bayern.ge სლაიდერი გვერდი 75
გადაწყვეტილია ჰერტასთან მატჩს ბაიერნის მორიგი ლიდერი დააკლდება
მიუნხენის ბაიერნის ტრავმირებულთა სია ყოველდღიურად იზრდებაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ბერლინის ჰერტასთან გასამართ შეხვედრაში რეკორდმაისტერს კიდევ ერთი ლიდერი ვერ დაეხმარებაკერძოდ საუბარია სერჟ გნაბრიზე გერმანელმა ვინგერმა დაზიანება ყატარულ შეკრებაზე მიიღო და უკვე გადაწყვეტილია რომ ის 19 იანვარს მეორე წრის გახსნით თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებსშეგახსენებთ რომ ტრავმების გამო ბაიერნს დედაქალაქელებთან ასევე ვერ დაეხმარებიან კომანი ზულე ხავი მარტინესი და ლუკას ერნანდესი იოზუა კიმიხი კი დისკვალიფიცირებულია
ტიაგო სილვა ყატარული შეკრებიდან ნაადრევად დაბრუნდა
მიუნხენის ბაიერნის ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა ყატარული შეკრებიდან დროზე ადრე დაბრუნდა შინმიზეზი სასიხარულოა 27 წლის ფეხბურთელსა და მის მეუღლეს იულიას მეორე შვილი შეეძინათ შესაბამისად ტიაგომ შეკრებიდან გაშვება ითხოვასამწუხაროდ დოჰადან უსიამოვნო ამბებიცაა კერძოდ იოზუა ცირკზემ დაზიანება მიიღო და მან დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშა ჯერჯერობით უცნობია რა სიმძიმისაა მისი ტრავმა
ცირკზემ აღიარა ლივერპულის ევერტონში ტრანსფერი ძალიან ახლოს იყო
მიუნხენის ბაიერნის ტალანტმა იოშუა ცირკზემ ის პერიოდი გაიხსენა როდესაც კლუბი კინაღამ დატოვაევერტონი ჩემს ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობდა და სიმართლე გითხრათ ლივერპულში გადასვლასთან ახლოსაც ვიყავიამ პერიოდში ინგლისელებს რონალდ კუმანი წვრთნიდა თავდასხმის ხაზში კი პრობლემები ჰქონდათ და ევერტონში ფაქტობრივად კონკურენტიც კი არ მეყოლებოდაკლუბმა კონტრაქტიც შემომთავაზა და წასვლაზეც სერიოზულად ვფიქრობდი თუმცა საბოლოოდ არჩევანი ბაიერნზე შევაჩერე აცხადებს ცირკზე
კონფლიქტი ბაიერნში  სალიჰამიჯიჩმა ფლიკი საჯაროდ გააკრიტიკა
გუშინ მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა დაადასტურა რომ კლუბი ზამთარში რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებსგავრცელებული განცხადება მალევე უარყო რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა და ფლიკი საჯაროდაც გააკრიტიკასიმართლე გითხრათ ძალიან გამაკვირვა ამ განცხადებამ ფლიკმა საჯაროდ ისაუბრა გუნდის გეგმებზევფიქრობ მთავარ მწვრთნელს ეს უნდა ესმოდეს და მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს აცხადებს სალიჰამიჯიჩი
სანეს ტრანსფერზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნი ლეროი სანეს ტრანსფერთან ახლოს იყორეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა გერმანელი გარემარბის ტრანსფერი ამ ეტაპზე გამორიცხაჰანს ფლიკმა თქვა რომ ტრანსფერებს ელოდება და ეს ლოგიკურია რადგან ის მთავარი მწვრთნელია და მუდამ შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობსთუმცა ამჟამად რაიმე ხმაურიანი ტრანსფერი გამორიცხულია აცხადებს სალიჰამიჯიჩი
ფლიკი გადაწყვეტილია გუნდი ამ ტრანსფერებს განახორციელებს
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ზამთრის ტრანსფერებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთანათელია რომ გარკვეული ცვლილებები გვჭირდება ვფიქრობ მინიმუმ ორ ფეხბურთელს დავიმატებთერთი პოზიცია რომელიც აუცილებლად გაძლიერდება ეს დაცვაა გარდა ამისა საჭიროა ფლანგის ფეხბურთელის დამატებაცკიმიხი დისკვალიფიცირებულია და შესაბამისად ახლა მხოლოდ 10 მინდვრის მოთამაშე გვყავს მზადყოფნაში ჰერტასთან თამაშისთვის საჭიროა ცვლილებები აცხადებს ფლიკი
სასიხარულო ინფორმაცია ბაიერნის ლიდერმა ვარჯიში განაახლა
მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ მინდორზე ვარჯიში განაახლაგერმანული გამოცემების ინფორმაციით 31 წლის თავდამსხმელი თავს უკვე იდეალურად გრძნობს და ის სრული მატჩის ჩასატარებლად მზადააშეგახსენებთ რომ ლევანდოვსკიმ პირველი წრის დასრულების შემდეგ ოპერაცია ჩაიტარა და მან 18 დღის შემდეგ პირველად შეძლო მინდორზე ვარჯიშის ჩატარება
ფლიკმა დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნი ამჟამად ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფება სადაც მეორე წრისთვის ვარჯიშებს ატარებსრეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა ვარჯიში შემდეგ ჰანს ფლიკმა დახურული შეხვედრა გამართა სადაც თავის მოთამაშეებს შემდეგი სიტყვებით მიმართაჩვენ ვართ მიუნხენის ბაიერნი ჩვენ გვაქვს დიდი მიზნები ვალდებულები ვართ ყველას წინაშე რომ სამივე ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთროგორც ჩანს ფლიკი საკმაოდ მოტივირებულია და მიმდინარე სეზონში გუნდი მხოლოდ საუკეთესო შედეგებისთვის იბრძოლებს
რუდიგერი ოდოი ბაიერნში სწორედ ამიტომ არ გადავიდა
გასულ წელს აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის შესახებ რომ ლონდონის ჩელსის ახალგაზრდა შემტევი კალუმ ჰადსონ ოდოი მიუნხენის ბაიერნში გადმობარგდებოდა თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგაამის მიზეზი 19 წლის ფეხბურთელის თანაგუნდელმა ანტონიო რუდიგერმა განმარტარა თქმა უნდა მან მკითხა აზრი ბაიერნის შესახებ მე კი ვუთხარი რომ ეს დიდებული კლუბია მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოსატრანსფერო ბანმა და ედენ აზარის წასვლამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ტრანსფერზე სწორედ ეს გახდა ოდოის დარჩენის მიზეზი აცხადებს რუდიგერი
ბაიერნს ჰერტასთან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება
19 იანვარს ბუნდესლიგის მეორე წრე განახლდება რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ბერლინის ჰერტას დაუპირისპირდებააღნიშნულ შეხვედრას რეკორდმაისტერი დიდი დანაკლისით შეხვდება კერძოდ კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა რომ კინგსლი კომანი დედაქალაქელებთან ვერ ითამაშებსთავდაპირველად ვარაუდობდნენ რომ ფრანგი შემტევი მომავალი მატჩისთვის მზად იქნებოდა თუმცა კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით ის თვის ბოლომდე ვერ შეძლებს გუნდის დახმარებასგარდა ამისა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა სერჟ გნაბრიმ და ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად მძიმეა გერმანელის ტრავმა
ლევანდოვსკიმ დაბრუნების თარიღი დაადასტურა
მოგეხსენებათ ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ ოპერაცია ჩაიტარაპოლონელმა ფეხბურთელმა აღდგენითი ვარჯიშები უკვე დაიწყო და მისივე თქმით ის მალე დაუბრუნდება მინდორსოპერაციამ ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ რაც უკეთესია ჩემთვისყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ვფიქრობ ჰერტასთან თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდები აცხადებს ლევანდოვსკი
ულრაიხმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მას შემდგომ რაც მიუნხენის ბაიერნმა ალექსანდრ ნუბელი ოფიციალურად გაიფორმა გაჩნდა საუბრები იმის შესახებ რომ სვენ ულრაიხი კლუბს დატოვებსთუმცა გერმანული გამოცემების ინფორმაციით 31 წლის კიპერმა გადაწყვეტილება მიიღო და ის მზადაა მესამე მეკარის როლს დათანხმდესწყაროს ცნობით ულრაიხი უკვე შეხვდა ჰასან სალიჰამიჯიჩს და განუცხადა რომ მას რეკორდმაისტერის რიგებში დარჩენა სურსფეხბურთელის თქმით მისი ოჯახი მიუნხენში თავს კარგად გრძნობს და მისთვის ყველაზე მთავარი სწორედ ესაა
ალაბა ბაიერნის ფეხბურთელმა ყოველთვის უნდა იფიქროს ტრებლზე
მიუნხენის ბაიერნის შვეიცარიელმა მცველმა დავიდ ალაბამ საინტერესო განცხადება გააკეთათუ მწვრთნელი დაცვის ბოსს მიწოდებს ეს დიდი პატივია ჩემთვის ცენტრში თამაში მომწონს რადგან აქედან მთელი თამაში ჩანს და მთელს სურათს კითხულობტრებლის მოგება ყველას ოცნებაა ხოლო როდესაც ბაიერნის ღირსებას იცავ მის შესრულებაზე ყოველწამს უნდა იფიქრო სხვანაირად წარმოუდგენელია აცხადებს ალაბა
არტეტამ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჟერომ ბოატენგი კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებსაღნიშნულ თემაზე კითხვა მეთოფეების დამრიგებელს მიკელ არტეტას დაუსვეს რაზეც მან შემდეგნარად უპასუხავადასტურებ გარკვეულ ტრანსფერებზე მართლაც ვმუშაობთ თუმცა ამჟამად საჯარო განცხადებას ამ თემაზე ვერ გავაკეთებროდესაც კლუბი რაიმე ტრანსფერს გააკეთებს ამას ყველა ერთად გავიგებთ აცხადებს არტეტა
სასიხარულო ინფორმაცია ბაიერნს გნაბრი დაუბრუნდა
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია სერჟ გნაბრის ტრავმასთან დაკავშირებითთავდაპირველად ვარაუდობდნენ რომ გერმანელი გარემარბის დაზიანება სერიოზული იყო და მას გარკვეული დროის გამოტოვება მოუწევდა თუმცა საბედნიეროდ ვარაუდი არ გამართლდასამშაბათს გამართულ ვარჯიშზე 24 წლის ფეხბურთელმა დაბრუნება მოახერხა და ის მინდორზეც გამოჩნდა როგორც ცნობილია მას მარჯვენა ფეხზე ტკივილები აღარ აწუხებსშეგახსენებთ რომ გნაბრის გარდა ვარჯიში განაახლა ასევე ლუკას ერნანდესმაც რომელსაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია
კანის პრესკონფერენცია ბაიერნში დაბრუნების შემდეგ
დღეს მიუნხენის ბაიერნის ახალმა გენერალურმა მენეჯერმა ოლივერ კანმა პრესკონფერენცია გამართაგთავაზობთ ლეგენდარული გერმანელის სრულ ინტერვიუსბაიერნში გატარებული 14 წელი ძალიან ბევრია კლუბთან უდიდესი ემოცია და გამოცდილება მაკავშირებს 2008 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა თუმცა უცვლელია გუნდის დნმ მე მუდამ ჩართული ვიყავი ბაიერნის საქმეებში ახლა კი დიდი გამოწვევის წინაშე დავდექი რომელშიც აუცილებელია წარმატების მიღწევაკარიერის დასრულების შემდეგ უკვე ბიზნესში ჩავერთე განვავითარე ჩემი უნარები და ვისწავლე ისეთი რამეები რასაც უნივერსიტეტში ვერ აითვისებ ეს ყველაფერი უდიდეს თავდაჯერებულობას მანიჭებს ახლა დროა ის ბაიერნს მოვახმაროყველამ კარგად იცის თუ რა შესაძლებლობები აქვს ნუბელს კარგი და სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება იყო მისი დამატება მანუელის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება ალექსი ბევრ რამეს ისწავლის ნოიერისგანგვსურს რომ ყველა ტურნირზე საუკეთესოები ვიყოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით ბაიერნში ყველა ამავე აზრზეაჯერჯერობით არცერთ ტრანსფერში მონაწილეობა არ მიმიღია მათ შორის ნუბელის გადმობირებაშიც მან თავად გააკეთა ეს არჩევანი და ვფიქრობ ეს მამაცური გადაწყვეტილება იყოგარდა იმისა რომ ჩვენ ვართ სპორტსმენები ჩვენ ასევე ვართ ადამიანებიც და ბაიერნის ყველა ფეხბურთელმა უნდა იგრძნოს ეს სწორედ ეს განასხვავებს რეკორდმაისტერს ყველა სხვა კლუბისგან მომავალში ეს ასპექტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე ოდესმეზედიზედ შვიდჯერ გერმანიის ჩემპიონობა კარგია და ეს ბადებს ილუზიას რომ ჩვენ ყოველთვის მოვიგებთ ამ ტურნირს თუმცა აუცილებელია წარმატების მიღწევა ევროთასებზეც ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევა კი ამის საწინდარია აცხადებს კანი
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0