bayern.ge სიახლეები გვერდი 449
Globe Soccer-მა ფლიკი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა
ამ წუთებში გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ დუბაიში Globe Soccer-ის ყოველწლიური გალა-დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

გამოცემა სხვა გამარჯვებულებთან ერთად 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელსაც აჯილდოებს.

აღნიშნული ტიტული მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელს, ჰანს ფლიკს ერგო, რომელმაც გამოკითხვაში იურგენ კლოპს, ზინედინ ზიდანსა და სხვებს აჯობა.

"ბედნიერი ვარ ამ ტიტულის მოპოვებით, მაგრამ, ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩემი გუნდის გარეშე. ამ პრიზს ვუძღვნი ყველა იმ ადამიანს, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე გვერდში მედგა და გვგულშემატკივრობდა." - აცხადებს ფლიკი.
Sport24: "კვარაცხელია სანჩოს, ჰოლანდისა და აჩრაფ ჰაკიმის გზაზე უნდა წავიდეს"
გასული თვეების განმავლობაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დორტმუნდის "ბორუსია" ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით არის დაინტერესებული.

ცნობილმა რუსულმა გამოცემა Sport24-მა ხვიჩას მომავალზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.

"ხვიჩას მიმართ ინტერესი სერიოზულია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "დორტმუნდმა" ის ზამთარში შეიძინოს, თუმცა, აშკარაა, რომ გერმანელებს მის მიმართ ინტერესი გააჩნიათ."

"კვარაცხელიასთვის ეს იდეალური ვარიანტი იქნება. "დორტმუნდში" კარგად იციან თავისი საქმე, ტალანტების გამოჭედვა. ხვიჩა ჰოლანდის, სანჩოსა და აჩრაფ ჰაკიმის გზაზე უნდა წავიდეს. ის ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს ამ შანსს." - წერია სტატიაში.
ნოიერი: "არასდროს მიგრძვნია გუნდური ერთსულოვნება ისე, როგორც ახლა"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა საახალწლოდ გულშემატკივრებისთვის წერილი გამოაქვეყნა.

"მსურს მთელი გუნდის სახელით მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ 2021 წელს ყველაფერი საუკეთესო, უამრავი სიხარული და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობა."

"მომავალ 2021 წელს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ერთიანი ძალებით მოვახერხოთ კორონავირუსის დამარცხება."

"გასულმა წელმა ფეხბურთშიც დიდი ცვლილებები შეიტანა. ახლა კიდევ უფრო მეტად ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, რადგან ამას ტრიბუნები ვეღარ ახერხებენ."

"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ჩვენი გუნდით და სამწვრთნელო შტაბით. პირადად მე არასდროს მიგრძვნია ცსეთი გუნდური სული, როგორი ახლა "ბაიერნშია".

"2021 წელს დიდი გამოწვევები გველოდება, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ. ვეცდებით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგოთ და გავახაროთ გულშემატკვირები." - წერია მანუს განცხადებაში.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიული რეიტინგი - რომელ ადგილზეა "ბაიერნი"
UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროსი რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში "რეკორდმაისტერი" მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე ტიტულოვან კლუბს ევროასპარეზზე, მადრიდის "რეალს" ჩამორჩება.

რეიტინგი ტურნირის დაწყების დღიდან ითვლება და მასში გათვალისწინებულია ჩატარებული მატჩების რაოდენობა, მოგებული თამაშები და ტიტულები.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

კროოსი: "2014 წლის მუნდიალზე ფლიკი ადრე მაღვიძებდა, მე კი...
მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნში" მოსვლამდე ჰანს ფლიკი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა და 2014 წელს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

ბუნდესნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ტონი კროოსმა ფლიკთან ერთად გატარებული პერიოდიდან სახალისო ისტორია გაიხსენა.

"ბაიერნის ასეთი წარმატება არ გამკვირვებია. ფლიკს დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ის დიდებული ადამიანია."

"მას უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა, 2014 წლის მუნდილაზე მან რამდენჯერმე გამაღვიძა ადრიანად, რათა გუნდთან ერთად მესაუზმა. მე კი ადრე გაღვიძება ძალიან არ მიყვარს."

"ყოველი ასეთი შემთხვევის დროს თვალებს უბრალოდ ვხუჭავდი და ძილს ვაგრძელებდი." - იხსენებს კროოსი.
3 ფეხბურთელი, რომელიც "ბაიერნმა" ზამთარში უნდა შეიძინოს
მიუნხენის "ბაიერნი" 2020 წელს შეუჩერებელ მანქანად იქცა. გუნდმა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 მატჩი წააგო და არაერთი რეკორდი დაამყარა.

თუმცა, როგორც ყველა მანქანას, "რეკორდმაისტერსაც" სჭირდება დროდადრო განახლება. თანაც, ეს იმის ფონზე, რომ მიმდინარე სეზონში ზედმეტად გადატვირთული კალენდარია და ამის ფონზე ტრავმებიც ხშირია.

გთავაზობთ 3 ფეხბურთელს, რომლებიც ჩვენი აზრით კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უნდა დაიმატოს.

პირველ რიგში ეს ივან პერიშიჩია. ვეტერანი ხორვატი "ბაიერნში" გასულ წელს იჯარით გამოდიოდა, და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა, მისი მაღალი გამოსასყიდი ფასის გამო კვლავ "ინტერში" დააბრუნეს. პერიშიჩმა გასულ სეზონში აჩვენა, რომ მაღალ დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია და გაჭირვების დროს ნახევარდაცვის ხაზში საჭირო დროს საჭირო ადგილზე ითამაშებს.

კიდევ ერთი ვარიანტი ტომას ლემარია. "ბაიერნს" ნახევარდაცვის შეტევით ხაზში თომას მიულერის ჩამნაცვლებელი, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ფრანგი შემტევი კი სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია კრეატივის შემოტანა. ლემარი იდეალურ სეზონს არ ატარებს, თუმცა, იგი ჯერ კიდევ მიიჩნევა დიდ ტალანტად და ვფიქრობთ, ფლიკის ხელში შეუძლია წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. თანაც ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით მისი ფასი არცთუ მაღალი იქნება.

შემდეგი ვარიანტი კვლავ ნახევარდაცვიდანაა. ეს გახლავთ ტომას სოუჩეკი, რომელიც "ვესტ ჰემში" საოცარ სეზონს ატარებს. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ "ბაიერნს" ისედაც ბევრი ნახევარმცველი ჰყავს, თუმცა, იოზუა კიმიხის ტრავმამ ყველას აჩვენა, რომ გუნდს საყრდენ ზონაში ახალი სისხლი ესაჭიროება. 25 წლის ჩეხი გარდა დაცვითი ფუნქციების იდეალურად შესრულებისა, ასევე კრეატიულობითა და ზუსტი, გრძელი გადაცემებითაც გამოირჩევა, რაც სწორედ "რეკორდმაისტერის" სტილია.
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული ამ მომენტისთვის
გერმანიის ბუნდესლიგაში 13 ტური უკვე მიილია და ზამთრის შესვენების დრო დადგა. გუნდები 2021 წლიდან განახლებული ძალებით ეცდებიან ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.

გერმანულმა გამოცემა Kicker-მა ამ მომენტისთვის ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 3 წევრი მიუნხენის "ბაიერნიდან" და "ლაიფციგიდან" მოხვდნენ.

"რეკორდმაისტერმა" საწყისი ტურები საკმაოდ კარგად ჩაატარა და საბოლოო ჯამში შობას პირველ ადგილზე შეხვდა. ფეხბურთელებს კი გარჯა დაუფასდათ.

იხილეთ სეზონის საუკეთესო თერთმეტეული ამ მომენტისთვის.

ნოიერი - ფრიდრიხი, უპამეკანო, ტაპსობა, ვამანგიტუკა - ანხელინო, საბიცერი, კომანი, კრამარიჩი - ჰოლანდი, ლევანდოვსკი.​​​​
პროგრესი თუ რეგრესი? როგორ შეიცვალა პავარის სტატისტიკა ახალ სეზონში
2019/20 წლების სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა ბენჟამინ პავარისთვის. მან "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში თავი დაიმკვიდრა და მთელი სეზონის მანძილზე გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაც გახლდათ.

თუმცა, მიმდინარე სეზონში ფრანგი მცველი ისეთივე იდეალური ვეღარ არის, როგორც გასულ წელს და ამაზე სტატისტიკაც მოწმობს. Kicker-ს რეიტინგების მიხედვით მისი შეფასება ბუნდესლიგაში 3.24-დან 4.19-მდე დაეცა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ეს ციფრი 3.21-დან 3.88-მდე ჩამოვიდა.

გარდა ამისა, პავარს მიმდინარე სეზონში ჯერ დრიბლინგი არ გაუკეთებია, მაშინ, როცა გასულ სეზონში 26 ჰქონდა. ზუსტი ჩაწოდებების მაჩვენებელიც 28.8%-დან 11.5%-მდე დაეცა.

თავის მხრივ, შედარებით გაუმჯობესდა მისი დაცვითი მაჩვენებლები. მაგალითად, ის ნაცვლად 57%-ისა, ორთაბრძოლების 58.5%-ში გამოდის გამარჯვებული.
გამოკითხვა: ვინ არის "ბაიერნის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი 2020 წელს
2020 წელს მიუნხენის "ბაიერნმა" ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წელი ჰქონდა.

ამ გამარჯვებებში არაერთმა ფეხბურთელმა შეიტანა თავისი წვლილი, თუმცა, მათ შორის მაინც არის რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე, რომელთა გარეშეც "რეკორდმაისტერის" ეს წარმატება არ მოხდებოდა.

ასეთ ფეხბურთელებს ხშირად "გუნდის ხერხემალს" უწოდებენ. მიეცით ხმა თქვენს ფავორიტი და გამოვავლინოთ "ბაიერნის" ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე 2020 წელს.
"ბაიერნის" რადარზე "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავი, რიკი პუჩი გამოჩნდა.

ესპანელი ჟურნალისტის, მიგელ კასასის ცნობით, "რეკორდმაისტერში" 21 წლის ფეხბურთელი ტიაგო ალკანტარას შემცვლელად ესახებათ და მზად არიან ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატონ.

მოგეხსენებათ, 19 წლის ფეხბურთელს რონალდ კუმანის გუნდში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა. სწორედ ამ მიზეზით ის კლუბის დასატოვებლად მზადაა.

როგორც ცნობილია, პუჩის დამატება მიუნხენის "ბაიერნის" გარდა ასევე "მანჩესტერ სიტისაც" სურს.
ოქროს ბუცის რეიტინგი - რომელ ადგილზეა ლევანდოვსკი
ევროპის წამყვან ჩემპიონატებში უკვე საწყისი 13 ტური მიილია და დაახლოებით ვიცით, თუ რომელი ფეხბურთელები იბრძოლებენ ოქროს ბუცის პრიზისთვის.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ ამჟამად ჩამონათვალს მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ლიდერობს.

პოლონელ ფეხბურთელს 17 გოლი აქვს გატანილი და შესაბამისად 34 ქულა დაგროვებული, მეორე ადგილოსან მოჰამედ სალაჰს კი 8 ქულით ასწრებს.

ამ მომენტისთვის ოქროს ბუცი 2021-ისთვის მებრძოლთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:


აქვე გეტყვით, რომ ათეულში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობის შედეგები აღარ შეიცვლება, რადგან მათი ლიგები დასრულდა.
ფლიკი: "ეს ფეხბურთელი ძალიან მომწონს"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლევერკუზენის" ამომავალი ვარსკვლავი, ფლორიან ვირცი კომპლიმენტებით შეამკო.

"მე ფლორიანი ძალიან მომწონს. ის თავის ასაკთან შედარებით სრულიად მომწიფებულია."

"ფეხბურთი უფრო და უფრო გადადის ახალ ტალანტებზე და ვფიქრობ, მსგავსი ტალანტების შემჩნევა გერმანული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესია." - აცხადებს ფლიკი.

შეგახსენებთ, რომ ვირცის "ლევერკუზენთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.
ნოიერი: "2020 წელი კარგი იყო, მაგრამ, 2021 წელს მეტს ვაპირებთ"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა კლუბის მიზნებზე ისაუბრა.

"2020 წელი ბევრი განსხვავებული ემოციით იყო სავსე. დაწყებული გუნდური ჯილდოების მოგებიდან, დამთავრებული ჩემი და ლევანდოვსკის ინდივიდუალური ტიტულებით."

"გასული სეზონი მართლაც შესანიშნავი იყო, მაგრამ, ჩვენი მიზანია რომ 2021 წელს პროგრესი გავაგრძელოთ და მეტს მივაღწიოთ."

"თებერვალში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გვიწევს და ვეცდებით, რომ ამ ტიტულით გავხსნათ წელი. ამის შემდეგ კი სამივე ტურნირის მოსაგებად ვიბრძოლებთ, სადაც მონაწილეობას ვიღებთ." - აცხადებს მანუ.
გნაბრი: "ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლებია"
მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, სერჟ გნაბრიმ 2020 წლის საუკეთესო მომენტები გაიხსენა.

"ყოველგვარი ეჭვის გარეშე, "ლიონთან" შესრულებული დუბლი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლებია. მეტოქე პირველ გოლამდე დომინირებდა და ამან ბევრი რამ შეცვალა."

"ყველაზე ბედნიერი მომენტი, რა თქმა უნდა, ლიგის ფინალის შემდეგ საფინალო სასტვენი იყო. ამ მატჩის შემდეგ ბადის ნაჭერი სახლში წავიღე."

"ასევე ძალიან კარგად მახსენდება "ტოტენჰემთან" 7-2 მოგებული შეხვედრა. აქ პოკერი შევასრულე. თუმცა, "ბარსას" 8:2 დამარცხება კიდევ უფრო ტკბილად მახსენდება." - აცხადებს გნაბრი.
გიოტცეს "ბაიერნში" დაბრუნება? ფეხბურთელმა ინფორმაცია დაადასტურა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მარიო გიოტცე, შესაძლოა, მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნებულიყო.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს გოლის ავტორმა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ზაფხულის პერიოდში მართლაც იყო შანსი იმისა, რომ "ბაიერნში" დავბრუნებულიყავი. ამ კლუბისგან არაერთხელ მომისმენია, რომ მაფასებენ, რასაც დიდ პატივს ვცემ."

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ბუნდესლიგაში დავბრუნდე. თუმცა, ახლა "პსვში" ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ." - აცხადებს გიოტცე.
კროოსი: "ჩემთვის ფლიკი წლის საუკეთესო მწვრთნელია"
მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა მიუნხენის "ბაიერნის" წევრებზე სასიამოვნო განცხადება გააკეთა.

"პირადად ჩემთვის 2020 წლის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკია. "ბაიერნს" მთელი წლის მანძილზე, თითქმის ყველა მატჩში 4 გოლი გაჰქონდა, რაც წარმოუდგენელი შედეგია."

"რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის უდაოდ წლის საუკეთესო ფეხბურთელია. მან სრულიად დაიმსახურა ყველა მიღებული ჯილდო." - აცხადებს კროოსი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 15 2 12 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 8 3 4 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0