bayern.ge სლაიდერი გვერდი 40
ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეიტინგი გამოქვეყნდა  რომელ ადგილზეა ბაიერნი
ავტორიტეტულმა გამოცემა Globe Soccerმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესოთა სია გამოაქვეყნარეიტინგი კლუბების მიერ ევროპის თასის ჩემპიონთა ლიგად გადაკეთების პერიოდიდან ანუ 1992 წლიდან დაგროვებული ქულების მიხედვით შედგააღსანიშნავია რომ მიუნხენის ბაიერნი საპატიო მეორე ადგილს იკავებს 476 ქულით და მხოლოდ და მხოლოდ ტურნირი ყველაზე ტიტულოვან კლუბს მადრიდის რეალს ჩამორჩებასრული სია შემდეგნაირად გამოიყურება
რიბერი სანეს თუ დავჭირდები შეუძლია ნებისმიერ დროს დამირეკოს
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრენკ რიბერიმ ლეროი სანეს ტრანსფერზე კომენტარი გააკეთალეროი სანე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია რომელსაც დიდი მატჩების შედეგების გადაწყვეტა შეუძლია ის ნებისმიერი მაღალი დონის კლუბისთვის იდეალური შენაძენი იქნებოდავიცი რომ სანეს შეძენასთან ბაიერნი ძალიან ახლოსაა მას რაიმე დახმარება ან რჩევა თუ დასჭირდება შეუძლია ნებისმიერ დროს დამირეკოს აცხადებს რიბერი
კოუტინიოს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი გააკეთა
კატალონიის ბარსელონას საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს მომავალზე მისმა აგენტმა საინტერესო განცხადება გააკეთაფილიპეს მომავალი ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელია რაომე შეთანხმების მიღწევაჩემი კლიენტი მიუნხენში ბედნიერია მას მოსწონს კლუბი და აქ არსებული ატმოსფერო ამჟამად კოუტინიოს კონტრაქტზე უფრო მნიშვნელოვან თემებზე აქვს საფიქრი ის ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს მინდორზე აცხადებს აგენტი კია იორაბხიანი
ბაიერნი რეალი და ინტერი ახალ ტურნირს ჩაატარებენ
მადრიდის რეალი მილანის ინტერი და მიუნხენის ბაიერნი 2021 წელს ევროპული სოლიდარობის თასზე European Solidarity Cup მიიღებენ მონაწილეობას ინფორმაციას კლუბების ოფიციალური ვებგვერდები ავრცელებენ მათი მიზანია გაგზავნოს სოლიდარობის მესიჯი და შეგროვილი თანხით სამედიცინო ინფრასტრუქტურებს დაეხმარნონმატჩების ჩატარების ზუსტი თარიღი მას შემდეგ გახდება ცნობილი როდესაც გაირკვევა თუ როდის იქნება შესაძლებელი გულშემატკივრების მატჩზე დასწრება მატჩები 2021 წელს გაიმართება თითო ქალაქში თითო შეხვედრა ბაიერნი მიუნხენშირეალს მიიღებს ასევე მილანში ინტერს ესტუმრებაპანდემიამ მსოფლიოს გარშემო ყველა ადამიანს დიდი ზიანი მიაყენა ჯანდაცვის ყველა მუშაკმა შესანიშნავად იმუშავა და ახლა საშუალება გვაქვს რომ მომავალს ვუყუროთ ამ ინიციატივით გვინდა მადლობა ვუთხრათ მათ და აღვნიშნოთ მათი მუშაობა ამავდროულად კი გავგზავნოთ ქვეყნებს შორის ერთიანობის და სოლიდარობის მესიჯი განაცხადა ინტერის პრეზიდენტმა
ბუნდესლიგის კვირის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
ანალიტიკურმა საიტმა Whoscoredმა ბუნდესლიგის 26ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნათერთმეტეულში მიუნხენის ბაიერნის მხრიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ბენჟამინ პავარი მოხვდააღსანიშნავია რომ ფრანგმა მცველმა გასულ ტურში ერთერთი საუკეთესო შეფასება 89 დაიმსახურა და ამ რეიტინგით მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ბორუსიას ნახევარმცველ რაფაელ გერეიორის ჩამორჩასრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება
ვაიდენფელერი ჩემი წყაროები მაქვს და ვიცი რომ ზაფხულში ლეროი სანე ბაიერნს შეუერთდება
დორტმუნდის ბორუსიას ყოფილმა კიპერმა რომან ვაიდენფელერმა ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთადარწმუნებული ვარ რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ლეროი სანეს რეკორდმაისტერის რიგებს შეუერთდება როგორც ყოფილ ფეხბურთელს ჩემი წყაროები მაქვს და ეს დადასტურებით შემიძლია მოგახსენოთ აცხადებს ვაიდენფელერიშეგახსენებთ რომ ბოლოდროინდელი ინფორმაციებით ბაიერნსა და ახალგაზრდა ვინგერს შორის კონტრაქტის თაობაზე საბოლოო შეთანხმება შედგა ახლა კი ჯერი უკვე მანჩესტერ სიტიზეა
Mundo ბაიერნმა კოუტინიოს თაობაზე გადაწყვეტილება შეცვალა
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნი ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნებას არ აპირებს თუმცა როგორც ჩანს კლუბმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალაესპანური გამოცემა Mundo Deportivoს ინფორმაციით რეკორდმაისტერი აპირებს რომ 27 წლის ნახევარმცველის იჯარა კიდევ გარკვეული ვადით გადაავადოსკერძოდ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება აგვისტოს ბოლომდე უნდა რაც დაახლოებით სამთვიან საიჯარო პერიოდს გულისხმობსწყაროს ცნობით ბაიერნს იმედი აქვს რომ კოუტინიო მათ ჩემპიონთა ლიგაზე დაეხმარებათ გარდა ამისა კლუბი ამ პერიოდში უკეთესად დააკვირდება ფეხბურთელს და გადაწყვეტს გამოისყიდოს თუ არა ის
სახალისო ფოტო როგორ ჩამოართვა ხელი მიულერმა ფლიკს ცვლილების შემდეგ
მოგეხსენებათ ბუნდესლიგის მატჩებში სოციალური დისტანციის დასაცავად გარკვეული წესები ამოქმედდა მაგალითად სათადარიგოთა სკამზე მყოფ პირებს გვერდიგვერდ დაჯდომის ულფება არ აქვთამის მიუხედავად მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა თომას მიულერმა ხელის ჩამორთმევის ორიგინალურ ხერხს მიაგნო თანაც ისე რომ სოციალური დისტანციის დაცვის წესი არ დაარღვიოსცვლილების შემდგომ ვეტერანმა ფორვარდმა თავის მთავარ მწვრთნელს ჰანს ფლიკს ხუმრობით ფეხი ამოარტყა ეს რა თქმა უნდა არ გამოჰპარვიათ მატჩის რეჟისორებს და სურათი მალევე მოედო ინტერნეტსივრცეს
ლევანდოვსკიმ მესის და რონალდუს შედეგი გაიმეორა
უნიონთან მოგებულ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავის გამოჩენა მოახერხა რითაც ლეგენდარული ფეხბურთელების ლეო მესისა და კრისტიანო რონალდუს მიღწევები გაიმეორაკერძოდ პოლონელ ფეხბურთელს უკვე ზედიზედ 5 სეზონია რაც მინიმუმ 40 გოლი გააქვს მსგავსი შედეგი კი 21ე საუკუნეში მხოლოდ ზემოხსენებულ მოთამაშეებს აქვთშეგახსენებთ რომ რეკორდმაისტერმა გასულ მატჩში 02 იმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა მომდევნო შეხვედრა გუნდს საკუთარ კედლებში 23 მაისს ფრანქფურტის აინტრახტის წინააღმდეგ მოუწევს
ნოიერმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კომენტარი გააკეთა
უნიონთან მოგებული შეხვედრის შემდგომ მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა კომენტარი გააკეთამოხარული ვარ მინდორზე დაბრუნებით და გამარჯვებით ვფიქრობ ეს დავიმსახურეთ რადგან მაქსიმალურად ვემზადებოდით ამისთვის 9 კვირა ფეხბურთის გარეშე რთული იყო მაგრამ ახლა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდებაბაიერნის კაპიტანი ვარ და ამ გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ თუმცა ჯერჯერობით კონტრაქტის თაობაზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და არც რაიმე გადაწყვეტილება მიგვიღია აცხადებს ნოიერი
ჰანს ფლიკი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა
ბუნდესლიგის 26ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად ბერლინის უნიონს სძლია ანგარიშით 02 და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივშიაღსანიშნავია რომ ამ გამარჯვების წყალობით რეკორდმაისტერის დამრიგებელი ჰანს ფლიკი ბუნდესლიგის ახალი რეკორდსმენი გახდაკერძოდ მას შემდგომ რაც მიუნხენურ გრანდს 55 წლის სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში გუნდმა 16 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა მსგავსი შედეგი კი 21ე საუკუნეში ბუნდესლიგაში არავის ჰქონია
კურიოზი რა გააკეთა ბაიერნის ფანმა მატჩის სანახავად
კორონავირუსის პანდემიამ როგორც მთელი მსოფლიო ისე საფეხბურთო სამყაროც მრავალი უცნაური ფაქტის წინაშე დააყენაროგორც ახლანდელი მდგომარეობა მოითხოვს ბერლინის უნიონისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობდა მაგრამ ფანები ყველა სიტუაციაში იპოვნიან გამოსავალს მაგალითად ერთმა მათგანმა მაინც შეძლო თამაშზე დასწრება ის იქვე სტადიონთან მდებარე ტყის 12მეტრიან ხეზე აძვრა და მატჩს უყურებდაის ერთადერთი გულშემატკივარი იყო რომელიც სეზონის განახლების შემდეგ ბუნდესლიგის მატჩს დაესწროსტადიონთან მობილიზებულმა პოლიციელებმა ის მალევე შეამჩნიეს და აიძულეს ხიდან ჩამოსულიყო აღსანიშნავია რომ მას ჯარიმა ან რაიმე სასჯელი არ ემუქრება
იყო თუ არა რეალურად თამაშგარე მიულერის გოლის ეპიზოდში ფოტო
ბუნდესლიგის 26ე ტურში მიუნხენის ბაიერნი ბერლინის უნიონს ესტუმრა და ანგარიშით 02 იმარჯვასამი ქულის მოპოვების მიუხედავად რეკორდმაისტერმა თამაში საკმაოდ მძიმედ დაიწყო და გოლის გატანა მხოლოდ მე40 წუთზე მოახერხა თუმცა მანამდე იყო ერთი საკამათო ეპიზოდი რომელსაც დიდი გარჩევა მოჰყვაკერძოდ მე19 წუთზე თომას მიულერმა სერჟ გნაბრის გადაცემის წყალობით გოლი გაიტანა მაგრამ მთავარმა არბიტრმა ვიდეოგამეორების შემდგომ ის გააუქმამატჩის შემდგომ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ფოტო სადაც ნათლად ჩანს რომ გერმანელი ფორვარდი მართლაც თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი გოლი სამართლიანად გაუქმდა
როგორ გამოიყურებოდა ბაიერნის სათადარიგოთა სკამი ფოტო
ბუნდესლიგის 26ე ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნი ბერლინის უნიონს ესტუმრა და ანგარიშით 02 დაამარცხამოგეხსენებათ ბუნდესლიგის შეხვედრები მხოლოდ განსაკუთრებული ზომების დაცვით მიმდინარეობს ერთერთი წესით სათადარიგოთა სკამზე მყოფ მოთამაშეებს დისტანციის დაცვა მოეთხოვებათშესაბამისად ბაიერნის ფეხბურთელებს ტრიბუნაზე გადანაცვლება მოუწიათ ეს კადრები არ გამოჰპარვიათ მატჩის რეჟისორებს
უნიონი VS ბაიერნი სასტარტო შემადგენლობა
ბუნდესლიგის 26ე ტურში მიუნხენის ბაიერნი ბერლინის უნიონს ესტუმრებათამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე რეკორდმაისტერის დამრიგებელმა ჰანს ფლიკმა განახლებული სეზონის პირველი სამატჩო განაცხადი დაასახელანოიერი პავარი ბოატენგი ალაბა დეივისი გორეცკა კიმიხი ალკანტარა მიულერი ლევანდოვსკი გნაბრი
არა ჰომოფობიას  როგორ ხვდება ბაიერნი სეზონის განახლებას
17 მაისს მსოფლიოს მასშტაბით ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება აღნიშნულ ღონისძიებას მიუნხენის ბაიერნის შეუერთდა სოციალური ქსელის მეშვეობითდღეს და ყოველთვის არა ჰომოფობიას დიახ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებას წერს გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდიშეგახსენებთ რომ დღეს ბაიერნი ასევე თავის პირველ მატჩს ატარებს ბუნდესლიგის სეზონის განახლების შემდგომ გუნდი ბერლინის უნიონს ესტუმრება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0