ბაიერნი 26 ოქტომბერს უნიონს დაუპირისპირდა და თამაში ანგარიშით 21 მოიგო გერმანულმა გამოცემამ Ligablattმა ბაიერნის ფეხბურთელები შეაფასა 1 საუკეთესო ნიშანია 6 კი ყველაზე ცუდი მანუელ ნოიერმა ძალიან კარგად ითამაშა და გენტნერის თავურის დროს კვლავ დაამტკიცა რა დონის მეკარეა ნიშანი 1 ალფონსო დეივისმა მარცხენა მცველის პოზიციაზე უშეცდომო მატჩი ჩაატარა ნიშანი 2 ბენჟამენ პავარდმა ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა და 86 წუთამდე უშეცდომოდ ითამაშა მაგრამ 11მეტრიანი სწორედ მისი ბრალი იყო ამიტომაც მიიღო ნიშანი 2 ჟერომ ბოატენგის პროგრესი ადვილად შესამჩნევი იყო მაგრამ უფრო მეტის გაკეთება მოუწევს თუ ძირითადში თამაში სურს ნიშანი 3 იოზუა კიმიხისგან უკეთესი თამაშები გვინახავს მისი ჩაწოდებები ხშირად ვერ ახერხებდნენ მიმღების პოვნას ნიშანი 3 ტიაგო შაბათს შეუმჩნეველი იყო მაესტრომ მართალია რამდენიმე კარგი პასი გააკეთა მაგრამ ყველამ იცის რომ მას მეტი შეუძლია ნიშანი 3 თომას მიულერი სტადიონზე ბევრს მუშაობდა და დაცვასაც ხშირად ეხმარებოდა 30 წლის გერმანელი ბევრს დარბოდა და ყოველთვის მზად იყო ბურთის მისაღებად ნიშანი 2 უნიონმა შეძლო და ფილიპე კოუტინიო გაანეიტრალა ბრაზილიელი ბევრს ცდილობდა მაგრამ დიდად ვერაფერი გამოუვიდა ნიშანი 3 კინგსლი კომანმა და ივან პერიშიჩმა ეს თამაში ნამდვილად ჩააგდეს არც ჩაწოდებები გამოსდიოდათ და არც დინამიკით გამოირჩეოდა მათი თამაში ნიშანი 5 ორივესთვის რობერტ ლევანდოვსკი კი ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო მან გოლი შეაგდო და თავისი რეკორდი მოხსნა ნიშანი 1 მიუხედავად შეფასებებისა ფაქტია მიუნხენელებმა პირველობის დაბრუნება შეძლეს