bayern.ge სლაიდერი გვერდი 47
ლიოვი მარადონა ტუნელში იდგა და ბავშვივით ტიროდა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება გაიხსენატუნელში შევედი რომ დიეგოსთან მივსულიყავი და ხელი ჩამომერთვა ის კი თავის შვილთან ერთად იდგა და პატარა ბავშვივით ტიროდამხარზე ხელი დავადე მაგრამ არ განძრეულა ალბათ ვერც კი იგრძნო ასე განიცდიდია საკუთარი გუნდის საკუთარი ქვეყნის მარცხს იხსენებს ლიოვიშეგახსენებთ რომ ბუნდესნაკრებმა არგენტინა ანგარიშთ 40 დაამარცხა
ოფიციალურად ბუნდესლიგის გასაგრძელებლად ყველაფერი მზადაა
გერმანიის საფეხბურთო ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან სეიფერტმა ბუნდესლიგის გაგრძელება ოფიციალურად დააანონსაბუნდესლიგის გასაგრძელებლად უკვე ყველაფერი მზადაა მნიშვნელობა არ აქვს ეს 9 მაისს მოხდება თუ სხვა დროს ჩვენ სრულიად მზად ვართ ახლა მხოლოდ პოლიტიკოსების თანხმობას ველოდებით1100 ლიცენზირებული ფეხბურთელი შემოწმდა კორონავირუსზე და მათგან მხოლოდ თოთხმეტს დაუდასტურდა ისინი კი უკვე გამოჯანმრთელდნენ აცხადებს სეიფერტი
უპამეკანომ თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
ფრანგული გამოცემა Footmercatoს ინფორმაციით ლაიფციგის ამომავალმა ვარსკვლავმა დაიოტ უპამეკანომ თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღომოგეხსენებათ 21 წლის ფეხბურთელის დამატებით არაერთი ევროპული გრანდი მათ შორის ბაიერნი ლივერპული და ბარსელონა არიან დაინტერესებულიყველაფრის მიუხედავად ახალგაზრდა მცველმა კვლავ გერმანიაში დარჩენა და რეკორდმაისტერის რიგებში გადაბარგება აირჩია რაშიც გარკვეული წვლილი კინგსლი კომანმაც შეიტანაწყაროს ცნობით უპამეკანოს კვლავ ნაცნობ გარემოში სურს კარიერის გაგრძელება შესაბამისად ახლა ჯერი მიუნხენურ კლუბზეა იმ შემთხვევაში თუ ბაიერნი ლაიფციგის მოთხოვნილ ფასს გადაიხდის მაშინ ახალგაზრდა მცველის ტრანსფერი შედგება
ბაიერნის რადარზე იუვენტუსის ვარსკვლავი გამოჩნდა
იტალიური გამოცემების ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი ტურინის იუვენტუსის ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის შეძენით ინტერესდებაგამოცემა Corriere Torinoს ცნობით რეკორდმაისტერი 30 წლის ფეხბურთელის დამატებას მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდებამოგეხსენებათ ბოსნიელ ფეხბურთელს იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს რის გამოც კლუბის დატოვებას აპირებს გერმანული გრანდი კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდებაშეგახსენებთ რომ Transfermarkt პიანიჩის სატრანსფერო ღირებულებად 52 მილიონ ევროს ასახელებს
ბაიერნი ლა ლიგის ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის ბაიერნის რადარზე ამჯერად ესპანური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ფერან ტორესი გამოჩნდავალენსიური გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერი 20 წლის ფეხბურთელით სერიოზულად არის დაინტერესებული და პირველი შეთავაზებაც უკვე გააკეთესჯერჯერობით უცნობია რა თანხის გადახდას აპირებს გერმანული გრანდი ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ Transfermarkt ტორესს 45 მილიონ ევროდ აფასებს რითაც ის ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა 21 წლამდე მოთამაშეებში
მიულერი იმედი მაქვს კაპიტნის სამკლაურს არ გავიკეთებ
მიუნხენის ბაიერნის ვეტერანმა შემტევმა თომას მიულერმა მანუელ ნოიერის კონტრაქტზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრამხარეებს ჯერ კიდევ დიდი დრო აქვთ მოლაპარაკებების დასასრულებლად იმედი მაქვს ყველაფერი წარმატებით დასრულდებაშესაბამისად ვიმედოვნებ რომ კაპიტნის სამკლაურის აღება არ მომიწევს ჩემს პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ მაგრამ მსურს რომ კარიერის დასრულებამდე მანუ ჩემს კაპიტნად დარჩეს აცხადებს მიულერი
ბაიერნის რიგებში ტრავმიანობა გრძელდება
მიუნხენის ბაიერნს ბუნდესლიგის განახლებამდე მცირე ხნით ადრე რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე ჰყავსფილიპე კოუტინიოს მარჯვენა ფეხის კოჭის ტრავმა აწუხებს და ამის გამო უკვე ორი კვირაა რაც ვერ ვარჯიშობსგარდა ამისა დღეს კორენტინ ტოლისომ ასევე წვივზე გაიკეთა ოპერაცია ფრანგი ფებურთელი მომავალი 4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ვარჯიშის განახლებასშეგახსენებთ რომ ბუნდესლიგის სეზონის განახლება 9 მაისს იგეგმება
ალაბას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველს დავიდ ალაბას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდაესპანური გამოცემა Marcaს ინფორმაციით 27 წლის ფეხბურთელის დამატებით ტურინის იუვენტუსი დაინტერესდაბებერი სინიორა უკვე დიდი ხანია რაც მარცხენა მცველს ეძებს და ერთერთ ვარიანტად მარსელო განიხილებოდა თუმცა მას შემდგომ რაც კლუბს მისი შეძენა არ გამოუვიდა ახლა მთ სამიზნედ დავიდ ალაბა იქცაშეგახსენებთ რომ ავსტრიელი მცველის დამატებას ასევე რეალი და ბარსელონაც ცდილობენ ალაბას მოთხოვნა წელიწადში 10 მილიონი ევროა დაბეგვრის შემდეგ
BILD ბუნდესლიგა დათქმულ ვადაში განახლდება
გერმანული გამოცემა Bild დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებსწყაროს ცნობით ბუნდესლიგის განახლება დათქმულ ვადაში იგეგმება ანუ როგორც თავდაპირველად შეთანხმდნენ ტურნირი 9 მაისს დაიწყებაწყაროს ცნობით თავდაპირველად 33ე და 34ე ტურის შეხვედრები გაიმართება რადგან ამ თარიღებში სწორედ ეს მატჩები იყო გაწერილი დარჩენილი 2632 ტურები კი შემდგომ გაიმართებასაბოლოოდ ბუნდესლიგა 21 ივნისს დასრულდება
ბაიერნის 5 საუკეთესო უფასო ტრანსფერი ისტორიაში
მიუნხენის ბაიერნს ხშირად ახასიათებს თავისუფალი აგენტების დამატება ზოგადად უფასოდ მაღალი დონის მოთამაშის შეძენა ძალიან რთული საკითხია თუმცა გერმანული გრანდის ისტორია გამონაკლისიაგთავაზობთ ბაიერნის ისტორიაში 5 საუკეთესო უფასო ტრანსფერს5 ივიცა ოლიჩი 2009 წ ჰამბურგიდან4 ჰანს იორგ ბუტი 2008 წ ბენფიკადან3 ლეონ გორეცკა 2018 წ შალკედან2 ჰასან სალიჰამიჯიჩი 1998 წ ჰამბურგიდან1 რობერტ ლევანდოვსკი 2014 წ დორტმუნდიდან
დეივისი ძალიან ბედნიერი ვარ ეს ოცნების ასრულებას ჰგავს
მოგეხსენებათ დღეს მიუნხენის ბაიერნმა მარცხენა მცველ ალფონსო დეივისთან ახალი კონტრაქტი გააფორმახელის მოწერის შემდგომ კანადელმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთაძალიან ბედნიერი ვარ ბაიერნი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ეს ოცნების ასრულებას ჰგავსმსურს რომ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო და გულშემატკივრები გავახარო განაცხადა დეივისმა
რომელ ფეხბურთელებს ენდობა ჰანს ფლიკი ყველაზე მეტად
ცნობილმა სტატისტიკურმა კომპანია Optaმ მორიგი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა რომლის მიხედვითაც ჰანს ფლიკის ფავორიტი მოთამაშე ალფონსო დეივისიაკერძოდ Optaმ დათვალა გერმანელი სპეციალისტის ქვეშემდომობით ფეხბურთელების მიერ მინდორზე გატარებული დრო და აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტი წუთი სწორედ კანადელ მცველს გამოუვიდააღსანიშნავია თომას მიულერის შედეგიც მას შემდგომ რაც გუნდიდან ნიკო კოვაჩი წავიდა ვეტერანი შემტევი ბაიერნის რიგით მეხუთე ყველაზე საჭირო ფეხბურთელიასაუკეთესო ხუთეული სრულად შემდეგნაირად გამოიყურება
პავარი აზარი ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა
მიუნხენის ბაიერნის მარჯვენა მცველმა ბენჟამინ პავარმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერაბაიერნი დიდებული კლუბია სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებულად არასდროს გაქვს ასე რომ არ ვდარდობ იმაზე რომ ზაფხულში ახალი მარჯვენა მცველი იყიდოს გუნდმათავს უფრო კომფორტულად დაცვის ცენტრალურ ნაწილში ვგრძნობ თუმცა ჩემთვის ყველაზე პრიორიტეტული მატჩში მონაწილეობის მიღებაა ყველაზე რთული მოწინააღმდეგე ვისთანაც მითამაშია ედენ აზარი გახლავთ რაც შეეხება ბავშვობის კუმირს ეს უდაოდ ზინედინ ზიდანია აცხადებს პავარი
ოფიციალურად ალფონსო დეივისმა ახალი კონტრაქტი გააფორმა
მიუნხენის ბაიერნმა კიდევ ერთ ფეხბურთელთან შეძლო კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევაგუნდის კანადელმა მარცხენა მცველმა ალფონსო დეივისმა რეკორდმაისტერთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივაწინა შეთანხმებას ვადა 2023 წლის ივნისში გასდიოდა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე კი ის კიდევ ორი წლით გახანგრძლივდაშეგახსენებთ რომ სეზონის შეწყვეტის შემდეგ ბაიერნმა ასევე თომას მიულერთანაც გააფორმა კონტრაქტი
Bild ზიდანმა ბაიერნის ვარსკვლავის ტრანსფერი მოითხოვა
გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველი დავიდ ალაბა ესპანეთში გადაბარგებას გეგმავსგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთოწყაროს ცნობით ფრანგმა სპეციალისტმა ალაბას დამატებაზე თანხმობა განაცხადა თუმცა ახლა მთავარ პრობლემად ფეხბურთელის ხელფასი სახელდებაშეგახსენებთ რომ ალაბას აგენტი პინი ზაჰავია რომელმაც ადრე ლევანდოვსკის გადაყვანაც სცადა რეალში ეს კი ტრანსფერის ალბათობას ზრდის
ბაიერნის რადარზე ოთხი მარჯვენა მცველია
მიუნხენის ბაიერნი მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობსგამოცემა Sport1ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის რადარზე ამ პოზიციაზე მოთამაშე ჯამში ოთხი ფეხბურთელიაგუნდის პირველ ვარიანტებად რეალის აჩრაფ ჰაკიმი და მონაკოს ბენჟამინ ჰენრიქსი არიან ამ უკანასკნელის შეძენას გუნდი გასულ წელსაც ცდილობდა თუმცა უშედეგოდგარდა ამისა ასევე აქტიურად განიხილება აიაქსის ამომავალი ვარსკვლავის სერჟინიო დესტისა და შახტარის ბრაზილიელი მცველის დოდოს დამატება დიდი ალბათობით ბაიერნი სწორედ ჩამოთვლილი ოთხი მოთამაშიდან ერთერთს აირჩევს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0