bayern.ge სლაიდერი გვერდი 50
კიმიხი მჯერა რომ ტრებლის მოგება შეგვიძლია
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა მიმდინარე სეზონის გეგმებზე ისაუბრაძლიერი გუნდი გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და დიდი პოტენციალის მქონეკარგი იქნება თუ სეზონი მალე განახლდება რადგან საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავით და დიდი წარმატების მიღწევა შეგვეძლოამის მიუხედავად ახლაც კარგ სიტუაციაში ვართ ყველა ფრონტზე და მჯერა რომ ტრებლის მოგება შეგვიძლია აცხადევს კიმიხი
სანე 50 მილიონად რუმენიგეს მოულოდნელი განცხადება
მიუნხენის ბაიერნი რომ ლეროი სანეს ტრანსფერით არის დაინტერესებული ეს ამბავი არახალიააღნიშნულ თემაზე კომენტარი რეკორდმაისტერის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემ გააკეთაგასულ წელს სანეს სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 100120 მილიონი ევრო იყო ასეთი თანხის გადახდა კი ჩვენთვის არცთუ ისე იოლიაახლა კი მისი დამატება გაცილებით იაფი დაგვიჯდება ვფიქრობ სანეს ფასი ახლა დაახლოებით 3050 მილიონ ევროს შეადგენს აცხადებს რუმენიგე
მიულერმა აღიარა გუნდიდან წასვლასთან ახლოს ვიყავი
რამდენიმე დღის წინ მიუნხენის ბაიერნის ვეტერანმა თომას მიულერმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი30 წლის ფეხბურთელმა დღეს ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთაზედიზედ რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი რაც ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდაამ პერიოდში გუნდიდან წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას არც კი განვიხილავდიამის შემდგომ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი და სიტუაციაც სასიკეთოდ დატრიალდა აცხადებს მიულერი
BILD გუნდში არსებული არეულობის მიზეზი ცნობილია
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნი რამდენიმე ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებსგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ამის მიზეზი ესპანეთიდან წამოსული ფეხბურთელების ხელფასებიაკერძოდ ლუკას ერნანდესი და ფილიპე კოუტინიო რეკორდმაისტერის ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები არიან მათი წლიური ხელფასი 20 მილიონ ევროს აჭარბებს რამაც რამდენიმე მოთამაშის უკმაყოფილება გამოიწვიაწყაროს ცნობით კლუბი მანუელ ნოიერთან და დავიდ ალაბასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას სწორედ ხელფასის გამო ვერ ახერხებს მათი მაღალი მოთხოვნები კი სწორედ ზემოხსენებული მოთამაშეების ანაზღაურებამ გამოიწვია
ნოიერის მოთხოვნების სრული სია ცნობილია
მანუელ ნოიერის კონტრაქტის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდებაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით 34 წლის მეკარემ მიუნხენის ბაიერნს თავისი პირობები წარუდგინაწყაროს ცნობით ნოიერს ხუთწლიანი კონტრაქტი სურს ხელფასის სახით კი ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვსროგორც ცნობილია გერმანული კლუბი ამ პირობებს არ თანხმდება და მათი მოთხოვნაა რომ შედარებით მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდეს
Sky ჰავერცმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა
ავტორიტეტულმა გამოცემა Sky Sportsმა ლევერკუზენის ბაიერის ნახევარმცველის კაი ჰავერცის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელაწყაროს ცნობით ახალგაზრდა გერმანელმა არჩევანი უკვე გააკეთა და მისი სურვილია რომ კარიერა მიუნხენის ბაიერნში გააგრძელოსროგორც ცნობილია ჰავერცმა თავისი კლუბის ხელმძღვანელობას ზემოხსენებული ინფორმაცია უკვე აცნობა და სთხოვა რომ მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დასრულდესშეგახსენებთ რომ ჰავერცის დამატება თავად ბაიერნსაც სურს თუმცა მთავარი პრობელმა სატრანსფერო ფასია
ბაიერნი რეალის ვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენის ბაიერნი მარჯვენა მცველის ძიებას კვლავ აგრძელებსესპანური გამოცემა Mundo Deportivoს ინფორმაციით რეკორდმაისტერის რადარზე ამჯერად მადრიდის რეალის ამომავალი ვარსკვლავი აჩრაფ ჰაკიმი გამოჩნდამოგეხსენებათ 21 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგაში უკვე მეორე სეზონს ატარებს და მისი პროგრესი თვალსაჩინოა შესაბამისად მან არაერთი ევროპული გრანდის ყურადღებაც მიიპყროწყაროს ცნობით სამეფო კლუბი აჩრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის თუ სარფიან წინადადებას მიიღებს სავარაუდო სატრანსფერო ფასად კი 60 მილიონი ევრო სახელდება
საფეხბურთო წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა
დღეს FIFAმ საფეხბურთო წესებში ცვლილებები შეიტანა რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეწ ხელით თამაშის წესიათუ ფეხბურთელი შემთხვევით ითამაშებს ხელით მაშინ ის ჩაითვლება ჯარიმად თუ ეპიზოდი დასრულდება გოლით ან საგოლე ეპიზოდითანუ თუ თამაში გაგრძელდა და შემთხვევით ხელით თამაშის შემდგომ ბურთთან რამდენიმე შეხება განხორციელდა მაშინ ის უკვე ჯარიმად აღარ ითვლებაგარდა ამისა ზუსტად განისაზღვრა ხელის დეფინიცია ფოტოზე მწვანედ გამოსახული არე არ ითვლება ხელის ნაწილად წითელი კი ითვლება
სასიხარულო ინფორმაცია ბაიერნს კიდევ ორი ფეხბურთელი უბრუნდებ
მიუნხენის ბაიერნის ლაზარეთი ნელნელა იცლებადღეს გუნდთან ერთად სრული ვარჯიშის ჩატარება მოახერხა ტიაგო ალკანტარამ რომელსაც აქამდე მცირე დისკომფორტი აწუხებდაასევე ოპერაციის გაკეთების შემდგომ ივან პერიშიჩმა პირველად შეძლო მინდორზე გასვლა ხორვატი ნახევარმცველი სულ მალე შეძლებს სრული დატვირთვით ვარჯიშსშეგახსენებთ რომ გასულ დღეებში ვარჯიშს დაუბრუნდა ასევე რობერტ ლევანდოვსკიც
ალაბას მომავალი ფაქტობრივად გადაწყვეტილია
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ დავიდ ალაბა მიუნხენის ბაიერნს დატოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებსაღნიშნულ თემაზე საინტერესო ცნობა გაავრცელა ესპანურმა გამოცემა Mundo Deportivo რომლის ინფორმაციითაც 27 წლის მცველმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალაკერძოდ ავსტრიელი ფეხბურთელი რეკორდმაისტერის წარმომადგენლებს ესაუბრა და გუნდის დატოვება გადაიფიქრაწყაროს ცნობით ალაბა მზადაა ბაიერნთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს და დიდი ალბათობით შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება
რობენი ვადასტურებ ჩემს ცოლს მართლაც დაუდგინდა კორონავირუსი თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა განაცხადა რომ მისმა მეუღლემ კორონავირუსი გადაიტანაბერნადიენს კორონავირუსი მართლაც დაუდგინდა თუმცა საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ახლა ის სრულიად ჯანმრთელიაყველაზე რთული ნაწილი ვირუსის დროს იყო ის რომ გულმკერდის არეში მძიმე ტკივილებს გრძნობდა და სუნთქვა უჭირდა აცხადებს რობენი
ბაიერნის რადარზე პრემიერლიგის ვარსკვლავი გამოჩნდა
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავსბრიტანული გამოცემა Skyს ინფორმაციით რეკორდმაისტერი ერთერთ ვარიანტად ლონდონის ჩელსის ცენტრალურ მცველს ანტონიო რუდიგერს განიხილავსმოგეხსენებათ 27 წლის მცველი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა ბუნდესლიგაში და შესაბამისად მას კლუბში ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს რაც ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო მეტად ზრდისშეგახსენებთ რომ თავის მხრივ არისტოკრატებს ჟერომ ბოატენგის დამატება სურთ და არ არის გამორიცხული რომ გარკვეული სახის ტრეიდიც ვიხილოთ
სანეს ტრანსფერის ბედი მიმდინარე კვირაში გადაწყდება
გერმანული გამოცემა Bild ლეროი სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებსწყაროს ცნობით ჰანს ფლიკის კონტრაქტის გახანგრძლივებამდე მასსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს შორის მოლაპარაკებები შედგა სწორედ ახალგაზრდა ვინგერის თაობაზე55 წლის სპეციალისტმა თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა ის არ არის წინააღმდეგი რომ კლუბმა სანე დაიმატოს რადგან ის მართლაც ხედავს ახალი ვინგერის საჭიროებას გუნდში თუმცა პრობლემას ფასი წარმოადგენს ბაიერნს არ სურს რომ ასეთი კრიზისის ფონზე ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტი თანხა გადაიხადოსროგორც ცნობილია მიმდინარე კვირაში ფლიკსა და ხელმძღვანელობას შორის კიდევ ერთხელ გაიმართება მოლაპარაკებები სადაც უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდებიან სამომავლო გეგმებზე და კლუბის საჭიროებებზე და დიდი ალბათობით სწორედ აქ გადაწყდება სანეს ტრანსფერის ბედიც
რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა სრულიად მოიშუშა
მიუნხენის ბაიერნის რიგებში სასიხარულო ცნობები კვლავ გრძელდებაგუნდის პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა სრულიად მოიშუშა და ის უკვე 100ით მზადაა გუნდის დასახმარებლად31 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მას უკვე აღარ აწუხებს არანაირი პრობლემაშეგახსენებთ რომ ლევანდოვსკიმ თებერვალში ოპერაცია ჩაიტარა რის გამოც მარტის თვეში ყველა შეხვედრა გამოტოვა
მიროსლავ კლოზეს ბაიერნში დაბრუნება კიდევ უფრო რეალური ხდება
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად შესაძლოა ლეგენდარული მიროსლავ კლოზე მოგვევლინოსაღნიშნულ თემაზე რეკორდმაისტერის დამრიგებელმა ჰანს ფლიკმა ისაუბრა და განაცხადა რომ ის მართლაც დაუკავშირდა ვეტერან თავდამსხმელსდღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კლოზეს მოსვლა ჰანს ფლიკის სამწვრთნელო შტაბში კიდევ უფრო რეალური ხდებაგამოცემა Bildის ცნობით 41 წლის ფეხბურთელი ივნისში სამწვრთნელო კურსებს იწყებს რომელიც 11თვიან ტრეინინგს მოიცავს როგორც ჩანს კლოზე სერიოზულად ფიქრობს სამწვრთნელო საქმიანობაზე და ფლიკის ასისტენტობა მისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება
როგორ მიმდინარეობს მანუელ ნოიერთან კონტრაქტზე მოლაპარაკებები
მოგეხსენებთ მიუნხენის ბაიერნი მანუელ ნოიერთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებსგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით პირველადი მოლაპარაკებების შემდეგ საქმე არცთუ დამაიმედებლადააწყაროს ცნობით რეკორდმაისტერის წარმომადგენლები უკმაყოფილო არიან ვეტერანი კიპერის მოთხოვნებითმანუელს გრძელვადიანი კონტრაქტი და მაღალი ხელფასი სურს მიუნხენელები იმედოვნებდნენ რომ მოლაპარაკებების შედეგად გარკვეული სახის შეთანხმება შედგებოდა თუმცა ნოიერის მხარე არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0