bayern.ge სლაიდერი გვერდი 99
სამიდან ორი  ბაიერნმა მილანი გორეცკას გოლით დაამარცხა
დღეს გამთენიისას მიუნხენის ბაიერნმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის დასკვნით შეხვედრაში მილანი მინიმალური ანგარიშით დაამარცხანიკო კოვაჩმა საბრძოლო თერთმეტეული შეარჩია და ერთგვარი ექსპერიმენტიც გამოიყენა დაცვის მარცხენა ფრთაზე კანადელი ახალწვეული ალფონსო დეივისი დააყენამატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო მაგრამ ტაიმის ბოლოს ბაიერნი დაეუფლა უპირატესობას და ბოლო წუთზე გოლიც გაიტანა იოზუა კიმიხმა დიდებული გადაცემით მილანის მთელი დაცვა მოჭრა და ლეონ გორეცკამ ანგარიში გახნსამეორე ნახევარში შანსები ორივე გუნდს ჰქონდა მიუნხენელები ორი გოლის გატანაც მოახერხეს მაგრამ ორივე გაუქმდა საბოლოოდ 10 და ბაიერნმა მადრიდის რეალის შემდეგ მილანური გრანდიც დაამარცხა ამერიკული ტურნე მიუნხენელებმა წარმატებით ჩაამთავრეს და არსენალთან მარცხის 12 შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგესბაიერნი 10 მილანიგოლი ლეონ გორეცკა 45გაფრთხილება ჩალჰანოღლუბაიერნი ნოიერი ულრაიხი 46 კიმიხი მიჰაიევიჩი 46 ზიულე პავარი დევისი ტოლისო ტიაგო 46 მიულერი შტილერი 80 გორეცკა სანჩეში სინი 59 კომანი ალაბა 59 არპიმილანი დონარუმა კალაბრია გაბია სტრინიჩი თეო ერნანდესი კონტი 45 ჩალჰანოღლუ ბიგლია ბორინი ბრეშიანო 90 პიონტეკი მალდინი კუტრონე 59 კასტილეხო მიონიჩი 90
ჰიონესი მიდის  ნოემბერში ბაიერნს ახალი პრეზიდენტი ეყოლება
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა საპრეზიდენტო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღოავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild იტყობინება რომ რეკორდმაისტერის ცოცხალი ლეგენდა და სიმბოლო ული ჰიონესი 2019 წლის ნოემბერში გასამართ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებსულის სურს რომ მისი პოსტი ადიდასის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა გერბერტ ჰაინერმა დაიკავოსასევე ცნობილი გახდა რომ 2021 წელს ბაიერნის გენერალური დირექტორიც შეიცვლება კარლჰაინც რუმენიგეს კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა ოლივერ კანი შეცვლის2021 წლიდან რუმენიგეჰიონესის თანდემს ჰაინერიკანის დუეტი შეცვლის და სწორედ ისინი წარუძღვებიან მიუნხენურ გრანდს სამომავლოდული ჰიონესის ამ გადაწყვეტილების ერთერთი მთავარი მიზეზი ცოლისთვის მიცემული პირობაა იმის თაობაზე რომ 40 წლიანი სამსახურეობრივი მოღვაწეობის შემდეგ ის პენსიაზე გავიდოდა
როგორი იქნება ბაიერნის შემადგენლობა მომდევნო სეზონში
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ახალი 201920 წლების სეზონის დაწყებამდე უკვე ერთ თვეზე ნაკლები დარჩაბუნდესლიგის ახალი სეზონი 16 აგვისტოს ალიანს არენაზე ბაიერნისა და ბერლინის ჰერტას შეხვედრით აიღებს სტარტსბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებსაიტმა კი გამოაქვეყნა რეკორდმაისტერის სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა ახალი სეზონისთვისმეკარე მანუელ ნოიერიმცველები იოზუა კიმიხი ნიკლას ზიულე ლუკა ერნანდესი დავიდ ალაბანახევარმცველები ტიაგო ალკანტარა ხავი მარტინესიშემტევი ნახევარმცველები სერჟ გნაბრი თომას მიულერი კინგსლი კომანითავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი
ეს დიდი აღიარებაა  დავიდ ალაბა ბარსელონაში შესაძლო გადასვლაზე
მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველმა დავიდ ალაბამ თავის მომავალს ნათელი მოჰფინარა თქმა უნდა ეს სერიოზული აღიარებაა ბარსელონას ინტერესი ჩემთვის დიდი პატივიათუმცა ახლა სრულიად ბაიერნსა და ამერიკის ტურნეზე ვარ კონცენტრირებული ახლა მხოლოდ ამაზე ვარ ორიენტირებული განმარტა ალაბამ27 წლის ავსტრიელს კატალონიური გრანდი სერიოზულად აკვირდება და მას ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავსდავიდ ალაბას მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი
კოვაჩმა ბოატენგის მომავალზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მილანთან თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟერომ ბოატენგის მომავალზე ისაუბრა30 წლის გამოცდილი გერმანელი მცველის მომავალი მიუნხენურ გრანდში ჯერ კიდევ ბუნდოვანია ბოატენგმა შესაძლოა კლუბი ზაფხულის ბოლომდე დატოვოსამ მომენტისთვის ვვარაუდობთ რომ ბოატენგი კლუბში დარჩება ძალიან ბედნიერი ვარ რომ ის ჩვენთან ერთადაა და ბედნიერი ვიქნები თუ დარჩებამას ზუსტად იმდენი შანსი ექნება რამდენიც გუნდის დანარჩენ მოთამაშეებს განაცხადა კოვაჩმაჟერომ ბოატენგის მოქმედი კონტრაქტი ბაიერნთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი გასულ სეზონი ჟერომს ჩაუვარდა და ძირითადში იშვიათად ხვდებოდაამ ზაფხულს კლუბი დატოვა მატს ჰუმელსმა მაგრამ ჟერომს სამი ახალგაზრდა კონკურენტი ჰყავს ლუკა ერნანდესი ბენჟამენ პავარი და ნიკლას ზიულე
MD ბაიერნმა ბარსელონას ბარტერი შესთავაზა
მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა მზად არის კატალონიის ბარსელონას ინტერესები სათავისოდ გამოიყენოსბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ ბლაუგრანამ თვალი დაადგა რეკორდმაისტერის მარცხენა მცველ დავიდ ალაბას რომელსაც ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავსცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება რომ ბაიერნი კატალონიური კლუბისთვის გარიგების შეთავაზებას აპირებს დავიდ ალაბა უსმან დემბელეს სანაცვლოდგერმანული გრანდი ლეგენდარული ვინგერების არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის ღირსეული შემცვლელების ძიებაშია და 22 წლის უნიჭიერესი ფრანგი შემტევი ერთერთი ალტერნატივააუსმან დემბელეს მოქმედი კონტრაქტი ბარსელონასთან 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი 201819 წლების სეზონში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 42 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა
Bild ალაბამ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
მიუნხენის ბაიერნის უნივერსალურმა მარცხენა მცველმა დავიდ ალაბამ თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოცნობილი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება რომ 27 წლის ავსტრიელი ამ ზაფხულს რეკორდმაისტერის დატოვებას არ აპირებსესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ალაბა კატალონიის ბარსელონას სამიზნეა და ესპანური გრანდი მას ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავსთუმცა დავიდი მიუნხენში ბედნიერია და მომდევნო სეზონს ალიანს არენაზე გაატარებსდავიდ ალაბა ბაიერნის აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2011 წლიდან იცავს ის უკვე წლებია გუნდის წამყვანი ფიგურა და ძირითადის უცვლელი წევრიაალაბას მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი
ჰუმელსის შემდეგ ბოატენგიც მისთვის ამერიკული ტური დროზე ადრე დამთავრდა
ბოატენგი ამერიკული ტურიდან კვირას დაბრუნდა პირადი მიზეზები გამო რამაც მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა მისი ალიანს არენადან აბარგების შესაძლებლობის გამო მისი სხვა გუნდის მაისურით ნახვა სეზონის დასრულებისთანავე მოსალოდნელი იყო მისი და ბაიერნის დამრიგებლის ნიკო კოვაჩის ურთიერთობის გამომიუხედავად ამისა რუმენიგე გულშემატკივრებს აწყნარებს და დასძენს რომ ბოატენგის ბედი ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი NASAს ბაზაზე ჰიუსტონში მიცემულ ინტრევიუში ის აღნიშნავს ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით სატრანსფერო სიახლეებს მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელებთ შესაძლო ტრანსფერის შესახებაღნიშვნის ღირსია ფაქტი ბოატენგი წინა ბუნდესლიგის სეზონში მხოლოდ 20ჯერ გამოჩნდა მოედანზე თუმცა წინა სეზონის ცენტრის ბურჯმა მატს ჰუმელსმა უკვე დატოვა მიუნხენი და შესაძლოა ამის გამო ბოატენგი კიდევ ერთი წლით დარჩეს ალიანს არეანზეაქვე შეგახსენებთ რომ მატს ჰუმელსი 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნდათავის მხრივ ნიკო კოვაჩიც კმაყოფილია ბოატენგის თამაშით და აღნიშნავს მე ისეთივე კმაყოფილი ვარ ბოატენგით როგორც შემადგენლობის ნებისმიერი წევრით ის ძალზედ ფოკუსირებულია რაც არსენალთან მატჩამდე ვარჯიშზე კარგად გამოჩნდა
კროოსი ბაიერნი ძალიან ძლიერი გუნდია
მადრიდის რეალის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მიუნხენის ბაიერნთან ამხანაგური თამაშის შემდეგ ყოფილ კლუბზე ისაუბრასაერთაშორისო ჩემპიონთა თასზე რეკორდმაისტერმა ესპანური გრანდი 31 დაამარცხაბაიერნს ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ წინააღმდეგ ბოლო წლებში მუდმივად ვთამაშობდით სამი წლის წინ 14 ფინალში ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ხოლო ორი წლის წინ 12 ფინალში უკეთესი გუნდი ჰყავდათ და თითქმის გავიდნენ ფინალში ეს იმის დასტურია რომ ბაიერნი მართლაც ძლიერი გუნდიავფიქრობ მათ 11 12 და უფრო მეტი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ თუმცა რა თქმა უნდა შესაძლოა სეზონის განმავლობაში სამიოთხი ფეხბურთელი დაკარგო შემდეგ ისმება კითხვა ახლა რამდენად კარგია გუნდი რა კონდინციებში იქნება გუნდი აპრილის მარტის მაისისთვის ტრავმების პრობლემა მუდმივად გახსნილიამახსოვს ბაიერნის წინააღმდეგ თამაშისას მათ მუდმივად ორისამი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდათ განაცხადა ტონიმ29 წლის გერმანელი ცენტრი ბაიერნის აღზრდილია და სამეფო კლუბს მიუნხენური გრანდიდან 2014 წელს შეუერთდა
კოვაჩი ტიაგოსთვის შეუძლებელი არაფერია
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მადრიდის რეალთან ამხანაგური დაპირისპირების შემდეგ ტიაგო ალკანტარა შეაქორეკორდმაისტერმა საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სამეფო კლუბი 31 დაამარცხა და 28 წლის ესპანელმა შესანიშნავად იასპარეზამატჩის შემდეგ ტიაგოს მაღალი კლასის თამაშს ბაიერნის თავკაცმაც გაუსვა ხაზი მას ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია უბრალოდ არ არსებობს რამ რასაც ის ვერ შეძლებსტიაგოს შეუძლია რომ თამაშის ტემპი ააჩქაროს ან შეანელოს მოედანზე ის მთავარი მწვრთნელივით ფიქრობს
ოფიციალურად რობენმა კარიერა დაასრულა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ვინგერმა არიენ რობენმა კარიერის დასრულება გადაწყვიტამფრინავმა ჰოლანდიელმა ამის შესახებ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა და გულშემატკივარს დაემშვიდობაეს რა თქმა უნდა ჩემს კარიერაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა თავდაჯერებულობასთან და თამაშის სიყვარულთან ერთად აწყდები რეალობასაც როდესაც იაზრებ რომ უკვე აღარ ხარ 16 წლის ბიჭუნა რომელსაც ტრავმები არ ადარდებსახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ როგორც ბევრი სპორტის ქომაგს მინდა რომ ეს სტატუსი შევინარჩუნო ასე რომ ფეხბურთს უნდა დავემშვიდობო მაგრამ ეს კარგი გადაწყვეტილებაა19 წელი გრძნობით ვცხოვრობდი და ვცდილობდი რომ მაქსიმუმი მიმეღო ამას ასკმაოდ დიდი ენერგია სჭირდება აგრეთვე მორალურად უნდა იყო ძლიერი რომ ბევრი დაზიანების შემდეგ მოედანზე მაინც ძლიერი დაბრუნდემინდა რომ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს მხარდაჭერისათვის ახალი ეპოქის დაწყების დრო მოვიდა და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ უფრო მეტი დროის გატარებას ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩვენ ერთად დავტკბებით ცხოვრებით განაცხადა 35 წლის ჰოლანდიელმაარიენ რობენი მიუნხენური გრანდის ლეგენდაა არიენმა ბაიერნის მაისურით 200918 წლებში იასპარეზა 309 მატჩში 144 გოლი გაიტანა და 20 ტიტული მოიგო მათ შორის 2013 წლის ჩემპიონთა ლიგაარიენ რობენი გრონინგენის აღზრდილია და ბაიერნამდე კიდევ პსვს 200204 ლონდონის ჩელსისა 200407 და მადრიდის რეალის 200709 ღირსებებს იცავდა35 წლის ჰოლანდიელს მოგებული აქვს 4 სხვადასხვა ქვეყნის ჰოლანდია ინგლისი ესპანეთი გერმანია ეროვნული ჩემპიონატი და 2010 წლის მსოფლიო თასის ვიცეჩემპიონია
კროოსი არამგონია სანე ბაიერნში გადავიდეს
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა ლეროი სანეს პოტენციური ტრანსფერი შეაფასარეკორდმაისტერის მთავარი სამიზნე ამ მომენტისთვის მანჩესტერ სიტისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ვინგერი ლეროი სანეაარამგონია რომ ლეროი ბაიერნში გადავიდეს ეს უბრალოდ ჩემი აზრიასიტის ადგილზე კი მისი გუნდიდან გაშვებას ნამდვილად არ დავუშვებდი მას უბრალოდ დავადებდი ფასს რომელსაც ბაიერნი ვერ გადაიხდიდა განაცხადა 29 წლის გერმანელმაბოლო ინფორმაციით ბაიერნი მზად არის ლეროი სანეს სანაცვლოდ გადაიხადოს თანხა რომელსაც სიტი ითხოვს ამიტომ ახლა ყველაფერი თავად 23 წლის გერმანელმა უნდა გადაწყვიტოს
თურქული პრესა კაბაკი ბაიერნში გადავა
ძალიან დიდი ალბათობით ახალი სეზონისითვის მიუნხენური გრანდი კიდევ ერთ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს დაიმატებსცნობილი თურქული გამოცემა TRT Spor იტყობინება რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა შტუტგარტის ახალგაზრდა მცველის ოზან კაბაკის აგენტს შეხვდა და მხარეებმა მოილაპარაკეს19 წლის თურქი ტალანტის ტრანსფერი ბაიერნის გენერალური დირექტორის კარლჰაინც რუმენიგეს ინიციატივაა კალე კაბაკის ტალანტის დიდი გულშემატკივარიაოზან კაბაკი გერმანიაში 2019 წლის იანვარში გაბარგდა და ბუნდესლიგის გასული სეზონის მეორე ნახევარში 15 მატჩი ჩაატარაკაბაკი ბაიერნში მატს ჰუმელსის ადგილს დაიკავებს
კროოსი რეალში გადასვლა ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა
გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა მიუნხენურ გრანდში გატარებულ პერიოდზე ისაუბრარეალში გადასვლა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო როდესაც რეალში ერთადერთი გერმანელი ხარ გაცილებით დიდ ყურადღებას იქცევ ვიდრე როდესაც ბაიერნში შვიდიდან ერთერთი ხარ ის რაც მადრიდში მაქს ბაიერნში არასოდეს მქონიარამდენად რეალურია რომ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა კვლავ მოიგოს უახლოეს წლებში ამაზე ორი აზრი არ არსებობს 2018 წელს ნახევარფინალში ბაიერნი ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო ამიტომ რა თქმა უნდა მათ შეუძლიათ რომ მომდევნო წლებში კვლავ გავიდნენ 12 ფინალშიჰიონესმა აღიარა რომ ჩემი გაშვება შეცდომა იყო ეს არ მჭირდება ჩემთვის ისედაც ცხადია რომ ეს შეცდომა იყო ვინაიდან გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ვიქნებოდი მიუნხენში კარგი პერიოდი მქონდა განაცხადა ტონი კროოსმა29 წლის ტონი ბაიერნის აღზრდილია და მიუნხენური კლუბის ღირსებას 2014 წლამდე იცავდა მსოფლიო თასის შემდეგ ის მადრიდის რეალმა 30 მილიონ ევროდ შეიძინა
Bild ბაიერნმა დემბელეს დაუმიზნა
კატალონიის ბარსელონას ახალგაზრდა გარემარბი უსმან დემბელე მიუნხენური გრანდის რადარზე მოხვდაცნობილი გერმანული ტაბლოიდი Bild იტყობინება რომ იმ შემთხვევაში თუ ლეროი სანეს ტრანსფერი არ შედგება რეკორდმაისტერის ბოსები საფრანგეთის ეროვნული ნაკრების სუპერტალანტზე გადაერთვებიანზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით 22 წლის ფრანგი შემტევი ბაიერნის გენერალური დირექტორის კარლჰაინც რუმენიგეს რჩეულია ხოლო კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი მის აგენტს ჯერ კიდევ მარტში შეხვდამიუნხენური კლუბი დემბელეს სიტუაციას აქტიურად აკვირდება და თუ ბლაუგრანა ანტუან გრიზმანსა და ნეიმარს დაიმატებს მაშინ უსმანის ტრანსფერიც უფრო რეალური გახდება2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 42 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა
ლევანდოვსკი ბაიერნი აუცილებლად დაიმატებს მაღალი დონის ვინგერს
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ლეროი სანეს პოტენციური ტრანსფერი შეაფასაბაიერნის გერმანელი მოთამაშეები სანეს ტრანსფერს სულმოუთმენლად ელიან მაგრამ უნდა მოვითმინოთ და ვნახოთ რა მოხდებარიბერი და რობენი ლეგენდები არიან მათი წასვლა მართლაც სამწუხაროა თუმცა ბაიერნი აუცილებლად დაიმატებს უკეთეს შემცვლელებსდარწმუნებული ვარ რომ გარემარბი რომელსაც ბაიერნი უახლოეს მომავალში დაიმატებს ისეთივე ძლიერი იქნება როგორებიც რიბერი და რობენი იყვნენ განაცხადა 30 წლის პოლონელმარეკორდმაისტერი ახლა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის შემტევის ლეროი სანეს ტრანსფერზე მუშაობს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0