რომ პრობლემის ძებნა საკუთარი თავიდან დაიწყონ არ არის მიზანშეწონილი ფეხბურთელების სისტემის ან მწვრთნელის დადანაშაულება ყველამ სარკეში ჩაიხედოსმოგეხსენებათ ნიკო კოვაჩის განცხადებებისადმი უკმაყოფილება კლუბში უკვე არსებობს მანუელ ნოიერის ეს განცხადებაც ნიკო კოვაჩის კომენატრს მოყვა
ბაიერნი  ბოხუმი  შემადგენლობები
დღეს ბაიერნი 23 საათზე საფეხბურთო პოკალის მეორე რაუნდში ბოხუმს დაუპირისპირდება შემადგენლობები კი ასე გამოიყურება ბაიერნი ნოიერიპავარდიბოატენგიკიმიშიდეივისიგორეცკატოლისოტიაგოპერიზიჩიკომანიგნაბრი სათადარიგო სკამი ლევანდოვსკიკოუტინიოკუზიანსდაჟაკუმიულერიულრიხი ალაბამაი ბოხუმირიემენიქელოზიდეკარილიკოჩაპისოარესილოსილიატეშელიცოილერიბლუმიგანვოულა სათადარიგო სკამილორენციტუტუმაიერიაისფელდივაილნატივინცჰაიმერიჟანელტიდრიუსიპანტოვიჩი
ნიუნესი ბაიერნის მოთამაშის სანაცვლოდ
ნიკლას ზიულესა და ლუკას ჰერნანდესის ტრავმების გამო ბაიერნს დაცვაში დიდი დეფიციტი აქვს უკვე რამოდენიმე კვირაა ჭორები დადის რომ ბაიერნს ატლეტიკო ბილბაოს მცველის უნაი ნიუნეზის შეძენა სურს 22 წლის ესპანელი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა სადაც მან დაამტკცა თუ რა დონეზე შეუძლია მას თამაში ესპანური გამოცემა AS იტყობინება რომ გუნდებს შორის უკვე კონტაქტი შედგა და გუნდები უკვე ნელ ნელა ფეხბურთელის ფასზეც თანხმდებიან ASის ინფორმაციით რეკორდმაისტერს სურს ნიუნესში ხავი მარტინესი გაცვალოს 31 წლის ესპანელი კოვაჩის სისტემაში უკვე არანაირ როლს აღარ თამაშობს რისგამოც ეს ტრანსფერი ძალიან რეალურია ხავი მარტინესი7 წლის წინ ბაიერნში გადმოსვლამდე სწორედ ატლეტიკო ბილბაოში ირიცხებოდა
ლევანდოვსკის შემცვლელი უკვე ნაპოვნია
რობერტ ლევანდოვსკის მომენტალური ფორმის გამო ყველას დაავიწყდა რომ პოლონელი უკვე 31 წლის არის და ამ დონეზე დიდი ხანი ვეღარ ითამაშებს ბაიერნსთავის რიგებში არ ყავს პოლონელი შემტევის შემცვლელიამისგამო მედია ლუკა ვალდშმიტისა და ტიმო ვერნერის მოიაზრებდა როგორც რეკორდმაისტერის მომავალ მეცხრე ნომრად დღეს კი გავლენიანმა გერმანულმა გამოცემამ Transfermarktმა დაწერა რომ მიუნხენელებს ლილის შემტევის ვიქტორ ოსიმჰენის ყიდვა სურთ ვიქტორი 20 წლის ნიგერიელი ფეხბურთელია რომელმაც ამ სეზონში Ligue 1ში 11 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა ოსიმჰენი ნამდვილად ტალანტირებული შემტევია რომლის ფასი დღეს ალბათ მიახლოებით 15 მილიონი ევროა მისი ყიდვით ბაიერნი დაიმატებდა პოტენციურ ლევანდოვსკის შემცვლელს რომლის კარიერა ახლახან წარატებით დაიწყო
გორეცკა იმედია ჩემი მშობლიური გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებ
ხვალ 29 ოქტომბერს ბაიერნი ბოხუმს დაუპირისპირდება და და გერმანიის საფეხბურთო თასის შემდეგ ტურში გადასვლას ეცდება ეს თამაში ლეონ გორეცკასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა გერმანელმა სწორედ ბოხუმში დაიწყო პროფესიონალური ფეხბურთის თამაში რის შემდეგაც ის შალკეში გადავიდა ბედნიერი ვარ როცა გავიგე რომ ბოხუმს დავუპირისპირდებოდით ძალიან გამხარდა ბოხუმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია და ეს ყველამ იცის24 წლის გერმანელს ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გაუცდა და მან თავისი ქამბექი აუგსბურგის წინააღმდეგ იზეიმაშანსი იმისა რომ ლეონი ბოხუმთან 90 წუთს ითამაშებს არც თუ ისე ცოტაა ლეონი შვიდი კვირის განმავლობაში ვერ თამაშობდა მან უნიონთან და აუგსბურგთან რამდენიმე წუთით თამაში შეძლო მას დიდი შანსი აქვს იმისა რომ ბოხუმის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშოს განაცხადა Bildთან ინტერვიუში ბაიერნის მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა 24 წლის გერმანელი 8 წლის წინ იცავდა ბოხუმის ღირსებას ახლა კი უკვე 2 წელია ბაიერნის მაისურით თამაშობს სწორედ საფეხბურთო თასში ენერგია კოტბუსის წინააღმდეგ ჩაატარა თავისი ბოლო თამაში სადაც მან გოლის გატანაც შეძლო
ნიკო კოვაჩი უფრო ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ
26 ოქტომბერს ბაიერნი უნიონ ბერლინს დაუპირისპირდა და თამაში ანგარიშით 21 მოიგო რეკორდმაისტერი მთელ მატჩში დომინირებდა და უნიონი თითქმის უშანსოდ დატოვამატჩის შემდეგ თამაშის შესახებ ბაიერნის მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ისაუბრა თუ ჩვენს ბოლო თამაშებს გადავხედავთ ვნახავთ რომ მხოლოდ 1 გოლით ვიგებთ ხოლმე ეს გამოსასწორებელია ამბობს ხორვატი სპეციალისტიუფრო ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ და შანსებიც გამოვიყენოთ მართალია დღევანდელ თამაშში ბევრი 100 იანი შანსი გავაფუჭეთ მაგრამ უნიონსაც არ მივეცით ბოლო წუთამდე მომენტების შეექმნის საშუალება ამიტომაც მე კმაყოფილი ვარ მაგრამ ბოლომდე არა დასძინა რეკორდმაისტერის მწვრთნელმაუნიონ ბერლინთან თამაშის შემდეგ ბაიერნმა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლააღსანიშნავია ისიც რომ არც ამ მატჩს ჩაუვლია რობერტ ლევანდოვსკის გოლის გარეშე
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0