მას შემდეგ, რაც ჰარი კეინმა ბაიერნის რიგებში მე-100 გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი მაღალი დონის პერფორმანსი აჩვენა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ინგლისელის ლევანოვსკისთან შედარება მანუელ ნოიერს სთხოვა
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის მე-5 ტურში საიუბილეო ნიშნულს მიაღწია. ბაიერნის ცხრიანმა ვერდერს ორი გოლი გაუტანა, რის ხარჯზეც ინგლისელმა რეკორდმაისტერის რიგებში უკვე 100 გატანილი ბურთი მოაგროვა
Bild-ის ჟურნალისტი, ტობი ალტშაფლი დღეს ბაიერნის შესახებ დაწერით ძალიან აქტიურობს. მან ამჯერად მარკ გეჰისა და დუშან ვლაჰოვიჩის შესაძლო ტრანსფერები განიხილა და თქვა, რომ ბაიერნს ორივეს დამატება 2026 წლის ზაფხულში უფასოდ შეეძლება
Bild-ის ჟურნალისტის, ტობი ალტშაფლის ინფორმაციით, ბაიერნიდან უპამეკანოს წაყვანის ყველაზე რეალური კანდიდატი ლივერპულია, რომლიდანაც, თავის მხრივ, იბრაჰიმა კონატეა ახლოს წასვლასთან
ხვალ ბაიერნი ბუნდესლიგაში ვერდერს ეთამაშება, იქამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი ვენსან კომპანიმ და მაქს ებერლმა ჰარი კეინის შესაძლო წასვლაზე ისაუბრეს
როგორც გახსოვთ, ზაფხულში ბაიერნის ერთ-ერთი ვარიანტი გასაძლიერებლად რაჰიმ სტერლინგის იჯარით დამატება იყო, თუმცა ინგლისელმა ფეხბურთელმა ბაიერნს უარი უთხრა
ფაბრიციო რომანო წერს, რომ ზაფხულში ტურინის იუვენტუსმა ბაიერნს იოსიპ სტანისიჩის ტრანსფერზე მიმართა, თუმცა ბაიერნის მიერ დასახელებულმა ფასმა იტალიელებს უკან დაახევინა
ლივერპული მოჰამედ სალაჰის გრძელვადიან შემცვლელს ეძებს და მერსესაიდული კლუბის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მაიკლ ოლისეა, რომელსაც პრემიერლიგური გამოცდილება აქვს და ბაიერნშიც შესანიშნავად გამოიყურება
ბოლო დღეებში დაიოტ უპამეკანოს ბაიერნიდან წასვლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება, ფეხბურთელს სახელფასო მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ, რის გამოც ფრანგ მცველს ცალი თვალი უკვე წასვლისკენ აქვს მიმართული