bayern.ge სლაიდერი გვერდი 103
ოფიციალურად რიბერი ბაიერნს დატოვებს
დღეს ოფიციალურად დადასტურდა რომ მიუნხენის ბაიერნის ფრანგი ვინგერი ვეტერანი ფრანკ რიბერი ზაფხულში კლუბს დატოვებსბაიერნის ღირსებას 12 წელია ვიცავ ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდებული დრო იყო ახლა მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო რა იქნება ამის შემდეგ მინდა დარჩენილი დროით მივიღო მაქსიმალური სიამოვნებაარ ვიცი სად წავალ ბაიერნის შემდეგ თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი ამ კლუბში თამაში ჩემი ოცნება იყო 12 წლის განმავლობაში თამამად ვიბრძოდით და უამრავ ტიტულს ვიგებდით 20ზე მეტი ტიტული მოვიგე და იმედი მაქვს რომ სეზონის ბოლოს მათ კიდევ ერთი ვერცხლის სასალათე მიემატებაამ მაისურის მორგება და თამაში უდიდესი სიამოვნება პატივია ამიტომ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის რომ მატჩების შემდეგ ის სულ სველი ყოფილიყოგულშემატკვირებმა იციან რომ გული მაქვს და მათთან ყოველთვის გულწრფელი კარგი ურთიერთობა მქონდა განაცხადა 36 წლის ლეგენდარულმა ფრანგმაფრანკ რიბერი მიუნხენური გრანდის ღირსებას 2007 წლიდან იცავს და ბაიერნთან ერთად ისტორია დაწერარიბერის ბაიერნის რიგებში სულ 21 ტიტული მოიგო მათ შორის 8 ბუნდესლიგა 6 გერმანიის თასი და 2013 წლის ჩემპიონთა ლიგა
ბაიერნმა ხამესის მომავალზე განცხადება გააკეთა
მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობამ გუნდის კოლუმბიელი ლეგიონერის ხამეს როდრიგესის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთაჩვენ ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია ის კარგი მოთამაშეა რომელიც ჩვენი კლუბის ღირსებას ყოველთვის კარგად იცავდა მაგრამ გადაწყვეტილებას თავად მივიღებთ განმარტა ბოსნიელმაბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემაც უარჰყო რომ მოლაპარაკებები უკვე შედგა და ხამესის მომავალი გაირკვა27 წლის სამხრეთ ამერიკელი ნახევარმცველი ბაიერნმა 2017 წლის ზაფხულში მადრიდის რეალიდან ორწლიანი იჯარით ინათხოვრამიუნხენელბს მისი 42 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვთ მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ
ჰიტცფელდი რუმენიგე ყოველთვის აჭარბებს კოვაჩი ნდობას იმსახურებს
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა ოტმარ ჰიტცფელდმა ნიკო კოვაჩის მომავალზე ისაუბრარუმენიგე ყოველთვის სკეპტიკური და პესიმისტია მაშინაც კი როდესაც კლუბი ორ ან სამ ტიტულს იგებს ბაიერნს დუბლის გაფორმება შეუძლია ეს სეზონი არც ისე ცუდია ვფიქრობ კალე ყველაფერში აჭარბებსასევე ვერ გამიგია რატომ იწვევს გაუგებრობას ნიკო კოვაჩი მან კარგი სამუშაო შეასრულა და გუნდის გადაწყობა დაიწყომას ყველა წინაპირობა აქვს რომ ახალი ეპოქა დაიწყოს თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენ ტიტულს მოიპოვებს ამ სეზონში განაცხადა გენერალმა47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა მიუნხენური გრანდი ზაფხულში ჩაიბარა და სადებიუტო სეზონში ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგება შეუძლიაჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი 18 ფინალურ ეტაპზე ლივერპულმა გამოაგდო სტუმრად 00 შინ 13
ბეკენბაუერი ძალიან მეწყინება თუ ხამესი გუნდიდან წავა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი ხამეს როდრიგესის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგიახამესს ურჩევნია რომ კლუბში დარჩეს ის ერთერთი იმ მოთამაშეთაგანია რომელიც ბაიერნს იდეალურად ერგება ვინაიდან იცის როგორ ითამაშოს ფეხბურთი და როგორ მოიქცეს ბურთთან ერთადვფიქრობ ჩვენს გუნდში ასეთი მხოლოდ ორი მოთმააშეა ტიაგო და ხამესი როდესაც ისინი ერთად არიან მოედანზე სტადიონი ფეთქდება ვინაიდან ქომაგებმა იციან თუ რა შეუძლიათ ამ ბიჭებსძალიან სამწუხარო იქნება თუ ხამესი ბაიერნს დატოვებს განაცხადა კაიზერ ფრანცმა27 წლის კოლუმბიელი შემტევი მიუნხენელებმა ორწლიანი იჯარით ინათხოვრეს და მისი გამოსყიდვის უფლება ზაფხულამდე აქვთბაიერნს ხამესის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია მიმდინარე სეზონში როდრიგესმა 28 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა
რობენმა თავისი დაბრუნება შეაფასა
მიუნხენის ბაიერნის ჰოლანდიელმა ვინგერმა არიენ რობენმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებაზე ისაუბრაჩვენ გვაქვს მიზნები ბაიერნს აქვს გუნდური მიზნები ხოლო მე ჩემი ინდივიდუალური მიზნებიც მაქვსიმისათვის არ დავბრუნებულვარ რომ გვერდით ვიდგე და ხელები ვუქნიო ფანებს მინდა რომ ფეხბურთი ვითამაშოძალიან მადლიერი ვარ მადლიერება ერთადერთი სიტყვაა რომელიც ახლა ჩემს გონებაში ტრიალებს ვვარჯიშობდი და ვიბრძოდი იმისათვის რომ მოედანზე კვლავ გავსულიყავი განაცხადა მფრინავმა ჰოლანდიელმაარიენ რობენმა სერიოზული დაზიანების გამო დაახლოებით 5 თვე გამოტოვა მაგრამ გუშინ ჰანოვერის წინააღმდეგ მეორე ტაიმის ბოლოს ჩაერთო თამაშშილეგენდარული ჰოლანდიელისთვის ეს ბაიერნის შემადგენლობაში ბოლო სეზონია და რობენს სურს რომ ბოლო მატჩები ჩაატაროს
ჰაინკესი ჰიონესის ისტორია ბაიერნში უნიკალურია
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლეგენდარულმა იუპ ჰაინკესმა ული ჰიონესი დაახასიათაისტორია რომელიც ული ჰიონესმა მიუნხენის ბაიერნში დაწერა საფეხბურთო სამყაროში უნიკალურიაზოგჯერ ის ზედმეტად მკაცრს პოზიციაზეა და ცხელ გულზე იღებს გადაწყვეტილებას მას ვურჩევდი რომ უფრო მშვიდი იყოსერთხელაც მას ისევე როგორც მე 70 წელი შემისრულდება და რაღაცრაღაცებს უფრო მშვიდად შეხედავს განაცხადა 73 წლის გერმანელმაული ჰიონესი მიუნხენის ბაიერნის სიმბოლოა ის ამ კლუბის ღირსებას 9 წელი 197079 იცავდა და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ეგრევე კლუბის გენერალური დირექტორი გახდა20009 წელს კი ული ბაიერნის პრეზიდენტი გახდა და პოსტს 2016 წელს დაუბრუნდა
AS სანე ბაიერნზე ფიქრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრების ტექნიკური გარემარბი ლეროი სანე შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში გადაბარგდესცნობილი მადრიდული გამოცემა AS იტყობინება რომ სანე მანჩესტერ სიტიში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და მიუნხენის ბაიერნზე ფიქრობს23 წლის გერმანელის გადაბირება მიუნხენურ გრანდს 2016 წლის ზაფხულში სურდა მაგრამ გელზენკირხენის შალკეს სუპერტალანტი მანჩესტერ სიტიში აღმოჩნდაინგლისში გატარებული სამი წლის განმავლობაში ლეროი სანემ სულ 130 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანამიმდინარე სეზონში სანე ძირითადის წევრი არ არის და 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 16 ბურთი გაიტანა
კოვაჩმა ვერდერთან თამაშის შემდეგ კიმიხი გააკრიტიკა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ბრემენის ვერდერთან გერმანიის თასის 12 ფინალური შეხვედრის შემდეგ იოზუა კიმიხის შეცდომა შეაფასაიოზუას ამის შესახებ უკვე ვესაუბრე ის მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს მან თამაში უნდა აასწრაფოს და ცენტრში ბურთს არ კარგავდესმათ მეორე გოლი გაიტანეს და სტადიონი უბრალოდ აფეთქდა ამ დაკარგვამ კინაღამ კატასტროფამდე მიგვიყვანა განმარტა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმაბაიერნს ბრემენში თამაში 20 მიყავდა და 74ე წუთზე გაუშვა ბურთი ცენტრში გათამაშებული ბურთი კი კიმიხმა დაკარგა რასაც ბრემენელების სწრაფი შეტევა და მორიგი გოლი მოჰყვათუმცა რამდენიმე წუთში ლევანდოვსკიმ პენალტი გაიტანა და ბაიერნს 32 მოაგებინა
ფავრი ბაიერნის ადგილზე პენალტს გავაფუჭებდი
დორტმუნდის ბორუსიას მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი ბრემენის ვერდერისა და მიუნხენის ბაიერნის შეხვედრაში დანიშნულ პენალტს გამოეხმაურაგერმანიის თასის 12 ფინალურ შეხვედრაში რეკორდმაისტერს გაუჭირდა და 22ზე კინგსლი კომანი საეჭვო ვითარებაში წაიქცა მეტოქის საჯარიმოშიმთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა და მიუხედავად საკამათო გადაწყვეტილებისა VARს მითითებებს არ მოუსმინაპენალტი რობერტ ლევანდოვსკიმ გოლად აქცია ბაიერნმა 32 იმარჯვა და ფინალში გავიდა ხოლო პენალტის ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვამე მირჩევნია რომ ასეთი გოლი არ გავიტანო რათა ხალხს არასამართლიანად დანიშნულ პენალტზე საუბრის საბაბი არ მივცე განაცხადა გამოცდილმა შვეიცარიელმა სპეციალისტმაბაიერნი გერმანიის თასის ფინალში 25 მაისს ლაიფციგს შეხვდება
DFBმ აღიარა რომ ვერდერი  ბაიერნის მატჩში პენალტი არასწორად დაინიშნა
გერმანული ფეხბურთის ფედერაცია თასის 12 ფინალურ შეხვედრაში ბრემენის ვერდერსა და მიუნხენის ბაიერნს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურაბრემენში როდესაც ანგარიში 22 იყო მატჩის მთავარმა მსაჯმა ვერდერის კარში საკამათო პენალტი დანიშნა და საინტერესოა რომ ამ ეპიზოდის ეკრანზე გადამოწმება არ ისურვათერთმეტმეტრიანი რობერტ ლევანდოვსკიმ გოლად აქცია და ბაიერნი ფინალში გაიყვანა ხოლო ამ მომენტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვაგერმანული ფეხბურთის ფედერაციამ კი აღიარა რომ ამ შემთხვევაში მსაჯი არასწორად მოიქცა და პირველ რიგში დაარღვია VARს გამოყენების წესები ვინაიდან არ დაამყარა კომუნიკაცია ასისტენტებთანგარდა ამისა ფედერაციაში აღიარეს რომ წესების მიხედვით პენალტი დასადები არ იყო
კოვაჩი გოლების შემდეგ ზედმეტად დავიხიეთ უკან
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ბრემენის ვერდერთან გერმანიის თასის 12 ფინალური შეხვედრა შეაფასაორივე გუნდმა დიდებულად ითამაშა თუ საგოლე მომენტების რაოდენობას გავითვალისწინებთ ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთპირველ ტაიმში თავს საკმაოდ მაღლა ვიცავდით და ბრემენელებს ბევრი არაფრის უფლება მივეცითდაახლოებით ერთი საათის გასვლის შემდეგ ჩვენ ნელნელა სიღრმეში ჩავჯექით და მეტოქეს შეტევების უფლება მივეცით რაც ჩვენი გეგმა არ ყოფილავიცოდი რომ შანსების შემთხვევაში ვერდერი ამ ფანტასტიკური ატმოსფეროს ფონზე აუცილებლად გაიტანდა მათი გოლების დროს ზედმეტად პასიურები ვიყავით განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმარეკორდმაისტერმა ბრემენში 32 იმარჯვა და გერმანიის თასის ფინალში გავიდა იქ კი 25 მაისს ლაიფციგს დაუპირისპირდება
ჰიონესი თუ დუბლს გავიფორმებთ ძალიან კარგი სეზონი გამოვა
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გერმანიის თასის 12 ფინალში მოპოვებული გამარჯვება შეაფასარეკორდმაისტერმა ბრემენში ვერდერი სანახაობრივ შეხვედრაში 32 დაამარცხა და გერმანიის თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდათუ ჩვენ დუბლს გავიფორმებთ მაშინ ეს ძალიან კარგი სეზონი იქნებაროდესაც მთავარი მწვრნთელი ბაიერნში თავის პირველ სეზონში გუნდს გერმანიის თასის ფინალში გაიყვანს და ბუნდესლიგაში ლიდერი იქნება ეს იმას ნიშნავს რომ ის კარგ სამუშაოს ასრულებს განაცხადა ჰიონესმაბაიერნი ეროვნულ ჩემპიონატს ლიდერობს და დორტმუნდის ბორუსიას ერთი ქულით უსწრებს გერმანიის თასის ფინალში კი მიუნხენელები 25 მაისს ლაიფციგს შეხვდებიან
ჰიონესი გნაბრი სეზონის მთავარი სიურპრიზია
მიუნხენური კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გუნდის ახალგაზრდა გარემარბი სერჟ გნაბრი შეაქოჩვენ ვფიქრობდით რომ ის კლუბში უნდა დაგვებრუნებინა და შეგვეხედა ითამაშებდა თუ არა დროთა განმავლობაშიახლა კი სერჟი ბაიერნის სასტარტო მოთამაშეა ეს სეზონის მთავარი სიურპრიზია რა თქმა უნდა პოზიტიური კუთხით განმარტა ულიმ23 წლის გერმანელი ვინგერი რეკორდმაისტერმა 2017 წლის ზაფხულში გაიფორმა და ერთი სეზონით ჰოფენჰაიმში გაანათხოვრაგასული წლის ზაფხულში ბაიერნმა გნაბრი დაიბრუნა და სადებიუტო სეზონი სერჟისთვის წარმატებული გამოდგა 36 თამაშში მან 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა
ოლიჩი ბაიერნი კოვაჩთან ერთად ბევრ ტიტულს მოიგებს
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ივიცა ოლიჩმა თავის თანამემამულე ნიკო კოვაჩზე ისაუბრანიკომ დაიმსახურა რომ ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იყოს დარწმუნებული ვარ კლუბი მისი ხელმძღვანელობით ბევრ ტიტულს მოიგებსგაიხსენეთ როგორ უიმედო მდგომარეობაში იყო აინტრახტი როდესაც გუნდი მან ჩაიბარა მან შეუძლებელი შეძლო და საბოლოოდ აინტრახტმა გერმანიის თასი მოიგო განაცხადა ოლიჩმა47 წლის სპეციალისტმა ფრანკფურტის აინტრხტში გაითქვა სახელი ნიკომ არწივები 2016 წლის მარტში ჩაიბარა და გუნდი ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაარჩინაუკვე მომდევნო სეზინში ნიკომ აინტრახტი მე11 ადგილზე გაიყვანა და გერმანიის თასის ფინალშიც ითამაშა გასულ სეზონში კი კოვაჩის გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და გერმანიის თასიც მოიგო ფინალში მიუნხენის ბაიერნი 31 დაამარცხაივიცა ოლიჩი ბაიერნის ღირსებას 200912 წლებში იცავდა და 80 თამაშში 23 გოლის გატანა მოახერხა
პავარი ბუნდესლიგაში ერთერთი საუკეთესო მცველი ვარ
მიუნხენის ბაიერნის მომავალმა მცველმა ბენჟამენ პავარმა რეკორდმაისტერში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრაბაიერნმა მხოლოდ მსოფლიო თასზე არგენტინის ნაკრებთან გატანილი გოლის გამო არ დამიმატა ვფიქრობ ბუნდესლიგაში ერთერთი საუკეთესო მცველი ვარტექნიკურადაც ძლიერი ვარ ხოლო მიუნხენის ბაიერნისთვის უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელია განმარტა 23 წლის ფრანგმამიუნხენელებმა მსოფლიო ჩემპიონი პავარი ახალი სეზონისთვის 37 მილიონ ევროდ შტუტგარტიდან უკვე გაიფორმეს
მანჩესტერ იუნაიტედი 40 მილიონი გირვანქა ზიულეს სანაცვლოდ
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ახალი სეზონისთვის პრიორიტეტული სამიზნე დაასახელაბრიტანული გამოცემა Daily Star იტყობინება რომ წითელი ეშმაკების ნორვეგიელი თავკაცი მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ცენტრალური მცველით ნიკლას ზიულეთ მოხიბლულიამანკუნიანელები მზად არიან 23 წლის გერმანელის სანაცვლოდ 40 მილიონი გირვანქასტერლინგი გადაიხადონაღსანიშნავია რომ ბაიერნის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული მოთამაშე დუგლას კოშტაა რომელიც იუვენტუსმა 36 მილიონ გირვანქად დაიმატამიუნხენის ბაიერნმა ნიკლას ზიულე 2017 წლის ზაფხულში ჰოფენჰაიმიდან 20 მილიონ ევროდ შეიძინა და მიმდინარე სეზონში ზიულემ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილიზიულემ ამ სეზონში სულ 37 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთიც გაიტანა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0