bayern.ge სლაიდერი გვერდი 43
ბუნდესნაკრების საუკეთესო შემადგენლობა 21ე საუკუნეში
ბუნდესნაკრები მუდამ გამოირჩევა თავისი სტაბილურობით და გამონაკლისი არც გასული ოცწლეული ყოფილაგერმანიის ნაკრებმა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო გარდა ამისა თითქმის ყოველ მუნდიალსა თუ ევროპის ჩემპიონატზე გუნდი საუკეთესოთა შორის ახერხებს ყოფნას რაშიც უდიდესი წვლილი მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელებს მიუძღვითგთავაზობთ გერმანიის ეროვნული გუნდის საუკეთესო შემადგენლობას 21ე საუკუნეშიკანი კიმიხი ბოატენგი ჰუმელსი ლამი ბალაკი შვაინშტაიგერი კროოსი მიულერი პოდოლსკი კლოზე
ფლიკი ახლა ყველა ვიწყებთ ნულიდან
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ ისაუბრაგერმანიის მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ყველა გუნდისთვის ფეხბურთელისთვის და ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვისვიცით რომ ადვილი არ იქნება მნიშვნელობა არ აქვს რა ხდებოდა აქამდე მიმდინარე სეზონში ახლა ყველა გუნდი ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებთ ფანების გარეშე მატჩების ჩატარება განსაკუთრებულად რთული იქნება მთავარია მენტალური სიძლიერე შევინარჩუნოთ აცხადებს ფლიკი
FIFAმ საფეხბურთო წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საფეხბურთო წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანაყველა საფეხბურთო ჩემპიონატში გუნდების მთავარ მწვრთნელებს მატჩის მიმდინარეობის დროს 3 ცვლილების ნაცვლად 5ის გამოყენების უფლება ექნებათგარდა ამისა იმ ტურნირებში სადაც დამატებით დროებში კიდევ ერთი ცვლილების გამოყენება შეიძლება წესი შენარჩუნდება რაც გულისხმობს იმას რომ საპლეიოფო შეხვედრებში მწვრთნელებს მეექვსე ცვლილებაც შეეძლებათაღნიშნული წესი 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს FIFA შენარჩუნდება თუ არა ის
ბაიერნის სუპერვარსკვლავის შესაძენად იტალიური გრანდები იბრძვიან
მიუნხენის ბაიერნის სუპერვარსკვლავის დავიდ ალაბას ტრანსფერით კიდევ ორი გრანდი დაინტერესდაგერმანული გამოცემა Sport1ის ინფორმაციით 27 წლის მარცხენა მცველის შეძენა ტურინის იუვენტუსსა და მილანის ინტერსაც სურთმოგეხსენებათ ავსტრიელი მცველის კონტრაქტი 2021 წელს იწურება და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს შესაბამისად რეკორდმაისტერს მისი გაყიდვა მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებსშეგახსენებთ რომ ალაბას დამატებით იტალიური გუნდების გარდა ასევე მადრიდის რეალი და კატალონიის ბარსელონაც არიან დაინტერესებული
ბაიერნის სრული კალენდარი დარჩენილ შეხვედრებში ცნობილია
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგის დარჩენილი მატჩების სრული განრიგი გამოაქვეყნამოგეხსენებათ ბაიერნი ტურნირის განახლების შემდეგ პირველ მატჩში ბერლინის უნიონს დაუპირისპირდება შემდგომი მატჩი ვოლფსურგთან ერთი კვირის შემდეგ გაიმართებარაც შეეხება სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას დორტმუნდის ბორუსიასთან იგი შუა კვირაში 26 ან 27 მაისს ჩატარდებაბაიერნის დარჩენილი მატჩების სრული განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება
ნოიერს ახალი გულისწორი ჰყავს რომელიც მხოლოდ 19 წლისაა
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანს მანუელ ნოიერს ახალი გულისწორი ჰყავს გუნდის პირველი ნომერი 19 წლის ხელბურთელს ანიკა ბისელს ხვდებაწყვილი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ერთად არის და ნოიერმა თავისი ახალი მეგობარი გოგონა ოჯახის წევრებსაც გააცნოროგორც უკვე მოგახსენეთ ანიკა ხელბურთელია და ის ბუნდესლიგა 2ში მოასპარეზე ჰერენბერგის ღირსებას იცავსსაინტერესოა რომ 19 წლის გოგონა ძალიან ჰგავს ნოიერის ყოფილ მეუღლეს ნინას და ევროპულმა პრესამ ამაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
როდის გაიმართება ბაიერნის პირველი მატჩი
დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა რომ ბუნდესლიგა მომავალ კვირაში 16 მაისს განახლდებაროგორც ცნობილია ტურნირი იმ ტურიდან დაიწყება რომელზეც შეწყდა შესაბამისად მომავალ კვირაში 26ე ტურის შეხვედრები გაიმართებამიუნხენის ბაიერნი თავის პირველ მატჩში ბერლინის უნიონს დაუპირისპირდება თამაში კვირას 17 მაისს თბილისის დროით 2000 საათზე დაიწყება
ოფიციალურად მიროსლავ კლოზე მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა რომ ლეგენდარული თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე ძირითად გუნდში ბრუნდებავეტერანმა ფეხბურთელმა დღეს ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი კლოზე საქმიანობას ივლისიდან შეუდგება და ის ჰანს ფლიკის ასისტენტი იქნებაშეგახსენებთ რომ ვეტერანი გერმანელი 2018 წლიდან ამ დრომდე ბაიერნის 17წლამდელთა გუნდს წვრთნიდა
ფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგის განახლების ზუსტი თარიღი დაასახელა
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგის განახლების დრო დაასახელა ჩემპიონატი 16 მაისს შაბათ დღეს დახურულ კარს მიღმა გაგრძელდებაგუშინ Bildმა გაავრცელა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც ბუნდესლიგის დაწყება 15 მაისს იგემებოდა თუმცა როგორც ჩანს ფედერაციამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და თარიღი ერთი დღით გადაწიაშეგახსენებთ რომ თავდაპირველი გეგმით ბუნდესლიგა 9 მაისს უნდა დაწყებულიყო თუმცა გერმანიის მთავრობამ თანხმობა მხოლოდ გუშინ განაცხადა რის გამოც თარიღის გადაწევა გახდა საჭირო
ოფიციალურად ბუნდესლიგის განახლების თარიღი ცნობილია
დღეს გერმანიის მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციას ბუნდესლიგის მატჩების ჩატარების ნებართვა ოფიციალურად მისცა თანხმობის მიღების შემდგომ კი უკვე ცნობილია თუ რა რიცხვში განახლდება ტურნირიფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2ის კლუბებს სპეციალურ კონფერენციაზე აცნობა რომ ჩემპიონატები 15 მაისს დაიწყება აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური და საბოლოოამაშასადამე ბუნდესლიგა 15 მაისს 26ე ტურის შეხვედრით განახლდება რომელშიც ერთმანეთს დიუსელდორფი და პადერბორნი დაუპირისპირდებიან
სანე თანახმაა მაგრამ პრობლემებს მანჩესტერ სიტი ქმნის
დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც მიუნხენის ბაიერნმა ლეროი სანესთან კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს აღნიშნული ფაქტობრივად დაადასტურა აგენტმაც რომელმაც განაცხადა რომ მისი კლიენტი რეკორდმაისტერისა და ბუნდესლიგის ნამდვილი სუპერვარსკვლავი იქნებაამის მიუხედავად არაერთი ევროპული გამოცემის ინფორმაციით არსებობს საშიშროება იმისა რომ ტრანსფერი ვერ შედგეს მიზეზი კი თავად მანჩესტერ სიტიაBBCის ASისა და კიდევ რამდენიმე გამოცემა იტყობინება რომ ბაიერნმა 24 წლის ვინგერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა რაზეც უარი მიიღო წყაროს ცნობით მანჩესტერულ კლუბს ურჩევნია სანე კიდევ ერთი წლით შეინარჩუნოს ვიდრე ასეთი დაბალი ფასის სანაცვლოდ გაყიდოსჯერჯერობით უცნობია რა თანხას ითხოვს ბრიტანული გუნდი სანეს სანაცვლოდ თუმცა ცხადია რომ ბაიერნის შეთავაზებას სიტი არ დათანხმდა
ნოიერი ახლა მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ცენტრში ვიქნებით
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ ისაუბრაევროპიდან დაწყებული დანარჩენი მსოფლიოთი დასრულებული ახლა ყველას ყურადღების ცენტრში ვიქნებით ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველა ჩვენგანისთვის რასაც რა თქმა უნდა ვაცნობიერებთჩვენ გარკვეული საზოგადოებისთვის სამაგალითო პიროვნებები ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ აცხადებს ნოიერი
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადება ბუნდესლიგის განახლებაზე
მოგეხსენებათ დღეს გერმანიის მთავრობამ ბუნდესლიგის განახლების ოფიციალური ნებართვა გასცა აღნიშნულ თემაზე განცხადება ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტმა კრისტიან სეიფერტმა გააკეთადღეს მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2ის კლუბებისთვის ეს საპასუხისმგებლოა როგორც ფეხბურთელებისთვის ასევე კლუბში მომუშავე პერსონალისთვისმატჩების უმაყურებლოდ ჩატარება იდეალური გამოსავალი არ არის თუმცა ეს მაინც დაეხმარება არაერთ კლუბს კრიზისის დაძლევაში მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტიკოსებს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის აცხადებს სეიფერტი
ოფიციალურად გერმანიის ბუნდესლიგა ბრუნდება
რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდაგერმანიის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2ის შეხვედრების დახურულ კარს მიღმა ჩატარებას გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოცხადდაგერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ხვალ კონფერენციას ჩაატარებს სადაც კლუბების წარმომადგენლების შეიკრიბებიან და საბოლოო დაწყების თარიღზე შეჯერდებიანდიდი ალბათობით ბუნდესლიგა 15 მაისს ან 22 მაისს დაიწყება
რობენმა პირველი ოფიციალური შეთავაზება მიიღო
რამდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა გარემარბმა არიენ რობენმა განაცხადა რომ ის სერიოზულად ფიქრობს საფეხბურთო კარიერის განახლებაზეროგორც ჩანს 36 წლის ვეტერანის მიმართ გუნდები კვლავ არიან დაინტერესებული ბრაზილიური ბოტაფაგოს ვიცეპრეზიდენტის რიკარდო როტენბერგის განცხადებით კლუბმა ჰოლანდიელ ლეგენდას ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთაარიენს ვესაუბრეთ და ის აღფრთოვანებულია ჩვენი შეთავაზებით ვიცით რომ მისთვის ადვილი არ იქნება თუმცა თუ დაბრუნებას საბოლოოდ გადაწყვეტს ჩვენი გუნდის კარი მისთვის ღიაა აცხადებს ბოტაფაგოს ვიცეპრეზიდენტი
სანეს აგენტი სანე ბუნდესლიგისა და ბაიერნის სუპერვარსკვლავი იქნება
გუშინ არაერთმა ევროპულმა გამოცემამ დაადასტურა ლეროი სანესა და მიუნხენის ბაიერნს შორის კონტრაქტის პირობების შეთანხმებაროგორც ჩანს ტრანსფერი ფაქტობრივად დასრულებულია რადგან ამ თემაზე კომენტარი თავად ახალგაზრდა ვინგერის აგენტმა გააკეთალეროი ბუნდესლიგისა და მიუნხენის ბაიერნის ნამდვილი სუპერვარსკვლავი იქნება შემიძლია თამამად გითხრათ რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ ის ყველანაირად საუკეთესო ფორმაში დაბრუნდებაროგორც მენტალურად ასევე ფიზიკურად სანეს იდეალურ ფორმაშია აცხადებს ფეხბურთელის აგენტი
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0