bayern.ge სლაიდერი გვერდი 80
ფლიკი მოხარული ვარ რომ ბაიერნი მენდო
მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდგომ ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთამოხარული ვარ რომ ბაიერნის ხელმძღვანელობა მენდო მე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ ამ შემადგენლობასთან ერთად მუშაობითსეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე კარგ სიტუაციაში ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ რათა სამივე ფრონტზე შევძლოთ წარმატების მიღწევაახლა დროა დავტენოთ ბატარიები და მცირე პაუზის შემდგომ საუკეთესო ფორმაში დავუბრუნდეთ მეორე წრეს აცხადებს ფლიკი
ოფიციალურად ბაიერნმა ფლიკის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ჰანს ფლიკი მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის დასრულებამდე დარჩებააღნიშნული ინფორმაცია რეკორდმაისტერის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემაც დაადასტურაბაიერნი კმაყოფილია ჰანს ფლიკის მუშაობით მან გააუმჯობესა როგორც გუნდის თამაშის ხარისხი ასევე შედეგებიცდარწმუნებული ვარ მასთან ერთად კლუბი დიდ წარმატებას მიაღწევს აცხადებს რუმენიგე
ოფიციალურად ბაიერნმა პირველი ტრანსფერი განახორციელა
მიუნხენის ბაიერნმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელაბუნდესლიგის ოფიციალური საიტის ცნობით რეკორდმაისტერის რიგებს ივნისში შალკეს კაპიტანი ალექსანდრ ნუბელი შეუერთდება23 წლის კიპერს სეზონის დასრულების შემდეგ გელზერკიხენულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ეწურება და შესაბამისად ის ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებანუბელი შალკეს ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მან ბუნდესლიგაში 35 თამაში ჩაატარა საიდანაც 11ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა
ცირკზეს საოცარი სტატისტიკა ბუნდესლიგაში
დღეს გერმანიის ბუნდესლიგის მე17 ტურის მატჩი გაიმართა რომელშიც მიუნხენის ბაიერნმა ვოლფსბურგს უმასპინძლა და ანგარიშით 20 დაამარცხარეკორდმაისტერის მხრიდან თავის გამოჩენა მოახერხა გუნდის ახალგაზრდა ფორვარდმა იოშუა ცირკზემ18 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელის შეიძლება ითქვას რომ ბუნდესლიგაში საოცარ ციფრებს აფიქსირებსმას გერმანიის უმაღლეს ლიგაში დებიუტი გასულ ტურში ჰქონდა რომელიც გოლით აღნიშნა დღეს კი სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლიდან 2 წუთში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანაჯამში ცირკზემ ბაიერნის მაისურით ბუნდესლიგაში სულ 12 წუთი გაატარა მინდორზე რა დროშიც ის რვაჯერ შეეხო ბურთს ორჯერ ზუსტად დაარტყა კარში და ორივე შემთხვევაში მეტოქის დამწუხრება მოახერხა
რა მდგომარეობაში დატოვა მარტინესმა სტადიონი ფოტო
მოგეხსენებათ დღეს მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა მცველმა ხავი მარტინესმა მძიმე დაზიანება მიიღო და მინდორი დროზე ადრო დატოვაროგორც ცნობილია ესპანელ ფეხბურთელს დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმობასოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო თუ როგორ მდგომარეობაში დატოვა ვეტერანმა ფეხბურთელმა ალიანს არენა
მიუნხენში ადასტურებენ ხვალ ფლიკის ბედი გადაწყდება
მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ჰანს ფლიკის მომავალზე განცხადება გააკეთანათელია კლუბი კმაყოფილია ფლიკის მიერ ნაჩვენები შედეგებით და მისი მუშაობითხვალ დირექტორთა საბჭო დაჯდება და განიხილავს მისი დარჩენის საკითხს აცხადებს სალიჰამიჯიჩიროგორც ცნობილია კლუბი აპირებს რომ ფლიკს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუფორმოს
პირველი ფეხბურთელი ისტორიაში  მიულერმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა
მიუნხენის ბაიერნის შემტევი თომას მიულერი გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდაბუნდესლიგის მე17 ტურში რეკორდმაისტერმა საკუთარ მოედანზე ვოლფსბურგი 20 დაამარცხა და თომასმა პირველი გოლის დროს იოშუა ცირკზეს საგოლე გადაცემა გაუკეთაამრიგად მიულერმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე11 ასისტი მიითვალა ანგარიშზე და უნიკალურ შედეგს მიაღწიათომას მიულერი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია რომელიც სეზონის პირველ წრეში 11 საგოლე პასი გააკეთა30 წლის გერმანელმა ბუნდესლიგის პირველ ნაწილში 17 თამაშში 11 ასისტთან ერთად 2 გოლიც გაიტანა
ბაიერნი  ვოლფსბურგი სასტარტო შემადგენლობა
დღეს თბილისის დროით 1830 საათზე ბუნდესლიგის მე17 ტურის შეხვედრა გაიმართება რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ვოლფსბურგს უმასპინძლებსრეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გუნდის სასტარტო შემადგენლობა დაასახელანოიერი კიმიხი ალაბა პავარი დევისი მიულერი ხავი მარტინესი პერიშიჩი გნაბრი ლევანდოვსკი კოუტინიო
DW ბუნდესლიგის ათწლეულის სიმბოლური ნაკრები
ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Deutsche Welleმ გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ათწლეულის ეწ დეკადის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელაათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში მიუნხენის ბაიერნის 4 მოქმედი და 5 ყოფილი მოთამაშეა ორი ფეხბურთელი კი დორტმუნდის ბორუსიას წარმომადგენელიამთავარი მწვრთნელის პოზიციას კი დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი თავკაცი იურგენ კლოპი იკავებსმეკარე მანუელ ნოიერიმცველები ფილიპ ლამი ჟერომ ბოატენგი მატს ჰუმელსი დავიდ ალაბანახევარმცველები ბასტიან შვაინშტაიგერი ილკაი გიუნდოგანი არიენ რობენი მარკო როისი ფრანკ რიბერითავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკიმთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი
Bild ბაიერნი ზამთარში 300 მილიონ ევროს დახარჯავს
მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ნაყოფიერად გამოყენებას აპირებსცნობილი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება რომ ბაიერნი იანვარში საკმაოდ სოლიდური თანხის 300 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს300 მილიონ ევროს რეკორდმაისტერი 3 მოთამაშის ტრანსფერში დახარჯავს ფილიპე კოუტინიო ლეროი სანე და კაი ჰავერტცი23 წლის გერმანელ ვინგერს ბაიერნი ჯერ კიდევ ზაფხულში იმატებდა მაგრამ ყველაფერი ლეროის ტრავმამ გააფუჭა მაგრამ იანვარში მიუნხენელები მას მანჩესტერ სიტიდან 90 მილიონ ევროდ გადაიბირებენფილიპე კოუტინიო ბაიერნმა სეზონის დაწყებამდე ბარსელონადან ინათხოვრა და 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვსბრაზილიელი გერმანიაში კარგად გამოიყურება და ბოლო პერიოდში გუნდის უცვლელი ფიგურაც გახდა მისი პროგრესით მიუნხენში კმაყოფილები არიან20 წლის კაი ჰავერტცი კი გერმანული და სრულიად ევროპული ფეხბურთის ერთერთი გამორჩეული ტალანტია და ლევერკუზენის ბაიერში შესანიშნავად ასპარეზობს
ფლიკი სანე უძლიერესი ფეხბურთელია
მიუნხენის ბაიერნს რომ ლეროი სანეს დამატება სურს ეს ამბავი არახალიააღნიშნულ თემაზე კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გააკეთასანე ამჟამად სიტის ფეხბურთელია და შესაბამისად მასზე კომენტარის გაკეთების უფლება არ მაქვს თუმცა ორი აზრი არ არსებობს ის უძლიერესი მოთამაშეაჩემი მთელი ყურადღება ჩემს ფეხბურთელებზეა მიმართული რაც მომავალში მოხდება ამაზე საუბარი ახლა შეუძლებელია აცხადებს ფლიკი
სადამდე დარჩება ფლიკი  გადაწყვეტილება მიღებულია
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნიდან ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ გუნდს დროებითი მთავარი მწვრთნელი უდგას სათავეშიგერმანული გამოცემა Kickerის ინფორმაციით რეკორდმაისტერმა ჰანს ფლიკის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოწყაროს ცნობით 54 წლის სპეციალისტი ბავარიულ გრანდს სეზონის დასრულებამდე გაწვრთნის ამის შემდგომ კი მის ნაცვლად ახალ მთავარ მწვრთნელს მოიყვანენროგორც ცნობილია ჯერჯერობით კლუბს კონკრეტული ვარიანტი არ აურჩევია თუმცა გადაწყვეტილია რომ მომავალი სეზონიდან ბაიერნს ახალი მწვრთნელი ეყოლება
ბაიერნის ლიდერმა თავისი თავი რეალს შესთავაზა
ესპანურმა გამოცემა Diario Golმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელაროგორც ცნობილია მიუნხენის ბაიერნის ერთერთ ლიდერს ტიაგო ალკანტარას კლუბის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება სურსწყაროს ცნობით 28 წლის ნახევარმცველი მადრიდის რეალს დაუკავშირდა და განუცხადა რომ მათ გუნდში სათამაშოდ მზადააავტორის მტკიცებით ალკანტარა სამეფო კლუბის კაპიტანს სერხიო რამოსს ესაუბრა და უთხრა რომ მისი ოცნება ზინედინ ზიდანთან მუშაობაა
ჰაინკესი ლევანდოვსკიმ ეს დაიმსახურა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრამან საოცარი გოლების რაოდენობა დააფიქსირა მცირე დროის განმავლობაში და ის საუკეთესო ფორმას ინარჩუნებს უკვე წლებიალევანდოვსკი ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზე და დაიმსახურა რომ ჩემი შედეგი გაეუმჯობესებინაჩემთვის დიდი პატივია რომ მსგავს ფეხბურთელთან მომიწია მუშაობა აცხადებს ჰაინკესი
ბაიერნის საუკეთესო თერთმეტეული გასულ ათწლეულში
ცნობილმა სტატისტიკურმა საიტმა Whoscoredმა ფეხბურთელების რეიტინგების მიხედვით მიუნხენის ბაიერნის გასული ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელაშემადგენლობა შედგენილია ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში მიღებული რეიტინგებითსაინტერესოა რომ ამ თერთმეტეულიდან რეკორდმაისტერის რიგებში ამ დროისთვის მხოლოდ 5 მათგანი ირიცხებასაუკეთესო თერთმეტეული კი სრულად ასე გამოიყურება
ფლიკის ტაქტიკა  კიმიხის ნაცვლად ახალი მარჯვენა მცველი
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკი გუნდის ტაქტიკაში ცვლილებების შეტანას გეგმავსევროპული გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერი აქტიურად ეძებს ახალ მარჯვენა მცველს ჯოშუა კიმიხის ჩასანაცვლებლადმოგეხსენებათ 24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა და საკმაოდ წარმატებულადაც შესაბამისად მთავარი მწვრთნელი გეგმავს რომ ის ამ პოზიციაზე დატოვოსწყაროს ცნობით ბაიერნი ფრანგული მონაკოს ახალგაზრდა მარჯვენა მცველის ბენჟამნის ჰენრიკსის დამატებას აპირებს გუნდმა უკვე გაამზადა 30 მილიონიანი წინადადება და დიდი ალბათობით 22 წლის მოთამაშე მიუნხენში იანვარში გადმობარგდება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0