2 თვიანი ლოდინის შემდეგ დადგა ნანატრი დღეც მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე დიდ საღამოს გამართავსნიკო კოვაჩის გუნდი მერვედფინალურ ეტაპზე ტურნირის მოქმედ ვიცეჩემპიონ ლივერპულს შეხვდება და პირველი მატჩი ენფილდზე გაიმართებალივერპული ბაიერნიდასაწყისი 0000 საათიმთავარი მსაჯი ჯანლუკა როკი იტალიაგუნდების წინასამატჩო მდგომარეობამერსესაიდულ გრანდს ბოლო 1 თვის განმავლობაში მძიმე პერიოდი ჰქონდა იურგენ კლოპის გუნდი დამარცხდა უშუალო კონკურენტ მანჩესტერ სიტისთან 12 რასაც ვულვერჰემპტონთან მარცხი 12 და ასოციაციის თასიდან გამოვარდნა მოჰყვა ამის შემდეგ წითლებმა პრემიერ ლიგაში ბრაიტონი 10 და კრისტალ პალასი 43 მძიმე ბრძოლებში დაამარცხეს რასაც ზედიზედ ორი ფრე მოჰყვა ლესტერთან 11 და ვესტ ჰემთან 11 ეს წარუმატებელი სერია წითლებმა 9 თებერვალს შეწყვიტეს და სახლში ბორნმუთი 30 გაანადგურეს ლივერპული 65 ქულით ინგლისის პრემიერ ლიგას სიტისთან ერთად ლიდერობს მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო მეორე პოზიციაზეა უბრალოდ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებულიჯგუფურ ეტაპზე იურგენ კლოპის გუნდს სერიოზული მეტოქეები ჰყავდა ლივერპულმა ცრვენა ზვეზდასთან ნაპოლისთან და პსჟსთან სამივე გასვლითი მატჩი წააგო მაგრამ 9 ქულით მეორე ადგილით ჯგუფიდან მაინც გავიდა და ახლა ეცდება გაიმეოროს შარშანდელი წარმატება მერსესაიდულმა გრანდმა გადატვირთული გრაფიკის შემდეგ ბოლო ორი კვირა ცოტათი დაისვენა და ბაიერნთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრას განახლებული ძალებით ხვდებამიუნხენური კლუბი 2019 წელს ძალიან შედეგიანად თამაშობს მაგრამ ეს იმის ფონზე რომ თავადაც ბევრ გოლს უშვებს ნიკო კოვაჩის გუნდმა მეორე წრის სტარტიდან მოყოლებული ყველა ტურნირზე ერთად 6 თამაში ჩაატარა და ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 4 ბურთი გავიდა საერთო ჯამში 27 რეკორდმაისტერს დაცვაში პრობლემები აქვს მაგრამ შეტევითი ხაზი საკმაოდ კარგად მუშაობს ახალი წელი მშვენიერ ფორმაში დაიწყეს ახალგაზრდა გერმანელმა ახალწვეულებმა ლეონ გორეცკამ დ სერჟ გნაბრიმ ნელნელა კრეფს ოპტიმალურ ფორმას ხამეს როდრიგესიც რომელსაც კოვაჩი ბოლო პერიოდში უფრო მეტად ენდობალევერკუზენის ბაიერთან მარცხის 13 შემდეგ ბაიერნმა გერმანიის თასზე სტუმრად ბერლინის ჰერტა დაამარცხა 32 სახლში გელზენკირხენის შალკეს 31 მოუგო ხოლო წინა ტურში გასვლაზე აუგსბურგი დაძაბულ ბრძოლაში 32 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბაიერნი იოლ კვარტეტში მოხვდა ნიკო კოვაჩის გუნდმა ბენფიკასა და აეკს ორივე შეხვედრა უპრობლემოდ მოუგო სამაგიეროდ ძალიან გაუჭირდა ამსტერდამის აიაქსთან და ჰოლანდიურ კლუბს ვერცერთი თამაში ვერ მოუგო მაგრამ ჯგუფი მაინც პირველ პოზიციაზე დაასრულაგუნდების საკადრო მდგომარეობალივერპული პირველ მერვედფინალურ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება იურგენ კლოპს დისკვალიფიკაცირებული დაცვის ლიდერი ვირჯილ ვან დეიკი აკლია გარდა ამისა გუნდს ჯო გომესი და დეიან ლოვრენიც ვერ ეხმარებიან ამიტომ დაცვაში ჟოელ მატიპისა და ფაბინიოს ექსპერიმენტალური თანდემი იმოქმედებსგუშინ გახდა ცნობილი რომ წითლებს ბრაზილიელი შემტევი რობერტო ფირმინოც არ ეყოლებათ მას სავარაუდოდ ხერდან შაქირი შეცვლის საეჭვო იყო ახალგაზრდა მარჯვენა მცველის ტრენტ ალექსანდრარნოლდის თამაშიც მაგრამ ის მწყობრშიარაც შეეხება მიუნხენურ გრანდს ბაიერნს კვლავ ვერ ეხმარებიან კორენტენ ტოლისო და არიენ რობენი ფრანკ რიბერი გუნდს მოგვიანებით შეუერთდა ხოლო ჟერომ ბოატენგს კუჭის პრობლემები აწუხებს კინგსლი კომანის მდგომარეობა კი ბოლო ინფორმაციით დამაიმედებელია და 22 წლის ფრანგი ლივერპულის წინააღმდეგ ძირითადში იქნება
სავარაუდო შემადგენლობებილივერპული ალისონი არნოლდი მატიპი ფაბინიო რობერტსონი ჰენდერსონი მილნერი ვიინალდუმი შაქირი სალაჰი მანებაიერნი ნოიერი კიმიხი ზიულე ჰუმელსი ალაბა გორეცკა ტიაგო გნაბრი ხამესი კომანი ლევანდოვსკიმთავარი საფრთხე იურგენ კლოპიამ ორმატჩიან დუელში მიუნხენური კლუბი აუტსაიდერად ითვლება და ამის ერთერთი მთავარი მიზეზი ნაწილობივ სწორედ იურგენ კლოპია სპეციალისტი რომელიც რეკორდმაისტერსა და გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალას შეტევაში რობერტ ლევანდოვსკის იდეალურად იცნობს კლოპი წლების განმავლობაში მიუნხენური გრანდის მთავარი მოწინააღმდეგე იყო და ახლა ბაიერნის გამწარებას კიდევ ერთხელ ამჯერად ლივერპულის თავკაცის ამპლუაში შეეცდება2008 წელს კლოპმა ჩაიბარა დორტმუნდის ბორუსია რომელიც ფანტასტიკურად განავითარა და 2011 და 2012 წლებში ბაიერნს ზედიზედ ორჯერ წაართვა ვერცხლის სინი 2012 წელს კი გერმანიის თასის ფინალში მიუნხენელები 52 გაანადგურა სწორედ კლოპის უნიკალურმა შრომამ აიძულა ბაიერნის ხელმძღვანელობა რომ გამოფხიზლებულიყო და დაეწყო ახალი წარმატებული ეპოქაკლოპისგან კიდევ ერთი საფრთხე მოდის იმ კუთხით რომ რობერტ ლევანდოვსკი რომელიც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია სწორედ მისი შექმნილია ახალგაზრდა პოლონელი ბიჭუნა იურგენმა ლეხიდან 2010 წელს მიიწვია ბორუსიაში და მისგან მსოფლიო დონის ფორვარდი შექმნაიურგენ კლოპის მუდმივად მადლობელი ვარ სწორედ მისი დამსახურებაა ის რომ ახლა აქ ვიმყოფები მან ჩემში დაინახა პოტენციალი რომელსაც მეც კი ვერ ვხედავდი ჩემი მას უფრო სჯეროდა ვიდრე თავად მე აღნიშნა დღევანდელი თამაშის წინ რობერტ ლევანდოვსკიმშეხვედრა ყოფილ ბავარიელთანდღევანდელი თამაში განსაკუთრებული იქნება ლივერპულის 27 წლის შვეიცარიელი ლეგიონერისთვის ხერდან შაქირისთვის რომელიც თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება შაქირი ბაიერნის ღირსებას 201215 წლებში იცავდა და 81 შეხვედრაში 17 ბურთის გატანა მოახერხაშაქირი არ ყოფილა ბაიერნის ძირითადი ფიგურა მაგრამ სათადარიგო სკამიდან თამაშში ყოველთვის აქტიურად ერთვებოდა და მოედანზე ყველაფერს დებდა შაქირი ასევე სასარგებლოა კლოპისთვის მიმდინარე სეზონში შვეიცარიელმა 24 თამაშში 6 გოლი გაიტანა და თუ ბაიერნთან მიეცემა შანსი საოცრად მოტივირებული იქნებაპირველი დიდი ტესტი ნიკო კოვაჩისთვისმიუნხენური კლუბის მინუსი ლივერპულთან მიმართებაში მთავარი მწვრთნელია ნიკო კოვაჩი სიმპათიური ტიპია მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაიმსახურა ბაიერნის ქომაგების სიმპათიები სპორტული თვალსაზრისით 47 წლის ხორვატის ერთერთი მთავარი პრობლემა ისაა რომ კოვაჩი დიდ ფეხბურთში მაინც ახალი პერსონაა შესაბამისად აკლია გამოცდილება და ისეთი საღამოები რომელიც ენფილდზე დღეს გაიმართებაასე რომ ეს კოვაჩის კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება და შესაძლოა მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონიოს თუ ნიკო ლივერპულის ბარიერს გადალახავს ეს მისთვის უდიდესი წარმატება იქნება და კოვაჩის ფილოსოფიას რადიკალურად შეცვლისფაქტები და სტატისტიკალივერპული და ბაიერნი ჩემპიონთა თასისლიგის 5 გზის მფლობელები არიან მაგრამ 2001 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიანამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 18 წლის წინ უეფას სუპერთასზე შედგა უეფას თასის გამარჯვებულმა ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი ბაიერნი 2001 წლის ზაფხულში მონაკოში 32 დაამარცხასუპერთასამდე 198081 წლების სეზონში მერსესაიდულმა გრანდმა ბაიერნი ჩემპიონთა თასის 12 ფინალში დაამარცხა ენფილდზე უგოლო ფრის შემდეგ მიუნხენში შედეგიანი ფრის 11 წყალობით ფინალში ინგლისელები გავიდნენ და ტიტულიც მოიპოვესბაიერნმა კი წარმატება ამ გუნდების პირველ ურთიერთშეხვედრაში მოიპოვა 197172 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში მერსესაიდში უგოლო ფრის შემდეგ ბაიერნმა სახლში გერდ მიულერის დუბლითა და ული ჰიონესის გოლით 31 იმარჯვამერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს 5 მოგება და 1 მარცხი გამონაკლისი 200506 წლების სეზონში დაფიქსირდა როდესაც მოქმედი ჩემპიონები გათამაშებას ლისაბონის ბენფიკამ გამოთიშამერსესაიდულ გრანდს გერმანული კლუბების წინააღმდეგ ორმატჩიან დუელებში ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს 14 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი ლივერპულს გერმანულ გუნდებთან საკუთარ მოედანზე ზედიზედ 6 შეხვედრა აქვს მოგებული და 17 საშინაო მატჩიდან 14 გამარჯვებით აქვს დასრულებულიწითლებს ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია 6 მოგება 2 ფრე აქვთმიუნხენური გრანდი კი მერვედფინალურ ეტაპზე მე15დ ასპარეზობს სტატისტიკა დადებითია 11 მოგება 3 წაგებაბაიერნს პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში სულ 15 ბურთი აქვს გატანილირეკორდმაისტერი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ფლეიოფის სტადიაზე ასევე წარმატებით ასპარეზობს 10 მოგება 5 მარცხი ბაიერნს პრემიერ ლიგის გუნდებთან ბოლო 5 ორთაბრძოლა აქვს მოგებულიმიუნხენურ კლუბს ევროთასებზე 8 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს გასვლაზე 6 მოგება 2 ფრე ამ პერიოდში ბაიერნს სტუმრად თამაშში მინიმუმ ორი ბურთი მაინც გააქვსიურგენ კლოპი 200108 წლებში მაინცს ხოლო 200815 წლებში დორტმუნდის ბორუსიას ხელმძღვანელობდა მისი საერთო სტატისტიკა ბაიერნის წინააღმდეგ ასეთია 9 მოგება 4 ფრე და 10 წაგებახერდან შაქირი თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება 27 წლის შვეიცარიელი ბაიერნის ღირსებას 201215 წლებში იცავდა და 81 თამაშში 17 გოლის გატანა მოახერხა