bayern.ge სიახლეები გვერდი 397
"ჰერტა" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბერლინის "ჰერტას" უპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი - გნაბრი, სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნმა" ალაბას შემცვლელს სერია ა-ში მიაგნო
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ამჯერად ტურინის "იუვენტუსის" ამომავალი ვარსკვლავი, მერიჰა დემირალი გამოჩნდა.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" 22 წლის მცველს დავიდ ალაბას პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

წყაროს ცნობით, "ბებერი სინიორა" დემირალის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

თურქი ფეხბურთელი "იუვენტუსის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ის გუნდის ძირითადი თერთმეტეულის წევრად მიმდინარე სეზონში ჩამოყალიბდა.
ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველების ათეული ცნობილია
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველების ათეული წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ სიაში პირველ ადგილს მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი, ალფონსო დეივისი იკავებს. მე-5 ადგილზე კი ტეო ერნანდესია.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:


"ალ აჰლის" მწვრთნელი: "ბაიერნთან პენალტების სერიამდე ვაპირებთ მისვლას"
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, "ალ აჰლის" დაუპირისპირდება.

ეგვიპტური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, პიცო მოსიმეინმა მომავალ შეხვედრაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ამ მატჩისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ. წარმოიდგინეთ, თუ ეს მატჩი მოვიგეთ, ჩვენი ცხოვრება შეტრიალდება."

"ურთულესი შეხვედრა გველოდება. ჩვენს მსგავსად "ბაიერნმაც" ტრებლის მოპოვება მოახერხა გასულ წელს, თანაც მათ ეს ევროპაში მოახერხეს."

"კარგი იქნება, თუ პენალტების სერიამდე მისვლას მოვახერხებთ. ეს არის ჩვენი მიზანი. ასეთ შემთხვევაში შანსები 50-50ზე იქნება." - აცხადებს მოსიმეინი.
ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა
კოპანია ევროპაბეთის ქართული სპორტის მხარდამჭერი პროექტების სიას კიდევ ერთი, ამჯერად ახალი საკალათბურთო პროექტი შეემატა. ქართული კალათბურთის განვითარებაში კომპანიამ სოლიდური წვლილი 2017 წელსაც შეიტანა, როცა ევროპაბეთი ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.

ამჯერად, ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა. მხარეები მინიმუმ სეზონის ბოლომდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ - შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამასთან, ვერას მთავარი მედია პარტნიორი პოპსპორტი იქნება.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

"ქართული სპორტის მხარდაჭერა ევროპაბეთის ერთ-ერთი მთავარი მისია და პრიორიტეტია. უკვე წლებია, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფედერაციებთან და კლუბებთან. მიგვაჩნია, რომ ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესებს ხელის შეწყობა და განვითარება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჭადრაკის, შერეული საბრძოლო ხელოვნებების, სპორტული ნარდის, ასევე უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან და უკვე მესამე წელია, დინამო ბათუმის გენერალური სპონსორები ვართ."

"ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე აგებული ორგანიზაციაა, ახალი პარტნიორების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ღირებულებების თანხვედრაა. საკალათბურთო კლუბი ვერას შემთხვევაშიც გადამწყვეტი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თანასწორობა, გამჭვირვალობა და მიზნისკენ სწრაფვა ამ შემთხვევაშიც არის ის მთავარი შეხების წერტილები, რომლებმაც ევროპაბეთის და ვერას ურთიერთობა შესაძლებელი გახადა. ვერა სულ 3 წელია არსებობს, ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი მუდამ პროგრესირებს და მიხარია, რომ პროგრესის აქტიური ხელის შემწყობი ევროპაბეთიც გახდება."

დავით გასიტაშვილი (ვერას დამფუძნებელი)

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროპაბეთი კლუბ ვერას პირველი ოფიციალური სპონსორია და იმედი მაქვს, რომ ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. რაც შეეხება კლუბის მიზნებს: 3-წლიანი ისტორიის მქონდე გუნდის შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის მაღალი მიზნები გვქონდა დასახული და თუკი განვლილი სეზონის შედეგებს გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ მოკლევადიანი გეგმები მაქსიმალურად არის შესრულებული.

"რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს: თუკი კლუბის ფინანსური შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებზე, ევროთასებზე ასპარეზობის სურვილს აუცილებლად გამოვთქვამთ, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის განვითარებისათვის."


 
ვერა ქართულ საკალათბურთო რეალობაში ახალი, ჯერ მხოლოდ 3 წლის კლუბია და ამ მოკლე დროში განვითარების სამაგალითო ტენდენციით გამოირჩეოდა. ვერამ ამ პერიოდში ყველა დასახულ მიზანს მიაღწია და უკვე სუპერლიგაში თამაშობს. ახლახან, კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელი ლევან ფაცაციაა და რომელშიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გივიკო ბაქრაძე თამაშობს, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურ ტურნირის ფინალშიც გავიდა.

საქართველოს სუპერლიგაში ვერა 10 თამაშის შემდეგ 13 ქულით მე-10 ადგილზეა. ფაცაციას გუნდი სეზონს 7 თებერვალს, ქუთაისთან გასვლითი მატჩით განაახლებს, მომდევნო მატჩს კი 12 თებერვალს, რუსთავთან სტუმრად გამართავს.

საკალათბურთო კლუბ ვერას გარდა ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან, არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.
კიმიხი: "ჩვენს მთავარ სიძლიერეს ეს წარმოადგენს"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა FIFA-ს ოფიციალურ საიტთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"2020 წელი გასაოცარი იყო ჩემს კარიერაში და მთლიანად გუნდისთვისაც. ჩვენ არაერთი ტიტული მოვიგეთ, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "პსჟს" დამარცხება იყო."

"მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება. ერთ წელიწადში მეექვსე ტიტულის მოგება გასაოცარი რამ იქნება."

"დიდ სტადიონებზე თამაში ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნებაა. სასიხარულოა, რომ მუნდიალს გულშემატკივრებიც დაესწრებიან."

"ბაიერნის მთავარ სიძლიერეს მენტალობა და ჩვენი ხარისხი წარმოადგენს. ორივე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ჩვენ ორივე გაგვაჩნია. ყველა მატჩში მოსაგებად გამოვდივართ, რაც ჩვენს გამარჯვებულის მენტალიტეტზე მოქმედებს. გარდა ამისა, ნებისმიერ თერთმეტეული, რომელიც მინდორზე გამოდის, უმაღლესი დონისაა, რაც ჩვენს ხარისხზე მეტყველებს." - აცხადებს კიმიხი.
"ბაიერნის" მეტოქე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ცნობილია
დღეს, 4 თებერვალს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი მეტოქე გაირკვა.

მასპინძელი "ალ დუჰაილისა" და აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, "ალ აჰლის" შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ, 0:1 დასრულდა და შესაბამისად, "რეკორდმაისტერი" 1/2 ფინალურ ეტაპზე სწორედ ეგვიპტურ კლუბს დაუპირისპირდება.

თავის მხრივ ჩრდ. ამერიკულმა "ტიგრესმა" თავის მეტოქე აზიურ "ულსანს" სძლია 2:1 და მეორე ნახევარფინალურ წყვილში ეს გუნდი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონ "პალმეირასს" შეხვდება.

"ბაიერნისა" და "ალ აჰლის" შეხვედრა ორშაბათს, 8 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
გნაბრი: "ჩვენს კარში გოლების გაშვებას თავისი მიზეზები აქვს"
მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ გამოცემა Spox-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"ჰოფენჰაიმთან გატანილმა გოლმა ძალიან გამახარა, რადგან დიდი ხნის მანძილზე არ მქონდა გატანილი. ეს ფაქტი მაღიზიანებდა, თუმცა მშრალი სერია შეწყდა."

"ჩემი სათამაშო სტილი არის თანაგუნდელებისთვის საგოლე მომენტების შექმნა. არ არის აუცილებელი მცველებს დრიბლინგით გავცდე, მიზანი გოლია."

"არ ვფიქრობ რომ კვლავ ისევე კარგად ვთამაშობთ, როგორც გასულ წელს. ეს ლოგიკურია, რადგან მუდამ ერთნაირად უმაღლეს დონეზე ვერ იქნები."

"გვაკრიტიკებენ, რომ ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს. ჩვენი სათამაშო სტილი მეტოქის ნახევარზე ბევრ მოძრაობას მოითხოვს და ასეთ დროს მათ შანსი ექნებათ, რომლის გამოყენებაც საკმარისი სისწრაფეების შემთხვევაში შეუძლიათ."

"როგორც ფლიკი, ასევე მთელი გუნდი გაბრაზებულები ვართ თასიდან გამოვარდნით, მაგრამ თავის მხრივ ამან დასვენების და სულის მოთქმის საშუალებაც მოგვცა."

"მიულერი თავისი მენტალობის წყალობით გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ის ყოველთვის ფოკუსირებულია გამარჯვებაზე და ეს ემოცია გუნდზეც გადააქვს." - აცხადებს გნაბრი.
ნოიერი: "რონალდუსი საერთოდ არ მეშინია"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა კრისტიანო რონალდუსთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ძალიან კარგად ვიცი, რომ რონალდუ აღემატება ყველა იმ ფეხბურთელს, რომლებთანაც დუელი მქონია. თუმცა, მასთან შეხვედრის წინ არ ვამბობ: "ოჰ, რონალდუ მოდის, უნდა მეშინოდეს."

"არასწორად არ გამიგოთ, კარგად ვიცი თავდამსხმელების შესაძლებლობები, მათ შორის რონალდუსიც. თუმცა, მე მასთან შეხვედრის არ მეშინია." - აცხადებს მანუ.
"ბაიერნმა" ტოლისოს ფასი დაადო
როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონი უკანასკნელი იქნება კორენტინ ტოლისოს მიუნხენურ კარიერაში.

გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, "ბაიერნმა" ახალგაზრდა ნაევარმცველის თაობაზე საბოლოო გადაწაყვეტილება მიიღო და მას ყიდის.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერმა" ფრანგ ფეხბურთელს სატრანსფერო ფასი დაადო, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენს. დაინტერესებულ კლუბებს შორის "მილანი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიაზრებიან.

შეგახსენებთ, რომ ტოლისო "ბაიერნის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს.
"ჰერტა" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბერლინის "ჰერტას" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, დეივისი - კიმიხი, როკა - სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნის" ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ცვლილებებია
16 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი აიღებს სტარტს, რომელშიც, რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნიც" იღებს მონაწილეობას.

პლეი-ოფის ეტაპის დაწყებამდე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა განაცხადში ცვლილებები განახორციელა.

კერძოდ, განაცხადიდან ამოვარდნენ გუნდიდან იჯარით გაშვებული ფეხბურთელები, ბრაით არი-მბი, კრის რიჩარდსი და იოზუა ზირკზე.

მათ ნაცვლად გაფართოებულ სიაში მოხვდა "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ტანგე კოუასი.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" თავის პირველ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე 23 თებერვალს, "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს. განმეორებითი მატჩი 17 მარტს "ალიანს არენაზე" გაიმართება.
AS: ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მნიშვნელოვნად იცვლება
ესპანური გამოცემა AS ჩემპიონთა ლიგის ფორმატში სერიოზულ ცვლილებას აანონსებს.

წყაროს ცნობით, UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ შეფერინი ტოპ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

განახლებული ფორმატით მონაწილე გუნდების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს, მინიმუმ 16-მდე და მაქსიმუმ 20-მდე. ტურნირის ბიუჯეტი და კლუბების შემოსავალი კი გაცილებით უნდა გაიზარდოს.

ჯერ-ჯერობით კონკრეტული ფორმატი დამტკიცებული არ არის. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ტურნირში ძირეული ცვლილებები 2024 წლიდან განხორციელდება.
ფლიკი: "თასიდან გამოვარდნას პოზიტიური მხარეც აქვს"
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბერლინის "ჰერას" დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"ბოლო ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა. გუნდი ფოკუსირებულია მომავალ მატჩებზე. ყატარში ჩაფრენიდან მალევე მატჩის ჩატარება გვიწევს, თუმცა, ამჟამად ჩვენი მთავარი პრიორიტეტი "ჰერტასთან" დაპირისპირებაა."

"ხავი და ლეონი ტესტებს ჩაიტარებენ და ამის შემდეგ გავიგებთ რამდენად შეძლებენ ჩვენს დახმარებას."

"დაცვის მხრივ იდეალურად ვერ გამოვიყურებით, თუმცა, გუნდში 11 ფეხბურთელია და ყველა არის პასუხისმგებელი ამაზე. ზულეს ნაჩვენები თამაშებით კმაყოფილი ვარ. ის მიმდინარე სეზონში მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა, უკვე აჩვენებს პროგრესს."

"ჰერტასთან გამარჯვების მოსაპოვებლად ვითამაშებთ. ეს ზედიზედ მეხუთე მოგება იქნება და ამით ბუნდესლიგის გუნდებს დავანახებთ, რომ კვლავ ფორმაში ვართ."

"თასიდან გამოვარდნას პოზიტიური მხარეც ჰქონდა. ჩვენ ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს დასასვენებლად და მოსამზადებლად." - აცხადებს ფლიკი.
"ჩელსი" "ბაიერნის" ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს
ლონდონის "ჩელსის" რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი, ნიკლას ზულე გამოჩნდა.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "არისტოკრატები" მზად არიან ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მოგეხსენებათ, ზულეს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენურ გრანდს არ სურს დავიდ ალაბას მსგავსი სცენარი განვითარდეს, მაშინ კლუბს ზულეს გაყიდვა მომავალ ზაფხულშივე მოუწევს.
დეივისმა მომავალში ოქროს ბურთის მოგების 4 ფავორიტი დაასახელა
მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ალფონსო დეივისმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც მისი აზრით მომავალში ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ.

საინტერესოა, რომ კანადელი მცველის სიაში კილიან მბაპე ვერ მოხვდა.

"ჩემი აზრით ამ პრიზის მოგება ნამდვილად შეუძლიათ ერლინ ჰოლანდსა და ჯეიდონ სანჩოს. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს მეც მოვიგო ოქროს ბურთი."

"კიდევ ერთი ტალანტი, რომელსაც გამოვარჩევდი, ფილ ფოდენია. საერთო ჯამში კი ამჟამად ფეხბურთში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია." - აცხადებს ფონზი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0