ენრიკეს განმარტებით, მეტოქე გუნდს ნებისმიერ სქემასთან შეუძლია ადაპტირება და უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ მატჩში სახეცვლილ პარიზს უნდა ველოდოთ
ვენსან კომპანიმ პრესკონფერენციაზე მეტოქის შესახებ კომპლიმენტები არ დაიშურა და თქვა, რომ მისთვის პსჟ-სთან მატჩი შესაძლოა სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდ გამოწვევადაც კი ჩაითვალოს
ხვალ მიუნხენის ბაიერნი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ პარი სენ-ჟერმენს შეხვდება, სადაც ვენსან კომპანის გუნდს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს
მას შემდეგ, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, მიუნხენის ბაიერნს არაერთი ცნობილი გარემარბის სახელი დაუკავშირეს, თუმცა ეს კავშირი დიდად არც არაფერში გადაზრდილა
მადრიდის რეალის განაპირა შემტევი, როდრიგო გოეში კლუბიდან წასვლას აპირებს, რათა ახალი გამოწვევები მიიღოს და რაც მთავარია, სათამაშო დრო საგრძნობლად გაიზარდოს
ფაბრიციო რომანო თავის პოდკასტში ადასტურებს, რომ ამ ზაფხულს მიუნხენის ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენიდან ბრედლი ბარკოლას შეძენა სცადა, თუმცა ყველაფერი კრახით დასრულდა
მიუნხენის ბაიერნს ახალი სეზონიდან შეტევაში ლეროი სანე და ტომას მიულერი აღარ ეყოლება. გარდა ამისა, გაურკვეველია კინგსლი კომანის მომავალიც, რომელმაც შესაძლოა კლუბი ამ ზაფხულს დატოვოს
Bild-მა დაადასტურა, რომ ბაიერნმა ახლახანს თავისი ინტერესი გამოიჩინა ლაიფციგის 22 წლის ცენტრალური მცველის, კასტელო ლუკებას თაობაზე, რომლის წაყვანასაც ტოტენჰემი და ლივერპულიც ცდილობენ