ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

ბაიერნის ქართული ფან-კლუბი

სიახლეები

"ვოლფსბურგი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის:

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, მარტინესი - სანე, მიულერი, კომანი - ჩუპო მოტინგი.
ფლიკმა ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნების თარიღი დააანონსა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ვოლფსბურგთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ტრავმირებული მოთამაშეები ჯერ-ჯერობით მზად არ არიან. ლევანდოვსკი სულ ახლახანს დაუბრუნდა გუნდს. გორეცკას თამაშიც ხვალ საეჭვოა. გნაბრი მომდევნო კვირაში დაბრუნდება. ლუკას ერნანდესი ტკივილს გრძნობს და ხვალამდე საბოლოო პასუხი არ გვეცოდინება."

"გუნდი ოდნავ გადაღლილია. თუმცა, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება და ვეცდებით, რომ ყველა მოვიგოთ."

"როდესაც გუნდი 300 სტანდარტულს ასრულებს და 7 გოლი გააქვს ცუდია. რა თქმა უნდა, ამ სტატისტიკით არ ვარ კმაყოფილი. აქამდე დრო არ გვქონდა, თუმცა, ამ საკითხზე აუცილებლად ვიმუშავებთ და ვეცდებით მის გამოსწორებას."

"ვოლფსბურგი ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი უდგას სათავეში. ისინი ბრწყინვალე სეზონს ატარებენ."

"ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა მარტივი გადასატანი არ არის. ასეთ დროს ძილიც კი რთულია. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოგებები." - აცხადებს ფლიკი.
ოფიციალურად: კიმიხმა სააგენტოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზოუა კიმიხმა სააგენტო "ფეარ სპორტთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

"ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც გასულ წელს მივიღე. გადავწყვიტე, რომ პირადად მე წარმომედგინა ჩემი ღირებულებები, ხედვები და ჩემს თავზე ამეღო პასუხიმსგებლობა."

"ვფიქრობ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას პირადად მეც მოვახერხებ." - აცხადებს კიმიხი.

ხსენებული სააგენტო "ბაიერნთან" მუშაობდა კიმიხის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ახლა კი თავად ფეხბურთელი იზრუნებს ამ საკითხზე.
რა თანხა დაუჯდება "ბაიერნს" ნაგელსმანის დამატება
ბოლოდროინდელი ცნობებით, სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, ჰანს ფლიკი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერში" მის შემცვლელად იულიან ნაგელსმანის მოყვანას აპირებენ, თუმცა, ეს სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.

გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნს" 33 წლის მწვრთნელის დამატება სურს, მაშინ 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეთანხმების მიხედვით სწორედ ეს არის ის კომპენსაციის თანხა, რომელიც ნაგელსმანის კონტრაქტის გაწყვეტისთვის იქნება გადასახდელი.
რა თანხა გამოიმუშავა "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე
მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, რამაც გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზეც იქონია გავლენა.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ევროტურნირების მიმდინარე სეზონში მონაწილეობისთვის 100 მილიონ ევროს მიიღებს, რაც დაახლოებით 24%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე გასული წლის შედეგი.

მოგეხსენებათ, 2019/20 წლების სეზონში მიუნხენელებმა ჩემპიონის ტიტული მოიგეს. გუნდმა კი მაშინ 130 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.
"ბაიერნს" ფლიკის შემცვლელად კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
ბოლო პერიოდში ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ჰანს ფლიკი დატოვებს.

იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" 56 წლის სპეციალისტის პოტენციურ შემცვლელად მასიმილიანო ალეგრი ესახება.

წყაროს ცნობით, იტალიელი მწვრთნელის მიმართ ყველაზე დიდი სიმპატიები კარლ-ჰაინც რუმენიგეს აქვს და სწორედ მისი სურვილით განიხილება ალეგრი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

შეგახსენებთ, რომ გერმანული გამოცემები ფლიკის შემცვლელად ასევე იულიან ნაგელსმანსაც ასახელებენ.
ფლიკი თუ სალიჰამიჯიჩი - "ბაიერნის" ფანების არჩევანი ცნობილია
ბოლო დროს პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰანს ფლიკსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის განხეთქილებაა.

გერმანული გამოცემების ცნობით, არ არის გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს მათ შორის არჩევანის გაკეთება და ერთ-ერთის განთავისუფლება მოუწიოს.

გამოცემა BILD-მა აღნიშნულ ფაქტს გამოკითხვა მიუძღვნა, რომელშიც დაახლოებით 317 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

"ბაიერნის" ფანების 93.2%-მა არჩევანი ფლიკზე შეაჩერა, 6.8%-მა კი ხმა სალიჰამიჯიჩს მისცა. შესაბამისად, გულშემატკივრების აზრით არჩევანის შემთხვევაში კლუბმა სწორედ გერმანელი სპეციალისტი უნდა დატოვოს თანამდებობაზე.
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების სიმბოლური ნაკრები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი დასრულდა და სამწუხაროდ, "ბაიერნი" გათამაშებას გამოეთიშა. მიუნხენური გრანდი ორი მატჩის ჯამში "პსჟსთან" სტუმრად გატანილი ნაკლები გოლით დამარცხდა.

1/4 ფინალების შემდეგ ცნობილმა სტატისტიკურმა გამოცემა Whoscored-მა სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

შემადგენლობაში "ბაიერნის" მხრიდან მხოლოდ 1 ფეხბურთელი, ლუკას ერნანდესი მოხვდა.

სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

კიდევ ერთი ფაქტი, რამაც ჰანს ფლიკის გაბრაზება გამოიწვია
გერმანული გამოცემა BILD მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციებს აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, იმ დროს, როდესაც კლუბი დაიოტ უპამეკანოს ტრანსფერს აგვარებდა, ჰასან სალიჰამიჯიჩსა და იულიან ნაგელსმანის წარმომადგენლებს შორის დიალოგი შედგა.

როგორც ცნობილია, უპამეკანოსაც და ნაგელსმანსაც ერთი სააგენტო ემსახურება. შესაბამისად, ბოსნიელი სპეციალისტი ამ სიტუაციის გამოყენებას შეეცადა. მართალია, პირდაპირი საუბრები არ ყოფილა, თუმცა სალიჰამიჯიჩს სურდა გაეგო ნაგელსმანის სამომავლო გეგმები და ის, თუ რას ფიქრობდა "ბაიერნზე".

როგორც BILD იტყობინება, ამ ფაქტმა ჰანს ფლიკის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ეს შეიძლება ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდეს მისი გუნდიდან წასვლის.
ფლიკი ნაკრებზე: "ყველა გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა დაფიქრდე"
ჰანს ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან გავარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"პირველ წრეში ბევრი შანსი გავანიავეთ. მესამე გოლის არ გაშვების შემთხვევაში ახლა შემდეგ ეტაპზე ვიქნებოდით."

"თუმცა, "პსჟმ" ეს დაიმსახურა და ვულოცავ მათ. ჩემს ფეხბურთელებს კი კომპლიმენტები ეკუთვნით.  წაგების მიუხედავად მათ კარგი მატჩი ჩაატარეს."

"ლუკასმა და ჟერომმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. ერნანდესს მცირე პრობლემები ჰქონდა, თუმცა, მაინც ძალიან კარგად ითამაშა."

"მნიშვნელობა არ აქვს როგორ მიდის საქმეები, კარგად თუ ცუდად. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა დაფიქრდე." - აცხადებს ფლიკი.
ნოიერი: "ჩვენ დღეს არ გავვარდით, არამედ მიუნხენში"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა "პსჟსთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ დღეს არ გავვარდით. უკეთესი შედეგი გვჭირდებოდა მიუნხენში. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან."

"მსგავსი ტოპ კლუბის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. თუმცა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად." - აცხადებს ნოიერი.
მათეუსი: "სეზონის დასრულების შემდეგ ფლიკი "ბაიერნს" დატოვებს"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა "პსჟსთან" მატჩის შემდეგ სენსაციური ინფორმაცია გააჟღერა.

"დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჰანს ფლიკი "ბაიერნის" მწვრთნელი აღარ იქნება."

"ის იოახიმ ლიოვს ჩაანაცვლებს გერმანიის ნაკრებში. ეს ყველაფერი მომავალ ზაფხულში მოხდება." - აცხადებს მათეუსი.

გერმანული გამოცემების ცნობით, მათეუსსა და ფლიკს შორის ორშაბათს სატელეფონო საუბარი შედგა და როგორც ჩანს, გუნდის დამრიგებელმა გარკვეული ინფორმაციაც გაანდო მას.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
რობერტ ლევანდოვსკი
1
რობერტ ლევანდოვსკი
გოლი: 40 5 35 0
სერჟ გნაბრი
2
თომას მიულერი
გოლი: 11 1 10 0
თომას მიულერი
3
სერჟ გნაბრი
გოლი: 9 0 911 0
ფილიპე კოუტინიო
4
თომას მიულერი
გოლი: 4 0 4 0
ლეონ გორეცკა
5
ლეონ გორეცკა
გოლი: 7 2 5 0
თომას მიულერი
1
თომას მიულერი
ასისტი: 17 2 15 0
სერჟ გნაბრი
2
იოზუა კიმიხი
ასისტი: 13 3 10 0
იოზუა კიმიხი
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 4 0 4 0
ივან პერიშიჩი
4
ლეროი სანე
ასისტი: 2 0 2 0
ფილიპე კოუტინიო
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 1 0 1 0
ჟერომ ბოატენგი
1
ჟერომ ბოატენგი
0 0 0 0 0
ხავი მარტინესი
2
ხავი მარტინესი
0 0 0 0 0
ტიაგო ალკანტარა
3
ტიაგო ალკანტარა
0 0 0 0 0
იოზუა კიმიხი
4
იოზუა კიმიხი
0 0 0 0 0
ბენჟამენ პავარი
5
ბენჟამენ პავარი
0 0 0 0 0
რეკლამა