bayern.ge სლაიდერი გვერდი 106
ხამესმა ჰიონესს აცნობა რომ ბაიერნის დატოვება სურს
მიუნხენის ბაიერნის შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გერმანიაში თავს კომფორტულად არ გრძნობს და ამის შესახებ კლუბსაც შეატყობინაესპანური ტელეარხი El Chiringuito ავრცელებს რომ 27 წლის კოლუმბიელი რეკორდმაისტერის პრეზიდენტს ული ჰიონესს შეხვდა და თავისი აზრი გაანდოხამესს მიუნხენის დატოვება სურს მაგრამ ჯერჯერობით უცნობია მისი მადრიდის რეალში დაბრუნების შანსებისამეფო კლუბს ახლახანს ზინედინ ზიდანი დაუბრუნდა და ფრანგ სპეციალისტს ხამესის გუნდში დაბრუნება არ სურსხამეს როდრიგესი ბაიერნმა 2017 წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით დაიმატა და კოლუმბიელი მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოიყურება
ბაიერნი ჰავერტცის სანაცვლოდ 75 მილიონს იხდის
მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ ლევერკუზენის ბაიერს კაი ჰავერტცის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართაცნობილი გერმანული გამოცემა SportBild იტყობინება რომ რეკორდმაისტერმა ფარმაცეპტებს პირველი შეთავაზება გაუკეთა 75 მილიონი ევროს ოდენობითჯერჯერობით უცნობია ლევერკუზენელების პასუხი მაგრამ ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით ბაიერი 19 წლის სუპერტალანტის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს ითხოვსკაი ჰავერტცი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება ყველა ტურნირზე ერთად 34 თამაშში მიიღო მონაწილეობა 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა
ვან დერ ვაარტი დე ლიგტი ბაიერნისთვის ზედგამოჭრილია
ამსტერდამის აიაქსისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცევლმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა მიუნხენურ გრანდს ჰონალდიელი სუპერტალანტის დამატება ურჩიაბაიერნმა მატიის დე ლიგტი უნდა შეიძინოს ეს ამ კლუბისათვის ზედგამოჭრილი მოთამაშეამიუხედავად იმისა რომ მისით იუვენტუსიც ინტერესდება დე ლიგტს სწორედ მიუნხენში გადაბარგებას ვურჩევდიბაიერნს უკვე ჰყავს ცენტრალური მცველები ბოატენგი ჰუმელსი და ზიულე მაგრამ ჯერ უცნობია პირველი ორი დარჩება თუ არა ამიტომ დე ლიგტის ადგილი შესაძლოა მოიძებნოსდე ლიგტმა გერმანიის წინააღმდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა მაგრამ ამ ბიჭს განსაკუთრებული ტალანტი და თვისებები აქვს განაცხადა ვან დერ ვაარტმა19 წლის მატიის დე ლიგტი უკვე აიაქსის კაპიტანი და ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი ცენტრალური მცველიამიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად დე ლიგტმა 38 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა
ბაიერნმა იოვიჩის თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა
მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ ფრანკფურტის აინტრახტის სუპერტალანტის ლუკა იოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოMundo Deportivoს ჟურნალისტი მიგელ რიკო იტყობინება რომ რეკორდმაისტერმა აინტრახტის ბოსებს პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართამიუნხენური გრანდის ბოსებმა არწივებს ლუკას სანაცვლოდ 56 მილიონი ევრო შესთავაზესბაიერნის გარდა იოვიჩისთვის ინტერი და ბარსელონა იბრძვიან ბოლო ინფორმაციით კატალონიური გრანდი ლუკაში 60 მილიონს იხდის21 წლის უნიჭიერესი სერბი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება ყველა ტურნირზე ერთად ლუკა იოვიჩმა 36 თამაშში 22 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა
მიულერი ბორუსიასთან მატჩი გადამწყვეტი არ იქნება
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა ნახევარმცველმა თომას მიულერმა დორტმუნდის ბორუსიასთან ბუნდესლიგის საპასუხო თამაშზე ისაუბრადორტმუნდის ბორუსიას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს ვინაიდან ჩვენ კარგ ფორმაში ვიმყოფებითეს ამაღელვებელი დაპირისპირება იქნება ტიტულისთვის ნებისმიერი მაყურებლის ოცნებადორტმუნდის ბორუსიასთან თამაშს საჩემპიონო რბოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მაგრამ არა გადამწყვეტი განაცხადა მიულერმა26 ტურის შემდეგ გერმანიის ბუნდესლიგას ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია 6060 ქულით ლიდერობენამ გუნდების საპასუხო მატჩი ალიანს არენაზე 6 აპრილს გაიმართება პირველ წრეში დორტმუნდში ყვითლებმა 32 იმარჯვეს
კომანმა და ალაბამ ფრაიბურგთან მატჩი შესაძლოა გამოტოვონ
მიუნხენის ბაიერნს გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 27ე ტურში შესაძლოა ორი წამყვანი მოთამაშე დააკლდესავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild იტყობინება რომ ფრაიბურგის წინააღმდეგ კინგსლი კომანისა და დავიდ ალაბას თამაში საეჭვოაორივე მათგანმა საერთაშორისო პაუზის დროს ეროვნული ნაკრების ბანაკში მიიღო დაზიანება და ახლა მათი მდგომარეობა არაოპტიმალურიაბაიერნი რომელმაც ბუნდესლიგის ბოლო სამ თამაშში 17 გოლი გაიტანა და მშვენიერ ფორმაშია ფრაიბურგს 30 მარტს გასვლაზე შეხვდება26 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში ორხელისუფლებიანობაა ბაიერნსა და დორტმუნდის ბორუსიას თანაბარი 6060 ქულა აქვთ მაგრამ მიუნხენელები უკეთების ბურთების სხვაობის გამო წინ არიან
მანჩესტერ სიტი ჰიონესისგან ბოდიშს ითხოვს
მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობა მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტის ული ჰიონესის ირონიული განცხადებით ძალიან განაწყენებული დარჩაბრიტანული გამოცემა Mirror იტყობინება რომ ქალაქელების ბოსები გერმანული გრანდის ბოსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენეს თვითკმაყოფილი და ქედმაღალი ეგოისტის გამონათქვამებია ჩვენ აღელვებულები ვართ იმის გამოც რომ მისი ნათქვამი რასისტულიც არის საქმე მანჩესტერ სიტის ადვოკატებს გადავაბარეთ ვკითხულობთ მანჩესტერული კლუბის ოფიციალურ განცხადებაშირამდენიმე დღის წინ ული ჰიონესმა პეპ გვარდიოლასთან საუბრის დეტალები გაამხილა და სიტის დასცინაჰიონესმა განაცხადა რომ როდესაც გვარდიოლა ითხოვს მოთამაშეს რომელიც 100 მილიონი ევრო ღირს სიტის მფლობელი შეიხი ბუნებრივი აირის ფასს ზრდის რათა საკუთარი შემოსავალი გაზარდოსამ განცხადების საფუძველზე მანჩესტერ სიტი აპირებს რომ სასამართლოში შეიტანოს სარჩელი
კიმიხი საშინაო ევრო 2024ზე ნაკრების კაპიტნობა ძალიან ამაყი ვიქნები
გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა თავის სამომავლო ამბიციებზე ისაუბრასაშინაო ევრო 2024ზე ეროვნული გუნდის კაპიტნობა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია თუ მართლაც ასე მოხდება რა თქმა უნდა ძალიან ამაყი ვიქნებითუმცა მნიშვნელობა არ აქვს ვიქნები თუ არა კაპიტანი ჩემი მიზანი ერთია საშინაო ევროპის ჩემპიონატისთვის ეროვნული გუნდის წევრობათავადაც ხედავთ რომ გუნდში ცვლილებები ხორციელდება მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა ჩვენგანმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მომავლის გუნდის შენებაზე იზრუნოს განაცხადა კიმიხმაუეფას გადაწყვეტილებით 2024 წელს ევროპის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს ხოლო 24 წლის იოზუა კიმიხი უკვე ეროვნული გუნდის რეგულარული წევრია და ლიდერის თვისებებით გამოირჩევაამჟამად ეროვნული გუნდის კაპიტანი მანუელ ნოიერია
ლიოვი კროოსი და ნოიერი ძირითადში დაიწყებენ
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან სუპერმატჩის წინა პრესკონფერენციაზე ისაუბრალიოვმა დაასახელა ორი მოთამაშე რომელიც დღეს საღამოს მოედანზე პირველივე წუთებიდან გავამანუელ ნოიერი და ტონი კროოსი ხვალინდელ მატჩს პირველივე წუთებიდან დაიწყებენ ლეროი სანე და სერჟ გნაბრი ჯანმრთელად არიან და შესაძლოა ითამაშონტონი კროოსი წლების განმავლობაში არანორმალურად თანმიმდევრული და სტაბილური იყო მუდმივად თამაშობდა მცირე ჩავარდნა ამას ვერ შეცვლისვარჯიშებზე ტონიმ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა შესაძლოა მასზე რეალში მთავარი მწვრთნელის შეცვლა კარგად აისახაჰოლანდიელებს საოცარი ქიმია აქვთ ისინი ძალიან მოტივირებულები იქნებიან თუმცა ჩვენ ყველაფერი გვაქვს რომ კარგად ვიასპარეზოთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ განმარტა ლიოვმაბუნდესნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დღეს საღამოს იწყებს და პირველ მატჩს შესანიშნავ ფორმაში მყოფ ჰოლანდიასთან ამსტერდამში გამართავს
O Jogo ბაიერნი 19 წლის პორტუგალიელ ტალანტს უმიზნებს
მიუნხენური გრანდის რადარზე კიდევ ერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი მოხვდა ლისაბონის ბენფიკას თავდამსხმელი ჟოაუ ფილიპე19 წლის სუპერტალანტს მიუნხენის ბაიერნის სკაუტები ჯერ ზაგრების დინამოსთან მატჩში აკვირდებოდნენ ხოლო ახლა საერთაშორისო დონეზე გადაინაცვლესრეკორდმაისტერის წარმომადგენლები პორტუგალიის 20 წლამლდელთა ნაკრების თამაშებს ინგლისისა და გერმანიის წინააღმდეგ დაესწრებიან და ჟოაუს დააკვირდებიანჟოაუ ფილიპეს გამოსასყიდი თანხა ახლა 30 მილიონ ევროს შეადგენს და მისი კონტრაქტი ლისაბონურ კლუბთან 2022 წლამდეა გათვლილიფილიპემ ბენფიკას მეორე გუნდის მაისურით მიმდინარე სეზონში 20 თამაშში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა
კომანი ამ შემთხვევამ დამარწმუნა რომ ბაიერნი დიდი ოჯახია
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა გარემარბმა კინგსლი კომანმა თავის კარიერაში მომხდარ მნიშვნელოვან მომენტზე ისაუბრარამდენიმე თვის წინ ული ჰიონესმა ტეგერნზეში თავის სახლში დამპატიჟა რათა ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და საკუთარი აზრები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინაიქ მხოლოდ ჩვენ ვიყავით მეტი არავინ საკმაოდ სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა მან სპეციალურად ჩემთვის ბავარიული ნამცხვრები დაამზადებინაამის შემდეგ მივხვდი თუ რას გილუსხმობს ხალხი როდესაც ბაიერნს ერთ დიდ ოჯახს უწოდებს მან მითხრა რომ თუ ყოველდღიურად დავიხარჯები კლუბისთვის ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებიანახლა მიუნხენში გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ თავს განაცხადა 22 წლის ფრანგმაკინგსლი კომანი რეკორდმაისტერის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ახლა ის ბაიერნის მთავარი იმედია რიბერირობენის თანდემის ჩასანაცვლებლად
ჰიონესმა მანჩესტერ სიტის დასცინა
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მანჩესტერ სიტის სატრასნფერო პოლიტიკაზე ირონიული კომენტარი გააკეთაჩემმა მეგობარმა პეპმა მომიყვა თუ რა ხდება როდესაც მას სურს მოთამაშე რომელიც 100 მილიონი ევრო ღირსის იღებს ამ მოთამაშის თამაშის ამსახველ ვიდეოს და შეიხ მანსურთან მიფრინავსშემდეგ ისინი ვახშმობენ უყურებენ ვიდეოს და შეიხი ასახელებს აუცილებელ თანხას შემდეგ შეიხი გაზის მილს რამდენიმე მილიმეტრით გადაწევს და ღირებულებას გაზრდისმე კი ვამაყობ რომ მიუნხენის ბაიერნში ასეთ დროს არა შემოსავლის გაზრდაზე არამედ უკვე არსებული რესურსის გამოყენებაზე ვფიქრობთ განაცხადა ულიმპეპ გვარდიოლა მიუნხენურ გრანდს 201316 წლებში ხელმძღვანელობდა და შემდეგ მანჩესტერ სიტი ჩაიბარა
სანიოლი ბაიერნს ერნანდესი არ სჭირდება
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მარჯვენა მცველმა ლეგენდარულმა ვილი სანიოლმა ლუკა ერნანდესის პოტენციური ტრანსფერი დეტალურად განიხილარეკორდმაისტერი მადრიდის ატლეტიკოსა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველს სერიოზულად უმიზნებს და მის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდისახლა მარცხენა მცვლის როლს დავიდ ალაბა ასრულებს ამიტომ ის გუნდს დატოვებს ან ცენტრალური მცველის ან ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებსცენტრალური მცველის პოზიციაზე არიან ზიულე და პავარი აგრეთვე ბოატენგი და ჰუმელსი 80 მილიონი ევრო დარწმუნებული ვარ ბაიერნი ამდენს არ გადაიხდისკლუბს 200 მილიონი ევრო აქვს საზაფხულო ტრანსფერებისთვისმათ მხოლოდ ერთი პოზიცია არ აქვთ ამოსავსები საჭიროა მარცხენა მცველი ნახევარმცველი ვინგერი და სათადარიგო თავდამსხმელიგაოცებული ვარ თუ რატომ დაინტერესდა ბაიერნი ლუკა ერნანდესით მიუნხენურ კლუბს ყოველთვის შეტევითი პოტენციალის მქონე განაპირა მცველები ჰყავდა ლიზარაზუ ლამი მე თუ სეზონის განმავლობაში 10ზე ნაკლებ ასისტს აკეთებ გერმანული პრესა განადგურებსლუკას 3 ცენტრალურ მცველიან ტაქტიკაში ნამდვილად ვხედავ ვინაიდან ნიკოს ეს განლაგება მოსწონსერნანდესს კარგი მარცხენა აქვს არამგონია რადგან მის ანგარიშზე მხოლოდ სამი ასისტია დაცვაში ლუკა ძალიან საიმედოა მაგრამ შეტევაში მოიკოჭლებს განაცხადა 2006 წლის მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა23 წლის ფრანგმა რომელიც 2018 წლის მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი იყო მიმდინარე სეზონში 22 თამაშში მიიღო მონაწილეობა 1 გოლი გაიტანა და არცერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია
მიუნხენელები ლივერპულთან დამარცხდნენ
ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალურ მატჩში ერთმანეთს ბაიერნი და ლივერპული დაუპირისპირდნენ თამაში მიუნხენში ალიანც არენაზე გაიმართამატჩი მშვიდად დაიწყო მიუნხენელები შედარებით აქტიურნი ჩანდნენ თუმცა სისწრაფე აკლდათ ნეიტრალურ მაყურებელს ეს თამაში დიდად არ მიიზიდავდა რომ არა პირველი გოლი ვან დეიკმა თავისი ნახევრიდან ისროლა ბურთი რომლის მარტივად მოგერიებაც შეეძლო რაფინიას ამ უკანასკნელმა კი რომელიც დისკვალიფიცირებული იოზუა კიმიხის ნაცვლად გამოდიოდა მოედანზე ბურთი მანეს ჩააბარა მიუხედავად ამისა ეს ეპიზოდი არ იყო უიმედო ბაიერნისთვის თუმცა მეორე შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა მანუელ ნოიერმა გადაწყვიტა კარი დაეტოვებინა და ასე დახმარებოდა გუნდს საბოლოოდ კი სადიო მანემ ცარიელ კარში შეძლო გოლის გატანარამდენიმე წუთის შემდეგ მატიპმა ავტოგოლი მიიწერა და ანგარიში გათანაბრდა მეორე ტაიმი ბაიერნის ფეხბურთელებისთვის უიღბლო აღმოჩნდა ვან დეიკმა შეძლო მიუნხენელების კარში მეორე ბურთის შეგდება სალაჰმაც გამოღვიძება გადაწყვიტა და მისი გადაცემული ბურთით მანემ დუბლი გაიფორმა თამაშის მთელი ინტრიგა მოკვდამიუნხენელები სახლში ანგარიშით 13 დამარცხდნენ და დაემშვიდობნენ ჩემპიონთა ლიგას
ბაიერნი  ლივერპული მიუნხენელები 14 ფინალისთვის იბრძოლებენ
გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი ბრწყინვალე გამარჯვებისა და ლიდერობის დაბრუნების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს ახლა ურთულესი მისია აქვსნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 18 ფინალურ მატჩს გამართავს შინ ლივერპულთან და ეცდება რომ საკუთარ კედლებში გამარჯვება მოიპოვოსბაიერნი ლივერპულიჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალითარიღი 0000 საათი 13 მარტისტადიონი მიუნხენ არენა მიუნხენიმთავარი მსაჯი დანიელე ორსატო იტალიაგუნდების წინასამატჩო მდგომარეობამიუნხენური კლუბი ენფილდზე თამაშის წინ ბევრმა ჩამოწერა მაგრამ ნიკო კოვაჩის გუნდმა ლივერპულში საკმაოდ ორგანიზებული სოლიდური ფეხბურთი აჩვენა და მიუხედავად იმისა რომ გოლი ვერ გაიტანა არც ლივერპულს მისცა თავის გამოჩენის საშუალება 00 სახიფათო ანგარიშია მაგრამ მიუნხენური გრანდი ახლა მშვენიერ ფორმაში იმყოფება და საპასუხო გადამწყვეტ ორთაბრძოლას იდეალური განწყობით ხვდება ბაიერნმა ბოლო ორ თამაშში 11 ბურთის გატანა მოახერხა და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგორეკორდმაისტერმა გასულ უქმეებზე შინ ვოლფსბურგი 60 გააცამტვერა მანამდე კი გასვლაზე უხერხული მეტოქე მიუნხენგლადბახის ბორუსია 51 გაანადგურა ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას ქულების რაოდენობით გაუთანაბრდა ბურთების სხვაობით კი გაასწრო და ბუნდესლიგაში ლიდერობა დაიბრუნა ახლა კი ნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ეცდება წარმატების მიღწევას და 14 ფინალში გასვლასმერსესაიდულ გრანდს სეზონის მნიშვნელოვან სტადიაზე ცოტათი უჭირს და იურგენ კლოპის გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაკარგა ბაიერნთან უგოლო ფრის შემდეგ ლივერპულმა სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედთან მორიგი რთული ბრძოლა გადაიტანა და ფრედ 00 ითამაშა ამას მოჰყვა უოტფორდთან ბრწყინვალე გამარჯვება 50 და მერსესაიდული დერბი რომელიც ასევე ფრედ 00 დასრულდა და წითლები მანჩესტერ სიტის 1 ქულით ჩამორჩნენგასულ უქმეებზე იურგენ კლოპის გუნდმა შინ ბარნლი 42 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გასვლის წინ განწყობა გაიუმჯობესა ამ ეტაპზე ლივერპული ორ ფრონტზე იბრძვის და ბაიერნთან პირველ შეხვედრაში მერსესაიდელები რისკზე არ წავიდნენ ამჯერად ლივერპულს აქვს შესაძლებლობა რომ თავისი ლაღი და გახსნილი ფეხბურთი ითამაშოს ვინაიდან მიუნხენში გოლების გატანა საქმეს მხოლოდ გაამარტივებსიოზუა კიმიხის გარეშემიუნხენურ გრანდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს გუნდს შესაძლოა დააკლდეს ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი კინგსლი კომანი რომელსაც ბარძაყის პრობლემები აქვს კომანის თამაში საეჭვოა ხოლო არიენ რობენი რომელმაც ახალი დაზიანება მიიღო აუცილებლად გამოტოვებს თამაშს ლაზარეთშია კორენტენ ტოლისოც ხოლო თომას მიულერი და იოზუა კიმიხი დისკვალიფიკაცირებულნი არიანრაც შეეხება ლივერპულს მერსესაიდულ გრანდს ისედაც დიდი ხნით დამტვრეული ოქსლეიდჩემბერლენი და ჯო გომესი ვერ ეხმარებიან წინა მატჩის შემდეგ კი გუნდს ვირჯილ ვან დეიკი უბრუნდებასავარაუდო შემადგენლობებიბაიერნი ნოიერი რაფინია ზიულე ჰუმელსი ალაბა ტიაგო მარტინესი გნაბრი ხამესი რიბერი ლევანდოვსკილივერპული ალისონი არნოლდი მატიპი ვან დეიკი რობერტსონი ვიინალდუმი ფაბინიო ჰენდერსონი სალაჰი ფირმინო მანეფაქტები და სტატისტიკალივერპული და ბაიერნი ჩემპიონთა თასისლიგის 5 გზის მფლობელები არიან მაგრამ 2001 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიანამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 18 წლის წინ უეფას სუპერთასზე შედგა უეფას თასის გამარჯვებულმა ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი ბაიერნი 2001 წლის ზაფხულში მონაკოში 32 დაამარცხასუპერთასამდე 198081 წლების სეზონში მერსესაიდულმა გრანდმა ბაიერნი ჩემპიონთა თასის 12 ფინალში დაამარცხა ენფილდზე უგოლო ფრის შემდეგ მიუნხენში შედეგიანი ფრის 11 წყალობით ფინალში ინგლისელები გავიდნენ და ტიტულიც მოიპოვესბაიერნმა კი წარმატება ამ გუნდების პირველ ურთიერთშეხვედრაში მოიპოვა 197172 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში მერსესაიდში უგოლო ფრის შემდეგ ბაიერნმა სახლში გერდ მიულერის დუბლითა და ული ჰიონესის გოლით 31 იმარჯვამერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს 5 მოგება და 1 მარცხი გამონაკლისი 200506 წლების სეზონში დაფიქსირდა როდესაც მოქმედი ჩემპიონები გათამაშებას ლისაბონის ბენფიკამ გამოთიშამერსესაიდულ გრანდს გერმანული კლუბების წინააღმდეგ ორმატჩიან დუელებში ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს 14 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი მიუნხენური გრანდი კი მერვედფინალურ ეტაპზე მე15დ ასპარეზობს სტატისტიკა დადებითია 11 მოგება 3 წაგებარეკორდმაისტერი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ფლეიოფის სტადიაზე ასევე წარმატებით ასპარეზობს 10 მოგება 5 მარცხი ბაიერნს პრემიერ ლიგის გუნდებთან ბოლო 5 ორთაბრძოლა აქვს მოგებულიბაიერნს ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა აქვს მოგებულიმიუნხენურმა კლუბმა პირველი მატჩი გასვლაზე 23ჯერ დაასრულა ფრედ და მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე 1981 წელს ლივერპულთან გასვლა 00 სახლი 11 და 2007 წელს მილანთან გასვლა 22 სახლი 02ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ყველა გასვლითი მატჩი წააგოპირველი თამაშის შინ ფრედ დასრულების შემდეგ ლივერპული მომდევნო ეტაპზე სამჯერ გავიდა ხოლო ოთხჯერ ვერ გავიდაიურგენ კლოპი 200108 წლებში მაინცს ხოლო 200815 წლებში დორტმუნდის ბორუსიას ხელმძღვანელობდა მისი საერთო სტატისტიკა ბაიერნის წინააღმდეგ ასეთია 9 მოგება 4 ფრე და 10 წაგებახერდან შაქირი თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება 27 წლის შვეიცარიელი ბაიერნის ღირსებას 201215 წლებში იცავდა და 81 თამაშში 17 გოლის გატანა მოახერხა
ფანკლუბის შეკრება ლივერპულთან საპასუხო თამაშზე
მიუნხენის ბაიერნმა ბოლო პერიოდში შესანიშნავი ფორმა აკრიფა ბუნდესლიგაში პირველობა დაიბრუნა და ახლა დგება სეზონის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიენფილდზე უგოლო ფრის შემდეგ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლივერპულს შინ მიიღებს და ყველაფერი ალიანს არენაზე გადაწყდებაBayernge ტრადიციულად გთავაზობთ რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ერთად ვუყუროთ და ჩვენს საყვარელ გუნდს მხარი დავუჭიროთლივერპულთან საპასუხო თამაშისთვის Bayernge მართავს შეკრებას ოთხშაბათს 13 მარტსვიკრიბებით 2300 საათზე ბუკიას ბაღში და ერთად მივდივართ გამრეკელის 15 ნომერში მდებარე ევრო პაბში თითო ადამიანზე ვკრებთ 20 ლარსწამოსვლის მსურველებმა დეტალური ინფორმაციისათვის მოგვწერეთ Bayerngeს ფეისბუქის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე557 62 89 98 დავითი557 13 13 81 რომა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0