ნაგელსმანი: "გუნდმა ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის"
ნაგელსმანი იტალიასთან 1 - 2 გამარჯვებაზე:

„ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ 0:1 ანგარიშიდან დავბრუნდით და თამაში მოვიგეთ. მატჩამდე ვთქვით, რომ ორივე შეხვედრის მოგება გვსურდა.

შეცვლაზე შემოსულებმა შესანიშნავად ითამაშეს. მეორე ტაიმში კიდევ უფრო მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. პირველ ტაიმში გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა განსაკუთრებული ცვლილებები არ გაგვიკეთებია, გარდა შემადგენლობისა.

გუნდმა ჟინი აჩვენა და ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის.“
იტალია - გერმანია (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, გერმანიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია გერმანელთა შემადგენლობა:

ბაუმანი - კიმიხი ©, ტა, რუდიგერი, რაუმი - გორეცკა, გროსი - სანე, ამირი, მუსიალა - ბურკარტდტი.
უპამეკანო "ბაიერნის" პასუხს ელის - რა გადაწყვეტილებაზე შეთანხმდებიან მხარეები?
ბაიერნიც და უპამეკანოც დაინტერესებულნი არიან კონტრაქტის 2026 წლის შემდეგ გაგრძელებით, თუმცა ფინანსური მოლოდინები ამ ეტაპზე ერთმანეთს მნიშვნელოვნად არ ემთხვევა.

ამიტომ, სწრაფ შეთანხმებას ჯერ არ ელოდებიან. პირობები კი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

თუ ბაიერნი მასაც „ფინანსურ დაფასებას“ გამოუცხადებს, კონტრაქტის გაგრძელებას აღარაფერი შეუშლის ხელს.
"არაფერს ვაიძულებ, პავლომ სრული დრო უნდა აიღოს.." - ნაგელსმანი კრიტიკოსებს პასუხობს

იულიან ნაგელსმანისკენ ძალიან დიდი კრიტიკა წავიდა პავლოვიჩზე გაკეთებული კომენტარების გამო. კრიტიკოსების თქმით, ის მოთამაშეზე ზეწოლას ახდენდა, მაშინ როცა ფეხბურთელს სრული აღდგენა სჭირდება და დაბრუნება არ უნდა იჩქაროს.


ნაგელსმანი პასუხობს: „არაფერს ვაიძულებ მას. მე ვგულისხმობდი იმ პერიოდს, სანამ მას სარძევე ჯირკვლების ინფექცია დაემართებოდა. პავლოს სჭირდება სათამაშო რიტმი. 


მე არასდროს ვაიძულებ ავადმყოფ ფეხბურთელს, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ჩვენი ძირითადი მოთამაშე. პავლომ იმდენი დრო უნდა აიღოს, რამდენიც სჭირდება, რომ გააგრძელოს თავისი შესანიშნავი პროგრესი.“

კიმიხმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი ძველი პირობებით გაახანგრძლივა?
იოზუა კიმიხისთვის მიღებული შეთავაზებები უცხოეთიდან ისეთი მიმზიდველი არ აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად წარმოედგინა. ამიტომ მოლაპარაკებების დროს „ბაიერნზე“ დიდი ზეწოლა არ ყოფილა.

საზედამხედველო საბჭო, ჰაინერის, ჰიონესის, რუმენიგეს და სხვების ხელმძღვანელობით, დაჟინებით მოითხოვდა, რომ კიმიხს ხელშეკრულება იგივე პირობებით გაეახლებინა (ხელფასი 20 მილიონი ევრო წელიწადში): ხელფასის მომატების, ბონუსის ან განსაკუთრებული პირობების გარეშე.

კლუბის ხელმძღვანელები მტკიცედ იდგნენ თავიანთ პოზიციაზე და უარს ამბობდნენ შეთავაზების გაუმჯობესებაზე, სანამ კიმიხი საბოლოოდ არ დათანხმდა და კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. მუსიალასა და დეივისის გახანგრძლივებების შემდეგ, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მტკიცედ იყო განწყობილი და მორიგი ხელფასის ზრდის თავიდან აცილება სურდა.
ვირცმა შესაძლოა კონტრაქტი გაახანგრძლივოს - რას წერენ გერმანული გამოცემები?

ფლორიან ვირცმა ლევერკუზენის ახალ შეთავაზებაზე პასუხი აპრილის დასაწყისში უნდა გასცეს. 


ლევერკუზენი მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს 2028 წლამდე, რომელშიც გათვალისწინებულია დაახლოებით 125 მილიონი ევროს გამოსასყიდი პუნქტი, რომელიც 2026 წლიდან შევა ძალაში. იმ შემთხვევაში, თუ ვირცს ზაფხულში გუნდის დატოვება ენდომება, ლევერკუზენი მის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონ ევროს მოითხოვს.


მიუხედავად ამისა, ვირცი და მისი მშობლები თვლიან, რომ საუკეთესო დრო კარიერაში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად იქნება 2026 წლის ზაფხული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. ამიტომ, ლევერკუზენს ჯერ კიდევ აქვს დიდი შანსი, გერმანელი მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნოს.

რობენი: "ჩემთვის "ბაიერნის" გარდა სხვა ჩემპიონი არ ჩანს"

არიენ რობენი ინტერვიუში:


• როგორია ბაიერნის ძალა 2025 წელს?ა


რობენი: „ვფიქრობ, ბაიერნი ძლიერია. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი საინტერესო იქნება იტალიური გუნდის წინააღმდეგ, რომელიც განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩევა დაცვაში. ინტერის დამარცხება ყოველთვის რთულია. თუმცა, ბუნდესლიგაშიც კარგად გამოიყურებიან – ლევერკუზენს ექვსი ქულით უსწრებენ. გარედან თქმა ადვილია, მაგრამ ჩემთვის სხვა ჩემპიონი არ ჩანს, გარდა ბაიერნისა.“


• გაცდება თუ არა ბაიერნი ინტერს?


რობენი: „ვნახოთ. რთული და დაძაბული ბრძოლა იქნება. ბაიერნს მცირე უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ინტერი დაცვაში ძალიან, ძალიან ძლიერია. ასევე, კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია.“

მანუელ ნოიერი შესაძლოა ნაკრებში დაბრუნდეს - რა შემთხვევაში მოხდება ეს?
მანუელ ნოიერის დაბრუნება ეროვნულ გუნდში მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესაძლებელი სცენარია, თუ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ტრავმის შემდეგ ვერ აღიდგენს თავის საუკეთესო ფორმას.

ნოიერს თავდაპირველად ნაკრებში პაუზის აღება სურდა, მაგრამ იმ დროს მისი კონტრაქტის მდგომარეობამ ბაიერნში (კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე) მას „აიძულა“ დაესრულებინა სანაკრებო კარიერა, რადგან არ არსებობდა გარანტია, რომ მომდევნო სეზონშიც კვლავ ითამაშებდა.

ახლა, კონტრაქტის განახლებასთან ერთად, ეს სცენარი კვლავ შესაძლებელია. გერმანელთა ხელმძღვანელობასთან მისი სანაკრებო კარიერის დასრულებამდე გამართული მოლაპარაკებებისას ორივე მხარემ ცხადყო, რომ თუ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეკარის საჭიროება გაჩნდებოდა, მანუელ ნოიერისთვის ნაკრების კარი არასდროს დაიხურებოდა.
რიბერი ოლისეზე: "ის მშვენივრად ართმევს თავს. იმედია შემდეგი რიბერი იქნება"

ფრანკ რიბერი მაიკლ ოლისეზე: 


„ის ძალიან კარგი მოთამაშეა. მარტივი არ არის, როცა ასეთ დიდ კლუბში ახალგაზრდა მოდიხარ და ენა არ იცი. თუმცა, ის მშვენივრად ართმევს თავს. მიხარია.“


• იქნება თუ არა ოლისე შემდეგი რიბერი?

რიბერი: „იმედია, ასე იქნება.“

მათეუსი: "გორეცკა იტალიასთან ძირითადში უნდა იყოს - ანდრიხს კი სტილერი სჯობს"
ლოთარ მათეუსი: „ლეონ გორეცკა დაბრუნდა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში და ჩემი აზრით, იტალიასთან შეხვედრაში ის ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს.

მიუღებელი მგონია ის, რაც მას ბაიერნშიც კი მოუვიდა. ახლა ისევ საუკეთესო ფორმაშია. ეს მხოლოდ მის დამოკიდებულებასა და ხასიათზე მიუთითებს.

ლეონზე ყოველთვის შეიძლება დაყრდნობა და დარწმუნებული ვარ, ნაკრებშიც კარგად ითამაშებს. ცენტრალური ნახევარმცველის წყვილში მას იდეალურად მოერგება ადგილი.

რობერტ ანდრიხი ამ ეტაპზე ძირითადად ლევერკუზენის სათადარიგო სკამზეა, ამიტომ უფრო ვხედავ სტილერს გორეცკას გვერდით.“
ჩაბი ალონსომ "ბაიერნთან" ჩემპიონობის ბრძოლაზე გააკეთა კომენტარი
ჩაბი ალონსო ბაიერნთან ჩემპიონობის ბრძოლაზე:

„ვნახოთ. ბუნდესლიგაში კიდევ რვა მატჩი დარჩა და ბევრი რამე შეიძლება მოხდეს.

საჭიროა ყველა თამაშზე კონცენტრირება და ერთი გამარჯვებიდან მეორეზე გადასვლა. ეს უკვე ჩვენს ხელში აღარ არის, უნდა დაველოდოთ, მაგრამ დღევანდელი თამაში შტუტგარტის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი იყო.

სურვილი და ბრძოლა თითოეულ თამაშში ნამდვილად იგრძნობა. აუცილებლად გამოვიყენებთ ამ კარგ ატმოსფეროსა და პოზიტიურ ენერგიას სეზონის ბოლო ნაწილში. ყველა მოთამაშემ ირწმუნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჩვენთვის.“
კიმიხი: “გასულ ზაფხულს გაყიდვის კანდიდატი ვიყავი, თუმცა..”
იოზუა კიმიხი: „[გასულ ზაფხულს] გაყიდვის კანდიდატი ვიყავი, ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ კლუბს ხელფასებზე თანხის დაზოგვა სურდა. სხვა ფეხბურთელებიც გაყიდვის კანდიდატები იყვნენ. შემდეგ, მოულოდნელად, საკმაოდ ადრე სეზონისწინა მომზადების დროს, მითხრეს, რომ კლუბის ერთ-ერთი სახე უნდა ვყოფილიყავი.

ეს ცვლილება ჩემთვის რთული დასაჯერებელი იყო, იმის დაჯერება, რომ რამდენიმე კვირაში მათი მოსაზრება ასე შეიცვალა. შემდეგ ახალი მწვრთნელი მივიღეთ. ამიტომ მინდოდა დავლოდებოდი და მენახა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და როგორ გამოვიდოდით როგორც გუნდი და როგორც კლუბი.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქს ებერლმა დრო მომცა. მაქსთან და კრისტოფთან საუბრები ყოველთვის კარგი იყო, ვგრძნობდი, რომ ჩემს მდგომარეობას იგებდნენ. სეზონის პირველ ნახევარში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა, რადგან იცოდნენ, რომ მინდოდა მენახა, რა მიმართულებით მივდიოდით.“
მიუნხენის "ბაიერნი" ნიკო უილიამსის ტრანსფერში "ბარსელონას" უსწრებს

ნიკო უილიამსის ტრანსფერზე ბარსელონას გეგმებს მოულოდნელი დაბრკოლება შეექმნა – მიუნხენის ბაიერნი ახლა სერიოზულად ჩამოყალიბდა, როგორც ფავორიტი.


ესპანური გამოცემების თანახმად, გერმანული გრანდი უკვე მუშაობს რათა დაასრულოს 22 წლის ვინგერის ტრანსფერი და სერიოზული დარტყმა მიაყენოს ბარსელონას გეგმებს.


მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დროა, ბაიერნი ამ დროის დაკარგვას არ აპირებს და ცდილობს გარიგების ადრე დახურვას.


გავრცელებული ცნობებით, მიუნხენელები მზად არიან კონტრაქტში არსებული 58 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხა გააქტიურონ, რათა გარიგება ბოლომდე მიიყვანონ მანამ, სანამ სხვა კლუბები საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან.


ბაიერნის მიზანია, ნიკო უილიამსი უკვე 2025-26 წლების სეზონისთვის მზად იყოს და გააძლიეროს გუნდის შეტევითი ხაზი ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტით.

17 წლის ტალანტს ტოპ-კლუბები აკვირდებიან - ბაიერნის სკაუტების შთაბეჭდილება

გუშინ, ბაიერნმა თავისი სკაუტები ბელგიაში, Genk-ისა Union Saint-Gilloise-ს მატჩზე გაგზავნა, რათა დააკვირდნენ ბელგიაში დაბადებულ ბერძენ ტალანტს – კონსტანტინოს კარეტსასს. 


17 წლის შემტევი ნახევარმცველი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება ბელგიის პრო ლიგაში და მისით უკვე რამდენიმე ტოპ-კლუბი ინტერესდება.


კარეტსასმა ყურადღება მიიპყრო თავისი ტექნიკით, მხედველობითა და გამბედავი თამაშით. ახალგაზრდა მოთამაშეს ბაიერნის სკაუტები განსაკუთრებით დააკვირდნენ და როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდი სერიოზულად ფიქრობს მისი გადაბირების შესაძლებლობაზე.


ბავარიელთა გეგმაშია ახალგაზრდული ნიჭის გაძლიერება და კარეტსასი ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.


გავრცელებული ცნობებით, კარეტსასს უკვე აკვირდებიან რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბიც.

ებერლი: "თავიდანვე გასაგები იყო, რომ თამაში ადვილი არ იქნებოდა"
მაქს ებერლი უნიონ ბერლინთან 1 - 1 თამაშის შემდეგ:

„პირველ ნახევარში ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და ვიცოდით, რომ შანსები აუცილებლად მოგვეცემოდა.

თავიდანვე გასაგები იყო, რომ თამაში ადვილი არ იქნებოდა. შემდეგ უფრო კარგად ჩავერთეთ და გავიტანეთ გოლი ზუსტად ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა – ფლანგიდან ღრმა გარღვევით. სანემ მომენტი სწორად გამოიყენა რაც ძალიან მიხარია.

ამის შემდეგ უნიონმა შეტევები გააძლიერა, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ თამაშის კარგად მართვა და შედეგად, მათ ანგარიში გაათანაბრეს. ფრე იმედგამაცრუებელია, იმის გათვალისწინებით თუ რამდენად დომინანტურად ვითამაშეთ.“
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 30 8 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 8 1 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 11 5 6 0
2
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 9 2 6 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0