bayern.ge სლაიდერი გვერდი 108
ბაიერნის თვის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილია
მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებმა გასული თვის საუკეთესო მიუნხენელი აირჩიესარანორმალური ბრძოლისუნარიანობა უდიდესი სამუშაო და გადამწყვეტი გოლები ამ ყველაფრის წყალობით რეკორდმაისტერის ფანების გული გუნდის ესპანელმა საყრდენმა ხავი მარტინესმა დაიპყრო30 წლის ესპანელმა საერთო ხმების 58 მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მარტინესმა კინგსლი კომანი 131 სერჟ გნაბრი 113 ლეონ გორეცკა 54 და ხამეს როდრიგესი 36 ჩამოიტოვა უკანხავი მარტინესმა რომელსაც ხავი მაშინეზ შეარქვეს ენფილდზე ლივერპულის წინააღმდეგ 00 ფანტასტიკურად იასპარეზა ხოლო რამდენიმე დღეში ჰერტასთან 10 გამარჯვების გოლი გაიტანამიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ხავი მარტინესმა 24 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 3 ბურთი გაიტანა
ბაიერნმა გლადბახი გაანადგურა და ბორუსიას გაუთანაბრდა
გერმანიის ბუნდესლიგის 24ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად მიუნხენგლადბახის ბორუსია 51 გაანადგურა და დორტმუნდის ბორუსიას დაეწიამიუნხენელებმა საკმაოდ აქტიური სტარტი აიღეს და უკვე პირველივე წუთზე მიულერის გადაცემით ლევანდოვსკი ერთიერთზე დარჩა მაგრამ მას იან ზომერმა ურთულესი ბურთი აუღოთუმცა ბაიერნმა კუთხური გამოიყენა ეფექტურად ხამესის ჩაწოდების შემდეგ ხავი მარტინესმა თავით ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა 10მე11 წუთზე სერჟ გნაბრის ჩაწოდების შემდეგ მიულერს ზომერმა აუღო მაგრამ დამატებაზე თომასმა ბაიერნის უპირატესობა ორბურთიანი გახადაამის შემდეგ მბორუსია გაიხსნა და ბაიერნმა არაერთი კარგი მომენტი შექმნა ლევანდოვსკი მეორედ დარჩა მეკარესთან პირისპირ და კვლავ ზომერმა აუღო ხოლო საუკეთესო შანსი სერჟ გნაბრის ჰქონდა ლევანდოვსკის პასით გნაბრი ერთიერთზე გავიდა მაგრამ მასაც შვეიცარიელმა მეკარემ აუღოტაიმის ბოლოს კი მბორუსიამ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და ერთი ბურთი გაქვითა თორგან აზარის გადაცემით ლარს შტინდლმა გამოიჩინა თავიმეორე ტაიმი ბაიერნმა ასევე ძალიან აგრესიულად დაიწყო და სწრაფად აღადგინა ორბურთიანი უპირატესობა მასპინძლების შეცდომის შედეგად ტიაგომ წაიღო წინ ბურთი და ლევანდოვსკის შეუყოლა რომელმაც ამჯერად ყველაფერი ზუსტად გააკეთა 31ამის შემდეგ რეკორდმაისტერმა მშვიდად გააკონტროლა თამაში და მატჩის ბოლოს სერჟ გნაბრიმაც გამოიჩინა თავიმსაჯის მიერ დამატებულ დროში კი იოზუა კიმიხმა მოიპოვა პენალტი რომელიც ლევანდოვსკიმ გოლად აქცია და დუბლი მიითვალა ანგარიშზენიკო კოვაჩის გუნდმა 51 ქულა დააგროვა და ბორუსიას ქულათა რაოდენობით გაუთანაბრდა თუმცა დორტმუნდელები პირველ ადგილს ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ინარჩუნებენ
მბორუსია  ბაიერნი სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 24ე ტურის მატჩი მიუნხენგლადბახის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნს შორის დაახლოებით 1 საათში აიღებს სტარტსდღეს მიუნხენური გრანდი ბორუსია პარკზე სერიოზული დანაკლისით იასპარეზებს და გუნდის სათადარიგო სკამი ექსპერიმენტალურიამბორუსია ზომერი ლანგი გინტერი ელვედი ვენდტი კრამერი ნოიჰაუსი აზარი შტინდლი ჰოფმანი პლეასათადარიგო სკამი ზიპელი შტრიობლი იანშკე ზაქარია ჰერმანი ფაბიან ჯონსონი რაფაელიბაიერნი ნოიერი კიმიხი ზიულე ბოატენგი რაფინია მარტინესი ტიაგო მიულერი ხამესი გნაბრი ლევანდოვსკისათადარიგო სკამი ულრაიხი ჰუმელსი მაი ჟონგი სანჩეში შაბანი დეივისი
მბორუსია  ბაიერნი ბაიერნმა დორტმუნდის საჩუქარი უნდა გამოიყენოს
ერთკვიანი შესვენების შემდეგ მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ბუნდესლიგაში საკმაოდ რთულ ტესტს გაივლის და ბოლო წლებში ყველაზე უხერხულ მეტოქეს დაუპირისპირდებამბორუსია ბაიერნიჩემპიონატი გერმანიის ბუნდესლიგა 24ე ტურითარიღი 2 მარტი 2130 საათისტადიონი ბორუსია პარკი მიუნხენგლადბახიმთავარი მსაჯი ფელიქს ცვაიერიგუნდების წინასამატჩო მდგომარეობამიუნხენგლადბახის ბორუსიამ პირველი წრე საკმაოდ კარგად ჩაატარა და სეზონის მეორე ნახევარიც შთამბეჭდავად დაიწყო დიტე ჰეკინგის გუნდმა 2019 წლის პირველი სამი თამაში მშრალად მოიგო თანაც საკმაოდ უხერხული მეტოქეების წინააღმდეგ ლევერკუზენის ბაიერთან 10 აუგსბურგთან 20 და შალკესთან 20 თუმცა ბოლო პერიოდშ ბორუსიამ მოუკლო და ბუნდესლიგის ბოლო სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვაბოლო ორი საშინაო თამაში მიუნხენგლადბახელებმა ერთნაირი დიდი ანგარიშით 03 წააგეს ჰერტასა და წინა ტურში ვოლფსბურგის წინააღმდეგ ამ მატჩებს შორის კი ჰეკინგის გუნდმა სტუმრად აინტრახტთან ფრედ 11 ითამაშა ამ წარუმატებელი სერიის შედეგად მბორუსია ლიდერებს ჩამორჩა და 43 ქულით მესამე ადგილს ინარჩუნებს მთავარი კონკურენტი ლაიფციგი კი უკვე ერთი ქულის დისტანციაზეა ამიტომ მიუნხენგლადბახელებს დღეს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათმიუნხენურ გრანდს ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული პერიოდი აქვს ნიკო კოვაჩის გუნდმა სეზონის მეორე ნახევარში ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგო ლევერკუზენში მარცხის შემდეგ კი ბაიერნმა ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და წინა ტურში პირველი მშრალი გამარჯვება იზეიმა ლივერპულში დამღლელი და ძალისხმიერი დაპირისპირების შემდეგ ბაიერნმა საკუთარ მოედანზე ბერლინის ჰერტასთან არც ისე კარგად იასპარეზა მაგრამ ხავი მარტინესის თავურით 10 მაინც იმარჯვა და ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა გაშვებული ბურთის გარეშეგუშინ დორტმუნდის ბორუსია აუგსბურგში დამარცხდა 12 და მიუნხენურ გრანდს კარგი საჩუქარი გაუკეთა თუ დღეს ბაიერნი მიუნხენგლადბახში გამარჯვებას მოიპოვებს ყვითლებს ქულების რაოდენობით გაუთანაბრდება ასე რომ რეკორდმაისტერი საკმაოდ მოტივირებულია და ამ ბრწყინვალე შანსის გამოყენება უნდა სცადოს თუმცა ბორუსია პარკზე ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებამიუნხენგლადბახში ხუთი წამყვანი მოთამაშის გარეშებაიერნი ბორუსია პარკზე საკმაოდ სერიოზული პრობლემებით ჩადის გუნდს ერთბაშად 5 ძირითადის მოთამაშე აკლია კინგსლი კომანისა და არიენ რობენის გარდა რეკორდმაისტერს დავიდ ალაბა ლეონ გორეცკა და ფრანკ რიბერი გამოაკლდნენალაბას არყოფნაში რაფინია მიიღებს პრაქტიკას ხოლო შეტევის მარცხენა ფრთაზე შესაძლოა ერთერთი ახალგაზრდა ტალანტი ვიხილოთ დეივისი ან კორეელი ვუიუნ ჩუნი თუმცა სავარაუდოდ ძირითადში მიულერი დაბრუნდება და ახალგაზრდები სკამზე იქნებიანმიუნხენგლადბახელებსაც აქვთ დანაკლისი მაგრამ არც ისე სერიოზულისავარაუდო შემადგენლობებიმბორუსია ზომერი ლანგი გინტერი ელვედი ვენდტი ზაქარია კრამერი ჰოფმანი აზარი შტინდლი პლეაბაიერნი ნოიერი კიმიხი ზიულე ჰუმელსი რაფინია მარტინესი ტიაგო მიულერი ხამესი გნაბრი ლევანდოვსკიფაქტები და სტატისტიკაეს ამ გუნდების 102ე ურთიერთშეხვედრაა გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში ამ ეტაპზე ბაიერნს ორჯერ მეტი 48 გამარჯვება აქვს ვიდრე მბორუსიას 24 და 29 მატჩი ფრედ დასრულდარეკორდმაისტერს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ბურთი სწორედ მბორუსიასგან აქვს გაშვებული 127ბოლო წლებში მბორუსია მიუნხენური გრანდისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ იქცა 201112 წლებიდან მოყოლებული ბაიერნმა ყველაზე მეტი მარცხი სწორედ მბორუსიასთან განიცადა 15 მატჩში 6 წაგებანიკო კოვაჩის გუნდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 გასლითი თამაშიდან 9 მოიგო და 27 ქულით საუკეთესო გასვლითი გუნდია მბორუსიამ კი საკუთარ მოედანზე პირველი 9 მატჩი ზედიზედ მოიგო მაგრამ ბოლო ორი შეხვედრა 03 დათმობუნდესლიგის ეგიდით ბაიერნს ბორუსია პარკზე ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული 2 ფრე 1 წაგება
ბაიერნს გლადბახთან შესაძლოა 4 წამყვანი მოთამაშე დააკლდეს
მიუნხენის ბაიერნი გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 24ე ტურის თამაშს სტუმრად მიუნხენგლადბახის ბორუსიას წინააღმდეგ სერიოზული დანაკლისით ხვდებარეკორდმაისტერის ბოლო ორი ვარჯიში გუნდის ერთბაშად ოთხმა წამყვანმა მოთამაშემ გამოტოვა მანუელ ნოიერმა დავიდ ალაბა ლეონ გორეცკამ და ფრანკ რიბერიმგორეცკასა და ალაბას კუნთის პრობლემები აქვთ ნოიერს მაღალი ტემპერატურა აწუხებს ხოლო რიბერის კუჭის პრობლემებიბაიერნისა და მბორუსიას დაპირისპირება შაბათს ჩვენი დროით 2130 საათზე გაიმართება
კოვაჩი ხამესის ბედი მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული
მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ხამეს როდრიგესის მომავალიც განიხილამთავარ მწვრთნელს რა თქმა უნდა თავისი მოსაზრება ყოველთვის აქვს მაგრამ ეს კლუბის ხელმძღვანელობამ მაინც უნდა განიხილოსჩვენ ყველანი ერთად შევაფასებთ პლიუსებსა და მინუსებს და მივიღებთ საბოლოო გააზრებულ გადაწყვეტილებას აღნიშნა კოვაჩმა27 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი რეკორდმაისტერის ღირსებას იჯარის წესით იცავს და ბაიერნს მისი გამოსყიდვის უფლება ზაფხულამდე აქვსმიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ხამესმა 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა
რობენი ლივერპულთან თამაშისთვის მზად იქნება
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარული გარემარბი არიენ რობენი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩისთვის ემზადებაავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild იტყობინება რომ 34 წლის ჰოლანდიელი გუნდს უკვე შეუერთდა და ბაიერნში მის მოედანზე დაბრუნებას მომდევნო კვირაში ელიანამ უქმეებზე რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის 24ე ტურში სტუმრად მიუნხენგლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდება ხოლო მომედვნო კვირას შინ ვოლფსბურგს მიიღებს და რობენის დაბრუნება სწორედ მგლების წინააღმდეგ არის მოსალოდნელიასე რომ არიენ რობენი ლივერპულთან საპასუხო მატჩისთვის რომელიც 13 მარტს გაიმართება აუცილებლად მზად იქნება
ერნანდესმა ატლეტიკო უარით გაისტუმრა
მადრიდის ატლეტიკოსა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების უნივერსალურ მცველს ლუკა ერნანდესს კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვსესპანური ტელეარხის El Transistorს ინფორმაციით 23 წლის ფრანგმა როხიბლანკოს ახალ კონტრაქტზე ოფიციალურად უთხრა უარიერნანდესმა მადრიდული კლუბის წინადადება არ მიიღო და განაცხადა რომ მომდევნო სეზონს უკვე სხვა კლუბში ჩაატარებსეს კი გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებაა ლუკა ერნანდესი მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობას შეუთანხმდამსოფლიო ჩემპიონი მცველის გადაბირება ბაიერნს 80 მილიონ ევრომდე უნდა დაუჯდეს
გერმანული პრესა ბაიერნი ვერნერს შეუთანხმდა
მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ზაფხულისთვის ტრანსფერების წინასწარ შეთანხმებას აგრძელებს და კიდევ ერთ ფეხბურთელს მოელაპარაკაცნობილი გერმანული გამოცემა SportBild იტყობინება რომ ბაიერნი ლაიფციგისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ტიმო ვერნერის აგენტს შეუთანხმდავერნერი მიუნხენურ გრანდში გადასვლაზე თანახმაა და ახლა რეკორდმაისტერს ისღა დარჩენია რომ ლაიფციგს მოელაპარაკოს22 წლის გერმანელის სანაცვლოდ ხარებს 60 მილიონი ევროს მიღება სურთ მაგრამ ბაიერნი სატრანსფერო ღირებულების დაწევას შეეცდებავერნერის მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში იწურება და ტიმო გახანგრძლივებას არ აპირებს ამიტომ მიუნხენელებს სჯერათ რომ ლაიფციგს 40 მილიონ ევროზეც დაითანხმებენტიმო ვერნერმა მიმდინარე სეზონში სულ 25 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის გატანა მოახერხა
პავარი ბაიერნს უარის ვერ ვეტყოდი
მიუნხენის ბაიერნის მომავალმა მცველმა ბენჟამენ პავარმა რეკორდმაისტერში გადასვლის გადაწყვეტილება შეაფასაბაიერნი არის კლუბი რომელსაც შეუძლებელია უარი უთხრა ეს გერმანიის საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთერთი საუკეთესო კლუბიაროდესაც აგენტმა მითხრა რომ ჩემით ბაიერნია დაინტერესებული მე ვუპასუხე ეს სწორედ ისაა რაც მჭირდება სხვა წინადადებები არ მაინტერესებსლიზარაზუ სანიოლი ამ ფრანგ ფეხბურთელებს ბაიერნში ფანტასტიკური კარიერა ჰქონდათუფრო მეტიც გერმანია მიყვარს და აქ დარჩენა მინდა მიყვარს გერმანელი ხალხი და სტადიონები ფეხბურთი აქ ოჯახივით არის რაც ძალიან მომწონს განაცხადა პავარმა22 წლის უნივერსალური მცველი ბაიერნს ახალი სეზონიდან შეუერთდება მისი ტრანსფერი რეკორდმაისტერს 35 მილიონი ევრო დაუჯდება
SportBild ბაიერნმა ერნანდესის ტრანსფერი შეათანხმა
ცნობილი გერმანული ტაბლოიდი SportBild იტყობინება რომ მიუნხენის ბაიერნმა ზაფხულისთვის კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელაბენჟამენ პავართან ერთად რეკორდმაისტერს ახალი სეზონიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი უნივერსალური მცველი ლუკა ერნანდესი შეუერთდებაბაიერნმა მადრიდულ კლუბთან უკვე ყველაფერი შეათანხმა და თავად ლუკასაც მოელაპარაკაზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით მიუნხენელებმა მოლაპარაკებებში ჩართეს ცნობილი აგენტი ჯოვანი ბრანჩიჩი რომელიც თავის დროზე პეპ გვარდიოლასა და ლუკა ტონის ეხმარებოდა23 წლის ლუკა ერნანდესს დაცვის მარცხენა ფრთასა და ცენტრში შეუძლია მოქმედება გასული წლის ზაფხულში ის მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი იყომიმდინარე სეზონში ლუკამ ატლეტიკოს მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა
დღევანდელი ვარჯიში შვიდმა ფეხბურთელმა გამოტოვა
მიუნხენის ბაიერნის დღევანდელი ვარჯიში ერთაბაშად შვიდმა ფეხბურთელმა გააცდინა სხვადასხვა მიზეზითგუნდის კაპიტან მანუელ ნოიერს მის შემცვლელ სვენ ულრაიხსა და მატს ჰუმელსს სიცხე აწუხებთ ამიტომ დღეს სავარჯიშო მოედანზე ვერ გავიდნენრეკორდმაისტერის ვეტერან გარემარბს ფრანკ რიბერისა და რობერტ ლევანდოვსკის კუჭის პრობლემების გამო გაუცდათ ვარჯიშიგარდა ამისა ბაიერნის სამწვრთნელო შტაბმა ორ მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა ტიაგო ალკანტარასა და ლეონ გორეცკასმიუნხენური გრანდი თავის მომდევნო თამაშს 2 მარტს ჩაატარებს სტუმრად მიუნხენგლადბახის ბორუსიას წინააღმდეგ და წესითა და რიგით ამ მატჩის გამოტოვება ამ 7 მოთამაშიდან არცერთს ემუქრება
ესპანური პრესა ბაიერნი რეალის შემტევს რეკორდულ თანხად შეიძენს
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ზაფხულისთვის სერიოზული ცვლილებები დაანონსა რასაც ესპანურ პრესაში ერთი ხმაურიანი გამოხმაურება უკვე მოჰყვაDon Balon იტყობინება რომ გერმანული გრანდი ზაფხულში მადრიდის რეალის გარემარბის მარკო ასენსიოს გადაბირებას შეეცდება და მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს თანაც წარმატებით23 წლის უნიჭიერესი ესპანელის სანაცვლოდ ბაიერნი 120 მილიონ ევროს გადაიხდის და ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნებამარკო ასენსიო სამეფო კლუბის რიგებში 2016 წლის იანვრიდან ბრწყინავს მაგრამ მიმდინარე სეზონში ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა201819 წლების სეზონში მარკომ 31 თამაშში მიიღო მონაწილეობა 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა
ბალაკის რჩევა ჰადსონოდოის შენს ადგილას ჩელსიში დავრჩებოდი
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა კალუმ ჰადსონოდოის გერმანული კლუბის ქომაგებისთვის არასასიამოვნო რჩევა მისცაისეთ კლუბში რომ გავზრდილიყავი როგორიც ჩელსია აქ დარჩენა მენდომებოდაჰადსონოდოი ლონდონსა და მთლიანად ინგლისში ერთერთი გამორჩეული ტალანტია ამიტომ მის ადგილას დავრჩებოდი და ჩემს გზას გავიკვლევდიიმედი მაქვს რომ ის ჩელსის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდება ვინაიდან ის კლუბის მომავალია იმედი მაქვს ის მეტ სათამაშო დროსაც მიიღებს განაცხადა მიხაელმარეკორდმაისტერი არისტოკრატების 18 წლის ინგლისელი სუპერტალანტით აქტიურად ინტერესდებაჰადსონოდოისაც ხიბლავს ბაიერნის შეთავაზება და დიდი შანსია რომ ზაფხულში კალუმი ალიანს არენაზე ვიხილოთ
მიულერმა თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა ნახევარმცველმა თომას მიულერმა თავის მომავალზე ისაუბრაკარიერის ბუნდესლიგაში დასრულება თუ ახალი გამოწვევის მიღება ეს ძალიან რთული შეკითხვააბაიერნში ბედნიერი ვარ ახლა 29 წლის გახლავართ და ვგრძნობ რომ მინიმუმ 35 წლამდე შემიძლია თამაშითუმცა არავინ იცის თუ რას უმზადებს მომავალი განაცხადა თომასმათომას მიულერი რეკორდმაისტერის აღზრდილია დ პირველ გუნდში 2008 წლიდან ასპარეზობსმიულერმა ბაიერნის მაისურით 471 თამაში ჩაატარა და 181 გოლი გაიტანა
ფირმინომ ბაიერნთან საპასუხო მატჩი შესაძლოა გამოტოვოს
ლივერპულს გასულ უქმეებზე ინგლისის პრემიერ ლიგის 27ე ტურში გუნდის ერთერთი ლიდერი და თავდამსხმელი რობერტო ფირმინო გამოაკლდა27 წლის ბრაზილიელმა მანჩესტერ იუნაიტედთან გასვლით შეხვედრაში 00 ბარძაყის დაზიანება მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვამატჩის შემდეგ ფირმინოს მდგომარეობა მერსესაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა შეაფასა სამწუხაროდ წარმოდგენა არ მაქვს თუ რა სჭირს ფირმინოს მას ბარძაყის პრობლემა აქვს ეს აშკარაა თავიდან ბობიმ მითხრა რომ თამაშს გააგრძელებდა მაგრამ არ გამოუვიდაარ ვიცი ის როდის დაბრუნდება ეს ბობია ის უფრო ადრე გამოჯანმრთელდება ვიდრე სხვები თუმცა ჯერ უნდა გავიგოთ თუ რა სჭირს განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმაჩემპიონთა ლიგის პირველი 18 ფინალური მატჩი ენფილდზე უგოლოდ დასრულდა მიუნხენში კი ბაიერნი ლივერპულს 13 მარტს უმასპინძლებს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0