bayern.ge სიახლეები გვერდი 353
"ბაიერნს" ტრავმის გამო მორიგი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 1:!.

გარდა ვერ მოპოვებული სამი ქულისა "რეკორდმაისტერისთვის" შეხვედრა კიდევ ერთი მიზეზით იყო უარყოფითი. ლუკას ერნანდესმა დაზიანება მიიღო.

ფრანგმა მცველმა ტრავმა პირველი ტაიმის განმავლობაში მიიღო, რის გამოც მინდვრის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად ლეონ გორეცკა შემოვიდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა ლუკასის ტრავმის სიმძიმე. შეგახსენებთ, რომ დაზიანების გამო მეორე მარცხენა მცველი, ალფონსო დეივისიც ვერ ეხმარება გუნდს.
"ბაიერნი" 1:1 "ვერდერი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

გთავაზობთ ფეხბურთელების რეიტინგებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


"ბაიერნი" - "ვერდერი" პირდაპირი ტრანსლიაცია
ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბრემენის "ვერდერს" მასპინძლობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4

ლინკი 5​​​
"ბაიერნი" - "ვერდერი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბრემენის "ვერდერს" მასპინძლობს.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - ხავი მარტინესი - კომანი, მუსიალა, მიულერი, კოშტა - ლევანდოვსკი.
რომელ კლუბში თამაშზე ოცნებობს ნიკლას ზულე
გერმანული გამოცემა BILD-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფოლკი ნიკლას ზულეს შესახებ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტი თავისი თვითერის გვერდზე წერს, რომ 25 წლის ფეხბურთელის ოცნება "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში თამაშია.

მოგეხსენებათ, ზულეს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და არ არის გამორიცხული, მომავალში ფეხბურთელმა სწორედ ნისლიან ალბიონს მიაშუროს.

ჯერ-ჯერობით ამ განცხადებაზე ოფიციალური კომენტარი თავად ახალგაზრდა მცველს არ გაუკეთებია.
Golden Boy 2020 - რომელ ადგილზე გავიდა ალფონსო დეივისი
ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოავლინა.

გამოკითხვაში, რომელშიც წამყვანი ევროპული გამოცემების რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას, პირველი ადგილი დორტმუნდის "ბორუსიას" ამომავალმა ვარსკვლავმა, ერლინ ჰოლანდმა დაიკავა.

მიუნხენის "ბაიერნის" ვუნდერკინდი, ალფონსო დეივისი ნომინაციაში მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა და ზემოხსენებული ჰოლანდის გარდა ასევე ანსუ ფატის ჩამორჩა.

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე შესაბამისად ჯეიდონ სანჩო და ედუარდო კამავინგა გავიდნენ.
"ბაიერნი" - "ვერდერი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მომდევნო ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო თერთმეტეულს მომავალი შეხვედრისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - ხავი მარტინესი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"სიახლეების გამოცდა მსურს" - "ბაიერნის" ვარსკვლავი წასვლას ადასტურებს?!
მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავმა, ჟერომ ბოატენგმა თავის მომავალზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ სიახლეების გამოცდა მსურდა. ახალი გამოწვევების მიღება და გადალახვა მიყვარს. მომავალში ცვლილებებს არ გამოვრიცხავ. თუმცა, ახლა მხოლოდ მოპოვებული 5 ტიტულის დაცვაზე ვფიქრობ."

"ბოლო თვეების განმავლობაში თავს ძალიან კარგ ფორმაში ვგრძნობ. მჯერა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კვლავ შემიძლია." - აცხადებს ბოატენგი.
რა თანხას მიიღებს "ბაიერნი" მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში
ევროპულმა გამოცემებმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდის დეტალები გამოაქვეყნეს.

იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონობას მოახერხებს, მაშინ გუნდი დაახლოებით 10 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. მეორეადგილოსანი 5 მილიონს, მესამე და მეოთხეადგილოსნები კი შესაბამისად 4 და 3 მილიონ აშშ დოლარს.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" ტურნირს 1/2 ფინალიდან იწყებს, რაც ნიშნავს, რომ კლუბს გარანტირებული აქვს 3 მილიონი ევროს მიღება.

შეგახსენებთ, რომ FIFA-ს გადაწყვეტილებით ტურნირი 2021 წლის თებერვალში ჩატარდება.
ბოატენგი: "პირველი შეხვედრის დროს ფლიკი მოვიდა და ეს მითხრა"
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მე მთლიანად ფოკუსირებული ვარ გასულ სეზონში მოგებული 5 ტიტულის შენარჩუნებაზე. როდესაც დრო მოვა, სიამაყით გავიხსენებ ამ პერიოდსა და მიღწევებს."

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ვინარჩუნებ მაღალ ფორმას. ამაში ყველაზე დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ჰანს ფლიკსა და ჩემს თანაგუნდელებს მიუძღვით, რომლებიც გვერდში მიდგანან."

"პრესაში წავიკითხე რომ თითქოს კონტრაქტს არ ვახანგრძლივებ და წასვლა გადაწყვეტილი მაქვს და ამან ძალიან გამაკვირვა, რადგან მტკნარი სიცრუეა. თუმცა, ახლა ამ თემაზე ნაკლებად ვფიქრობ."

"დავიდზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. ის დიდებული ადამიანი და პიროვნებაა და როგორც პრესაში ახასიათებენ, თითქოს ის ფულზე დახარბებულია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს."

"ფლიკთან პირველი შეხვედრის დროს მან მითხრა: "ჟერომ, ვიცი რისი გაკეთება შეგიძლია. მთავარია ფორმაში ჩადგე." დეკემბერში მან მითხრა, რომ ჩემი გადასაწყვეტი იყო წასვლა-დარჩენის საკითხი, მაგრამ, მას ჩემი შენარჩუნება გაახარებდა."

"ჰანს ფლიკმა ჩემში დაინახა, რომ ჯერ კიდევ შემეძლო მაღალ დონეზე თამაში და ამან თავდაჯერება შემმატა. სულ ეს იყო რაც მჭირდებოდა."

"გერმანიის ნაკრებზე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია და ნაკრების პოზიციაც ნათელია. მწვრთნელის სურვილის შემთხვევაში მე არ გამოვრიცხავ დაბრუნებას, თუმცა, მთავარია შესაბამის ფორმაში ვიყო." - აცხადებს ბოატენგი.
"ბაიერნი", "ბარსელონა" და.... "გურია" - ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე
დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლანჩხუთის "გურია" რუმინულ "კლუჟს" ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოგონებმა ამ წარმატებით ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

დასკვნითი ეტაპი პლეი-ოფისგან შედგება და მასში ევროპის 32 საუკეთესო გუნდი იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის არიან ისეთი გრანდებიც, როგორებიც არიან მიუნხენის "ბაიერნის", კატალონიის "ბარსელონას" და სხვა ქალთა გუნდები.

შესაბამისად, არის შესაძლებლობა იმისა, რომ "გურია" სწორედ ამ გრანდებიდან ერთ-ერთს შეხვდეს და საქართველოში რომელიმე მათგანი ვიხილოთ.

ჩვენი გვერდის სახელით ვულოცავთ ლანჩხუთურ კლუბს ამ დიდ წარმატებას.
ზიდანი გუნდში "ბაიერნის" ვარსკვლავს ითხოვს
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავს, დავიდ ალაბას ითხოვს.

გერმანული გამოცემა Kicker-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" დამრიგებელს ახალი ცენტრალური მცველი ესაჭიროება გუნდში და მთავარ კანდიდატად სწორედ ავსტრიელ მოთამაშეს განიხილავს.

მოგეხსენებათ, ალაბას "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან სიტუაცია არეული აქვს და ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. შესაბამისად, დიდი ალბათობით ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ახლა ჯერი ხელფასის ოდენობაზეა.
"მილანი" "ბაიერნის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურ მცველს, ჟერომ ბოატენგს კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და დიდი ალბათობით, მისი გახანგრძლივება არ მოხდება.

გამოცდილი ფეხბურთელის დასამატებლად არაერთი ევროპული გრანდი იბრძვის, მათ სიას კი იტალიური "მილანიც" შეუერთდა.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "როსონერიში" დარწმუნებულები არიან, რომ ბოატენგი დაცვის ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს და გუნდს ჩემპიონობაში დაეხმარება. მის დასამატებლად მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ ბოატენგის გადაბირება ასევე ბრიტანულ გუნდებს, "არსენალსა" და "ჩელსისაც" სურთ.
ნოიერი: "ამ ფეხბურთელებს სანაკრებო კარიერა ჯერ არ დაუსრულებიათ"
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა ვეტერანი ფეხბურთელების გამოძახების თემაზე კომენტარი გააკეთა.

"სამივე ეს ფეხბურთელი ეროვნულ გუნდს ძალიან გამოდგებოდა. ეს მათ წარსულშიც დაამტკიცეს. თანაც, არც ჟერომს, არც მატსს და არც თომასს სანაკრებო კარიერა ჯერ არ დაუსრულებიათ."

"რა თქმა უნდა, ეს გარკვეული სახის პრობლემაა. ვნახოთ, როგორ მოგვარდება ის. თუმცა, ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა." - აცხადებს მანუ. 
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0