მიუნხენის ბაიერნის სამიზნემ ტიმო ვერნერმა თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღობრიტანული გამოცემა BBCის ინფორმაციით მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ახალგაზრდა ფორვარდი მომავალი სეზონიდან ლონდონის ჩელსის ღირსებას დაიცავსწყაროს ცნობით არისტოკრატები ვერნერის სანაცვლოდ 55 მილიონ ფუნტს გადაიხდიან და ტრანსფერი სულ მალე ოფიციალურადაც დადასტურდება ზემოხსენებული ინფორმაცია ასევე სხვა არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამაც დაადასტურაშეგახსენებთ რომ ვერნერის შეძენა მიუნხენუს ბაიერნს უკვე დიდი ხანია სურს თუმცა რამდენიმე კვირის წინ თავად ფეხბურთელმა განაცხადა რომ მას გერმანიაში დარჩენა არ უნდა