bayern.ge სიახლეები გვერდი 103
ახალი სახე - რა შემთხვევაში იბრძოლებს ბაიერნი ჩელსის ცენტრალური მცველისთვის
ბოლო საათებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნმა შესაძლოა ლონდონის ჩელსის უკანახაზელისთვის, რენატო ვეიგასთვის გაიბრძოლოს
ბაიერნი შეტევაზე გადავიდა - ახალი ხრიკი ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერის დასაჩქარებლად
Sport Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნმა გადაწყვიტა, რომ ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერი დააჩქაროს და საამისოდ აქტიური ნაბიჯები გადადგას
ლა ლიგის პრეზიდენტის იმედისმომცემი განცხადება ნიკოზე  - შანსი ბაიერნს
მიუხედავად იმისა, რომ ნიკო უილიამსი ბარსელონაში ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა, მიუნხენის ბაიერნი საქმიდან მაინც არ გადის და ახლა გასვლა სწორი არც იქნებოდა
ფინიში ლუის დიასის საგას - ლივერპულმა ბაიერნს საბოლოო პასუხი დაუბრუნა
საზაფხულოდ ლივერპულიდან კოლუმბიელი გარემარბის, ლუის დიასის დამატებას განსაკუთრებით ბარსელონა და ბაიერნი ცდილობდნენ, თუმცა მერსესაიდელებმა ორივე უარით გაისტუმრა
"ბაიერნის ფილოსოფია მუდმივად ასეთი იყო" - რას ამბობს რუმენიგე ვირცის ხელიდან გაშვებაზე
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, კარლ ჰაინც რუმენიგემ Welt Am Sonntag-თან ფლორიან ვირცის შესახებ ისაუბრა, რომელმაც რეკორდმაისტერში თამაშს ლივერპულში წასვლა არჩია
ფავორიტებს მიღმა - სუპერკომპიუტერმა ბაიერნს ტურნირის მოგების შანსები დაუთვალა
მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის ბაიერნი უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალშია, სუპერკომპიუტერმა გერმანული გრანდი ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტებში არ მოახვედრა
ახალი გეგმა - ბაიერნს ვოლტემადეს ყიდვაში შესაძლოა პოლ ვანერი დაეხმაროს
ახალი დღე და ახალი ინფორმაცია ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერის შესახებ, რომლის ყიდვაც ამ სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენის ბაიერნის პრიორიტეტს წარმოადგენს
ცნობილია ტოპ 10 - ვის აქვს ბაიერნში ყველაზე მაღალი ხელფასი
გთავაზობთ სიას, სადაც მიუნხენის ბაიერნის 10 საუკეთესო ფეხბურთელი იმის მიხედვითაა წარმოდგენილი თუ რომელი მათგანი იღებს კლუბში ყველაზე მაღალ წლიურ ხელფასს
დაქცეული ლიონიდან ფეხბურთელები გარბიან - ახალი ვარიანტი ბაიერნს
მას შემდეგ, რაც ლიონი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს, ფრანგული კლუბიდან წასვლა არაერთმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა
ბაიერნი 40 მილიონით იწყებს - რა ღირს სინამდვილეში ნიკ ვოლტემადე
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ, ნიკ ვოლტემადე მიუნხენის ბაიერნის სატრანსფერო პრიორიტეტია და გერმანულ გრანდში თამაში თავად ფეხბურთელსაც სურს
ბაიერნს მარკუს რაშფორდი დაუკავშირეს - მანჩესტერი 45 მილიონს ითხოვს
იმის მიუხედავად, რომ მიუნხენის ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ნიკ ვოლტემადეა, კლუბი აქტიურად მუშაობს გარემარბის დამატებაზეც, რათა ლეროი სანეს წასვლის შემდეგ გუნდმა დანაკლისი შეივსოს
ოფიციალურად - სანეს წასვლის შემდეგ ბაიერნს ახალი ათიანი ჰყავს
მას შემდეგ, რაც ლეროი სანემ გალათასარაიში გადასვლა გადაწყვიტა, კლუბში მისი 10-ნომრიანი მაისური ვაკანტური გახდა
მსუყე ბონუსი ტრანსფერებისთვის - რამდენი გამოიმუშავა ბაიერნმა პლეიოფში თამაშით
ახლანდელი წესებით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულს დაახლოებით იმდენის გამომუშავება შეეძლება, რამდენსაც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მიიღებდა
ნიკოც და ნიკიც? - ბაიერნი ორი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება
ბოლო პერიოდში სატრანსფერო ფანჯრაზე მიუნხენის ბაიერნის სახელი გამოკვეთილად ორ ფეხბურთელს დაუკავშირდა, ესენი ნიკო უილიამსი და ნიკ ვოლტემადე არიან
ბაიერნი ლუის დიასით ინტერესდება - ახალი სახელი მოკლე სიაში
ბაიერნმა ლუის დიასი თავის სატრანსფერო სიაში დაამატა.

კლუბი კვლავ ეძებს ტოპ დონის მარცხენა ვინგერს, ნიკ ვოლტემადეს მიუხედავად.

ბაიერნმა დიასზე მთელი საჭირო ინფორმაცია უკვე შეაგროვა, თუმცა ლივერპულთან ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ გამართულა.

დიასმა შესაძლოა დატოვოს ლივერპული, თუ შესაბამისი წინადადება იქნება.
“ეს პერიოდი დასრულდა. ჯერ ბოლომდე ვერ გამიაზრებია.” - სანე ბაიერნს ემშვიდობება
ლეროი სანემ მიუნხენის ბაიერნში ბოლო მატჩი ჩაატარა. მისი კომენტარი:

„ძალიან კარგი დრო გავატარე აქ, იყო როგორც წარმატებები, ისე სირთულეები. ახლა ეს პერიოდი დასრულდა და ჯერ ბოლომდე ვერ გამიაზრებია. ბაიერნს საუკეთესოს ვუსურვებ — ისინი ამას იმსახურებენ.

ბაიერნს წარმატებებს ვუსურვებ ამ ტურნირზეც და მომავალშიც. მათ კარგი საფუძველი შექმნეს ამ სეზონში. იმედი მაქვს, მუშაობას გააგრძელებენ და მომავალშიც მეტად წარმატებულები იქნებიან.“ 
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2