bayern.ge სლაიდერი გვერდი 19
გადაწყდა ბუნდესლიგაში ფანები ბრუნდებიან
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების მიხედვით მომავალი სეზონიდან ბუნდესლიგაში ფანებს დასწრება შეეძლებათ თუმცა იმოქმედებს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვაპირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია გასვლით მატჩებზე ფანებს არ შეეძლებათ საკუთარი გუნდის მხარდაჭერა და დასწრება გარდა ამისა ბილეთები პერსონალურად გაიყიდებაასევე ფანებს არ შეეძლებათ სტადიონზე ალკოჰოლური სასმელებს მათ შორის ლუდის შეტანა ან ყიდვა და ბოლოს არ იქნება ეწ ფეხზე დასადგომი ადგილებიშეგახსენებთ რომ ბუნდესლიგის მომდევო სეზონი მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დაიწყება
4 ვარიანტი ვინ შეცვლის პავარს ჩემპიონთა ლიგაზე
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნის მარჯვენა მცველმა ბენჟამინ პავარმა დაზიანება მიიღო რის გამოც ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ვერ დაეხმარებაგერმანულმა გამოცემა Bildმა ჩამოწერა რამდენიმე ვარიანტი იმისა თუ როგორ შეუძლია ჰანს ფლიკს ახალგაზრდა ფრანგი მცველის ჩანაცვლებაპირველ რიგში ეს გახლავთ იოზუა კიმიხი მოგეხსენებათ გერმანელი ფეხბურთელი თავდაპირველად სწორედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდაასევე ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს ლუკას ერნანდესსაც 2017 წელს ატლეტიკოს რიგებში ჩემპიონთა ლიგის 12 ფინალში რეალის წინააღმდეგ ფრანგმა სწორედ მარჯვენა მცველის როლი მოირგომესამე ფეხბურთელი ვისი ნდობაც ასევე შეიძლება ალვარო ოდრიოსოლაა თუმცა ახალგაზრდა ესპანელს სათამაშო დრო ძალიან იშვიათად ეძლეოდა ბაიერნის რიგებში და რთული გასარკვევია რამდენად კარგ ფორმაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგასდა ბოლო მოთამაშე ამ პოზიციაზე კრის რიჩარდსი გახლავთ თუმცა მისი ხილვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა 20 წლის ფეხბურთელს ბაიერნის რიგებში დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა და საეჭვოა ენდობა თუ არა მას ლიგაზე ჰანს ფლიკი
ოფიციალურად ბაიერნი 2 მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა რომ სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი სებასტიან ჰიონესი მომავალი სეზონიდან ახალ გუნდს ჩაიბარებს38 წლის სპეციალისტს ჰოფენჰაიმიდან ჰქონდა შეთავაზება რაზეც თანხმობა განაცხადა შესაბამისად ჰიონესი მომავალი სეზონიდან რეკორდმაისტერის კონკურენტი იქნებაშეგახსენებთ რომ ბაიერნის სარეზერვო გუნდმა ჰიონესის ხელმძღვანელობით აწ უკვე დასრულებულ ბუნდესლიგა 3ის სეზონში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ფეხბურთელი ადასტურებს ბაიერნი ბარსელონას ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის ბაიერნი ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობსესპანური გამოცემა Sportის ინფორმაციით ამჯერად რეკორდმაისტერის რადარზე კატალონიის ბარსელონას ამომავალი ვარსკვლავი პედრი გამოჩნდა17 წლის შემტევი ნახევარმცველი გასულ სეზონს ლას პალმასში იჯარის წესით ატარებდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა ის ესპანეთის 19 წლამდელთა გუნდის წევრიააღსანიშნავია რომ გერმანული კლუბების მხრიდან ინტერესი თავად პედრიმაც დაადასტურა თუმცა კონკრეტული გუნდის სახელი არ გაუმხელია
როდის დაუბრუნდება ბენჟამინ პავარი მწვანე მინდორს
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნის მარჯვენა მცველმა ბენჟამინ პავარმა ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღოფრანგული გამოცემა Lequipeის ინფორმაციით 24 წლის ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ის დაახლოებით 46 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ვარჯიშის განახლებასუკვე გადაწყვეტილია რომ ფრანგი მცველი ბაიერნის დახმარებას ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ეტაპზე ვეღარ მოახერხებსდიდი ალბათობით პავარი რეკორდმაისტერს ბუნდესლიგის განახლების წინ დაუბრუნდება
90min სეზონის საუკეთესო მეკარეები  რომელ ადგილზეა ნოიერი
ავტორიტეტულმა გამოცემა 90mincomმა 201920 წლების სეზონის მეკარეების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნააღსანიშნავია რომ მიუნხენის ბაიერნის კაპიტანი მანუელ ნოიერი სიაში საკმაოდ დაბალ მეექვსე პოზიციას იკავებსსრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება
ბაიერნი რეალის წინააღმდეგ სატრანსფერო ბრძოლაში ჩაერთო
მიუნხენის ბაიერნის რადარზე კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდაამჯერად საქმე ეხება ფრანგული რენის უნიჭიერს ნახევარმცველს ედუარდო კამავინგას რომლის შეძენაც სხვა გრანდების გარდა ასევე მადრიდის რეალსაც სურსესპანური გამოცემა ASის ინფორმაციით სამეფო კლუბი 17 წლის ფებხურთელის ტრანსფერს მომავალ წელს გეგმავს კამავინგას კი ფრანგული გუნდის დატოვება მიმდინარე ზაფხულშივე სურსწყაროს ცნობით რენი ახალგაზრდა ფეხბურთელს 80 მილიონ ევროდ აფასებს რეკორდმაისტერმა კი ფრანგის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყოშეგახსენებთ რომ კამავინგა რენის ღირსებას 2018 წლიდან იცავს და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური კლუბმა მეტწილად სწორედ მისი დამსახურებით მოიპოვა
რუმენიგე ოქროს ბურთზე FIFAს პრეზიდენტს დაველაპარაკები
მოგეხსენებათ France Footballის გადაწყვეტილებით ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი წელს აღარ გაიმართება და შესაბამისად არც ჯილდოს მიიღებს რომელიმე ფეხბურთელიაღნიშნულ თემაზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ ჰაინც რუმენიგემ გააკეთასეზონი ყველა ტოპ ლიგაში ჩამთავრდა გარდა საფრანგეთისა შესაბამისად ვფიქრობ რომ ოქროს ბურთი აუცილებლად უნდა გადაეცეს რომელიმე ფეხბურთელს გადაწყვეტილება არ მომეწონა ეს არასამართლიანავგეგმავ რომ FIFAს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს მივმართო რათა France Football დაარწმუნოს ოქროს ბურთის გადაცემაში ან თავად ორგანიზაციამ ითავოს ეს საქმე აცხადებს რუმენიგე
ბაიერნი და ინტერი ხმაურიან გაცვლას გეგმავენ
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის ბაიერნის შესრულებით შესაძლოა ხმაურიანი გაცვლა ვიხილოთიტალიური გამოცემა Tuttosportის ინფორმაციით რეკორდმაისტერი და მილანის ინტერი ტრეიდს გეგმავენროგორც ცნობილია ნერაძურის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კორენტინ ტოლისოს დიდი გულშემატკივარია და მისი ხილვა საკუთარ გუნდში სურსწყაროს ცნობით არ არის გამორიცხული მილანელებმა ტოლისოს სანაცვლოს მარსელ ბროზოვიჩი დათმონ რომლის დამატებაც ბაიერნს გასულ წელს სურდა
ბაიერნის რიგებში ტრავმიანობა კვლავ გრძელდება
ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე ორი კვირით ადრე მიუნხენის ბაიერნის რიგებში ტრავმიანობა კვლავ გრძელდებადღეს რეკორდმაისტერმა მორიგი გუნდური ვარჯიში ჩაატარა თუმცა სამწუხაროდ მარჯვენა მცველმა ბენჟამინ პავარმა დაზიანება მიიღო რის გამოც საწვრთნელი ბაზა დროზე ადრე დატოვაკლუბის ოფიციალური საიტის ცნობით საქმე მყესის დაზიანებასთან გვაქვს ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რა დრო გაუცდება ფრანგ მცველს თუმცა პირველადი დაკვირვებით ტრავმა საკმაოდ სერიოზულიაგერმანული გამოცემების ინფორმაციით არ არის გამორიცხული პავარმა გუნდის დახმარება ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ეტაპზე ვერ მოახერხოს
იურგენ კლოპი ტიაგო ალკანტარას შესახებ მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა კარიერას ლივერპულში გააგრძელებსაღნიშნულ თემაზე კითხვა მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპსაც დაუსვეს რომელმაც შემდგომი პასუხი გასცაამ მომენტში კონკრეტული რამის თქმა შეუძლებელია წარმოდგენაც კი არ მაქვს თუ ვინ იქნება ჩემს გუნდში მომავალ სეზონშიტიაგოზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია ის დიდებული ფეხბურთელია თუმცა ბაიერნის საკუთრებაა ამ მომენტში მეტს ვერაფერს ვიტყვი აცხადებს კლოპი
სანემ ჰავერცის მომავალი კლუბის ვინაობა გაამხილა
მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა ლეროი სანემ საკმაოდ მოულოდნელად კაი ჰავერცის მომავალი კლუბის ვინაობა გაამხილაგერმანელებს მუდამ ძალიან კარგი ტალანტები ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბრწყინვალე შანსი ეძლევათ ბუნდესლიგაში საკუთარი თავის წარმოჩენისვფიქრობ ჩელსიმ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კარგად იმუშავა და გერმანიის ორი ამომავალი ვარსკვლავი დაიმატა კაი ჰავერცისა და ტიმო ვერნერის სახით განაცხადა სანემ
ლევანდოვსკი ის ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მეტოქეა
მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელავფიქრობ ყველაზე ძლიერი მცველი რომლის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში მითამაშია სერხიო რამოსიაბევრ რთულ ოპონენტს შევხვედრივარ თუმცა რამოსი ყველა მათგანზე მაღლა დგას მის წინააღმდეგ ნებისმიერ სახის ორთაბრძოლის მოგება ძალიან რთული და სასიამოვნოა ის დიდებული მცველი და ფეხბურთელია აცხადებს ლევანდოვსკი
ბაიერნის შტაბში კიდევ ერთი ვეტერანი იმუშავებს
მიუნხენის ბაიერნი განაგრძობს სამწვრთნელო შტაბში ყოფილი ფეხბურთელების დასაქმებასგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით მას შემდგომ რაც სანდრო ვაგნერმა ტიანციან ტედასთან კონტრაქტი გაწყვიტა კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ამჯერად მწვრთნელობაში აპირებს ბედის ცდასწყაროს ცნობით 32 წლის ფეხბურთელი შესაბამისი ლიცენზიის აღების შემდეგ რეკორდმაისტერის ერთერთ ახალგაზრდულ გუნდს ჩაიბარებსშეგახსენებთ რომ ვაგნერი ბაიერნის აღზრდილია და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ღირსებას ჯერ 20078 შემდგომ კი 201719 წლებში იცავდა
ბაიერნმა კომანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ რომ მანჩესტერ იუნაიტედი მიუნხენის ბაიერნის შემტევის კინგსლი კომანის ტრანსფერზე მუშაობს თუმცა როგორც ჩანს შეთანხმება ვერ შედგებაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰანს ფლიკის მომავალი სეზონის გეგმებში შედის და შესაბამისად რეკორდმაისტერი მის გაყიდვას არ აპირებსწყაროს ცნობით კომანი როტაციის ფეხბურთელი იქნება და ლეროი სანესა და სერჟ გნაბრის დასვენების საშუალებას მისცემს გარდა ამისა ტრავმების დროს შეძლებს შემტევი მოთამაშეების ჩანაცვლებას
ოქროს ბურთის დაჯილდოება მაინც ჩატარდება France Football გამოკითხვას ატარებს
რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა რომ კორონავირუსისგან გამოწვეული პაუზის გამო ოქროს ბურთის 2020 წლის გათამაშება აღარ ჩატარდება თუმცა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება მალე შეიცვალოსფრანგულმა გამოცემა France Footballმა რომელიც ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას ატარებს სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა დადო სადაც მარტივი კითხვაა დასმულიეთანხმებით თუ არა France Footballის გადაწყვეტილებას ოქროს ბურთის ჩატარებაზე ამ მომენტისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 13000მდე ადამიანმა მიიღო და მათი 70 უარყოფით პასუხს სცემსგამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ამ ლინკზე
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0