bayern.ge სლაიდერი გვერდი 104
სანჩეში კოვაჩი საერთოდ არ მელაპარაკება
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ნახევარმცველმა რენატუ სანჩეშმა კიდევ ერთხელ აღიშნა რომ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოამთავარი მწვრთნელი საერთოდ არ მელაპარაკება მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ის მწვრთნელია მე მოთამაშე და მის აზრს პატივს ვცემ უბრალოდ ვმუშაობ და ვვარჯიშობხუთი წუთი სათამაშო დრო საკმარისი არ არის ჩემმა თანაგუნდელებმა და მწვრთნელმა იციან რომ ბევრს ვშრომობ ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ მოედანზე გასასვლელად მუდმივად მზად ვიყომომავალი კლუბში არ ვიცი რა არის უკეთესი ჩემი იჯარით გაშვება და საერთოდ გაყიდვა ამას სეზონის ბოლოს გადავწყვეტ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ როდესაც მოედანზე გავდივარ თავს კარგად ვიჩენ უბრალოდ კიდევ ერთ შანსს ველოდები ახლა 21 წლის ვარ და წინ კიდევ 15 წელი მაქვს კარიერაში ახლა შესაძლოა მიჭირს მაგრამ მომავალში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს განაცხადა 21 წლის პორტუგალიელმა21 წლის რენატუ სანჩეში რეკორდმაისტერმა გასული წლის ზაფხულში იჯარიდან დაიბრუნა მაგრამ რენატუმ ვერც ამ სეზონში მოახერხა თავის წარმოჩენასანჩეშის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 23 მატჩი 1 გოლი და 2 ასისტია
კოვაჩი აიაქსის შესაძლებლობები სწორად შევაფასეთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჩემპიონთა ლიგაზე ამსტერდამის აიაქსის დაუჯერებელი წარმატება შეაფასაჩვენ აიაქსის შესაძლებლობები სწორად შევაფასეთ როდესაც მათ წინააღმდეგ ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთეს ნიჭიერი გუნდია ახალგაზრდა და გამოცდილი მოთამაშეების სწორი ბალანსით ტაქტიკა ერთია ხოლო გულითა და გრძნობით თამაში მეორე აიაქსი სწორედ გულითა და გრძნობით თამაშობს მათ ნახევარფინალი დაიმსახურეს განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმაჰოლანდიურ კლუბთან რეკორდმაისტერმა ჯგუფში ორივე მატჩი ფრედ დაასრულა 11 მიუნხენში და 33 ამსტერდამშიაიაქსმა 18 ფინალში მადრიდის რეალი 12 41 ხოლო 14 ფინალში ტურინის იუვენტუსი 11 21 დაამარცხა და 12 ფინალურ ეტაპზე ლონდონის ტოტენჰემს დაუპირისპირდება
კომანი მე ახალი რიბერი არ ვარ
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა გარემარბმა კინგსლი კომანმა გუნდში თავის როლსა და ფრანკ რიბერისთან შედარებაზე ისაუბრაფრანკს თავისი კარიერა ჰქონდა მე კი ჩემი მაქვს და ის სრულიად განსხვავებულია მე ახალი რიბერი არ ვარ მე მე ვარ შესაფერისი შესაძლებლობები მაქვს რომ ბაიერნში წარმატებით ვიასპარეზოროგორც ვინგერმა ბევრი გოლი უნდა გავიტანო საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ მაგრამ ჯერ მსოფლიო დონემდე ბევრი მიკლიაჩვენთვის საჩემპიონო რბოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ლაიფციგთან მატჩია თუ ისეთივე კონცენტრირებულები ვიქნებით როგორც დორტმუნდის ბორუსიასთან გამარჯვების საკმარისი შანსი გვექნება განაცხადა 22 წლის ფრანგმაკინგსლი კომანს ტრავმებმა არ მისცა ბაიერნში რეგულარულად თამაშის საშუალება მიმდინარე სეზონში ფრანგს ასევე გაუცდა რამდენიმე თვე და სულ 22 თამაშში 7 გოლის გატანა მოახერხა
ლაიფციგთან მატჩისთვის უნდა დავბრუნდე  ნოიერის პრესკონფერენცია შედგა
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა და გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა გუშინ დაანონსებული პრესკონფერენცია გამართა31 წლის გერმანელმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდის მიზნები განიხილადაბრუნების ვადაზე ამ ეტაპზე რამის ვარაუდი ნაადრევია რა თქმა უნდა ჩემი მიზანია რომ რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე ვფიქრობ ლაიფციგთან მატჩი ყველაზე რეალური სამიზნეატრავმაზე ფორტუნასთან მატჩში მივხვდი რომ კუნთი მაქვს დაჭიმული მინდა რომ სეზონის ბოლომდე დავბრუნდე ვინაიდან ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და აგრეთვე გერმანიის თასის ფინალი გვაქვს სათამაშოდორტმუნდის ბორუსიასთან მატჩზე დორტმუნდის ბორუსიასთან შეხვედრაში პრინციპში არაფერი გამიკეთებია თამაშში ჩართვის საშუალება არ მქონია ფორტუნასთან მატჩის წინ სრული ვარჯიში არ ჩამიტარებია მაგრამ პირველ ტაიმში თავს კარგად ვგრძნობდი ასეთი რაღაცების წინასწარ მიხვედრა რთულია ფეხბურთში ასეთები ხდებასვენ ულრაიხზე მისი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ თავის საქმეს კარგად გაართმევს თავს მე კი ცხადია ყოველთვის გუნდთან ერთად ვიქნებიმიმდინარე სეზონზე ამ სეზონში ბევრი ახალი რამ მოხდა სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ მაგრამ წინ რთული მატჩებია თუმცა დორტმუნდის ბორუსიასაც არ აქვს იოლი შეხვედრები სეზონის ბოლო თამაშებში მაქსიმალური კონცენტრაცია იქნება საჭირომანუ ნოიერმა დუისელდორფის ფორტუნასთან ბოლო შეხვედრაში 41 ბარძაყის კუნთი დაიჭიმა და მოედანი მეორე ტაიმის დასაწყისში იძულებით დატოვა
CDS ბაიერნი კონტეს კანდიდატურას განიხილავს
მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა ნიკო კოვაჩის პოტენციურ შემცვლელად ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავკაცს ანტონიო კონტესაც განიხილავსცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება რომ გერმანული გრანდის ბოსები მზად არიან იტალიელ სპეციალისტს დაუთმონ პოსტითავისმხრივ თავად ანტონიოსთვის ბაიერნის შეთავაზება გაცილებით მიმზიდველია ვიდრე მილანის ინტერისა და რომას ვინაიდან მას კონკურენტუნარიანი გუნდის გაწვრთნა სურს49 წლის ანტონიო კონტემ ბოლოს 201618 წლებში ლონდონის ჩელსის უხელმძღვანელა და არისტოკრატებს პრემიერ ლიგა და ასოციაციი თასი მოაგებინაამ სეზონში კონტემ შესვენება აიღო და სამწვრთნელო საქმიანობას ზაფხულში დაუბრუნდება
ჰიონესმა კოვაჩის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელზე ნიკო კოვაჩზე ისაუბრამთავარი მწვრთნელის გათავისუფლება ძალიან რთულია თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით თავს ცუდად ვგრძნობ როდესაც ადამიანს რომელიც კლუბს დიდი ხანი ემსახურებოდა უნდა ვუთხრა რომ წასვლის დროახშირად ვამბობ რომ 1991 წელს იუპ ჰაინკესის გათავისუფლება ჩემი მთავარი კარიერული შეცდომა იყომომეწონა თუ როგორ გამოიყვანა ნიკო კოვაჩმა გუნდი საშემოდგომო კრიზისიდან ახლა გუნდს გარდამავალი პერიოდი აქვს ვფიქრობ მოთმინებაა საჭირო განაცხადა ჰიონესმა47 წლის ხორვატი სპეციალისტისთვის სადებიუტო სეზონი რთული გამოდგა ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას 18 ფინალში ლივერპულთან გამოეთიშა მაგრამ გერმანიის თასსა და ბუნდესლიგაში ბრძოლას აგრძელებსნიკო კოვაჩმა ზაფხულში 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი
კიმიხი იყო მომენტი როდესაც ბაიერნიდან წასვლაზე ვფიქრობდი
მიუნხენის ბაიერნის უნივერსალურმა უკანა ხაზელმა იოზუა კიმიხმა აღიარა რომ კარლო ანჩელოტის პერიოდში რთული მდგომარეობა ჰქონდასიმართლე გითხრათ იყო დრო როდესაც საკუთარ მომავალს მიუნხენის ბაიერნში ვეღარ ვხედავდიარ ვიყავი ბედნიერი როდესაც შესაბამის სათამაშო პრაქტიკას ვერ ვიღებდი და ეჭვი შემეპარა რომ ბაიერნი ერთადერთი კლუბია რომელშიც უნდა ვთამაშობდე განაცხადა კიმიხმა24 წლის გერმანელი ბაიერნს 2015 წელს შეუერთდა და 201617 წლების სეზონში ჯერ კიდევ სათადარიგო მოთამაშე იყოთუმცა ლეგენდარული ფილიპ ლამის წასვლის შემდეგ კიმიხმა ბაიერნის ძირითადი მარჯვენა მცველის პოზიცია დაიკავაიო უკვე მეორე სეზონია გუნდის ერთერთი წამყვანი მოთამაშე და საუკეთესო ასისტენტია
ჰიონესი მბაპეს დაუყოვნებლივ შევიძენდი
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დაასახელა მოთამაშე რომლის ტრანსფერზეც დიდი ხანი არ იფიქრებდამბაპეს მომენტალურად ყოველგვარი ფიქრის გარეშე შევიძენდი ის დიდებული მოთამაშეათუმცა სამწუხაროდ ჩვენ საკმარისი თანხა არ გვაქვს განაცხადა ული ჰიონესმარეკორდმაისტერი ახალი სეზონისთვის დიდ ცვლილებებსა და შემადგენლობის სრულიად განახლებას გეგმავს20 წლის ფრანგი ვარსკვლავი პსჟს ღირსებას იცავს და მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონ გირვანქას შეადგენს
კოვაჩი მეტოქეს შანსები არ დავუტოვეთ
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი დუისელდორფის ფორტუნასთან თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩაბუნდესლიგის 29ე ტურში რეკორდმაისტერმა ფორტუნა გასვლაზე 41 გაანადგურა და პირველი ადგილი დაიბრუნამთელი 90 წუთის განმავლობაში საქმეს სერიოზულად მოვკიდეთ ხელი და მეტოქეს არაფრის შანსი არ დავუტოვეთეს დამსახურებული გამარჯვება იყო გუნდმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და დაიბრუნა ლიდერობა რომლის დათმობაც არ გვსურს განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმაეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მიუნხენური გრანდი დორტმუნდის ბორუსიას 1 ქულით უსწრებს
ნოიერისა და ჰუმელსის დიაგნოზი ცნობილია
დუისელდორფის ფორტუნასთან გუშინდელ შეხვედრაში 41 მიუნხენის ბაიერნისთვის ორი უსიამოვნო მომენტი დაფიქსირდამეორე ტაიმის დასაწყისში მანუელ ნოიერმა მიიღო დაზიანება და მოედნის დატოვება მოუწია ხოლო ბოლო წუთებზე მატს ჰუმელსიც დაიმტვრარეკორდმაისტერის ოფიციალური ვებსაიტის უწყებით კაპიტანს ბარძაყის დაზიანება აქვს და მის რეაბილიტაციას 14 დღე დასჭირდებარაც შეეხება ჰუმელსს მატს კუნთის მცირე პრობლემა შეექმნა და მისი დაზიანება სერიოზული არააბაიერნი გერმანიის ეროვნული ჩემპიონატისა და გერმანიის თასის მოსაგებად იბრძვის მომდევნო ტურში მიუნხენელები შინ ბრემენის ვერდერს მიიღებენ
ტენ ჰაგი გვარდიოლამ ბუნდესლიგა ახალ დონეზე აიყვანა
ამსტერდამის აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მიუნხენის ბაიერნში პეპ გვარდიოლასთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენაპეპის სტილის წყალობით ბუნდესლიგა სულ სხვა დონეზე იმყოფება მის ყოველ ვარჯიშზე ვიღებდი მონაწილეობას ახალ რაღაცებს მასთან ერთად მეთოდურად ვსწავლობდიის საოცრად იყენებდა თავის ფილოსოფიას მოედანზე იმუშავებდა სათამაშო სტრუქტურებს შემტევ ფეხბურთს და თითეული მოთამაშისთვის ჰქონდა შედგენილი ვარჯიშის განრიგიმოთამაშეებს სწავლა უნდოდათ ვინაიდან პეპი მათ მოტივაციას აძლევდა 5 წუთი საუბარი მიდიოდა ხოლო შემდეგ ყველა ინტენსიურ ვარჯიშს იწყებდა განმარტა 49 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმაპეპ გვარდიოლა რეკორდმაისტერს 201316 წლებში წვრთნიდა და ბუნდესლიგის ტიტული სამივეჯერ მოიგოტენ ჰაგი კი ბაიერნის მეორე გუნდს 201315 წლებში ავარჯიშებდა ახლა მან აიაქსი ჩემპიონთა ლიგის 14 ფინალში გაიყვანა
მოურინიომ ბაიერნში შესაძლო წასვლაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
ცნობილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ მიუნხენის ბაიერნში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთამივიღებდი თუ არა ბაიერნის წინადადებას ნიკო კოვაჩს ისე როგორც ყველა ჩემს კოლეგას პატივს ვცემ ამიტომ ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთმხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ბაიერნი გიგანტი კლუბია იმედი მაქვს ნიკო თავს გაართმევს ვინაიდან მას ამ დონის მისაღწევად ბევრი აქვს სამუშაონიკოს ამხანაგური თამაშის დროს შევხვდი და მინდა გითხრათ რომ მისი ადამიანური თვისებები მომეწონა კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდაჩემი მიზანია რომ კარიერაში მე9 ეროვნული ჩემპიონატი და მე3 ჩემპიონთა ლიგის თასი მოვიგო ბუნდესლიგის საჩემპიონო ბრძოლა ბაიერნი ფავორიტია ბორუსიას დამარცხების შემდეგ ახლა ყველაფერი მათ ხელშია რთული წარმოსადგენია რომ ახლა ბაიერნმა ტიტული ვერ მოიგოს განაცხადა 56 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა
კოვაჩი ჩემი გუნდით ვამაყობ
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა დორტმუნდის ბორუსიასთან გუშინდელი მნიშვნელოვანი გამარჯვება შეაფასაჩვენ ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ მთელი 90 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად ვმოქმედებდით ეს შთამბეჭდავი იყო საკუთარი გუნდით ვამაყობროდესაც იგებ შენ არაფერს აკეთებ კარგად მაგრამ მარცხის შემთხვევაში ყველაფერი ცუდად გაგიკეთებია მწვრთნელების ბედი ასეთია მორალისტი არ ვარ მაგრამ ეს ძალიან მაღიზიანებსდღევანდელი გამარჯვება სრულიად დამსახურებულია მაგრამ საჩემპიონო ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა დარჩნილ მატჩებშიც ასე უნდა ვიასპარეზოთ განაცხადა კოვაჩმაბუნდესლიგის 28ე ტურში მიუნხენელებმა შინ დერ კლასიკერი 50 მოიგეს და ბორუსიას 1 ქულით გადაასწრეს
ლევანდოვსკი ბუნდესლიგა ჯერ არ მოგვიგია
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დღევანდელი სუპერ დერ კლასიკერი შეაფასაძალიან ამაყი ვარ რომ ბუნდესლიგაში 200 გოლიანი ზღვარი გადავლახე არასოდეს მიფიქრია რომ ოდესმე ამას მივაღწევდიბუნდესლიგა ჯერ მოგებული არაა ჩვენ კონცენტრაცია ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ და დარჩენილი მატჩები მოვიგოთ განაცხადა ლევიმრეკორდმაისტერმა დორტმუნდის ბორუსია შინ 50 გაანადგურა და 30 წლის პოლონელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმალევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგაში უკვე 201 გოლი დააგროვამიუნხენურმა კლუბმა დორტმუნდის ბორუსია სატურნირო ცხრილში ერთი ქულით ჩამოიტოვა უკან
ბაიერნმა ბორუსიას გადაუარა და ლიდერობა დაიბრუნა
ბუნდესლიგაში საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება მიუნხენის ბაიერნმა შინ დორტმუნდის ბორუსიას გადაურბინა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვამიუნხენელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლი გაიტანეს მანამდე ბორუსიას ჰქონდა მომენტი როდესაც მარკო როისის ჭკვიანური პასის შემდეგ მაჰმუდ დაუდმა ბურთი ძელს გაარტყამე10 წუთზე ტიაგო ალკანტარას კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მატს ჰუმელსმა თავით კარში გადაგზავნა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გატანილი ბურთი არ აღნიშნა 10დაახლოებით 7 წუთში საშინელი შეცდომა დაუშვა დორტმუნდელების მცველმა ზაგადუმ რომელსაც რობერტ ლევანდოვსკიმ წაართვა ბურთი კარიდან გამოსულ რომან ბიურკის ელეგანტურად გადაუგდო თავზე და აკრობატულ ნახტომში ბაიერნი ორი ბურთით დააწინაურაბაიერნმა დამაჯერებლად მოქმედება გააგრძელა და პაუზის შემდეგ ტაიმის ბოლოს კვლავ გააქტიურდა გათამაშებული ჯარიმის შემდეგ საჯარიმოდან გამოვარდნილი ბურთი ხავი მარტინესმა დახვეწილი ტექნიკური დარტყმით კარის ბადეში გადაგზავნა 30ორ წუთში კი ბორუსიას დაცვა კვლავ ჩავარდა და თომას მიულერის ჩაწოდების შემდეგ სერჟ გნაბრიმ თავისი მორიგი გოლი გაიტანამეორე ნახევარში მიუნხენელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე ბოლომდე და ბოლოსკენ მშვენიერი კომბინაცია გაიათამაშეს იოზუა კიმიხმა გნაბრის გაუყოლა რომელმაც ცარიელ კართან მყოფ ლევანდოვსკის დუბლი გააფორმებინაბაიერნმა დერ კლასიკერი 50 მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მიუნხენელები 1 ქულით გავიდნენ წინ
კოვაჩი ბაიერნს კანტეს ტიპის მოთამაშე სჭირდება
მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა საფეხბურთო სტრატეგიებზე ისაუბრაჩვენ გუნდურად უნდა დავიცვათ თავი შეტევა ხელოვნებაა ხოლო დაცვა ნამდვილი კლასი მხატვარმა თავდაცვაც უნდა იცოდესსაფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ კარგი თამაშის გამო არ მოიგო ისინი საკმაოდ კარგად იცავდნენ თავსკანტემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იგივეს თქმა შემძლია მადრიდის რეალზე ჩემპიონთა ლიგაზეშესაძლოა ახლა კანტეს ტიპის მოთამაშე არ გვყავს მაგრამ აუცილებლად შევეცდებით პოვნას განაცხადა ხორვატმა სპეციალისტმარეკორდმაისტერს ახალი სეზონიდან ორი ახალგაზრდა და უნივერსალური მცველი ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი შეემატება გარდა ამისა ბაიერნი უნიჭიერესი ჰოლანდიელი მცველის მატიის დე ლიგტის გადაბირებასაც შეეცდება
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0