bayern.ge სლაიდერი გვერდი 79
ბაიერნის ზამთრის პირველი ტრანსფერი გადაწყვეტილია
მიუნხენის ბაიერნი ზამთრის პირველი ტრანსფერის დასრულებასთან ახლოსაამოგეხსენებათ ხავი მარტინესმა დაზიანება მიიღო რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში იუქმებს გარდა ამისა ტრავმირებულია ნიკლას სულეც რომლისთვისაც სეზონი დასრულებულიაშესაბამისად გუნდში ახალი მცველის მოყვანა აუცილებელია ესპანური გამოცემა ASის ინფორმაციით რეკორდმაისტერის რიგებს იანვარში ბილბაოს ატლეტიკის ფეხბურთელი უნაი ნუნესი შეუერთდებაწყაროს ცნობით ბაიერნი ახალგაზრდა მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის
უცნობი ისტორია რატომ არ გადავიდა აზარი ბაიერნში
ედენ აზარი დღესდღეისობით ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია მსოფლიოში ის გასულ ზაფხულს მადრიდის რეალში გადავიდა 120 მილიონი ევროს სანაცვლოდთუმცა ბელგიელი ფეხბურთელის ყოფილი თანაგუნდელი ჩელსიში რობ გრინი საინტერესო ისტორიას იხსენებს რომლის მტკიცებითაც აზარის დამატება ბაიერნსაც უნდოდამიუნხენელებს მართლაც სურდათ რომ აზარი შეეძინათ თუმცა თავად ედენმა განაცხადა უარი ტრანსფერზემან თქვა რომ მისი ტრანსფერი ძმაზე უარესად აისახებოდა რადგან ტორგანი გერმანიაში თამაშობს და იქ იცნობენ როგორც ტორგან აზარს და არა ედენ აზარის ძმას აცხადებს გრინი
ბაიერნის ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეული
21ე საუკუნის მეორე ათწლეულის დასრულებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება გასულ დეკადაში მიუნხენის ბაიერნმა არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგოამ წარმატებაში რა თქმა უნდა უდიდესი წვლილი ფეხბურთელებს მიუძღვის რომლებმაც რეკორდმაისტერში ნამდვილი ეპოქა შექმნესგთავაზობთ გუნდის საუკეთესო თერთმეტეულს ბოლო ათწლეულშინოიერი ლამი ბოატენგი ჰუმელსი ალაბა ხავი მარტინესი შვაინშტაიგერი მიულერი რობენი ლევანდოვსკი რიბერი
ნოიერი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
მიუნხენის ბაიერნისა პირველმა ნომერმა მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერის დასრულებაზე განცხადება გააკეთადავტოვებ თუ არა ევრო 2020ის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს მოდით ამ თემას კვლავ ღიად დავტოვებმირჩევნია რომ ჩემს ჯანმრთელობას მოვუსმინო და შევხედო თუ როგორ ფორმაში ვიქნები სწორედ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას აცხადებს ნოიერი
სკანდალი ბაიერნის ვარსკვლავს პატიმრობა ემუქრება
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურ მცველს ჟერომ ბოატენგს პატიმრობა ემუქრებაგერმანული გამოცემების ინფორმაციით 31 წლის ფეხბურთელს ბრალი ედება ყოფილი პარტნიორის შერინ სენლერის ცემაშიბოატენგს ყოფილმა მეუღლემ გასული წლის შემოდგომაზე უჩივლა თებერვალში კი გამოძიება დაიწყოწყაროს ცნობით ფეხბურთელის სასამართლო პროცესი უახლოეს მომავალში გაიმართება და გადაწყდება თუ რა სასჯელი შეეფარდება
ბარსელონა ხმაურიან გაცვლას ამზადებს
რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ლეო მესიმ თავის კლუბს იოზუა კიმიხის დამატება ურჩიაესპანური გამოცემების ინფორმაციით ბარსელონამ აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყოწყაროს ცნობით კატალონიური გრანდი ხმაურიან გაცვლას გეგმავს და მზადაა ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფილიპე კოუტინიო დათმოსმოგეხსენებათ ბრაზილიელი ნახევარმცველი ამჟამად ბაიერნის რიგებში იჯარით ასპარეზობს და მისი გამოსასყიდი ფასი 120 მილიონია ბლაუგრანა კი მას უფასოდ დათმობს თუ სანაცვლოდ კლუბი კიმიხს მიიღებს
ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kickerმა ბუნდესლიგის პირველი წრის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელააღსანიშნავია რომ შემადგენლობაში ბაიერნის მხრიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი მოხვდაშეგახსენებთ რომ პირველი წრის დასრულებამდე ზუსტად ერთი ტურია დარჩენილი რომელიც მომავალი წლის იანვარში ჩატარდებაბუნდესლიგის სრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურებაჰრადეცკი ლევერკუზენი იანცკე გლადბახი გინტერი გლადბახი ჰუმელსი დორტმუნდი ლაიმერი ლაიფციგი სერდარი შალკე საბიცერი ლაიფციგი ჰარიტი შალკე ნკუნკუ ლაიფციგი ლევანდოვსკი ბაიერნი ვერნერი ლაიფციგი
ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეიტინგში მე2 ადგილზეა
UEFAმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე წარმატებული 30 კლუბის სია გამოაქვეყნააღსანიშნავია რომ მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალის შემდეგ საუკეთესო შედეგს აფიქსირებს და რეიტინგში მეორე ადგილზეარეკორდმაისტერს ჯამში 474 ქულა აქვს და მესამეადგილოსან ბარსელონას 28 ქულით უსწრებს რეალს კი 600 ქულა აქვსსულ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოცდაათეული შემდეგნაირად გამოიყურება
აგენტი ჰენრიქსი ბაიერნში მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავა
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნი სერიოზულად არის დაინტერესებული მონაკოს მარჯვენა მცველის ბენჟამინ ჰენრიქსის დამატებითაღნიშნულ თემაზე ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტმა ალი ბულუტმა გააკეთა კომენტარიჰასან სალიჰამიჯიჩმა კარგად იცის თუ როგორ უნდა აკეთოს ბიზნესითუ მას მართლა სურს ჰენრიქსის დამატება მაშინ კარლჰაინც რუმენიგე უნდა დაარწმუნოს ამის საჭიროებაში სხვანაირად ტრანსფერი არ შედგება აცხადებს ბულუტი
რეალი და ბარსელონა ბაიერნის ტალანტისთვის იბრძვიან
იოშუა ცირკზეს ბუნდესლიგის ბოლო ტურებში შესანიშნავმა თამაშმა ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყროესპანური გამოცემების ინფორმაციით 18 წლის თავდამსხმელი კატალონიის ბარსელონასა და მადრიდის რეალის რადარზე გამოჩნდადიდი ინტერესის მიუხედავად წყაროს ცნობით რეკორდმაისტერი ცირკზეში რობერტ ლევანდოვსკის მომავალ შემცვლელს ხედავს და მის დათმობას არ აპირებსშეგახსენებთ რომ თინეიჯერმა ფორვარდმა ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში ორი გოლი გაიტანა და ვოლფბსურგთან მატჩის გმირიც გახდა
სად დაასრულებს ნოიერი კარიერას  კაპიტნის მოულოდნელი პასუხი
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა თავის მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთაარ ვამბობ რომ ბაიერნის დატოვება მინდა თუმცა ასევე არ გამოვრიცხავ რომ კარიერა საზღვარგარეთ დავასრულოამ მომენტში სხვა ქვეყანაში თამაში ვერ წარმომიდგენია თუმცა ჯერ კიდევ არაერთი წელია წინ და არავინ იცის თუ რა მოხდება ამ დროშიმე მიყვარს როდესაც გამოწვევების წინაშე ვდგავარ მსურს რომ კარიერის შემდეგაც ფეხბურთში დავრჩე ციტირებს ნოიერის სიტყვებს Goal
ბაიერნი და დორტმუნდი თავდამსხმელისთვის იბრძვიან
მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია ამჯერად სატრანსფერო ფრონტზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთსიტალიური გამოცემა Calciomercatoს ინფორმაციით ორივე ხსენებული კლუბის სამიზნე ნაპოლის ბელგიელი თავდამსხმელი დრის მერტენსია32 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და არ გეგმავს რომ ის გაახანგრძლივოს შესაბამისად გუნდებს მისი უფასოდ დამატების საშუალება ექნებათწყაროს ცნობით რეკორდმაისტერი მერტენსის ტრანსფერზე მუშაობას ზამთარშივე დაიწყებს და შესაძლოა მასთან წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს
მესი ბაიერნის ლიდერის ტრანსფერს ითხოვს
ესპანურმა გამოცემა El Desmarqueმ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელაწყაროს ცნობით კატალონიის ბარსელონას ლიდერმა ლეო მესიმ კლუბის მესვეურებს მიუნხენის ბაიერნის ერთერთი ლიდერის იოზუა კიმიხის ტრანსფერი მოსთხოვაროგორც ცნობილია რეკორდმაისტერის ახალგაზრდა მარჯვენა მცველი კატალონიური გრანდის მთავარი სამიზნე იქნება ზამთრის სატრანსფერი ფანჯრის დროსშეგახსენებთ რომ კიმიხი ბაიერნის ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ის გუნდის ერთერთი ლიდერიცაა შესაბამისად ძნელად სავარაუდოა რომ მან კლუბი თავისი სურვილით დატოვოს
ნოიერმა მისსა და შტეგენს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა
მოგეხსენებათ გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველ მეკარეობასთან დაკავშირებით დიდი სკანდალი იყო ატეხილი საქმე იქამდეც მივიდა რომ ბაიერნი მზად იყო ნაკრებში მოთამაშეები არ გაეშვასაბოლოოდ სიტუაცია ჩაწყნარდა და ბუდნესნაკრების პირველი ნომერი კვლავ მანუელ ნოიერიარეკორდმაისტერის კაპიტანმა ტერ შტეგენთან ზემოხსენებულ კონკურენციასა და მათ შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრამარკთან პრობლემა არასდროს მქონია ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ ნაკრებში მაგრამ როდესაც ჩვენს კლუბებში ვთამაშობთ ერთამენთს წარმატებას არ ვუსურვებთჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს როგორც თანაგუნდელებს შეეფერებათ ერთად ვსაუზმობთ გვაქვს დიალოგები და ერთად ვვარჯიშობთ აცხადებს ნოიერი
უნდა დაბრუნდეს თუ არა იოზილი ნაკრებში  ნოიერის პასუხი
მოგეხსენებათ გასულ წელს მესუთ იოზილმა გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგები რასიზმისა და უპატივცემულობის მიზეზით დატოვააღნიშნულ თემაზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნისა და ბუნდესნაკრების კაპიტანმა მანუელ ნოიერმა გააკეთაჩვენ ერთად არაერთი დიდებული წელი გავატარეთ მესუთი ყოველთვის ცდილობდა რომ ნაკრებში მხიარულება შემოეტანაიოზილი ნაკრებს ძალიან აკლია თუმცა მინდვრის გარეთ რაც ხდება ამას ფეხბურთელები ვერაფერს მოვუხერხებთ აცხადებს ნოიერი
ბუნდესლიგის კვირის გუნდში ბაიერნის ორი მოთამაშე მოხვდა
გუშინ ბუნდესლიგის მე17 ტური დასრულდა და გუნდები ახალ წლამდე დაისვენებენავტორიტეტულმა გამოცემა Whoscoredმა გასული ტურის საუკეთესო სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნააღსანიშნავია რომ თერთმეტეულში ბაიერნის ორი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი და ალფონს დევისი მოხვდნენსულ ბუნდესლიგის გასული კვირის საუკეთესო გუნდი შემდეგნაირად გამოიყურება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0